საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • საშობაო წეს-ჩვეულებები — ქრისტიანულია ისინი?
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 დეკემბერი
    • საშობაო ტრადიციების უფრო გულდასმით გამოკვლევა

      მთელ მსოფლიოში გავრცელებული საშობაო დღესასწაულის შესახებ ენციკლოპედია „ამერიკანა“ ამბობს: „ჩვეულებათა უმეტესობას, რომლებიც დღეს შობასთანაა დაკავშირებული, თავიდან არავითარი საერთო არ ჰქონდა შობის დღესასწაულთან, არამედ ქრისტიანულმა ეკლესიებმა ისინი წინაქრისტიანული პერიოდიდან და არაქრისტიანული ჩვეულებებიდან გადმოიღეს. საშობაო წეს-ჩვეულებებში ძალიან ბევრი რამ არის ჩართული სატურნალიიდან, ანუ დღესასწაულიდან, რომელსაც რომაელები დეკემბრის შუა რიცხვებში აღნიშნავდნენ. ამ დღესასწაულიდან იქნა გადმოღებული, მაგალითად, ნადიმები, საჩუქრების ჩუქებისა და სანთლების დანთების ტრადიცია“.

      ლათინურ ამერიკაში ძირითად საშობაო ჩვეულებებს შეიძლება სხვებიც დაერთოს. რის საფუძველზე? — შეიძლება იკითხოთ თქვენ. პირდაპირ რომ ვთქვათ, მრავალს, ვისაც ბიბლიის თანახმად მოქმედება სურს, ესმის, რომ ზოგს ამ ჩვეულებათაგან არაფერი საერთო აქვს ბიბლიასთან, არამედ მთლიანად აცტეკურია. მეხიკოში გამომავალი გაზეთი „იუნივერსალი“ აღნიშნავდა: „სხვადასხვა ორდენის წარმომადგენელმა ბერებმა ისარგებლეს იმით, რომ ინდიელთა რიტუალებისა და კათოლიკური ლიტურგიების კალენდრები ერთმანეთს ემთხვეოდა და ეს თავიანთი სამქადაგებლო და მისიონერული საქმიანობისთვის გამოიყენეს. მათ ინდიელთა ღვთაებებისადმი მიძღვნილი დღესასწაულები ქრისტიანული ღვთაებების დღესასწაულებად შეცვალეს; დაამკვიდრეს ევროპული დღესასწაულები და საყოველთაო ზეიმები, მათში ჩართეს ინდიელთა დღესასწაულებიც, რასაც შედეგად კულტურათა სინკრეტიზმი მოჰყვა. სწორედ აქედან იღებს სათავეს თავდაპირველი მექსიკური სახელწოდებები“.

  • საშობაო წეს-ჩვეულებები — ქრისტიანულია ისინი?
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 დეკემბერი
    • [ჩარჩო 4 გვერდზე]

      ზოგი შეიძლება გაოცდეს

      შობასთან დაკავშირებულ თავის წიგნში ტომ ფლინი მიდის დასკვნამდე, რომელიც შობის ჩვეულებების რამდენიმე წლის განმავლობაში კვლევის შემდეგ გააკეთა:

      „უამრავი ტრადიცია, რომლებსაც დღეს შობას უკავშირებენ, წინაქრისტიანული პერიოდის წარმართული რელიგიური ტრადიციებიდან იღებს სათავეს. ზოგ მათგან საფუძვლად უდევს სოციალური, სექსუალური და კოსმოლოგიური კონოტაცია, რომელმაც შეიძლება თანამედროვე განათლებული კულტურული ადამიანები, მისი ფესვების უფრო ნათლად დანახვის შემდეგ, ამ ტრადიციის უკუგდებამდე მიიყვანოს“ (The Trouble With Christmas, გვერდი 19).

      ამის დამადასტურებელი მრავალი მასალის მოყვანის შემდეგ ფლინი მთავარ საკითხს უბრუნდება: „ერთ-ერთი ყველაზე დიდი ირონია შობის დღესასწაულში ის არის, რომ მას თავისი არსით ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან მცირე რამ თუ აკავშირებს. თუ შობის ჩვეულებებიდან ქრისტიანობამდელ ელემენტებს გამოვრიცხავთ, დარჩენილთაგან უმეტესობა პოსტქრისტიანული ელემენტები იქნება, ნაცვლად იმისა, რომ ნამდვილად ქრისტიანული იყოს, მისგან იღებდეს სათავეს“ (გვერდი 155).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება