საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • jy თ. 4 გვ. 16-გვ. 17 აბზ. 3
  • ფეხმძიმე მარიამი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ფეხმძიმე მარიამი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება
  • იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • მსგავსი მასალა
  • რისი სწავლა შეგვიძლია მარიამისგან?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • „იეჰოვას მხევალი ვარ!“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
  • „გულში დასკვნებს აკეთებდა“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
  • „იეჰოვას მხევალი ვარ!“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
იხილეთ მეტი
იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
jy თ. 4 გვ. 16-გვ. 17 აბზ. 3
მარიამი იოსებს ეუბნება, რომ ფეხმძიმედაა

თავი 4

ფეხმძიმე მარიამი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება

მათე 1:18—25; ლუკა 1:56

  • იოსები მარიამის ფეხმძიმობის ამბავს იგებს

  • იოსებს მარიამი ცოლად მოჰყავს

მარიამი ორსულობის მეოთხე თვეშია. ალბათ, გახსოვთ, რომ ფეხმძიმობის პირველ თვეებში ის იუდეის მთიანი მხარის სამხრეთით თავის ნათესავთან, ელისაბედთან იმყოფებოდა. ახლა კი სახლში, ნაზარეთში ბრუნდება; ძალიან მალე მისი ფეხმძიმობის შესახებ ყველა გაიგებს. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია ახლა ეს ქალი!

მარიამი ერთ ნაზარეთელ კაცზე, იოსებზეა დანიშნული, რომელიც დურგალია. მან კარგად უწყის, რომ ღვთის მიერ ისრაელისთვის მიცემული კანონის თანახმად, თუ დანიშნული ქალწული სხვასთან დაწვება, უნდა ჩაიქოლოს (კანონი 22:23, 24). მართალია, მარიამს უზნეობა არ ჩაუდენია, მაგრამ, ალბათ, აფიქრებს, როგორ აუხსნის იოსებს მომხდარს და რა მოჰყვება ამას.

სამი თვეა მარიამი სახლში არ ყოფილა; იოსებს, ალბათ, ერთი სული აქვს, როდის ნახავს მას. და აი, ისინი ხვდებიან კიდეც ერთმანეთს! მარიამი, ალბათ, გულის ფანცქალით უხსნის საქმროს ფეხმძიმობის მიზეზს; ის ყველანაირად ცდილობს, დაარწმუნოს იოსები, რომ ბავშვი ღვთის წმინდა სულით ჩაესახა, მაგრამ იოსებს ძალიან უჭირს ამის დაჯერება.

იოსებმა იცის, რომ მარიამი პატიოსანი ქალია და ხალხის თვალშიც კარგი სახელი აქვს. მას უსაზღვროდ უყვარს თავისი საცოლე; მიუხედავად ამისა, დაუჯერებლად მიაჩნია მარიამის ნათქვამი და ფიქრობს, რომ ის სხვა კაცისგანაა ფეხმძიმედ. იოსებს არ უნდა, რომ მარიამს სახალხოდ მოეჭრას თავი და უფრო უარესიც, კანონის თანახმად ჩაიქოლოს. ამიტომ გადაწყვეტს, ფარულად გაეყაროს მას. იმ დროს ნიშნობა ქორწინების ტოლფასი იყო და მის გასაუქმებლად გაყრა მოითხოვებოდა.

იოსებს სიზმარში იეჰოვას ანგელოზი ეცხადება

იოსებს მთელი დღე მოსვენებას არ აძლევს მომხდარზე ფიქრი და აფორიაქებული მიდის დასაძინებლად. ამ დროს სიზმარში იეჰოვას ანგელოზი ეცხადება და ეუბნება: „ნუ გეშინია მარიამის, შენი ცოლის სახლში მიყვანის, რადგან ის, ვინც მასშია ჩასახული, წმინდა სულისგან არის. ვაჟს გააჩენს და მას იესო უნდა დაარქვა, რადგან ის დაიხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან“ (მათე 1:20, 21).

გამოღვიძების შემდეგ იოსები თავს მშვიდად გრძნობს და ძალიან მადლიერია ღმერთის, რომელმაც ყველაფერზე აუხილა თვალი. ის დაუყოვნებლივ ასრულებს ანგელოზის მითითებას და მარიამი სახლში მიჰყავს. ასეთი ნაბიჯით იოსები სახალხოდ ცხადყოფს, რომ მარიამი ცოლად მოჰყავს. მიუხედავად ამისა, იოსები მარიამს ფეხმძიმობის პერიოდში არ ეკარება.

მარიამი ვირზე ზის, რომელსაც იოსები ბარგს ჰკიდებს

გადის თვეები. იოსები და მარიამი, რომელიც ახლა უკვე ფეხმძიმობის ბოლო თვეებშია, ტოვებენ მშობლიურ ქალაქ ნაზარეთს და გრძელ გზას ადგებიან. რა აიძულებს მათ, ამხელა გზას დაადგენ მაშინ, როცა მარიამმა დღე-დღეზე უნდა იმშობიაროს?

  • რა ფიქრები უტრიალებს იოსებს თავში, როცა იგებს, რომ მარიამი ფეხმძიმედაა, და რატომ?

  • როგორ შეუძლია იოსებს გაეყაროს მარიამს მაშინ, როცა ისინი ჯერ კიდევ არ არიან დაქორწინებულები?

  • რას აკეთებს იოსები სახალხოდ და რის მაჩვენებელია ეს?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება