საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მეორე ვაი და ცხენოსანი ჯარის იერიში
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „ცხენებს ძალაუფლება პირებსა და კუდებში ჰქონდათ, მათი კუდები გველებს ჰგავდა, რომელთა თავებსაც ზიანი მოჰქონდათ“ (გამოცხადება 9:19). იეჰოვამ თავის მიძღვნილ, მონათლულ მსახურებს დაავალა ამ საქმის შესრულება. თეოკრატიული სამსახურის სკოლის, კრების სხვა შეხვედრებისა და სხვა სკოლების მეშვეობით ღმერთი ასწავლის მათ სიტყვის ქადაგებას. ამის წყალობით ისინი „სწავლულთა ენით“ დამაჯერებლად საუბრობენ. ღმერთმა მათ ბაგეზე დაუდო თავისი სიტყვა და გაგზავნა თავისი განაჩენის „სახალხოდ და კარდაკარ“ გასაცხადებლად (2 ტიმოთე 4:2; ესაია 50:4; 61:2; იერემია 1:9, 10; საქმეები 20:20).

  • მეორე ვაი და ცხენოსანი ჯარის იერიში
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 17. უერთდებიან ცხენოსანთა ჯარს იმ ქვეყნებში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები, სადაც მათი საქმიანობა აკრძალულია? ახსენით.

      17 ცხენოსანთა ყველაზე გულმოდგინე დანაყოფში ის და-ძმები შედიან, რომლებიც იმ ქვეყნებში მსახურობენ, სადაც იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალულია. როგორც ცხვრები მგლებში, ისინი „გველივით ფრთხილნი და მტრედივით უწყინარნი“ უნდა იყვნენ. ისინი იეჰოვას ემორჩილებიან, რის გამოც ვერ შეწყვეტენ იმაზე ლაპარაკს, რაც უნახავთ და მოუსმენიათ (მათე 10:16; საქმეები 4:19, 20; 5:28, 29, 32). მათ ძალიან ცოტა აქვთ ან საერთოდ არა აქვთ გასავრცელებელი პუბლიკაციები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ მონაწილეობენ ცხენოსანთა შეტევაში. მათ იეჰოვამ დაუდო ბაგეზე თავისი სიტყვა და ბიბლიური ჭეშმარიტების გაცხადების უფლებით აღჭურვა. ისინი ყველგან დამაჯერებლად ქადაგებენ, ატარებენ ბიბლიის შესწავლებს და მრავალ ადამიანს სიმართლის გზაზე აყენებენ (დანიელი 12:3). შეიძლება ისინი ვერ „კბენენ“ კუდებით, რადგან ვერ ავრცელებენ მამხილებელ პუბლიკაციებს, მაგრამ ტაქტიანად და ფრთხილად ქადაგებენ იეჰოვას მოახლოებული დღის შესახებ და, ამგვარად, სიმბოლურ ცეცხლს, კვამლსა და გოგირდს აფრქვევენ პირიდან.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება