-
„ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო“საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 ივნისი
-
-
ისრაელებს ჰქონდათ ნების თავისუფლება
3. რომელი იყო ათიდან პირველი მცნება და როგორ არჩიეს ერთგულმა ისრაელებმა ამ მცნების შესრულება?
3 „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან“, — უთხრა იეჰოვამ ისრაელებს (მეორე რჯული 5:6). ძვ. წ. 1513 წელს ღმერთმა ისრაელები ეგვიპტის მონობიდან სასწაულებრივად გაათავისუფლა; ამიტომ მათ არ ჰქონდათ არავითარი საფუძველი, ეჭვი შეეტანათ ღვთის ამ სიტყვებში. ათიდან პირველ მცნებაში იეჰოვამ მოსეს მეშვეობით განაცხადა: „არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა“ (გამოსვლა 20:1, 3). მაშინ ისრაელებმა ღვთისადმი მორჩილება არჩიეს. ისინი მზადყოფნით ავლენდნენ იეჰოვასადმი განსაკუთრებულ ერთგულებას (გამოსვლა 20:5; რიცხვნი 25:11).
4. ა) რა არჩევნის შესახებ გაუცხადა მოსემ ისრაელს? ბ) რა არჩევანი გვაქვს დღეს ჩვენ?
4 დაახლოებით 40 წლის შემდეგ მოსემ ისრაელების სხვა თაობას შეახსენა იმ არჩევნის შესახებ, რომელიც მათ უნდა გაეკეთებინათ. მან განაცხადა: „მოწმედ მოვუწოდებ დღეს თქვენს წინაშე ცასა და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდევი წინაშე. ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო შენ და შენმა შთამომავლობამ“ (მეორე რჯული 30:19). მსგავსად ჩვენც შეგვიძლია არჩევნის გაკეთება. დიახ, შეგვიძლია ავირჩიოთ იეჰოვასადმი ერთგულად მსახურება, რაც მარადიულ სიცოცხლეს მოგვიტანს, ან დაუმორჩილებლობა, და შესაბამისი შედეგები მოვიმკათ. განვიხილოთ იმ ხალხის ორი მაგალითი, რომლებმაც ურთიერთსაპირისპირო არჩევანი გააკეთეს.
-
-
„ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო“საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 ივნისი
-
-
სწორი არჩევნის გაკეთება
8. მეორე რჯულის 30:20–ის თანახმად, რა შედის სწორი არჩევნის გაკეთებაში?
8 როდესაც მოსემ ისრაელებს მოუწოდა, აერჩიათ სიცოცხლე, მან აღნიშნა, რომელი სამი ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო ამისათვის: „გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, რათა ისმინო მისი ხმა და მიეწებო მას“ (მეორე რჯული 30:20). მოდი გამოვიკვლიოთ თითოეული მათგანი, რათა სწორი არჩევნის გაკეთება შევძლოთ.
9. როგორ შეგვიძლია იეჰოვასადმი სიყვარულის გამოვლენა?
9 გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი: ჩვენ იეჰოვასადმი მსახურებას იმიტომ ვირჩევთ, რომ გვიყვარს ის. თუ გავითვალისწინებთ ისრაელების მაგალითს, წინ აღვუდგებით უზნეობის ჩადენის ნებისმიერ ცდუნებას და მოვერიდებით ისეთი ცხოვრების წესს, რომელიც ამ ქვეყნიერებაში არსებული მატერიალიზმის მახეში გაგვაბამდა (1 კორინთელები 10:11; 1 ტიმოთე 6:6—10). ჩვენ ‘ვეწებებით’ იეჰოვას და ვიცავთ მის ‘წესებს’ (იესო ნავეს ძე 23:8; ფსალმუნები 118:5, 8). აღთქმულ მიწაზე შესვლის წინ მოსემ ისრაელებს მოუწოდა: „შეხედეთ, გასწავლეთ თქვენ წესები და სამართალნი, როგორც მიბრძანა მე უფალმა, ჩემმა ღმერთმა, აღსასრულებლად იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ მიდიხართ დასამკვიდრებლად. დაიცავით და აღასრულეთ, რადგან ესაა თქვენი სიბრძნე და თქვენი გონიერება, სხვადასხვა ხალხების თვალწინ, რომელნიც ყურს მოკრავენ ამ წესებს“ (მეორე რჯული 4:5, 6). ახლა დროა, იეჰოვასადმი სიყვარული იმით გამოვავლინოთ, რომ მისი ნება ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენოთ. თუ ამგვარად მოქმედებას ავირჩევთ, ნამდვილად მივიღებთ კურთხევებს (მათე 6:33).
10—12. რას ვსწავლობთ ნოეს დღეებში მომხდარი მოვლენებიდან?
10 ისმინე ღვთის ხმა: ნოე „სიმართლის მქადაგებელი“ იყო (2 პეტრე 2:5). წარღვნის წინა პერიოდში თითქმის არავის „ანაღვლებდა“ ნოეს გაფრთხილებები. რა მოჰყვა ამას შედეგად? „წარღვნა . . . მოვიდა და ყველა . . . წალეკა“. იესომ გაგვაფრთხილა, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა მაშინაც, როდესაც „კაცის ძე მოსული“ იქნებოდა. ნოეს დღეებში მომხდარი მოვლენები კარგი გაფრთხილებაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს უგულებელყოფენ ღვთის ცნობას (მათე 24:39).
11 დღეს ღვთის მსახურების მიერ გადაცემული გაფრთხილებების დამცინავებმა უნდა გააცნობიერონ, თუ რას მოუტანთ ამ გაფრთხილებების უგულებელყოფა. ამ დამცინავების შესახებ პეტრე მოციქულმა თქვა: „მათ, თავიანთი ნებისამებრ, მხედველობიდან რჩებათ, რომ ძველთაგანვე იყო ცა და მიწა, რომელიც ღვთის სიტყვით წყლიდან მყარ მასად იყო ამოწეული და წყლებს შუა მოთავსებული. მათი საშუალებით განადგურდა იმდროინდელი ქვეყნიერება, როცა წყლით წაილეკა. ახლანდელი ცა და დედამიწა კი იმავე სიტყვით ცეცხლისთვის არის გამზადებული და შემონახული უღმერთო ადამიანთა გასამართლებისა და დაღუპვის დღისთვის“ (2 პეტრე 3:3—7).
12 ამ ადამიანთაგან სრულიად განსხვავებული არჩევანი გააკეთეს ნოემ და მისმა ოჯახმა. „რწმენით ნოემ, როდესაც ღმერთმა გააფრთხილა იმის შესახებ, რაც ჯერ არ იყო ხილული, ღვთისადმი შიში გამოავლინა და . . . კიდობანი ააგო“. ნოემ ყურად იღო გაფრთხილება, რითაც მთელი თავისი ოჯახი გადაარჩინა (ებრაელები 11:7). დაე ჩვენც სწრაფნი ვიყოთ ღვთის ცნობის მოსმენაში, შემდეგ კი მორჩილად შევასრულოთ იეჰოვას სიტყვები (იაკობი 1:19, 22—25).
13, 14. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი, ‘მივეწებოთ’ იეჰოვას? ბ) როგორ უნდა მივცეთ იეჰოვას, ჩვენს ‘შემქმნელს’, ჩვენი გამოძერწვის საშუალება?
13 ‘მიეწებე’ იეჰოვას: ‘სიცოცხლე რომ ავირჩიოთ და ვიცოცხლოთ’, საჭიროა არა მარტო გვიყვარდეს იეჰოვა და მოვუსმინოთ მას, არამედ ‘მივეწებოთ’ კიდეც მას — დაჟინებით განვაგრძოთ მისი ნების შესრულება. „მოთმინებით მოიპოვებთ თქვენს სულებს“, — თქვა იესომ (ლუკა 21:19). ამ საკითხში გაკეთებული ჩვენი არჩევანი ცხადყოფს, თუ როგორი გული გვაქვს. „ნეტარია ადამიანი, რომელსაც მუდამ ეშინია, ხოლო გულის გამქვავებელი უბედურებაში ჩავარდება“, — აღნიშნავს იგავების 28:14. ეს დაემართა ძველი ეგვიპტის ფარაონს. ათი სასჯელიდან თითოეულის შემდეგ ფარაონი ‘გულს იქვავებდა’ ნაცვლად იმისა, რომ ღვთისადმი შიში გამოევლინა. იეჰოვამ ძალით არ გაუქვავა გული ფარაონს, არამედ ამ ქედმაღალ მმართველს არჩევნის გაკეთების საშუალება მისცა. ნებისმიერ შემთხვევაში, იეჰოვას ნება შესრულდა, როგორც ამას ფარაონთან დაკავშირებით იეჰოვას თვალსაზრისის გამოხატვისას პავლე მოციქული აღნიშნავს: „იმისთვის დაგტოვე, რომ შენზე ვაჩვენო ჩემი ძალა და ჩემი სახელი მთელ დედამიწას ეუწყოს“ (რომაელები 9:17).
14 საუკუნეები იყო გასული მას შემდეგ, რაც ფარაონის ხელიდან ისრაელები გათავისუფლდნენ, როდესაც წინასწარმეტყველმა ესაიამ განაცხადა: „უფალო, ჩვენი მამა ხარ შენ, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი ჩვენი შემქმნელი; შენი ხელის ნაკეთები ვართ ჩვენ ყველანი“ (ესაია 64:8). ჩვენ თანდათანობით ახალ პიროვნებად ვიმოსებით, როდესაც ღვთის სიტყვის პირადი შესწავლითა და ნასწავლის გამოყენებით იეჰოვას ჩვენი გამოძერწვის საშუალებას ვაძლევთ. ამგვარად, უფრო თვინიერი და რბილი ვხდებით; ეს კი გვეხმარება, მივეწებოთ იეჰოვას და მისადმი ერთგულება შევინარჩუნოთ, რადგან გულწრფელად გვსურს, მას ვასიამოვნოთ (ეფესოელები 4:23, 24; კოლოსელები 3:8—10).
-