-
სიამე ნახე შენს გარჯაში!„დარჩით ღვთის სიყვარულში“
-
-
იესო დედამიწაზე ყოფნის დროსაც გულმოდგინედ შრომობდა; ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა ხეზე მუშაობა ისწავლა და ცნობილი გახდა, როგორც დურგალიa (მარკოზი 6:3). ამ ხელობაზე მუშაობა მძიმე შრომასა და სიმარჯვეს მოითხოვს. დურგლობა განსაკუთრებით რთული იყო იესოს დროს, რადგან არც სამხერხაოები ჰქონდათ, არც სამშენებლო მასალის მაღაზია და არც ელექტროიარაღები. წარმოიდგინე, როგორ შოულობდა იესო მასალას — ის შესაძლოა თვითონ ჭრიდა ხეს და სამუშაო ადგილამდე მიჰქონდა. წარმოიდგინე, როგორ აგებდა სახლებს, ამზადებდა და აწყობდა სახურავის კოჭებს, აკეთებდა კარებს და ავეჯს. იესომ საკუთარი გამოცდილებიდან იცოდა, რამხელა კმაყოფილება მოაქვს ოსტატურად შესრულებულ სამუშაოს.
-
-
სიამე ნახე შენს გარჯაში!„დარჩით ღვთის სიყვარულში“
-
-
a „დურგლად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „გამოიყენებოდა მათ მიმართ, ვინც ხეზე მუშაობდა — ჭრიდა ხეებს, ამუშავებდა და შემდეგ სახლების ასაგებად, აგრეთვე ავეჯის თუ სხვა ნივთების დასამზადებლად იყენებდა“.
-