საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g17 № 2 გვ. 12-13
  • სტუმრად ესპანეთში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სტუმრად ესპანეთში
  • გამოიღვიძეთ! — 2017
გამოიღვიძეთ! — 2017
g17 № 2 გვ. 12-13
ტოლედო — ტურისტული ქალაქი ესპანეთში

უძველესი ქალაქი ტოლედო, რომელსაც ბევრი ტურისტი სტუმრობს, შესანიშნავად წარმოაჩენს ესპანელი ხალხის ისტორიასა და კულტურას. 1986 წელს ეს ქალაქი მსოფლიო საგანძურის სიაში შეიტანეს

ქვეყნები და ხალხები

სტუმრად ესპანეთში

ესპანეთი რუკაზე

ესპანეთი ევროპის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და საკმაოდ მრავალეროვანი ქვეყანაა. ის გამოირჩევა მრავალფეროვანი ლანდშაფტით. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ხორბლის ყანებს, ვენახებსა და ზეთისხილის კორომებს უკავია. სამხრეთით აფრიკის კონტინენტი მდებარეობს, რომლისგანაც ამ ქვეყანას, სულ რაღაც, 14-კილომეტრიანი სიგანის სრუტე აშორებს.

ძველად ესპანეთში სხვადასხვა ხალხები, მათ შორის ფინიკიელები, ბერძნები და კართაგენელები დასახლდნენ. ძვ. წ. მე-3 საუკუნეში ესპანეთში რომაელები შეიჭრნენ, რომლებმაც ახალდაპყრობილი ტერიტორია თავის სამფლობელოდ აქციეს. მოგვიანებით ესპანეთი ვესტგუთებმა, შემდეგ კი მავრებმა დაიპყრეს. დამპყრობლებმა ამ ქვეყანას თავიანთი კულტურული კვალი დააჩნიეს.

2015 წელს ესპანეთს 68 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია. მნახველებს ამ მზიან ქვეყანაში არა მხოლოდ ოქროს სანაპიროები, არამედ მდიდარი ისტორია, არქიტექტურა და ხელოვნების უმშვენიერესი ნიმუშები იზიდავს. სტუმრებს არანაკლებ ხიბლავს ესპანური სამზარეულო. ტრადიციული ესპანური საკვებია: ზღვის პროდუქტები, შებოლილი ლორი, მოშუშული ხორცი, სალათები და ბოსტნეული, რომლისგანაც ხან ცხელ კერძს ამზადებენ, ხანაც ზეითუნის ზეთთან ერთად ცოცხლად მიირთმევენ. ესპანური ომლეტები „ტაპასი“ და „პაელია“ მთელ მსოფლიოშია განთქმული.

მარისკადა — ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული ტრადიციული კერძი

„მარისკადა“ — ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული ტრადიციული კერძი

ორი ესპანელი ქალი ფლამენგოს ცეკვავს

ცეკვა ფლამენგო

ესპანელები ძალიან მეგობრული და გულღია ხალხია. უმეტესი მათგანი კათოლიკეა, მაგრამ სინამდვილეში ცოტა თუ ესწრება მესას. ბოლო წლებში ესპანეთში აფრიკიდან, აზიიდან და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ბევრი ემიგრანტი ჩავიდა, რომელთაც ძალიან სიამოვნებთ საკუთარ რელიგიურ შეხედულებებსა და წეს-ჩვეულებებზე საუბარი. იეჰოვას მოწმეები ხშირად ესაუბრებიან მათ და ეხმარებიან ამა თუ იმ საკითხზე ბიბლიის თვალსაზრისის გაგებაში.

2015 წელს იეჰოვას მოწმეებმა ააშენეს და გაარემონტეს 70 სამეფო დარბაზი (ადგილი, სადაც ღვთის თაყვანსაცემად იკრიბებიან). აღსანიშნავია, რომ ამ პროექტებში 10 500-ზე მეტმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. საგულისხმოა ისიც, რომ რამდენიმე პროექტის განსახორციელებლად მოწმეებს მიწის ნაკვეთი მერიამ გამოუყო. ემიგრანტებმა ჭეშმარიტება მშობლიურ ენაზე რომ მოისმინონ, იეჰოვას მოწმეები ესპანურის გარდა კიდევ 30-ზე მეტ ენაზე ატარებენ შეხვედრებს. 2016 წელს იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს, რომელსაც იეჰოვას მოწმეები აღნიშნავენ, 186 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

იცოდით, რომ . . .

ესპანეთი მთელ მსოფლიოში ზეითუნის ზეთის ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანაა.

ესპანეთში ყველაზე მაღალი მთა კანარის კუნძულებზე მდებარე მოქმედი ვულკანი ტეიდეა, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 3 718 მეტრს აღწევს. თუ ზღვის ფსკერიდან გავზომავთ, ეს მთა მსოფლიოს ვულკანებს შორის სიმაღლით მესამე ადგილს დაიკავებს.

  • ოფიციალური ენები: ესპანური, ბასკური, კატალანური, გალისიური და ვალენსიური

  • მოსახლეობა: 46 439 000

  • დედაქალაქი: მადრიდი

  • კლიმატი: მრავალფეროვანი. ზაფხული ძალიან ცხელია, ზამთარი კი — ცივი

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება