საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გადავწყვიტე, ხელები არ ჩამომეშვა
    საგუშაგო კოშკი — 2018 | აგვისტო
    • მშენებლობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

      ჰაიტიში მსახურების შემდეგ მისიონერად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დამნიშნეს. მოგვიანებით პატივი მხვდა წილად, რომ მიმომსვლელ ზედამხედველად, შემდეგ კი ფილიალის ზედამხედველად მემსახურა.

      იმ პერიოდში ძალიან უბრალო სამეფო დარბაზები გვქონდა. ვისწავლე ჩალის მოგროვება და მისგან სახურავის გაკეთება. ჩემი წვალების ყურება გამვლელებისთვის ერთი სანახაობა იყო. თუმცა ამან წაახალისა ძმები, რომ უფრო მეტი მონაწილეობა მიეღოთ თავიანთი სამეფო დარბაზების მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაში. სხვა რელიგიის წინამძღოლები დაგვცინოდნენ, რადგან მათ ეკლესიებს თუნუქის სახურავი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვწყვეტდით უბრალო და ჩალით გადახურული სამეფო დარბაზების შენებას. დამცინავებმა მას შემდეგ შეწყვიტეს ჩვენი მასხრად აგდება, რაც დედაქალაქ ბანგის ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს. ქარიშხალმა მათ ეკლესიას ახადა თუნუქის სახურავი და მთავარ ქუჩაზე დაანარცხა, ჩვენი სამეფო დარბაზების ჩალის სახურავები კი თავის ადგილას დარჩა. სამეფო საქმისთვის უკეთ რომ გაგვეწია ხელმძღვანელობა, ზუსტად ხუთ თვეში ავაშენეთ ფილიალის ახალი შენობა და მისიონერთა სახლი.d

      ქორწინება და გულმოდგინე თანამსახური

      მაქსიმ და ჰეფი დანილეიკოები თავიანთი ქორწილის დღეს

      ჩვენი ქორწილის დღეს

      1976 წელს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამქადაგებლო საქმიანობა აიკრძალა, ამიტომ მე მეზობელი ქვეყნის, ჩადის დედაქალაქ ნჯამენაში დამნიშნეს.

  • გადავწყვიტე, ხელები არ ჩამომეშვა
    საგუშაგო კოშკი — 2018 | აგვისტო
    • ორი წლის შემდეგ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აკრძალვა მოიხსნა. ჩვენ დავბრუნდით იქ და მიმოსვლით საქმიანობაში ჩავებით. ვცხოვრობდით ფურგონში. მთელი ჩვენი ქონება დასაკეცი საწოლი, 200-ლიტრიანი წლის ავზი, პროპანზე მომუშავე მაცივარი და გაზის ბალონი იყო. მოგზაურობა არც ისე ადვილი იყო. ერთხელ პოლიციის 117 საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოგვიწია გაჩერება.

      ხანდახან ტემპერატურა 50 გრადუსს აღწევდა. ზოგჯერ კონგრესების დროს გვიჭირდა წყლის შოვნა ნათლობისთვის. ამიტომ ძმები დამშრალი მდინარეების ფსკერს თხრიდნენ და ნელ-ნელა აგროვებდნენ ნათლობისთვის საკმარის წყალს, რომელსაც ხშირად კასრში ვინახავდით.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება