საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g16 № 5 გვ. 10-11
  • უნიკალური ელემენტი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • უნიკალური ელემენტი
  • გამოიღვიძეთ! — 2016
  • მსგავსი მასალა
  • ნუთუ ქიმიური ელემენტები შემთხვევით გაჩნდა?
    გამოიღვიძეთ! — 2001
  • სასიცოცხლო ციკლები
    გამოიღვიძეთ! — 2009
  • ვინმეს ხომ არა გაქვთ ფანქარი?
    გამოიღვიძეთ! — 2007
  • საოცარი სისხლის წითელი უჯრედები
    გამოიღვიძეთ! — 2006
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2016
g16 № 5 გვ. 10-11

უნიკალური ელემენტი

ნახშირბადის ატომები

„ნახშირბადი სიცოცხლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Nature’s Building Blocks). ნახშირბადს აქვს ურთიერთშეერთების თვისება; ის აგრეთვე ბევრ სხვა ელემენტს უერთდება და მილიონობით სხვადასხვა სახის ქიმიურ ნაერთს ქმნის, რომელთა აღმოჩენისა და სინთეზირების პროცესი დღემდე გრძელდება.

ნახშირბადის ატომები ერთდება და სხვადასხვა ფორმას იღებს. მაგალითად, მას შეიძლება ჰქონდეს ჯაჭვის, რგოლის, ბადის, პირამიდის ან მილაკის ფორმა. ნახშირბადი მართლაც უნიკალური ელემენტია, რაშიც ქვემოთ მოცემული მაგალითები დაგვარწმუნებს.

ალმასი

ალმასი

ალმასი ბუნებაში აღმოჩენილ ყველა მინერალზე უფრო მკვრივია. ამ მინერალში ნახშირბადის ატომები ისეა განლაგებული, რომ ოთხწახნაგა (ტეტრაედრი) პირამიდის ფორმას იღებს. ასეთი აგებულების წყალობით ალმასს ძალიან მყარი სტრუქტურა აქვს. დამუშავებული ალმასი (ბრილიანტი), ძირითადად, ნახშირბადის მრავალატომიანი მოლეკულაა.

გრაფიტი

ფანქარი

გრაფიტი გამოიყენება როგორც საპოხ მასალად, ისე ფანქრის გულის დასამზადებლად.a ამის მიზეზი ისაა, რომ ამ მინერალში ნახშირბადის ატომები მჭიდროდ არის ბმული და ფენებად განლაგებული. ეს ფენები კი ერთმანეთთან სუსტად არის დაკავშირებული და ადვილად სრიალებს, ისევე როგორც ფურცლები ქაღალდის დასტიდან.

გრაფენი

ფანქრის კვალი

გრაფენი ნახშირბადის ატომების ერთი ფენაა, რომელიც ქმნის ჰექსაგონალურ (ექვსკუთხა) მესერს ანუ ბადეს. გრაფენი ფოლადზე ბევრად მტკიცე მასალაა, თუმცა ის, ამავდროულად, საოცრად ელასტიკური და დრეკადია. ვინაიდან გრაფენი გრაფიტის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია, რომლისგანაც, როგორც აღვნიშნეთ, ფანქრის გულებს ამზადებენ, ფანქრის გასმისას ქაღალდზე შეიძლება დარჩეს მცირე რაოდენობით გრაფენი ერთ ან რამდენიმე შრედ.

ფულერენები

ფულერენები

ნახშირბადის ეს მოლეკულური ნაერთები ერთმანეთთან არიან შეკავშირებული და სფეროსებრ სტრუქტურას ქმნიან, რომელიც შედგება მიკროსკოპული ბურთულებისა და მილაკებისგან, რასაც ნანომილაკები ეწოდება. ეს ნაწილაკები იზომება ნანომეტრებში. ერთი ნანომეტრი მეტრის ერთ მემილიარდედს უდრის.

ცოცხალი ორგანიზმები

ნახშირბადი ცოცხალ ორგანიზმებში

ნახშირბადი უჯრედის შემადგენელი ქიმიური ელემენტია, რომელიც ყველა ცოცხალ ორგანიზმშია, იქნება ეს მცენარე, ცხოველი თუ ადამიანი. ეს ელემენტი გვხვდება ნახშირწყლებში, ცხიმებსა და ამინომჟავებში.

„[ღვთის] უხილავი თვისებები . . . შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“ (რომაელები 1:20).

a იხილეთ 2007 წლის ივლისის „გამოიღვიძეთ!“-ის სტატია „ვინმეს ხომ არ გაქვთ ფანქარი?“.

ვარსკვლავი

ნახშირბადის წარმოქმნას ვარსკვლავის ბირთვში მიმდინარე უზუსტესი პროცესები განაპირობებს

ნახშირბადი ჰელიუმ 3-ის თერმობირთვული სინთეზის შედეგად წარმოიქმნება. მეცნიერების აზრით, ეს პროცესი ვარსკვლავების ბირთვში მიმდინარეობს, რომლებსაც გარდაქმნის ბოლო ფაზაში წითელ გიგანტებს უწოდებენ. თუმცა ჰელიუმის ატომების სინთეზირებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სათანადო პირობები, თანაც იდეალური სიზუსტით. ფიზიკოსი პოლ დეივისი წერს: „[ფიზიკურ კანონებში] ოდნავი ცვლილებაც რომ მოხდეს, აღარც სამყარო იარსებებს, აღარც სიცოცხლე და, რაღა თქმა უნდა, აღარც ადამიანი“. რას უნდა მივაწეროთ სამყაროში მიმდინარე ასეთი უზუსტესი პროცესები? ზოგი ამას შემთხვევითობას მიაწერს, ზოგი კი ამ ყველაფერში შემოქმედის ხელს ხედავს. თქვენ რას ფიქრობთ?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება