საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ შევიძინოთ კარგი ჩვევები
    გამოიღვიძეთ! — 2016 | No. 4
    • ქალი უყურებს ტელევიზორს და ჭამს არაჯანსაღ საკვებს

      მთავარი თემა

      როგორ შევიძინოთ კარგი ჩვევები

      • მაღვიძარა

        ოსტინი მაღვიძარას ხმამ გამოაღვიძა. ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე ლოგინიდან წამოხტა, წინასწარ გამზადებული სპორტული ტანსაცმელი ჩაიცვა და სავარჯიშოდ წავიდა. ის ბოლო ერთი წელია, კვირაში სამჯერ დილაობით დარბის.

      • ერთი შეკვრა ტკბილეული

        ლორი ქმარს ეჩხუბა. გაბრაზებული სამზარეულოში შევარდა, კარადიდან ერთი შეკვრა ტკბილეული გამოიღო და მთლიანად შეჭამა. იგი ცხელ გულზე ყოველთვის ასე იქცევა.

      რა საერთო აქვთ ოსტინს და ლორის? შეიძლება ისინი ვერც კი აცნობიერებენ, რომ ორივეს ძვალ-რბილში გამჯდარი ჩვევა აქვს.

      გსურთ კარგი ჩვევების განვითარება? შეიძლება მიზნად ისახავთ, რეგულარულად ივარჯიშოთ, საკმარისად იძინოთ ან მეტი დრო დაუთმოთ ახლობლებს.

      მეორე მხრივ, შეიძლება ცდილობთ, ისეთი ცუდი ჩვევები მოიშოროთ, როგორიცაა: თამბაქოს მოწევა, არაჯანსაღი საკვების მიღება ან ინტერნეტში საათობით უგზო-უკვლოდ ხეტიალი.

      უნდა ვაღიაროთ, რომ ადვილი არ არის მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევა. ნათქვამია, ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო! ცუდი ჩვევა შეიძლება შევადაროთ ცივ ამინდში თბილ ლოგინს, სადაც ჩაწოლა ადვილია, ადგომა კი — ძნელი.

      როგორ შეგიძლიათ განივითაროთ ისეთი ჩვევები, რომლებიც კი არ გავნებთ, არამედ გარგებთ. მომდევნო სტატიებში განვიხილავთ სამ ბიბლიურ პრინციპს, რომლებიც ზემოთ განხილულ საკითხს შეეხება.

  • 1. იყავით რეალისტი
    გამოიღვიძეთ! — 2016 | No. 4
    • ქალი ადგენს სიას

      მთავარი თემა | როგორ შევიძინოთ კარგი ჩვევები

      1. იყავით რეალისტი

      ერთ დღესაც შეიძლება ყველაფრის ერთბაშად შეცვლა მოინდომოთ და გადაწყვიტოთ, რომ ამიერიდან აღარ მოსწევთ, აღარ იტყვით უწმაწურ სიტყვებს, გვიან აღარ დაიძინებთ, დაიწყებთ ვარჯიშს, გადახვალთ ჯანსაღ კვებაზე და შეეხმიანებით ხოლმე ნათესავებს. მაგრამ ერთი რამ გახსოვდეთ, რომ თუ ყველაფრის შეცვლას ერთი ხელის მოსმით შეეცდებით, საბოლოოდ არაფერი გამოგივათ.

      ბიბლიური პრინციპი: „სიბრძნე მოკრძალებულებთანაა“ (იგავები 11:2).

      მოკრძალებული ადამიანი რეალისტია. ის აცნობიერებს თავის შეზღუდულ შესაძლებლობებს. ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ ყველაფრის ერთიანად შეცვლას შეეცადოს, ეტაპობრივად ახდენს ცვლილებებს.

      თუ ყველაფრის შეცვლას ერთი ხელის მოსმით შეეცდებით, საბოლოოდ არაფერი გამოგივათ!

      რა შეგიძლიათ გააკეთოთ

      ერთ ჯერზე ბევრ რამეს ნუ შეეჭიდებით! შეგიძლიათ ასე მოიქცეთ:

      1. შეადგინეთ ორი სია: ერთში ჩამოწერეთ, რომელი ჩვევები გინდათ, გამოიმუშაოთ, მეორეში კი აღნიშნეთ, რომლისგან გინდათ, გათავისუფლდეთ. ნუ შეიზღუდებით და რაც კი გაგახსენდებათ, ყველაფერი ჩამოწერეთ.

      2. სია პრიორიტეტების მიხედვით შეადგინეთ — სიის თავში ის მოაქციეთ, რასაც ყველაზე მნიშვნელოვნად თვლით.

      3. თითოეული სიიდან ერთ ან ორ რამეზე შეაჩერეთ ყურადღება და იმუშავეთ მათზე. როცა დაინახავთ, რომ ესა თუ ის ჩვევა მეტ-ნაკლებად გამოიმუშავეთ, შეგიძლიათ შემდეგზე გადახვიდეთ.

      შეეცადეთ, ცუდი ჩვევები რაც შეიძლება მალე ჩაანაცვლოთ კარგით. მაგალითად, თუ გადაწყვეტთ, რომ საათობით ტელევიზორთან ჯდომის ნაცვლად, ახლობლებს დაუთმოთ ყურადღება, მაშინ ეცადეთ, სამსახურიდან სახლში დაბრუნებულებმა მაშინვე ტელევიზორი კი არ ჩართოთ ხოლმე, არამედ ჯერ მეგობრებს ან ნათესავებს შეეხმიანოთ.

      სხვა ბიბლიური პრინციპები

      „[დარწმუნდით] რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10).

      „საქმის დასასრული სჯობია მის დასაწყისს“ (ეკლესიასტე 7:8).

  • 2. შეიქმენით შესაბამისი გარემო
    გამოიღვიძეთ! — 2016 | No. 4
    • წინასწარ გამზადებული სავარჯიშო ტანსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი, წყლის ბოთლი და პორტატიული ელექტრონული მოწყობილობა

      მთავარი თემა | როგორ შევიძინოთ კარგი ჩვევები

      2. შეიქმენით შესაბამისი გარემო

      • დავუშვათ გადაწყვიტეთ, ჯანსაღად იკვებოთ, მაგრამ ვიტრინაში დაინახეთ, რომ ნაყინი მაცდუნებლად გამოიყურება.

      • დავუშვათ გადაწყვიტეთ, აღარ მოსწიოთ, მაგრამ ერთ დღესაც მეგობარი, რომელმაც იცის, რომ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ, მას მაინც გთავაზობთ.

      • დავუშვათ ვარჯიში მოგინდათ, მაგრამ გარდერობი იმდენად მოუწესრიგებელი გაქვთ, რომ სანამ სპორტულ ფეხსაცმელს მოძებნით, შეიძლება ყველაფრის ხალისი დაგეკარგოთ.

      ხედავთ საერთოს ამ სამ სიტუაციას შორის? როგორც გამოცდილება აჩვენებს, განვივითარებთ თუ არა კარგ ჩვევებს და დავაღწევთ თუ არა თავს ცუდ მიდრეკილებებს, ბევრადაა დამოკიდებული იმ გარემოზე, რომელშიც გვიწევს ყოფნა, და ხალხზე, ვისთანაც ვურთიერთობთ.

      ბიბლიური პრინციპი: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“ (იგავები 22:3).

      ბიბლია გვირჩევს, რომ წინდახედულობა გამოვიჩინოთ. ამგვარად თავს ავარიდებთ ისეთ სიტუაციებს, რაც ხელს შეგვიშლის დასახული მიზნების მიღწევაში და გაგვიადვილებს, შევიქმნათ ისეთი გარემო, რაც ხელს შეგვიწყობს სასურველი ჩვევების შეძენაში (2 ტიმოთე 2:22). ასე რომ, თუ შესაბამის გარემოს შევიქმნით, ეს ჩვენი მხრიდან გონიერების მაჩვენებელი იქნება.

      ისეთი გარემო შეიქმენით, სადაც გასაქანს ვერ მისცემთ ცუდ ჩვევებს და გაგიადვილდებათ კარგი ჩვევების განვითარება

      რა შეგიძლიათ გააკეთოთ

      • შეიქმენით ისეთი გარემო, სადაც გასაქანს ვერ მისცემთ ცუდ ჩვევებს. მაგალითად, თუ გსურთ, კვების რაციონიდან ამოიღოთ არაჯანსაღი საკვები, მაშინ ნურც იყიდით. ასე რომ, როცა ცდუნების წინაშე დადგებით, სამზარეულოში არაჯანსაღ საკვებს ვეღარ იპოვით. ასე უფრო გაგიადვილდებათ, მოერიოთ საკუთარ თავს და არ აჰყვეთ ცდუნებას.

      • შეიქმენით ისეთი პირობები, სადაც გაგიადვილდებათ კარგი ჩვევების გამომუშავება. მაგალითად, თუ დილით ვარჯიშს აპირებთ, წინა დღით გაიმზადეთ სავარჯიშო ტანსაცმელი. თუ თავიდანვე გაიმარტივებთ საქმეს, უფრო ადვილად მიჰყვებით აღებულ კურსს.

      • გონივრულად აირჩიეთ მეგობრები. ჩვენ, როგორც წესი, ვემსგავსებით მათ, ვის გვერდითაც დიდ დროს ვატარებთ (1 კორინთელები 15:33). ნაკლებად იქონიეთ ურთიერთობა მათთან, ვინც ხელს შეგიშლით ცუდი ჩვევების მიტოვებაში და მათ დაუმეგობრდით, ვინც კარგი ჩვევების განვითარებისკენ წაგახალისებთ.

      სხვა ბიბლიური პრინციპები

      „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება“ (იგავები 13:20).

      „მუყაითის გეგმები წარმატებულია“ (იგავები 21:5).

  • 3. ხელებს ნუ ჩამოყრით!
    გამოიღვიძეთ! — 2016 | No. 4
    • ქალი აღნიშვნას აკეთებს კალენდარზე

      მთავარი თემა | როგორ შევიძინოთ კარგი ჩვევები

      3. ხელებს ნუ ჩამოყრით!

      კალენდარზე გაკეთებული აღნიშვნები

      არსებობს გავრცელებული შეხედულება, რომ ახალი ჩვევის შესაძენად 3 კვირაა საჭირო. სინამდვილეში კვლევებიდან გამოჩნდა, რომ ზოგს ამისთვის ნაკლები დრო სჭირდება, ზოგს კი — მეტი. გული ხომ არ უნდა გაიტეხოთ ამის გამო?

      დავუშვათ, გადაწყვიტეთ, კვირაში სამჯერ ივარჯიშოთ.

      • პირველ კვირას ამას მშვენივრად გაართვით თავი.

      • მეორე კვირას ერთი დღე ჩაგივარდათ.

      • მესამე კვირას ისევ გამოგივიდათ.

      • მეოთხე კვირას ერთხელ ძლივს მოახერხეთ ვარჯიში.

      • მეხუთე კვირას კვლავ მიაღწიეთ დასახულ მიზანს და ამის მერე არც ერთი დღე არ ჩაგვარდნიათ.

      როგორც ხედავთ, ასეთ შემთხვევაში ახალი ჩვევის შესაძენად ხუთი კვირაა საჭირო. ეს შეიძლება ძალიან დიდ დროდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ერთხელაც, როცა მიაღწევთ დასახულ მიზანს, კმაყოფილებას იგრძნობთ.

      ბიბლიური პრინციპი: „მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება“ (იგავები 24:16).

      ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ხელები არ ჩამოვყაროთ. მთავარი ის კი არ არის, რამდენჯერ „დავეცემით“, არამედ რამდენჯერ „წამოვდგებით“.

      მთავარი ის კი არ არის, რამდენჯერ „დავეცემით“, არამედ რამდენჯერ „წამოვდგებით“

      რა შეგიძლიათ გააკეთოთ

      • თუ დროდადრო რაღაც არ გამოგდით, ნუ იფიქრებთ, რომ საბოლოოდ დამარცხდით. გახსოვდეთ, რომ სანამ მიზანს მიაღწევთ, ჩავარდნები აუცილებლად გექნებათ.

      • კარგი იქნება, თუ ჩავარდნების ნაცვლად, იმაზე იფიქრებთ, რაც კარგად გამოგივიდათ. მაგალითად, თუ ცდილობთ, შვილებთან საერთო ენა გამონახოთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ბოლოს როდის მინდოდა, ბავშვებისთვის დამეყვირა, მაგრამ თავი შევიკავე? რამ შემაჩერა? როგორ შევიკავო სხვა დროსაც თავი?“. ასეთ კითხვებზე დაფიქრება სტიმულს მოგცემთ, ხელების ჩამოყრის ნაცვლად, საკუთარ თავზე გაიმარჯვოთ.

      გსურთ, გაიგოთ, როგორ დაგეხმარებათ ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება, გაუმკლავდეთ საწუხარს, გქონდეთ ბედნიერი ოჯახი და იპოვოთ სიცოცხლის ნამდვილი აზრი? გაესაუბრეთ იეჰოვას მოწმეებს ან ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს jw.org.

      სხვა ბიბლიური პრინციპები

      „შენი თვალები წინ იყურებოდეს“ (იგავები 4:25).

      „ვივიწყებ იმას, რაც უკან დარჩა, და ვისწრაფვი იმისკენ, რაც წინ არის, ვისწრაფვი მიზნისკენ“ (ფილიპელები 3:13, 14).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება