-
„გულში ჩაიდევი“ ღვთის ტაძარი!საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
-
-
8. ა) ვინ იყვნენ ძველი ისრაელის მთავრები? ბ) რაში გამოიხატებოდა წმინდა თაყვანისმცემლობისთვის მთავრის აქტიურობა ეზეკიელის ხილვაში?
8 ხილვაში აგრეთვე საუბარია ვიღაც „მთავარზე“. მოსეს დროიდან მოყოლებული ისრაელ ერს მთავრები ჰყავდა. ებრაული სიტყვა „ნასი“, რომელიც „მთავრად“ გადმოითარგმნა, ოჯახის, ტომის ან ერის თავკაცზე მიუთითებდა. ეზეკიელის ხილვაში ისრაელის მმართველები, როგორც კლასი, იკიცხებიან ხალხის ჩაგვრის გამო და მიუკერძოებლობისა და სამართლიანობისკენ არიან მოწოდებული. თუმცა მთავარი სამღვდელოების კლასის წარმომადგენელი არ არის, წმინდა თაყვანისმცემლობისთვის აქტიური მოქმედებით გამოირჩევა. ის გარეთა ეზოში არასამღვდლო შტოებთან ერთად შედის და გამოდის, ჯდება აღმოსავლეთ კარიბჭის სტოაში და სწირავს ხალხის განსაწმენდ ზოგ შესაწირავს (ეზეკიელი 44:2, 3; 45:8–12, 17). ამგვარად, ხილვამ ეზეკიელის ხალხი დაარწმუნა, რომ აღდგენილი ერი კურთხეული იქნებოდა სამაგალითო წინამძღოლებით, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სამღვდელოებას ღვთის ხალხის ორგანიზებაში და სულიერ საკითხებში შესანიშნავი მაგალითი იქნებოდნენ.
-
-
„გულში ჩაიდევი“ ღვთის ტაძარი!საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
-
-
მთავარსაც ექნებოდა თავისი სამკვიდრო, მაგრამ მღვდლებს — არა, ვინაიდან იეჰოვამ თქვა: „მე ვარ მათი სამკვიდრო“ (ეზეკიელი 44:10, 28; რიცხვნი 18:20). ეს ხილვა ცხადყოფდა, რომ მთავარს სამკვიდრო განსაკუთრებული, შეწირული ნაკვეთის სახელით ცნობილი ტერიტორიის ორივე მხარეს უნდა გამოყოფოდა.
-
-
„გულში ჩაიდევი“ ღვთის ტაძარი!საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
-
-
ყურადღება მიაქციეთ, რომ ეზეკიელის ხილვაში მთავარი, მღვდლების მსგავსად, ხალხის მიერ შეწირულ მიწაზე იცხოვრებდა (ეზეკიელი 45:16). ასე რომ, ამ ქვეყანაში ხალხს ხელი უნდა შეეწყო და მხარი დაეჭირა მათი საქმიანობისთვის, ვისაც იეჰოვა დანიშნავდა ხელმძღვანელად. მთლიანობაში ეს ქვეყანა ორგანიზებულობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების განსახიერება იყო.
-
-
„გულში ჩაიდევი“ ღვთის ტაძარი!საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
-
-
მთავრები, მაგალითად ნეემია და ზერუბაბელი, ქვეყანას მიუკერძოებლად და სამართლიანად განაგებდნენ.
-