საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იესო ქრისტე
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
    • თუ ვინმე გეუბნება. . .

      „თქვენ არ გწამთ ქრისტე“.

      შეგიძლია ასე უპასუხო: „როგორც ჩანს, თქვენ გწამთ იესო. მეც მწამს; რომ არ მწამდეს, თქვენთან არ მოვიდოდი“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: „ჩვენი პუბლიკაციებიდან კარგად ჩანს, რომ იესოსადმი რწმენას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ“ (წიგნი, რომელსაც სთავაზობ, გადაშალე სათანადო თავზე, ესაუბრე მასში მოცემულ საკითხებზე და ყურადღება გაამახვილე იესოს მეფობაზე. ან გადაშალე „საგუშაგო კოშკი“ მეორე გვერდზე და წაუკითხე, რა არის ამ ჟურნალის გამოცემის მიზანი).

      ან შეგიძლია უთხრა: „რატომ ფიქრობთ, რომ არ გვწამს?“

      სხვა ვარიანტი: „ალბათ, ვინმემ გითხრათ, რომ ჩვენ ქრისტე არ გვწამს. მაგრამ ეს არ არის სწორი. ჩვენ გვწამს იესო ქრისტე და გვესმის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „თუმცა ყველაფერი არ გვჯერა, რასაც ხალხი იესოზე ამბობს. მაგალითად, ზოგი ფიქრობს, რომ იესო უბრალოდ კარგი კაცი იყო და არა ღვთის ძე. ჩვენ არ ვიზიარებთ ამ აზრს. თქვენ რას ფიქრობთ? . . ბიბლია არ ასწავლის ამას“. 2) „ზოგი სწავლება ეწინააღმდეგება იმას, რაც იესომ თქვა მამასთან თავის ურთიერთობაზე; ჩვენ არც ასეთი სწავლებები გვწამს (იოან. 14:28). მამამ მას დიდი ძალაუფლება მიანდო და ამას თითოეული ჩვენგანისთვის აქვს მნიშვნელობა“ (დან. 7:13, 14).

      „აღიარებთ იესოს თქვენს მხსნელად?“

      შეგიძლია ასე უპასუხო: „ბიბლია აშკარად ამბობს, რომ . . . (მოიყვანე ციტატა საქმეების 4:12-დან). მე მწამს ეს. მაგრამ მე მესმის, რომ ეს სერიოზულ პასუხისმგებლობასაც მაკისრებს. თუ ნამდვილად მწამს იესო, ის ყოველთვის უნდა მწამდეს და არა მხოლოდ მაშინ, როცა მე მაწყობს“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: „მე ვიცი, რომ მან ჩვენი ცოდვებისთვის სრულყოფილი სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად. მაგრამ ისიც მესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყურად ვიღოთ მითითებები, რომლებიც მან ქრისტიანებს მოგვცა“ (საქ. 1:8; მათ. 28:19, 20).

      ან შეგიძლია უთხრა: (მას შემდეგ, რაც გაუზიარებ შენს მრწამსს და ეტყვი, რომ იესო არის არა მარტო შენი, არამედ ყველას მხსნელი, ვისაც სწამს მისი . . .) „მნიშვნელოვანია, რომ იესოს ვაფასებდეთ არა მარტო იმისთვის, რაც მან წარსულში გააკეთა, არამედ იმისთვისაც, რასაც დღეს აკეთებს“ (მათ. 24:14).

      „მე მწამს, რომ იესო ჩემი მხსნელია“.

      შეგიძლია ასე უპასუხო: „კარგია, რომ გწამთ იესო, რადგან დღეს ბევრი არც კი ფიქრობს იმაზე, რაც მან ჩვენთვის გააკეთა. თქვენ კარგად გეცოდინებათ, რა წერია იოანეს 3:16-ში . . . მაგრამ სად იცხოვრებენ ასეთი ადამიანები მარადიულად? ზოგი ქრისტესთან ერთად იქნება ზეცაში. მაგრამ ამბობს ბიბლია, რომ ყველა კარგი ადამიანი წავა ზეცაში?“ (მათ. 6:10; 5:5).

  • იეჰოვა
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
    • იეჰოვა

      განმარტება: ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის სახელი. ის ამ სახელით გვაცნობს თავს. იეჰოვა არის შემოქმედი და, შესაბამისად, სამყაროს უზენაესი მმართველი. სახელი „იეჰოვა“ ნათარგმნია ებრაული ტეტრაგრამატონიდან (יהוה), რომლის მნიშვნელობაცაა „აქცევინებს“. ეს ოთხი ებრაული ასო ქართულში გადმოდის როგორც ჲჰვჰ.

      სად წერია ბიბლიაში, რომ ღმერთს იეჰოვა ჰქვია?

      სახელი „იეჰოვა“ (ან „იაჰვე“) გვხვდება მრავალ ენაზე გამოცემულ ბიბლიის თარგმანებში. მაგალითად, ზოგიერთ ინგლისურ თარგმანში მისი ნახვა ათასობით ადგილზე შეიძლება („The Jerusalem Bible“, „American Standard Version“ და სხვა). ზოგ თარგმანში ღვთის სახელი რამდენიმე ადგილზეა (მაგალითად, „The New English Bible“ და „King James Version“). თუმცა ისმის კითხვა: რა პრინციპით გადმოიტანეს მთარგმნელებმა ღვთის სახელი მხოლოდ ამ ადგილებზე და რატომ არ გადმოიტანეს ის ყველგან, სადაც ებრაულ ტექსტში ტეტრაგრამატონია?

      მსგავსი მდგომარეობაა რუსულ თარგმანებშიც. არქიმანდრიტ მაკარის მიერ შესრულებულ თარგმანში სახელი „იეჰოვა“ 3 500-ზე მეტჯერ გვხვდება. გავრცელებულ „სინოდალურ თარგმანში“ კი, რომლის მომზადებისას მაკარის თარგმანსაც ეყრდნობოდნენ, „იეჰოვა“ მხოლოდ რამდენიმე ადგილას არის დატოვებული (დაბ. 22:14; გამ. 6:3 [სქოლიო]; 15:3; 17:15; 33:19; 34:5; მსაჯ. 6:24; ოს. 12:5).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება