-
მიუხედავად იმისა, თუ როგორ გარემოში აღიზარდე, შეგიძლია წარმატებას მიაღწიოსაგუშაგო კოშკი — 2001 | 15 აპრილი
-
-
მალინდას, რომლის შესახებაც ზემოთ ვსაუბრობდით, კეთილი ხნიერი მეზობელი ჰყავდა, რომელსაც რეგულარულად მიჰქონდა მასთან სახლში ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. მალინდა მას სიყვარულით იხსენებს: „ამ მეზობელმა ჩემზე ყველაზე მეტად იმით მოახდინა დიდი შთაბეჭდილება, რომ არ ზეიმობდა დღესასწაულებს. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ყოვლადწმინდის დღესასწაული და სხვა დღესასწაულები ჩემი მშობლების კულტმსახურებასთან იყო დაკავშირებული“. ათი წლის შემდეგ, როდესაც მეგობარმა იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში ქრისტიანული კრების შეხვედრაზე დასასწრებად მიიწვია, მალინდას თავისი მეზობელი გაახსენდა და სიხარულით გამოეხმაურა მოწვევას. ეს მას ჭეშმარიტების პოვნაში დაეხმარა.
-
-
მიუხედავად იმისა, თუ როგორ გარემოში აღიზარდე, შეგიძლია წარმატებას მიაღწიოსაგუშაგო კოშკი — 2001 | 15 აპრილი
-
-
მალინდაც რჩევისათვის უხუცესებს მიმართავს ხოლმე, როდესაც თავის ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს. რასაც ის იღებს იმ უიმედობისა და უღირსობის გრძნობის დასაძლევად, რომლებიც ბავშვობას ახსენებდა, განსაკუთრებით ფასდაუდებელ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში მოცემული სხვადასხვა სტატიაა. ის ამბობს: „ზოგჯერ სტატიაში არის ერთი აბზაცი ან სულ ერთი წინადადება — სულ პაწაწინა — რომელიც სულით ხორცამდე შემძრავს ხოლმე. თითქმის ცხრა წლის წინათ ასეთი სტატიების რვეულში შეგროვება დავიწყე, ასე რომ, შემიძლია ხალისით მივმართო მათ“. დღეისათვის მას ასეთი სამი რვეული აქვს, რომლებიც დაახლოებით 400-მდე სტატიას შეიცავს!
-