საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მეორე ვაი და ცხენოსანი ჯარის იერიში
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • «ჩაჰბერა საყვირს მეექვსე ანგელოზმა და გავიგონე ღვთის წინაშე მდგარი ოქროს სამსხვერპლოს რქებიდან გამომავალი ხმა, რომელიც საყვირის მქონე მეექვსე ანგელოზს ეუბნებოდა: „გაათავისუფლე ოთხი ანგელოზი, რომლებიც დიდ მდინარე ევფრატთან არიან შებოჭილნი“ » (გამოცხადება 9:13, 14).

  • მეორე ვაი და ცხენოსანი ჯარის იერიში
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 3. რა გაგებით იყო ოთხი ანგელოზი „დიდ მდინარე ევფრატთან შებოჭილი“?

      3 რა გაგებით არიან ანგელოზები „დიდ მდინარე ევფრატთან შებოჭილნი“? ძველ დროს მდინარე ევფრატი იეჰოვას მიერ აბრაამისთვის აღთქმულ მიწას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა (დაბადება 15:18; მეორე კანონი 11:24). როგორც ჩანს, ანგელოზები შებოჭილნი იყვნენ ღვთისგან ბოძებული მიწის საზღვართან, ანუ დედამიწაზე, და სრულად ვერ ასრულებდნენ იეჰოვას მიერ დავალებულ მსახურებას. ქალაქი ბაბილონი ევფრატის სანაპიროზე იყო გაშენებული. ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის დაცემის შემდეგ ისრაელი 70 წლის განმავლობაში ტყვეობაში იყო „დიდ მდინარე ევფრატთან შებოჭილი“ (ფსალმუნი 137:1). 1919 წელს სულიერი ისრაელიც „შებოჭილი“ იყო და უნუგეშო მდგომარეობაში მყოფი იეჰოვას დახმარებას სთხოვდა.

      4. რა ევალება ოთხ ანგელოზს და როგორ ასრულებენ ისინი ამ დავალებას?

      4 საბედნიეროდ იოანე ასეთ სურათს ხედავს: „და გათავისუფლდა ოთხი ანგელოზი, რომლებიც მომზადებული იყვნენ იმ საათის, დღის, თვისა და წლისთვის, რათა ადამიანთა მესამედი დაეხოცათ“ (გამოცხადება 9:15). იეჰოვას ყველაფრისთვის თავისი დრო აქვს დადგენილი და ამ დროის შესაბამისად მოქმედებს. ეს მაცნეებიც თავის დროზე თავისუფლდებიან დაკისრებული დავალების შესასრულებლად. წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებდა მათ 1919 წელს ტყვეობიდან გათავისუფლება!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება