-
უგარითი ძველი ქალაქი, სადაც ბაალის თაყვანისმცემლობა ყვაოდასაგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ივლისი
-
-
ბაალი კი — ძალიან ძლიერ და ამბიციურ ღვთაებად, რომელიც ღმერთებსა და ადამიანებზე მმართველობას ცდილობდა.
-
-
უგარითი ძველი ქალაქი, სადაც ბაალის თაყვანისმცემლობა ყვაოდასაგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ივლისი
-
-
ერთ პოემაში მმართველობისთვის პაექრობაა ასახული. მასში ბაალი ამარცხებს ელის საყვარელ ვაჟს, ზღვის ღმერთ იამს. შესაძლოა, ამ გამარჯვებამ ჩაუსახა უგარითელ მეზღვაურებს იმის რწმენა, რომ ბაალი მათ ზღვაზეც დაიცავდა. მოთთან ორთაბრძოლაში კი ბაალი მარცხდება და ქვესკნელში ხვდება. ამ დამარცხებას შედეგად გვალვა მოჰყვა, რის გამოც ადამიანთა საქმიანობა ჩაკვდა. ბაალის ცოლმა და დამ ანათმა — სიყვარულისა და ომის ქალღმერთმა — მოთი მოკლა და ბაალი მკვდრეთით აღადგინა. ბაალი ხოცავს ელის ცოლის, ელათის (აშერათი) ვაჟებს და სამეფო ტახტზე ადის. მაგრამ შვიდი წლის შემდეგ მოთი კვლავ ბრუნდება.
ზოგი ამ პოემას სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებს. ისინი ამბობენ, რომ მასში წელიწადის დროების მონაცვლეობაა ასახული — სიცოცხლის მომცემი წვიმების პერიოდს ზაფხულის პაპანაქება ცვლის, შემოდგომის დადგომით კი სეზონი კვლავ იცვლება. სხვები ფიქრობენ, რომ შვიდწლიანი პერიოდი შიმშილობისა და გვალვის შიშთან არის დაკავშირებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ბაალის დიდი უპირატესობა ადამიანთა წარმატების მნიშვნელოვან საწინდრად მიაჩნდათ. მეცნიერი პიტერ კრეგი აღნიშნავს: „ბაალის თაყვანისცემაზე დაფუძნებული რელიგიის მიზანი ბაალის უზენაესობის დაცვა იყო, რადგან (მის თაყვანისმცემელთა რწმენით) მხოლოდ მაშინ, როდესაც ის სხვებზე უპირატესი იქნებოდა, უხვად მოვიდოდა მოსავალი და ნაყოფიერი იქნებოდა პირუტყვიც, რაც ასე მნიშვნელოვანი იყო ადამიანთა არსებობისთვის“.
-