საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w99 12/15 გვ. 25
  • მათ გაბედეს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მათ გაბედეს
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • მსგავსი მასალა
  • მიჰბაძეთ იესოს და იქადაგეთ გაბედულად!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • ღვთის სიტყვა გაბედულად ილაპარაკე!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • გაბედულად ქადაგებ?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
  • კვლავაც გაბედულად ილაპარაკე ღვთის სიტყვა
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
w99 12/15 გვ. 25

მათ გაბედეს

ყოველთვის ადვილი არ არის ქადაგებისთვის გამბედაობის მოკრება. მოციქულმა პავლემაც თქვა, რომ ერთხელ წარმატებას მან „დიდი ბრძოლით“ მიაღწია (1 თესალონიკელთა 2:2). ღირს კი ძალისხმევად ქადაგებისთვის ‘ბრძოლა’? თუმცა ამას ყოველთვის არ მოჰყვება განუმეორებელი შემთხვევები, მაგრამ ღვთის ხალხისთვის გამბედაობის გამოვლენას ხშირად სიხარული მოუტანია. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

რვა წლის ტერა ყურადღებით უსმენდა მასწავლებელს, რომელიც კლასს მოუთხრობდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებში ებრაელებს ამოსაცნობად დავითის ყვითელი ვარსკვლავი ჰქონდათ ტანსაცმელზე მიკერებული. ტერა ფიქრობდა — ეთქვა რამე, თუ არა. „გულში ვილოცე,“ — იხსენებს ის. მერე მან ხელი ასწია და თქვა, რომ ამ საკონცენტრაციო ბანაკებში იეჰოვას მოწმეებიც იყვნენ და ამოსაცნობად იისფერ სამკუთხედებს ატარებინებდნენ ტანსაცმელზე. მასწავლებელი დაინტერესდა და მადლობა გადაუხადა გოგონას. ტერას კომენტარმა შესაძლებელი გახადა შემდეგში მასწავლებელთან საუბრის გაგრძელება, რომელმაც მოგვიანებით მთელ კლასს აჩვენა ვიდეო-ფილმი — „იეჰოვას მოწმეების სიმტკიცე ნაცისტური თავდასხმის წინააღმდეგ“.

გვინეაში (დასავლეთ აფრიკა) მცხოვრებ ახალგაზრდა მოუნათლავ მაუწყებელ ირენს სურდა, თავისი მსახურება გაეუმჯობესებინა. მისიონერი, რომელიც ბიბლიას ასწავლიდა, ახალისებდა, რომ თანაკლასელებისთვის ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ შეეთავაზებინა. ირენი ვერ ბედავდა, რადგან თანაკლასელები არ უსმენდნენ. მაგრამ მისიონერის წახალისებით აღძრულმა ირენმა გადაწყვიტა, პირველად იმ თანაკლასელთან მისულიყო, რომელიც ყველაზე წინააღმდეგი ჩანდა. ირენის გასაკვირად, გოგონამ მოუსმინა და ჟურნალებიც სიამოვნებით აიღო. სხვა კლასელებმაც იგივე გააკეთეს. ირენმა იმ თვეში უფრო მეტი ჟურნალი გაავრცელა, ვიდრე ერთად აღებული წინა ხუთ თვეში.

ტრინიდადელი უხუცესი ვერ ბედავდა სკოლის დირექტორთან მისვლას, ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ რომ შეეთავაზებინა და ამ ჟურნალის სასწავლო ფასეულობაზე გაემახვილებინა ყურადღება. ბოლოს კი მოიკრიბა გამბედაობა. ის ამბობს: „სკოლის ტერიტორიაზე შესვლისთანავე ლოცვა დავიწყე. საკუთარ თავს არ ვუჯერებდი — დირექტორი არაჩვეულებრივად თავაზიანი იყო“. მან აიღო ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ ნომერი „რა იმედი არსებობს დღევანდელი ახალგაზრდობისთვის?“ და ისიც კი თქვა, რომ სასწავლო მასალად გამოიყენებდა. მას შემდეგ მან კიდევ 40 ჟურნალი აიღო, რომლებიც სხვადასხვა თემას ეძღვნებოდა.

ახალგაზრდა ვონს, ყოველთვის უჭირდა ქადაგება. „ვნერვიულობდი, ხელისგულები მიოფლიანდებოდა და სწრაფად ვსაუბრობდი — არ შემეძლო ნელა მელაპარაკა“. მიუხედავად ამისა, ის სრული დროით მსახური გახდა. და მაინც, მისთვის ყოველთვის ადვილი არ იყო საუბრის დაწყება. ერთხელ, როდესაც სამუშაოს უშედეგოდ ძებნის შემდეგ მეტროთი სახლში ბრუნდებოდა, ქადაგება სურდა, რათა „ეს ხელმოცარული დღე, რაღაც კარგს მაინც შეევსო“. მაგრამ მეტროს მატარებელში მყოფი ერთი სოლიდური შესახედაობის ბიზნესმენის გამო ვერ ბედავდა ხმის ამოღებას. ბოლოს მოიკრიბა გამბედაობა და გვერდზე მჯდომ ხანში შესულ მამაკაცს გამოელაპარაკა. საკმაოდ დიდ ხანს ისაუბრეს. „ახალგაზრდა ხართ, მაგრამ ასეთი კარგი კითხვები გაქვთ, — თქვა იქვე მყოფმა იმ ბიზნესმენმა და ჰკითხა, — ღვთისმეტყველი ხომ არ ხართ?“ ვონმა უპასუხა: „არა, იეჰოვას მოწმე ვარ“. „აჰ, — თქვა მამაკაცმა, — მაშ გასაგებია“.

ყველა ეს მოწმე — და კიდევ სხვა უამრავი — მოხარულია, რომ გამბედაობა მოიკრიბეს და იქადაგეს. გააკეთებ შენც იგივეს?

[სურათი 25 გვერდზე]

ტერა.

[სურათი 25 გვერდზე]

ვონი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება