საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • be გვ. 74-გვ. 77 აბზ. 2
  • ისწრაფე გაუმჯობესებისა და წინსვლისკენ

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ისწრაფე გაუმჯობესებისა და წინსვლისკენ
  • მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ცოდნა და ცვლილებები
  • გამოიყენე ძღვენი
  • გამოცდილების როლი
  • მუდამ ისწრაფე მიზნისკენ
  • ყველასთვის ცხადი გახადე შენი წარმატება
    როგორ გაიუმჯობესო მეტყველება და სწავლების უნარი
  • ახალგაზრდებო, ცხადი გახადეთ თქვენი წარმატება!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • ცხადი გახადე შენი წარმატება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • თვალსაჩინო გახადეთ თქვენი წინსვლა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
იხილეთ მეტი
მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
be გვ. 74-გვ. 77 აბზ. 2

ისწრაფე გაუმჯობესებისა და წინსვლისკენ

როდესაც ბიბლიური პრინციპების გამოყენება ისწავლე, თანდათანობით შეიცვალე ჩვეული აზროვნება, მეტყველება და ქცევა. ბევრ რამეს თეოკრატიული მსახურების სკოლაში ჩაწერამდე შეიცვლიდი. ალბათ, უკვე თავიც მიუძღვენი იეჰოვას. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ აღარაფერი დაგრჩა გასაუმჯობესებელი? არა. ნათლობა მხოლოდ დასაწყისია.

ტიმოთე უკვე უხუცესად მსახურობდა ქრისტიანულ კრებაში, როდესაც პავლემ ურჩია, მიცემულ რჩევებზე და თავის მსახურებაზე ეფიქრა — ‘ამით დაკავებულიყო’ — რათა ყველასთვის ცხადი გამხდარიყო მისი წარმატება (1 ტიმ. 4:12—15). შენც უნდა ცდილობდე გაუმჯობესებას იმისდა მიუხედავად, სულ ახლახან დაადექი ჭეშმარიტების გზას თუ უკვე გამოცდილი ხარ ქრისტიანულ მსახურებაში.

ცოდნა და ცვლილებები

ეფესოელების 3:14—19-ის თანახმად, მოციქული პავლე ლოცულობდა, რომ მისი თანამორწმუნეები ‘ბოლომდე ჩასწვდომოდნენ’ ჭეშმარიტების „სიგანეს, სიგრძეს, სიმაღლესა და სიღრმეს“. სწორედ ამ მიზნით, იესომ ქრისტიანულ კრებას უბოძა „ძღვენი ადამიანთა სახით“ სასწავლებლად, გამოსასწორებლად და აღსაშენებლად. ღვთის შთაგონებით დაწერილ სიტყვებზე რეგულარული ფიქრი და გამოცდილი მასწავლებლების ხელმძღვანელობა გვეხმარება სულიერ ზრდაში (ეფეს. 4:11—15).

სულიერი ზრდისთვის საჭიროა „გონების აღმძვრელი ძალის“ განახლებაც. ჩვენი აზროვნება ღვთისა და ქრისტეს აზროვნებას უნდა შევუსაბამოთ. მათი აზრებით რეგულარულად უნდა ვკვებოთ გონება, რათა ‘შევიმოსოთ ახალი პიროვნება’ (ეფეს. 4:23, 24). სახარებების შესწავლისას ხედავ, რაში უნდა მიჰბაძო ქრისტეს? ცდილობ იესოს თვისებების დანახვას და ცხოვრებაში მათ გამოვლენას? (1 პეტ. 2:21).

შენი საუბრის თემებიდან გამოჩნდება, თუ რამდენად გაუმჯობესდი. შეუძლებელია, რომ ახალი პიროვნებით შემოსილი ადამიანის ლაპარაკი უპატიოსნო, შეურაცხმყოფელი, უხამსი ან ნეგატიური იყოს. ის ილაპარაკებს „მხოლოდ კარგს . . . რათა ამან მადლი მიანიჭოს მსმენელებს“ (ეფეს. 4:25, 26, 29, 31; 5:3, 4; იუდ. 16). ასეთი ადამიანი — როგორც ყოველდღიურ საუბრებში, ისე კრებაზე პასუხების გაცემისას — ცხადყოფს, რომ ჭეშმარიტება ცვლის მის ცხოვრებას.

წინსვლის მაჩვენებელი იქნება ისიც, თუ აღარ ‘გარყევს ტალღები და აღარ გაქანავებს სწავლების ყოველი ქარი’ (ეფეს. 4:14). მაგალითად, როგორ რეაგირებ, როდესაც ქვეყნიერება ახალ აზრს, იდეას ან გართობას გთავაზობს? ხომ არ უთმობ მათ სულიერი საკითხებისთვის განკუთვნილ დროს? თუ ასე მოიქცევი, ხელი შეგეშლება სულიერ ზრდაში. ბევრად უფრო გონივრული იქნება, რომ დრო სულიერი საკითხებისთვის გამოვისყიდოთ (ეფეს. 5:15, 16).

შენი სულიერი ზრდა სხვებისადმი დამოკიდებულებიდანაც გამოჩნდება. გახდი თუ არა და-ძმებთან ურთიერთობაში უფრო თანამგრძნობი და მიმტევებელი? (ეფეს. 4:32).

იეჰოვას ნებისამებრ რომ იქცევი და უმჯობესდები, კრებაშიც შესამჩნევი უნდა იყოს და ოჯახშიც. ეს აგრეთვე უნდა შეინიშნებოდეს სკოლაში, სამსახურში თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე (ეფეს. 5:21—6:9). თუ ყოველგვარ სიტუაციაში მაქსიმალურად შეეცდები ღვთისმოსაწონი თვისებების გამოვლენას, ცხადი იქნება შენი წინსვლა.

გამოიყენე ძღვენი

იეჰოვამ თითოეული დაგვაჯილდოვა სხვადასხვა უნარითა და ნიჭით. ის ჩვენგან მოელის, ნიჭი და უნარი სხვების დასახმარებლად ისეთნაირად გამოვიყენოთ, რომ ჩვენი მეშვეობით წყალობა გამოავლინოს ადამიანების მიმართ. ამის თაობაზე მოციქულმა პეტრემ დაწერა: „რა ძღვენიც მიიღეთ თითოეულმა, იმ ძღვნით ემსახურეთ ერთმანეთს, როგორც ღვთის . . . წყალობის კარგი მმართველები“ (1 პეტ. 4:10). შენ როგორი „მმართველი“ ხარ?

პეტრე განაგრძობს „ვინც ლაპარაკობს, ისე ილაპარაკოს, როგორც ეს ღვთის წმინდა სიტყვაშია“ (1 პეტ. 4:11). ეს მუხლი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩვენი სიტყვები სრულად უნდა შევათანხმოთ ღვთის სიტყვასთან და, ამგვარად, ღმერთი უნდა განვადიდოთ. გარდა ამისა, ლაპარაკის მანერითაც უნდა განვადიდოთ იეჰოვა. თეოკრატიული მსახურების სკოლაში მიღებული განათლება დაგეხმარება, საკუთარი ნიჭი და უნარი იმისთვის გამოიყენო, რომ სხვებს დაეხმარო და ღმერთი განადიდო. ვინაიდან შენი მიზანიც ესაა, რით უნდა განსაზღვრო, თუ რამდენად გაუმჯობესდი სკოლის დახმარებით?

იმაზე კი ნუ გაამახვილებ ყურადღებას, თუ რამდენი რჩევა გაქვს უკვე დამუშავებული ბლანკიდან ან რა და რა სახის დავალება მოგიმზადებია, არამედ დაფიქრდი, მიღებული განათლების დახმარებით როგორ გაუმჯობესდა შენი ქების მსხვერპლი. სკოლა უკეთეს მქადაგებლებად გვამზადებს. ამიტომაც ჰკითხე საკუთარ თავს: „ვფიქრობ თუ არა წინასწარ, რას ვიტყვი ქადაგებისას? ვავლენ ინტერესს იმ ადამიანისადმი, ვისაც ვუქადაგებ? ვამზადებ ნიადაგს განმეორებითი მონახულებებისთვის რაიმე საკითხის წამოჭრით? თუ ვინმეს ბიბლიას ვასწავლი, ვცდილობ, გავუმჯობესდე და შემსწავლელის გულამდე მივიტანო მასალა?“

მხოლოდ იმით ნუ განსაზღვრავ წინსვლას, რომ რაიმე პასუხისმგებლობა გაქვს დაკისრებული. შენი წარმატება პასუხისმგებლობიდან კი არ ჩანს, არამედ იქიდან, თუ როგორ ასრულებ იმას, რაც დავალებული გაქვს. თუ მოცემული გქონდა დავალება, რომელიც სწავლებას მოიცავდა, ჰკითხე საკუთარ თავს: „ნამდვილად გამოვავლინე სწავლების ხელოვნება? გადავეცი მასალა ისე, რომ მას გავლენა მოეხდინა მსმენელთა ცხოვრებაზე?“

ჩვენი „ძღვენი“ რომ გამოვიყენოთ, ინიციატივას უნდა ვავლენდეთ. ავლენ ინიციატივას, ვინმესთან ერთად რომ იქადაგო? ცდილობ ახლების, ახალგაზრდების ან სუსტი ჯანმრთელობის და-ძმების დახმარებას? მზად ხარ, დაასუფთაო სამეფო დარბაზი ან საჭიროებისამებრ დაეხმარო ძმებს კონგრესების დროს? მსახურობ დროდადრო დამხმარე პიონერად? შეგიძლია პიონერად მსახურება ან იმ კრებაში გადასვლა, სადაც უფრო მეტი საჭიროებაა? თუ მონათლული ძმა ხარ, ცდილობ, რომ შეესაბამებოდე ბიბლიურ მოთხოვნებს მომსახურედ ან უხუცესად მსახურებისთვის? თუ ავლენ მზადყოფნას დავალებების შესასრულებლად და მზად ხარ პასუხისმგებლობის ასაღებად, ეს შენი წინსვლის მაჩვენებელია (ფსალმ. 110:3).

გამოცდილების როლი

ქრისტიანულ მსახურებაში თუ გამოცდილება გაკლია, გულს ნუ გაიტეხ. ღვთის სიტყვა გამოუცდელებსაც აბრძენებს (ფსალმ. 19:7; 119:130; იგავ. 1:1—4). როდესაც იეჰოვას რჩევებს ვითვალისწინებთ, ვხელმძღვანელობთ მისი სრულყოფილი სიბრძნით, რომელიც გამოცდილებით მიღებულ ნებისმიერ ცოდნაზე ძვირფასია. მაგრამ ცხადია, დროთა განმავლობაში იეჰოვასადმი მსახურებაში ფასდაუდებელ გამოცდილებას ვიძენთ. როგორ შეგვიძლია გამოცდილების საუკეთესოდ გამოყენება?

ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანმა შეიძლება იფიქროს: „ადრეც ხომ მქონია ასეთი შემთხვევა. ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე“. იქნებოდა ეს ბრძნული? იგავების 3:7 გვაფრთხილებს: „ნუ იქნები ბრძენი საკუთარ თვალში“. გამოცდილება გვეხმარება, უკეთ გავითვალისწინოთ ესა თუ ის ფაქტორი, როდესაც გადაწყვეტილების მიღება გვიწევს ცხოვრებაში. მაგრამ, თუ სულიერად ვიზრდებით, გამოცდილებამ ჩვენს გონებასა და გულზეც უნდა მოახდინოს გავლენა და გვიკარნახოს, რომ იეჰოვას კურთხევის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ. ჩვენს წინსვლას ამა თუ იმ სიტუაციაში საკუთარ თავზე დანდობით კი არ ცხადვყოფთ, არამედ იმით, რომ დაუყოვნებლივ იეჰოვას მივმართავთ ხელმძღვანელობისთვის. აგრეთვე წინსვლის მაჩვენებელი იქნება, თუ დარწმუნებული ვიქნებით, რომ არაფერი ხდება ისე, თუ იეჰოვა არ დაუშვებს. და თუ ყოველთვის ვენდობით იეჰოვას და მასთან ახლო ურთიერთობას ვინარჩუნებთ, ესეც ჩვენს წინსვლაზე მეტყველებს.

მუდამ ისწრაფე მიზნისკენ

პავლე მოციქული სულიერად მოწიფული ცხებული ქრისტიანი იყო, მაგრამ ესმოდა მიზნისკენ სწრაფვის აუცილებლობა (ფილ. 3:13—16). შენც იზიარებ მის თვალსაზრისს?

რას მიაღწიე უკვე? წინსვლა იმით განსაზღვრე, თუ რამდენად სრულად ხარ შემოსილი ახალი პიროვნებით, რამდენად ემორჩილები იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას და რამდენად გულმოდგინედ იყენებ საკუთარ ნიჭსა და უნარს იეჰოვას განსადიდებლად. თეოკრატიული მსახურების სკოლის დახმარებით, საუბრისა და სწავლებისას სულ უფრო მეტად უნდა გამოავლინო თვისებები, რომლებზეც ღვთის სიტყვა ამახვილებს ყურადღებას. მიზნად დაისახე გაუმჯობესება. ამ მიზნის მიღწევა სიხარულს მოგანიჭებს და ყველასთვის ცხადი გახდება შენი წარმატება.

რა სულიერი მიზნები გვაქვს?

რა რეალური მიზნები გაქვს დასახული, რომელთა მიღწევასაც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აპირებ?

  1. ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

  2. ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

რა შორეული მიზნებია შენთვის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ძალას არ დაიშურებ მათ მისაღწევად?

  1. ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

  2. ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

  3. ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება