საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • jy თ. 129 გვ. 294-გვ. 295 აბზ. 2
  • „აი კაცი!“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „აი კაცი!“
  • იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • მსგავსი მასალა
  • ვინ იყო პონტიუს პილატე?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • პილატე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • პილატე და ჰეროდე ვერაფერში სდებენ იესოს ბრალს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • სასიკვდილოდ გადაცემული
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
იხილეთ მეტი
იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
jy თ. 129 გვ. 294-გვ. 295 აბზ. 2
პილატეს ბრძანებით იესო ხალხის წინაშე გამოჰყავთ; მას ძოწისფერი მოსასხამი აცვია და ეკლის გვირგვინი ადგას თავზე

თავი 129

„აი კაცი!“

მათე 27:15—17, 20—30; მარკოზი 15:6—19; ლუკა 23:18—25; იოანე 18:39—19:5

  • პილატე იესოს გათავისუფლებას ცდილობს

  • იუდეველები ბარაბას გათავისუფლებას ითხოვენ

  • იესოს მასხრად იგდებენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ

იესოს მოკვლის სურვილით შეპყრობილ ბრბოს პილატემ ასეთი სიტყვებით მიმართა: „ვერ დავინახე თქვენ მიერ წაყენებული ბრალდებების საფუძველი. ვერც ჰეროდემ დაინახა“ (ლუკა 23:14, 15). ახლა პილატე სხვა გზებს ეძებს იესოს გასათავისუფლებლად და ხალხს ეუბნება: „ჩვეულება გაქვთ, რომ პასექზე ერთი კაცი გაგითავისუფლოთ. გინდათ, იუდეველთა მეფე გაგითავისუფლოთ?“ (იოანე 18:39).

პილატემ იცის, რომ ახლა პატიმრობაში ერთი ყაჩაღი, მეამბოხე და მკვლელი იმყოფება, რომელსაც ბარაბა ჰქვია, ამიტომ ეკითხება ხალხს: „ვინ გინდათ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ეგრეთ წოდებული ქრისტე?“. უფროსი მღვდლებისგან წაქეზებული ხალხი ბარაბას გათავისუფლებას ითხოვს. პილატე კვლავ ეკითხება: „ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ?“. ხალხი გაჰყვირის: „ბარაბა“ (მათე 27:17, 21).

საგონებელში ჩავარდნილი პილატე ეკითხება მათ: „იესოს რაღა ვუყო, ეგრეთ წოდებულ ქრისტეს?“. ყველა ერთხმად გაიძახის: „ბოძზე გააკარი!“ (მათე 27:22). რა სამარცხვინოა, რომ მათ უდანაშაულო კაცის სისხლი სწყურიათ! პილატე დაჟინებით ითხოვს ხალხისგან: „რატომ, ცუდი რა ჩაიდინა? მე ვერაფერი ვუპოვე ისეთი, რომ სიკვდილს იმსახურებდეს. ამიტომ დავსჯი და გავუშვებ“ (ლუკა 23:22).

პილატეს არაერთი მცდელობის მიუხედავად, გაშმაგებული ბრბო მაინც თავისას გაიძახის: „ბოძზე გააკარი!“ (მათე 27:23). ამ ხალხს სისხლი სწყურია და ეს იმიტომ, რომ უფროსმა მღვდლებმა გაახელეს. ისინი ვინმე ბოროტმოქმედის და მკვლელის კი არა, უდანაშაულო კაცის სიკვდილს ითხოვენ, რომელსაც, სულ რაღაც, ხუთი დღის წინ იერუსალიმში როგორც მეფეს, ისე შეეგებნენ. ამ გახელებულ ხალხს შორის შესაძლოა იესოს მოწაფეებიც იმყოფებიან, მაგრამ ფაქტია, ისინი ხმას არ იღებენ და ისე იქცევიან, რომ შეუმჩნევლები დარჩნენ.

პილატე ხედავს, რომ მისი თხოვნა არ ჭრის. მღელვარება უფრო მატულობს, ამიტომ იგი იღებს წყალს, ხალხის თვალწინ ხელებს იბანს და ამბობს: „მე უდანაშაულო ვარ ამ კაცის სისხლში. რაც გინდათ, ის გიქნიათ“. მაგრამ ხალხზე არც ეს მოქმედებს და ისევ თავის აზრზე რჩებიან. მეტიც, ისინი ამბობენ: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი“ (მათე 27:24, 25).

ამ რომაელ მმართველს ურჩევნია, ხალხის ნებას დაჰყვეს, ვიდრე ის გააკეთოს, რაც იცის, რომ სწორია. ამიტომ უსრულებს მათ თხოვნას და ბარაბას ათავისუფლებს, იესოს კი გასაშოლტად გადასცემს, რის შემდეგაც მას ტანსაცმელს ხდიან და ამათრახებენ.

უმოწყალოდ გაშოლტვის შემდეგ ჯარისკაცებს იესო გამგებლის სასახლეში მიჰყავთ, სადაც მთელი რაზმი იკრიბება. ისინი ეკლებისგან გვირგვინს წნავენ და იესოს თავზე ადგამენ, მარჯვენა ხელში კი ლერწამს აჭერინებენ და ძოწისფერ მოსასხამს აცმევენ, ისეთს, როგორსაც მეფეები ატარებენ. ისინი დაცინვით ეუბნებიან: „მოგესალმებით, იუდეველთა მეფეო!“ (მათე 27:28, 29). მაგრამ მხოლოდ ამას არ სჯერდებიან — აფურთხებენ და სახეში არაერთხელ აწნავენ სილას. შემდეგ ლერწამს ართმევენ და თავში ურტყამენ, რის გამოც მას ეკლიანი გვირგვინი კიდევ უფრო ღრმად ესობა თავში.

პილატეზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, რომ იესო ასე წარბშეუხრელად იტანს ყველაფერს. ამიტომ ამბობს: „აჰა, გამომყავს იგი თქვენთან, რათა იცოდეთ, რომ ვერაფერში ვერ ვდებ ბრალს“. საინტერესოა, ხომ არ ფიქრობს პილატე, რომ ნაცემ-ნაგვემი და დასისხლიანებული იესოს დანახვა ხალხს გულს მოულბობს და მათში თანაგრძნობას გამოიწვევს?! როცა მას ამ უსულგულო ხალხის წინაშე აყენებს, პილატე ხმამაღლა ამბობს: „აი კაცი!“ (იოანე 19:4, 5).

ძალაგამოცლილ და არაადამიანურად ნაწამებ იესოს ღირსეულად უჭირავს თავი და საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებს. ეს იმდენად შესამჩნევია, რომ პილატეც კი აღიარებს ამას — მის სიტყვებში ხომ ერთდროულად იესოსადმი პატივისცემა და სიბრალული გამოსჭვივის.

გაშოლტვა

გასაშოლტი მათრახი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი უილიამ ედუარდზი აღწერს, თუ როგორ შოლტავდნენ რომაელები დამნაშავეებს (The Journal of the American Medical Association):

„ჩვეულებრივ, გასაშოლტად იყენებდნენ მოკლე შოლტს (მათრახი), რომელიც რამდენიმე ცალკეული ან დაწნული სხვადასხვა სიგრძის ტყავის თასმისგან შედგებოდა. მათზე პატარა რკინის ბურთულები ან ცხვრის ძვლის ბასრი ნატეხები იყო მიმაგრებული . . . რომაელი ჯარისკაცები მსხვერპლს ზურგზე არაერთხელ არტყამდნენ შოლტს მთელი ძალით, რის გამოც რკინის ბურთულები ძლიერ დაჟეჟილობას იწვევდა, ტყავის თასმები და ცხვრის ძვლები კი კანსა და კანქვეშა ქსოვილში ესობოდა და რამდენიმე ხანში ჭრილობები იმდენად ღრმავდებოდა, რომ ჩონჩხის განივზოლიან კუნთებამდე აღწევდა და ხორცს სისხლიან ნაფლეთებად აქცევდა“.

  • როგორ ცდილობს პილატე იესოს გათავისუფლებას, მაგრამ საბოლოოდ როგორ იხსნის თავიდან პასუხისმგებლობას?

  • როგორ შოლტავდნენ რომაელები დამნაშავეებს?

  • როგორ ეპყრობიან იესოს გაშოლტვის შემდეგ?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება