საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ჰეროდე დიდი დიდებული მშენებელი
    გამოიღვიძეთ! — 2009 | სექტემბერი
    • საპორტო ქალაქი კესარეა

      კესარეაში ჰეროდემ რომის იმპერიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტი ააგო. მისი ფართობი დღეს არქეოლოგების გაოცებას იწვევს. პორტში ერთდროულად ას გემს შეეძლო გაჩერება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კესარეა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი იყო.

      ნავმისადგომები და ტალღასაჭრელები იმ დროისთვის საუკეთესოდ იყო გაკეთებული. მეცნიერები გაოცებულები არიან, თუ როგორ შეძლეს 15 მეტრი სიგრძის, 3 მეტრი სიმაღლისა და 3 მეტრი სიგანის დიდი ბლოკების დალაგება, რომლებსაც პირველი საუკუნის ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი აღწერს. ახლახანს მყვინთავებმა აღმოაჩინეს ასეთი ბლოკები, რომლებიც ჩვეულებრივი ბეტონისგან იყო ჩამოსხმული. ნავმისადგომებისა და ტალღასაჭრელების ასაგებად, მუშები ხის ყალიბში ასხამდნენ ბეტონს, წყალში უშვებდნენ და ამაგრებდნენ.

      კარგად დაპროექტებულ საპორტო ქალაქში აგრეთვე იყო სასახლე, იპოდრომი, 4 000-ადგილიანი თეატრი და კეისარ ავგუსტუსის ტაძარი. ქალაქს მიწისქვეშა საკანალიზაციო სისტემაც ჰქონდა. აკვედუკებითა და გვირაბებით კესარეას სასმელი წყალი მიეწოდებოდა თითქმის 6 კილომეტრით დაშორებული ქარმელის მთის წყაროებიდან.

  • ჰეროდე დიდი დიდებული მშენებელი
    გამოიღვიძეთ! — 2009 | სექტემბერი
    • [სურათი 25 გვერდზე]

      კესარეა

      (მხატვრის წარმოსახვა)

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება