-
ჩვენი ოჯახი როგორც იქნა გაერთიანდა!საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 აგვისტო
-
-
შვილებს სულიერ ფასეულობებს ვუნერგავ
შვილები ყოველთვის დამყავდა ქრისტიანულ შეხვედრებსა და სამქადაგებლო მსახურებაში. ერთი შემთხვევის დროს დავრწმუნდი, რომ მათ უკვე ბევრი რამ იცოდნენ ბიბლიიდან. ერთხელ ჩემი ექვსი წლის ვაჟი, მასაჰიკო, ეზოში თამაშობდა. უცბად ხმაური და ვიღაცის კივილი შემომესმა. სახლში მეზობელი შემოვარდა და აღელვებული ხმით მითხრა, რომ ბავშვს მანქანა დაეჯახა. იმ წუთას თავში აზრმა გამიელვა: „ხომ არ მოკვდა ბავშვი?“ თავს ძალა დავატანე, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა და გარეთ გავვარდი. როცა დაჭეჭყილი ველოსიპედი დავინახე, ტანში გამცრა, მაგრამ უცბად ჩემკენ მომავალ ბავშვს მოვკარი თვალი — მას მხოლოდ უმნიშვნელო ნაკაწრები ჰქონდა. ის ჩამეხუტა და მითხრა: „დედიკო, იეჰოვამ გადამარჩინა, არა?“ როცა ბავშვი ცოცხალი დავინახე და მისი გულში ჩამწვდომი სიტყვები მოვისმინე, ცრემლები წამსკდა.
მეორე დღეს, მსახურებაში ყოფნისას ერთმა მოხუცმა კაცმა მიყვირა: „რატომ აძალებ ამ ბავშვს საქადაგოდ სიარულს? არ გეცოდება?“ სანამ მე რამეს ვეტყოდი, ჩემმა რვა წლის ბიჭმა, ტომოიოშიმ, უთხრა: „ბაბუ, დედა სულაც არ მაძალებს ქადაგებას. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მინდა იეჰოვას ვემსახურო“. მოხუცებული კაცი გაოგნდა და ვეღარაფერი თქვა.
სულიერი გაგებით, ჩემი ვაჟები ობლები იყვნენ, რადგან ჩემი ქმარი ჩვენს რწმენას არ იზიარებდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ბევრი რამ არ ვიცოდი, მე მიწევდა მათთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლება. დროთა განმავლობაში იეჰოვასადმი სიყვარული და რწმენა გამიძლიერდა და უფრო გულმოდგინედ დავიწყე ქადაგება. ვცდილობდი შვილებისთვის კარგი მაგალითი მიმეცა. ყოველდღე ბავშვების თანდასწრებით ხმამაღლა ვლოცულობდი და მადლობას ვეუბნებოდი იეჰოვას. შვილებს მსახურებაში მომხდარ შემთხვევებს ვუყვებოდი. ეს მათ ძალიან ამხნევებდა. როცა მოგვიანებით ჰკითხეს, რამ აღძრა ისინი პიონერული მსახურებისკენ, მათ უპასუხეს: „ვხედავდით, რა დიდ სიხარულს ანიჭებდა დედას პიონერული მსახურება და გვინდოდა ეს სიხარული ჩვენც განგვეცადა“.
ძალიან ვცდილობდი უარყოფითად არ მელაპარაკა ჩემს მეუღლეზე ან კრების რომელიმე წევრზე. ვიცოდი, რომ უარყოფითი საუბრები ბავშვებზე ცუდად იმოქმედებდა. მათ შეიძლებოდა წარმოდგენა შეეცვალათ არა მარტო მასზე, ვისაც ცუდად დაახასიათებდნენ, არამედ იმ ადამიანზეც, ვინც სხვებზე უარყოფითად ილაპარაკებდა.
-
-
ჩვენი ოჯახი როგორც იქნა გაერთიანდა!საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 აგვისტო
-
-
ტაივანელ მოწმეებთან ურთიერთობა ძალებს გვმატებდა. ერთმა მისიონერმა წყვილმა, ჰარვი და ქეით ლოგანებმა, დიდი დახმარება აღმოგვიჩინეს. ძმა ლოგანი ჩემს შვილებს სულიერ მამობას უწევდა. მან დაანახვა მათ, რომ იეჰოვას მსახურება უსიხარულო და მოსაწყენი არ იყო. დარწმუნებული ვარ, სწორედ ტაივანში მიიღეს ჩემმა შვილებმა გადაწყვეტილება, იეჰოვასთვის ემსახურათ.
ტომოიოშიმ და მასაჰიკომ ტაივანში ამერიკულ სკოლაში განაგრძეს სწავლა, სადაც ინგლისურის გარდა, ჩინურსაც დაეუფლნენ. აქ მიღებული განათლება შემდგომში დიდად დაეხმარა მათ ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას, მსახურებაში. ძალიან მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ ტაივანში ჩვენს გადასვლას ხანგრძლივი კურთხევები მოჰყვა, თუმცა ვფიქრობდით, რომ სერიოზული პრობლემები შეგვექმნებოდა. სამ წელიწად–ნახევრის შემდეგ ტაივანიდან იაპონიაში დავბრუნდით.
იმ დროისთვის ბიჭები წამოიზარდნენ და მეტ თავისუფლებას ითხოვდნენ. საათობით ვმსჯელობდი მათთან ბიბლიურ პრინციპებზე. იეჰოვას დახმარებით ჩვენ თავი გავართვით ამ რთულ პერიოდს. სკოლის დამთავრების შემდეგ ტომოიოშიმ პიონერად დაიწყო მსახურება. პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ის ოთხ ადამიანს დაეხმარა, თავი მიეძღვნათ იეჰოვასთვის და მონათლულიყვნენ. მასაჰიკომ თავის ძმას მიჰბაძა და პიონერად დაიწყო მსახურება სკოლის დამთავრების შემდეგ. პირველი ოთხი წლის განმავლობაში ისიც ოთხ ახალგაზრდას დაეხმარა იეჰოვას მსახურად გახდომაში.
იეჰოვამ უფრო მეტად აკურთხა ჩემი შვილები. ტომოიოშიმ ბიბლია შეასწავლა მამაკაცს, რომლის ცოლსაც მე დავეხმარე ჭეშმარიტების მიღებაში. მათი ორი ქალიშვილიც იეჰოვას მოწმე გახდა. მოგვიანებით ტომოიოში უფროს ქალიშვილზე, ნობუკოზე, დაქორწინდა, ხოლო მასაჰიკომ უმცროსი ქალიშვილი, მასაკო, მოიყვანა ცოლად. ტომოიოში და ნობუკო დღეს ბრუკლინში (ნიუ–იორკი) იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში მსახურობენ. მასაჰიკო და მასაკო კი მისიონერები არიან პარაგვაიში.
-