-
მიიღე ბრძნული გადაწყვეტილებები ახალგაზრდობაშისაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 იანვარი
-
-
7. რა გადაწყვეტილებები შეგვიძლია მივიღოთ და რა მაგალითი მოგვცა მოსემ ამ მხრივ?
7 თითოეულმა ჩვენგანმა პირადად უნდა აირჩიოს, როგორ წარმართოს თავისი ცხოვრება, როგორც იეჰოვას მოწმემ (იეს. 24:15). ჩვენ ნამდვილად ვერ გეტყვით, დაქორწინდე თუ არა, ან ვისზე დაქორწინდე, ანდა კიდევ სად იმუშაო. აირჩევ ისეთ სამუშაოს, რომელიც მცირე მომზადებას ან მოკლე კურსებს მოითხოვს? ახალგაზრდებო, შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი რომელიმე ღარიბ სოფელში ცხოვრობს, შესაძლოა ზოგი — მდიდარ და აყვავებულ ქალაქში. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებო ახალგაზრდებო, თქვენ განსხვავდებით პიროვნული თვისებებით, ნიჭითა და უნარით, გამოცდილებითა და ინტერესებით; თქვენ აგრეთვე განსხვავდებით სულიერი მოწიფულობის თვალსაზრისითაც. თქვენ ისევე განსხვავდებით ერთმანეთისგან, როგორც ძველ ეგვიპტეში მცხოვრები ებრაელი ახალგაზრდები განსხვავდებოდნენ ახალგაზრდა მოსესგან. მოსეს უდიდესი პერსპექტივა ჰქონდა ცხოვრებაში; ის ხომ სამეფო კარზე ცხოვრობდა მაშინ, როცა სხვა ებრაელი ახალგაზრდები მონები იყვნენ (გამ. 1:13, 14; საქ. 7:21, 22). შენ მსგავსად, ისინიც ძალზე მნიშვნელოვან პერიოდში ცხოვრობდნენ (გამ. 19:4—6). თითოეულს შეეძლო თავად გადაეწყვიტა, რას მიუძღვნიდა თავის ცხოვრებას. იმ დროს მოსემ სწორი არჩევანი გააკეთა (წაიკითხეთ ებრაელების 11:24—27).
-
-
მიიღე ბრძნული გადაწყვეტილებები ახალგაზრდობაშისაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 იანვარი
-
-
„უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე“ (წაიკითხეთ მათეს 6:19—21, 24—26, 31—34). იეჰოვა ჩვენ ძალიან დიდ პატივს გვცემს; ამის დასტურია ის, რომ არჩევნის თავისუფლებით დაგვაჯილდოვა. ის არ გვიდგენს ნორმებს, კონკრეტულად რამდენი უნდა ვიქადაგოთ. მაგრამ იესომ მოგვცა მეტად საჭირო პრინციპი. ეს პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ღვთის მსახურებმა უპირველესად ღვთის სამეფო უნდა ეძებონ. თუ მიჰყვები ამ პრინციპს, უამრავი შესაძლებლობა მოგეცემა იმისა, რომ ღმერთს სიყვარული დაუმტკიცო; მოგეცემა აგრეთვე შესაძლებლობა, იზრუნო მოყვასზე და მადლიერება გამოხატო მარადიული სიცოცხლის უნიკალური იმედისთვის. ამიტომ, მოდი ერთ ასეთ შეკითხვაზე დაფიქრდი: თუ დაქორწინებაზე ან სამუშაოზე ფიქრობ, შენი არჩევანი ფიზიკურსა და მატერიალურზე ხომ არ გადაგატანინებს ყურადღებას? თუ პირიქით, შემართებას შეგძენს, რომ უფრო მეტად ეძებო ღვთის სამეფო და მამის სიმართლე?
-