საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დღესასწაულები
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
    • იოან. 15:19: „ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ [იესოს მიმდევრები], ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი. რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას“.

      1 იოან. 5:19: „მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის ხელშია“ (შეადარეთ იოანეს 14:30; გამოცხადების 13:1, 2; დანიელის 2:44).

      სხვა დღესასწაულები

      არსებობს ბევრი დღესასწაული და, ცხადია, აქ ყველას ვერ შევეხებით. მაგრამ ზემოთ მოყვანილი ისტორიული ცნობებიდან ვხედავთ, თუ რის გათვალისწინება გვმართებს ნებისმიერ დღესასწაულთან დაკავშირებით. გარდა ამისა, აქ მოხსენიებული ბიბლიური პრინციპებიც დიდ დახმარებას გაუწევს მათ, ვისაც იეჰოვას მოსაწონად სურს მოქმედება.

  • ევოლუცია
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
    • ევოლუცია

      განმარტება: ამ სიტყვაში, ძირითადად, გულისხმობენ ორგანული სამყაროს ევოლუციის თეორიას, რომლის თანახმადაც პირველი ცოცხალი ორგანიზმი არაცოცხალი მატერიისგან განვითარდა. შემდეგ, როგორც ამბობენ, ის გარდაიქმნა სხვადასხვა სახის ცოცხალ ორგანიზმად, რამაც საბოლოოდ განაპირობა დედამიწაზე მცენარეთა და ცხოველთა ყველა სახეობის წარმოშობა. მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი შემოქმედის ჩარევის გარეშე მოხდა. ზოგი ცდილობს ღვთის რწმენა ევოლუციურ მოძღვრებას შეუთავსოს და ამბობს, რომ ღმერთმა ევოლუციის გზით შექმნა ცოცხალი ბუნება. კერძოდ, მან თავდაპირველად შექმნა სიცოცხლის უმარტივესი ფორმები, ხოლო უფრო რთული ფორმები, მათ შორის ადამიანი, ევოლუციის გზით განვითარდა. ეს არ არის ბიბლიური სწავლება.

      დასაბუთებულია მეცნიერულად ევოლუციური მოძღვრება?

      „მეცნიერული მეთოდი“ გულისხმობს: მომხდარზე დაკვირვებას; დაკვირვებების საფუძველზე თეორიის ჩამოყალიბებას ამა თუ იმ სინამდვილის ასახსნელად; თეორიის შემოწმებას შემდგომი დაკვირვებებისა და ექსპერიმენტების საფუძველზე; იმის დანახვას, მართლდება თუ არა თეორიაზე დაფუძნებული ვარაუდები. ხელმძღვანელობენ ამ მეთოდით ისინი, ვისაც სჯერა ევოლუციური თეორიის და ასწავლის მას?

      ასტრონომი რობერტ ჯესთროუ ამბობს: „მათდა სამწუხაროდ, [მეცნიერებს] არა აქვთ ნათელი პასუხი, რადგან ქიმიკოსებმა ვერ შეძლეს ბუნების ექსპერიმენტების გამეორება — არაცოცხალი მატერიისგან სიცოცხლის შექმნა. მეცნიერები ვერ ხსნიან ამ მოვლენას“ („The Enchanted Loom: Mind in the Universe“, ნიუ-იორკი, 1981, გვ. 19).

      ევოლუციონისტმა ლორენ აისელიმ განაცხადა: „მეცნიერება აკრიტიკებს თეოლოგებს იმის გამო, რომ მითებისა და სასწაულების სჯერათ. მაგრამ მეცნიერება თვითონ აღმოჩნდა არასახარბიელო მდგომარეობაში, რადგან შექმნა საკუთარი მითები იმის შესახებ, რომ შორეულ წარსულში მოხდა ის, რისი დამტკიცებაც დღეს ხანგრძლივი მცდელობების მიუხედავად ვერ ხერხდება“ („The Immense Journey“, ნიუ-იორკი, 1957, გვ. 199).

      ერთ ჟურნალში ეწერა: „სულ უფრო მეტი მეცნიერი, განსაკუთრებით კი ევოლუციონისტთა მზარდი რიცხვი . . . მიიჩნევს, რომ დარვინის ევოლუციური თეორია, სინამდვილეში, არც კი შეიძლება ჩაითვალოს მეცნიერულ თეორიად . . . მათგან უმეტესობას უმაღლესი სამეცნიერო ხარისხი აქვს მინიჭებული“ („New Scientist“, 25 ივნისი, 1981, გვ. 828).

      ფიზიკოსმა ჰ. ლიპსონმა თქვა: „ერთადერთი მისაღები ახსნა არის შემოქმედება. ვიცი, რომ ფიზიკოსებისთვის, მათ შორის ჩემთვის, ძალიან რთულია ამ აზრთან შეგუება, მაგრამ თეორია არ უნდა უარვყოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვწონს, თუ ექსპერიმენტული ფაქტები მხარს უჭერს მას“ [კურსივი ჩვენია] („Physics Bulletin“, 1980, ტ. 31, გვ. 138).

      აქვთ თუ არა ერთი აზრი ევოლუციური მოძღვრების მხარდამჭერებს? რა წარმოდგენას გიქმნით მათ თეორიაზე ქვემოთ მოცემული ფაქტები?

      დარვინის „სახეობათა წარმოშობის“ ერთ-ერთი გამოცემის (ასწლიან იუბილესთან დაკავშირებული გამოცემა, ლონდონი, 1956) წინასიტყვაობაში აღნიშნულია: „როგორც ცნობილია, ბიოლოგებს შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა არა მხოლოდ ევოლუციის მიზეზებთან, არამედ უშუალოდ ევოლუციურ პროცესებთან დაკავშირებითაც. განსხვავებული შეხედულებების არსებობას ის განაპირობებს, რომ მტკიცებები არადამაკმაყოფილებელია და კონკრეტული დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ამიტომ მართებული და მიზანშეწონილია, რომ ფართო საზოგადოებამ იცოდეს ამ აზრთა სხვადასხვაობის შესახებ“ (უ. ტომპსონი, ბიოლოგიური კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტის [ოტავა, კანადა] ყოფილი დირექტორი).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება