-
იესო მოდის, რათა გაამხნეოსგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ამაში, როგორც ჩანს, მას დაეხმარნენ იეჰოვას ანგელოზები, რომლებიც დღესაც ხშირად იცავენ იეჰოვას იმ ერთგულ მოწმეებს, რომელთა საქმიანობაც აკრძალული და შეზღუდულია, რათა მათ დროულად მიაწოდონ სულიერი საზრდო ჭეშმარიტებას მოწყურებულ ძმებს (ფსალმუნი 34:6, 7).
11. იოანეს მსგავსად რა პატივი ხვდა წილად იოანეს კლასს?
11 იოანე ალბათ დიდად აფასებდა იმას, რომ იეჰოვა მისი მეშვეობით მიმართავდა კრებებს! იოანეს კლასიც დიდად აფასებს ღვთის სახლეულობისთვის სულიერი საზრდოს დროულად მიწოდების შესაძლებლობას (მათე 24:45).
-
-
იესო მოდის, რათა გაამხნეოსგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
1960-იან წლებში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა ნიგერიასა და ბიაფრას პროვინციას შორის. ბიაფრა გარესამყაროს მხოლოდ აეროდრომის საშუალებით უკავშირდებოდა, რადგან მას გარს აკრავს ნიგერიის ტერიტორია. ასე რომ, ბიაფრელი მოწმეებისთვის სულიერი საზრდოს მიწოდებას სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. 1968 წელს ბიაფრას მთავრობამ ერთი მოქალაქე ევროპაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნა, მეორე კი — პროვინციის აეროდრომის თანამშრომლად. ორივენი იეჰოვას მოწმეები იყვნენ და მხოლოდ მათი წყალობით უკავშირდებოდა ბიაფრა გარესამყაროს. ისინი ხვდებოდნენ, რომ ეს იეჰოვას წყალობით ხდებოდა. ისინი თავიანთი ნებით მიდიოდნენ რისკზე და სულიერი საზრდო ომიანობის პერიოდში ყოველთვის შეჰქონდათ ბიაფრაში. ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა: „შეუძლებელი იქნებოდა, ეს ადამიანის ძალით მომხდარიყო“.
-