საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g16 № 1 გვ. 12-13
  • სტუმრად ლიხტენშტაინში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სტუმრად ლიხტენშტაინში
  • გამოიღვიძეთ! — 2016
გამოიღვიძეთ! — 2016
g16 № 1 გვ. 12-13
მდინარეზე გადებული დახურული ხიდი ლიხტენშტაინში

ქვეყნები და ხალხები | ლიხტენშტაინი

სტუმრად ლიხტენშტაინში

რუკაზე ნაჩვენებია ლიხტენშტაინის გეოგრაფიული მონახაზი, რომელიც შვეიცარიასა და ავსტრიას ესაზღვრება

ეს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანა შვეიცარიასა და ავსტრიას შორის, ალპებშია მოქცეული. ამ რეგიონში საუკუნეების განმავლობაში კელტები, რეტები, რომაელები და ალემანები სახლობდნენ. დღეს ამ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ორი მესამედი ალემანების შთამომავალია, რომლებიც აქ დაახლოებით 15 საუკუნის წინ ჩასახლდნენ.

ოფიციალურ ენად გერმანული ითვლება, თუმცა სოფლებში სხვადასხვა დიალექტზე საუბრობენ. ლიხტენშტეინელების ტრადიციული კერძებია „ტუარკა-რებელი“, რომელიც სიმინდისგან მზადდება, და ყველიანი მაკარონი „კასკნოპფლე“.

ლიხტენშტეინელების ორი ტრადიციული კერძი

„კასკნოპფლე“

ტრადიციულ ფერად სამოსში გამოწყობილი ქალბატონი და პატარა გოგონა

ტრადიციული ფერადი სამოსი

ქვეყანაში მოგზაურობისას თვალწინ გადაგეშლებათ დათოვლილი მთები, აბიბინებული მინდორ-ველები და ვენახები. ამ ალპურ ზონაში შეხვდებით მცენარეთა ნაირსახეობას, მაგალითად 50-მდე სახეობის ველურ ორქიდეას. ლიხტენშტაინში არის მუზეუმები, თეატრები და ღვინის ქარხნები. ამიტომ ტურისტებისთვის ეს ქვეყანა ზამთარ-ზაფხულ ერთნაირად სასურველია.

იეჰოვას მოწმეების ისტორია ლიხტენშტაინში 1920-ანი წლებიდან იწყება. დღესდღეობით აქ 90-მდე იეჰოვას მოწმე უზიარებს სასიხარულო ცნობას ადგილობრივებსა თუ სტუმრებს.

წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ გერმანულ ენაზე, რომელიც ლიხტენშტეინელების ოფიციალურ ენას წარმოადგენს. ეს წიგნი აგრეთვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.pr2711.com.

ზოგადი ცნობები

  • მოსახლეობა: 37 000

  • დედაქალაქი: ვადუცი

  • ოფიციალური ენა: გერმანული

  • რელიგია: კათოლიციზმი

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

აქედან რომელი შეესაბამება ლიხტენშტაინს?

  1. ა) მსოფლიოში ორიდან ერთი ქვეყანა, რომელიც შემოსაზღვრულია ისეთი ქვეყნებით, რომელთაც ზღვაზე გასასვლელი არა აქვთ.

  2. ბ) 50-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარი ბინადრობს.

  3. გ) 1 600-მდე სახეობის მცენარე ხარობს.

  4. დ) არ გააჩნია სამხედრო ძალა.

პასუხი: ოთხივე.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება