საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ღრუბელი“
  • ღრუბელი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ღრუბელი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • ქრისტეს მეორედ მოსვლა
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • თაყვანისმცემლობის კარავი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • ხედავთ, როგორ გვიწევს ღმერთი ხელმძღვანელობას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ღრუბელი“

ღრუბელი

ჰაერში არსებული ნაწილაკების, ჩვეულებრივ წყლის წვეთების ან ყინულის კრისტალების გროვა. ღრუბლის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა ʽანან უმეტეს შემთხვევაში გვხვდება იმ ღრუბლის სვეტის აღსანიშნავად, რომელიც ისრაელებს უდაბნოში მიუძღოდა (გმ. 13:21). „მტვერი“, „ღრუბლები“, „ღრუბლიანი ცა“ და „ზეცა“ ებრაული შახაკისგან ნაწარმოები სხვადასხვა სიტყვითაა გადმოცემული, რომლის ფუძე ნიშნავს „მტვრად ქცევას; გაცვეთას“ (ეს. 40:15; ფს. 36:5; იერ. 51:9; ფს. 89:37; 18:42; იობ. 14:19). ღრუბლის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვებია ნეფოს და ნეფელე; აგრეთვე გნოფოს, რაც „შავ ღრუბელს“ ნიშნავს (ებ. 12:1; მთ. 17:5; ებ. 12:18).

ისრაელში ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე ცა, როგორც წესი, მოწმენდილია, თუ არ ჩავთვლით მტვრისგან წარმოქმნილ ღრუბელს, რომელიც გვალვიანი სეზონის მიწურულს უდაბნოდან მონაბერ აღმოსავლეთის ცხელ ქარს მოაქვს. აგვისტოში დასავლეთიდან ხანდახან ქარს მოაქვს არასაწვიმარი ფრთა-ფენა ღრუბლები. ადგილობრივებს ამ ღრუბლების გამოჩენაც უხარიათ, რადგან პაპანაქება სიცხეში მცირეოდენ შვებას ჰგვრით (ეს. 25:5; შდრ. იობ. 7:2). სექტემბერ-ოქტომბერში ისრაელის დასავლეთით, ხმელთაშუა ზღვის თავზე, ხშირად წარმოიქმნება ღრუბლები, თუმცა წვიმიანი სეზონი მხოლოდ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იწყება. ზაფხულობით ქვეყნის ზოგ მხარეში ჩნდება დილის ღრუბელი (იგივე ნისლი), რომელიც მზის ამოსვლასთან ერთად იფანტება (ოს. 6:4).

წვიმების სეზონზე მოულოდნელად შეიძლება ქარიშხალი ამოვარდეს, რასაც დასავლეთით პატარა ღრუბლის გამოჩენა მოასწავებს (1მფ. 18:44, 45). დასავლეთიდან წამოსული ღრუბელი მიწათმოქმედს წვიმის მოსვლას აუწყებს (ლკ. 12:54). მაგრამ ვინც ღრუბლებს დაუწყებს ყურებას და ამის გამო მოსავლის აღებას გადადებს, იზარალებს. ღვთის მსახურებმა ეს პრინციპი უნდა გაითვალისწინონ და თავიანთი საქმის შესრულება ნებისმიერ პირობებში უნდა განაგრძონ (ეკ. 11:4).

ღრუბლებს შემოქმედი, იეჰოვა განაგებს, რაც მის სიბრძნესა და ძლიერებაზე მეტყველებს. ის ღრუბლებს „წყლის ზეციურ ჭურჭლებს“ ადარებს, რომლებსაც აპირქვავებს და დედამიწაზე ცლის: „ზუსტად ვინ დათვლის ღრუბლებს სიბრძნით და ვინ გადმოაპირქვავებს წყლის ზეციურ ჭურჭლებს“ (იობ. 38:37). ის აგრეთვე აღგვიწერს წყლის აორთქლებისა და კონდენსირების პროცესს. აი, როგორ არის ეს ბიბლიაში ახსნილი: „მაღლა ააქვს წყლის წვეთები და ისინიც წვიმად და ნისლად იცრებიან, რათა ღრუბლებმა იწვეთონ და წვეთები უხვად ასხურონ კაცობრიობას. მართლაც, ვინ რას გაუგებს ღრუბლების ფენას და მისი კარვის გრუხუნს?“ (იობ. 36:27—29).

გადატანითი მნიშვნელობით. იეჰოვა, რომელსაც ძეხორციელი ვერ დაინახავს ისე, რომ ცოცხალი დარჩეს, ადამიანებთან ყოფნის სიმბოლოდ ღრუბელს იყენებდა. ისრაელისთვის კანონის გადაცემის დროს სინას მთაზე შავი ღრუბელი ჩამოწვა, დაიწყო ქუხილი და ელვა, გაისმა საყვირის ხმა და სხვა ძლიერი ხმები (გმ. 19:16—19; 24:15; ებ. 12:18, 19). იეჰოვა მოსეს ასეთი სახით იმიტომ გამოეცხადა, რომ ხალხს, რომელიც ღვთისა და მოსეს საუბარს მოისმენდა, ერწმუნა, რომ ეს უკანასკნელი ნამდვილად ღვთის წარმომადგენელი იყო (გმ. 19:9).

იეჰოვამ ისრაელებს ანგელოზი, „საკუთარი მაცნე“ გაუგზავნა, რომელიც ღრუბლით გამოუძღვა მათ ეგვიპტიდან და გზა გაუკვალა უდაბნოში (ეს. 63:9). იეჰოვამ გადმოიხედა (სინამდვილეში მისმა ანგელოზმა) ღრუბლის სვეტიდან და თავგზა აუბნია ეგვიპტელთა ბანაკს (გმ. 13:21, 22; 14:19, 24, 25). გარდა ამისა, იეჰოვამ ღრუბლის მეშვეობით მთელი ერი მონათლა მოსეში — მათ ირგვლივ წყალი აღმართა, ზემოდან კი ღრუბლით დაფარა. ამგვარად, „ყველა მოინათლა მოსეში ღრუბლითა და ზღვით“ (1კრ. 10:2; იხ. აგრეთვე რც. 14:14).

როცა უდაბნოში შეხვედრის კარავი დადგეს, ის ღრუბელმა დაფარა და „იეჰოვას დიდებით აივსო“. ამიტომ მოსე ვერ შედიოდა მასში (გმ. 40:34, 35; შდრ. 1მფ. 8:10—12; გმც. 15:8). ამის შემდეგ ღრუბელი წმინდათაწმინდის თავზე ჩერდებოდა ხოლმე, სადაც შეთანხმების კიდობანი იდგა, ხოლო ღამღამობით ცეცხლის სვეტად იქცეოდა. ღრუბელი ბანაკის შუაგულში იყო აღმართული, ამიტომ ყოველი მხრიდან მოჩანდა. როცა ღრუბელი აიწეოდა, ისრაელი ბანაკს შლიდა და როცა ის დაიძვრებოდა, ბანაკიც თან მიჰყვებოდა, თუმცა კონკრეტულ ადგილს დასაბანაკებლად შესაძლოა ხობაბის დახმარებით ირჩევდნენ, რომელიც იქაურ მიწას კარგად იცნობდა, იცოდა, სად იყო წყალი და საუკეთესო ადგილი ამდენი ხალხის დასაბანაკებლად (გმ. 40:34—38; რც. 10:29—32).

წმინდათაწმინდაში შეთანხმების კიდობნის თავზე იდგა კაშკაშა ღრუბელი, რომელიც სინათლის ერთადერთი წყარო იყო იქაურობის გასანათებლად (ლვ. 16:2). პოსტბიბლიურ ებრაულში მას შექინას უწოდებდნენ. როცა გამოსყიდვის დღეს წმინდათაწმინდაში შედიოდა და ცხოველის სისხლი შეჰქონდა, მღვდელმთავარი სიმბოლურად იეჰოვასთან იმყოფებოდა, ხოლო როცა წმინდათაწმინდაში არ შედიოდა და ფარდასთან იდგა იეჰოვასგან მნიშვნელოვან საკითხზე პასუხის მისაღებად, ის იეჰოვას წინაშე მდგომად ითვლებოდა (რც. 27:21).

იეჰოვამ ნათელი ღრუბლიდან გამოხატა მოწონება თავისი მხოლოდშობილი ძის მიმართ, ხოლო მანამდე ამავე ღრუბელმა მთაზე იესოს გარდასახვის დროს დაჩრდილა ის და მისი სამი მოციქული (მთ. 17:5).

ზეცად ამაღლების დროს იესო „ღრუბელმა დაფარა მათ [მოწაფეების] თვალთაგან“ (სქ. 1:9). იესო ღრუბელს კი არ აჰყვა, არამედ ღრუბელმა მოწაფეების თვალთახედვიდან გააქრო. ეს ფაქტი გვეხმარება იესოს სიტყვების გაგებაში, რომლებიც მის მოსვლას ეხება: „მაშინ იხილავენ ძლიერებითა და აღმატებული დიდებით ღრუბლებში მომავალ კაცის ძეს“, აგრეთვე „გამოცხადებაში“ ჩაწერილი სიტყვების გაგებაში: „ის ღრუბლებით მოდის და დაინახავს მას ყოველი თვალი“ (ლკ. 21:27; მთ. 24:30; გმც. 1:7). ძველ დროში ღრუბელი ყოველთვის იმის ნიშანი იყო, რომ ღმერთი თავის ხალხთან უხილავად იმყოფებოდა, ამიტომ თვითმხილველს გონების თვალით შეეძლო ამის დანახვა. მსგავსადვე, ხილული ნიშნების არსებობა „დაანახვებდა“ ანუ მიახვედრებდა თვითმხილველს, რომ იესო უხილავად იყო მოსული (იხ. აგრეთვე მთ. თ. 24; მრ. თ. 13; გმც. 14:14).

იესო, რომლის მესიად აღიარების ყოველგვარი საფუძველი არსებობდა, იუდეველებმა უარყვეს. იმის დასამტკიცებლად, რომ ის მესია იყო, ისინი მისგან დანიელის 7:13, 14-ში ჩაწერილი ხილვის პირდაპირი გაგებით შესრულებას ითხოვდნენ. ამ ხილვის თანახმად, ცის ღრუბლებზე მომავალი კაცის ძე „ძველ დღეთას“, იეჰოვა ღმერთის წინაშე უნდა წარმდგარიყო სამეფო ძალაუფლების მისაღებად. მათ ერთმანეთში აერიათ იესოს პირველი მოსვლა და მისი სამეფო ძალაუფლებით მოსვლა. მაგრამ იესომ უთხრა მათ, რომ მსგავსი ნიშანი არ მიეცემოდათ (ლკ. 11:29).

კეთილგანწყობის ნიშანი. „ღრუბელი“ დადებითი მნიშვნელობით გამოიყენება მათ მიმართ, ვისაც ღმერთი სწყალობს. იგავების 16:15-ში ნათქვამია, რომ მეფის კეთილგანწყობა „გაზაფხულის საწვიმარი ღრუბელივითაა“. როგორც ღრუბელი მალავს თვალთახედვის არიდან საგნებს, ისე იეჰოვა „თითქოს ღრუბლით“ ფარავს თავისი ხალხის დანაშაულს (ეს. 44:22). ურჩებს კი პირიქით, მასთან მისასვლელ გზას თითქოსდა ღრუბლებით უკეტავს, რათა მათმა ლოცვებმა „ვერ გამოაღწიონ მათში“ (გდ. 3:44).

წარმავალი და უნდო. დილის ღრუბელი (იგივე ნისლი), რომელიც სწრაფად ქრება, შედარებულია ეფრემისა და იუდას მიერ ღვთისადმი გამოვლენილ ხანმოკლე და ცვალებად სიკეთესთან, აგრეთვე ეფრემის ხანმოკლე სიცოცხლესთან, რასაც ის ორგულობის საზღაურად მიიღებდა (ოს. 6:4; 13:3).

კაცი, რომელიც გაცემით იკვეხნის, მაგრამ არაფერს გასცემს, უწვიმო ღრუბელს ჰგავს (იგ. 25:14). ის ქრისტიანები, რომლებიც ხორციელ სურვილებს არიან აყოლილი, უზნეობას ეწევიან და რყვნიან კრებას, შედარებული არიან „უწყლო ღრუბლებს“, რომლებსაც ქარი აქეთ-იქით დააქროლებს (იუდ. 12; იხ. ნისლი).

ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილისა და სხვა წყლების ბინადარი ზოგიერთი ზღვის ცხოველის რბილი ფოროვანი ჩონჩხი, რომელიც სითხეს ისრუტავს. ძველად, ისევე როგორც დღეს, მყვინთავები წყალქვეშა კლდეებს ხელით აცლიდნენ ღრუბლებს. გახრწნის შემდეგ ღრუბელს საგულდაგულოდ რეცხავდნენ, რათა მისგან მხოლოდ ჩონჩხი დარჩენილიყო.

სითხის შეწოვისა და გამოდენის უნარის გამო ღრუბელს ძველად დიდი გასავალი ჰქონდა. ბოძზე გაკრულ იესოს ლერწამზე წამოგებული ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი მიაწოდეს (მთ. 27:48; მრ. 15:36; ინ. 19:29).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება