საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bm ნაწილი 16 გვ. 19
  • მესიის გამოჩენა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მესიის გამოჩენა
  • რას გვამცნობს ბიბლია?
  • მსგავსი მასალა
  • ისინი ელოდნენ მესიას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • ვინ არის იესო ქრისტე?
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • მესია — ღვთისგან მოვლენილი მხსნელი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • იესო ქრისტე — ღვთის შემეცნების გასაღები
    მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
იხილეთ მეტი
რას გვამცნობს ბიბლია?
bm ნაწილი 16 გვ. 19
იოანე ნათლავს იესოს

ნაწილი 16

მესიის გამოჩენა

იეჰოვა ხალხს უმჟღავნებს, რომ იესო ნაზარეთელი აღთქმული მესიაა.

როგორ დაეხმარა იეჰოვა ხალხს მესიის ვინაობის დადგენაში? ებრაული წერილების დაწერიდან დაახლოებით ოთხი საუკუნე გავიდა. გალილეის ჩრდილოეთით, ქალაქ ნაზარეთში ახალგაზრდა ქალწულ მარიამს უცნაური სტუმარი ეწვია. მას ანგელოზი, სახელად გაბრიელი გამოეცხადა და უთხრა, რომ ღვთის მოქმედი ძალით, წმინდა სულით, ვაჟი ჩაესახებოდა. ის იქნებოდა აღთქმული მეფე, რომელიც მარადიულად იმეფებდა. ბავშვი ღვთის ძე იქნებოდა, რადგან ღმერთი მის სიცოცხლეს ზეციდან მარიამის საშვილოსნოში გადაიტანდა.

მარიამი მორჩილად დაჰყვა ღვთის ნებას. ის დანიშნული იყო დურგალ იოსებზე. იოსებმა მარიამი ცოლად მას შემდეგ მოიყვანა, რაც ანგელოზისგან მისი ფეხმძიმობის მიზეზი გაიგო. წინასწარმეტყველებაში ნათქვამი იყო, რომ მესია ბეთლემში უნდა დაბადებულიყო (მიქა 5:2). ეს პატარა ქალაქი ნაზარეთიდან დაახლოებით 140 კილომეტრით იყო დაშორებული.

რომის მმართველმა მოსახლეობის აღწერა ბრძანა. ყველა თავის მშობლიურ ქალაქში უნდა აღწერილიყო. როგორც ჩანს, იოსებიცა და მარიამიც ბეთლემში იყვნენ დაბადებული. ამიტომ იოსებმა ფეხმძიმე ცოლი იქ წაიყვანა (ლუკა 2:3). მარიამმა ცხოველების სადგომში იმშობიარა და ახალშობილი ბაგაში ჩააწვინა. მწყემსებს, რომლებიც იქვე ახლოს ცხვარს მწყემსავდნენ, ანგელოზები გამოეცხადნენ და აღთქმული მესიის, ქრისტეს დაბადება ამცნეს.

მოგვიანებით სხვებმაც დაადასტურეს, რომ იესო აღთქმული მესია იყო. ესაიას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ მესიას წინამორბედი ეყოლებოდა, რომელიც მას გზას მოუმზადებდა (ესაია 40:3). ის იოანე ნათლისმცემელი იყო. როდესაც მან თავისკენ მიმავალი იესო დაინახა, თქვა: „აი ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი!“. იოანეს ზოგი მოწაფე მაშინვე იესოს გაჰყვა. ერთმა ისიც თქვა: „მესია ვიპოვეთ“ (იოანე 1:29, 36, 41).

თვით ღმერთმაც დაადასტურა, რომ იესო მესია იყო. როცა იოანე ნათლისმცემელმა იესო მონათლა, ზეციდან იეჰოვას ხმა გაისმა. მან იესო წმინდა სულით სცხო და თქვა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათე 3:16, 17). როგორც იქნა, აღთქმული მესია გამოჩნდა!

როდის მოხდა ეს? ახ. წ. 29 წელს ანუ ზუსტად იმ დროს, როცა დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველები 483 წელი გასრულდა. უამრავიდან ეს მხოლოდ რამდენიმე მტკიცებაა იმისა, რომ იესო არის მესია ანუ ქრისტე. რა უნდა გაეკეთებინა იესოს დედამიწაზე?

— მათე, თავები 1—3; მარკოზი, თავი 1; ლუკა, თავი 2; იოანე, თავი 1

  • როგორ განუცხადა ღმერთმა ხალხს ანგელოზების მეშვეობით, რომ იესო მესია იყო?

  • როგორ დაადასტურა ღმერთმა იოანე ნათლისმცემლის პირით, რომ იესო მესია იყო?

  • როგორ დაადასტურა თავად ღმერთმა, რომ იესო მისი ძე და მესია იყო?

რა გაგებით არის იესო ღვთის ძე?

იეჰოვა იესო ქრისტეს მამაა. მაგრამ ის ისე არ გამხდარა იესოს მამა, როგორც ეს ადამიანების შემთხვევაში ხდება ხოლმე. იესო ცოლქმრული კავშირის შედეგად არ მოვლენია სამყაროს. ის თავად ღმერთმა შექმნა. ფაქტობრივად, ის იყო იეჰოვას პირველი ქმნილება (კოლოსელები 1:15—17). რადგან იესო უშუალოდ იეჰოვამ შექმნა, სრულიად მართებულია, რომ მას იესოს მამა ეწოდება. თავისი ძის შექმნის შემდეგ, იეჰოვამ ის დაიხმარა, როგორც „ოსტატი“ სხვა ყველაფრის, მათ შორის ფიზიკური სამყაროს შექმნაში (იგავები 8:30).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება