-
მუხლუხის კერძი — დაუვიწყარი გემოგამოიღვიძეთ! — 2012 | ივნისი
-
-
არსებობს მუხლუხის რამდენიმე სახეობა, რომელსაც მთელ ცენტრალურ აფრიკაში სიამოვნებით მიირთმევენ. ჩვენი კერძიც ასეთი მატლისგან, „იმბრასიისგან“, იყო მომზადებული. ეს ჩაპუტკუნებული ყავისფერი ჩრჩილი, კვერცხებს საპელეს ხეზე დებს. როგორც კი ჭუპრები გამოიჩეკებიან, სოფლის მოსახლეობა მათ შეგროვებას იწყებს. პირველ რიგში, ხდება მათი გარეცხვა, შემდგომ ამისა, მუხლუხებს პომიდორთან, ხახვთან და სხვა ინგრედიენტებთან ერთად ხარშავენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა დიასახლისი ერთი და იმავე რეცეპტით არ აზავებს ინგრედიენტებს. ზოგჯერ უბრალოდ აშრობენ ან ბოლავენ მატლებს. ასე მათი შენახვა სამ თვეზე მეტხანს შეიძლება.
-
-
მუხლუხის კერძი — დაუვიწყარი გემოგამოიღვიძეთ! — 2012 | ივნისი
-
-
მუხლუხები თავიანთ ზომა-წონასთან შედარებით საოცრად დიდი რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს შეიცავენ. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, გამომშრალ მუხლუხებში ორჯერ მეტი ცილაა, ვიდრე საქონლის ხორცში. საკვების ექსპერტები მწერებს უკვე იმ კუთხით იკვლევენ, როგორც განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის კვების ძირითად წყაროს.
ზოგიერთი სახეობის მუხლუხის სულ რაღაც 100 გრამი შეიცავს უამრავ ვიტამინს და ისეთ მნიშვნელოვან მინერალებს, როგორიცაა: თუთია, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა და ფოსფორი. ასეთი შემადგენლობა ადამიანის კვების რაციონის თითქმის დღიური ნორმაა. გარდა ამისა, გამომშრალ მუხლუხს ფქვავენ და შიმშილისგან დასუსტებულ ბავშვებს საკვებთან ერთად აძლევენ.
-
-
მუხლუხის კერძი — დაუვიწყარი გემოგამოიღვიძეთ! — 2012 | ივნისი
-
-
ელა სამზარეულოდან ცხელი კერძით დაბრუნდა და ყველას ყურადღება მიიპყრო. რვავე აფრიკელს სახე გაებადრა სიხარულისგან. მასპინძელმა მაგიდაზე მუხლუხებით სავსე ორი დიდი ჯამი ჩამოდგა. როგორც სტუმრებს, საჭმელი ჯერ ჩვენ შემოგვთავაზეს და თანაც თეფშები პირთამდე გაგვივსეს.
-
-
მუხლუხის კერძი — დაუვიწყარი გემოგამოიღვიძეთ! — 2012 | ივნისი
-
-
[სურათი 27 გვერდზე]
ცოცხალი „მაკონგოსები“
-