საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მომყევი“
    „მოდი და გამომყევი“
    • ის რისხდება ყველა იმ რელიგიის წარმომადგენლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ ქრისტეს მიმდევრები არიან. მან იწინასწარმეტყველა: «ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო, განა შენი სახელით . . . არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“ მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!» (მათე 7:21—23).

      11—13. რატომ შეიძლება ზოგიერთი საგონებელში ჩააგდოს იესოს მკაცრად ნათქვამმა სიტყვებმა, და რატომაა იესო განრისხებული? მოიყვანე მაგალითი.

      11 ბევრი, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებს, იესოს სიტყვებმა შეიძლება საგონებელში ჩააგდოს. ასე მკაცრად რატომ მიმართავს იესო მათ, ვინც მისი სახელით „მრავალ სასწაულს“ ახდენს? ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები ეწევიან ქველმოქმედებას, ეხმარებიან ღარიბებს, აშენებენ საავადმყოფოებს, სკოლებს და ასე შემდეგ. კარგად რომ დავინახოთ, თუ რატომ დაიტეხეს მათ იესოს რისხვა, მოვიყვანოთ ერთი მაგალითი.

      12 დავუშვათ, მშობლები მივლინებაში მიდიან, ბავშვებს სახლში ტოვებენ და ამიტომ ძიძა აჰყავთ. მას მარტივ დავალებას აძლევენ, უნდა მოუაროს ბავშვებს, აჭამოს, სუფთად ჰყავდეს და ყურადღება მიაქციოს. დაბრუნების შემდეგ მშობლები აღშფოთებას ვერ მალავენ, როდესაც ხედავენ, რომ ბავშვები მშივრები, მოუვლელები, დაავადმყოფებულები და გასაცოდავებულები არიან. ტირიან, მაგრამ ძიძა ყურადღებას არ აქცევს. რატომ? კიბეზეა ასული და ფანჯრებს წმენდს. განრისხებული მშობლები ძიძას პასუხს სთხოვენ. ძიძა ეუბნება: „შეხედეთ, როგორ კრიალებს ფანჯრები. რაღაც-რაღაცეებიც შევაკეთე, რომ თქვენთვის მესიამოვნებინა“. დააკმაყოფილებს მშობლებს ასეთი პასუხი? საეჭვოა. მშობლებს ძიძისთვის ბავშვების მოვლის გარდა არაფერი დაუვალებიათ. ძიძამ მშობლების დავალება არ შეასრულა, რაც მათ განრისხებას გამოიწვევდა.

      13 ეს ძიძა ქრისტიანულ სამყაროს მოგვაგონებს. ქრისტემ თავის წარმომადგენლებს დაავალა, რომ ხალხი სულიერად გამოეკვებათ, ესწავლებინათ მათთვის ჭეშმარიტება ღვთის სიტყვიდან და სულიერი სიწმინდის შენარჩუნებაში დახმარებოდნენ (იოანე 21:15—17). მაგრამ ქრისტიანული სამყარო ქრისტეს დავალებას არ ასრულებს. ხალხს სულიერად აშიმშილებს, სიცრუეს ასწავლის. ხალხმა არ იცის ძირითადი ბიბლიური სწავლებები და გაურკვევლობაშია (ესაია 65:13; ამოსი 8:11). ქრისტიანული სამყაროს განზრახ ურჩობას გამართლება არა აქვს, რამდენიც არ უნდა ეცადოს მსოფლიო მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან მსოფლიო გასანადგურებლადაა განწირული. როგორც ღვთის სიტყვა ამბობს, სატანის ქვეყნიერებას მალე მოეღება ბოლო (1 იოანე 2:15—17).

  • „მომყევი“
    „მოდი და გამომყევი“
    • 15, 16. ა) რას გრძნობს იესო, როდესაც ხედავს მთელ მსოფლიოში გამეფებულ უსიყვარულობას, და საიდან ვიცით ეს? ბ) რატომ იმსახურებს ქრისტიანული სამყარო იესოს რისხვას?

      15 ცხადია, მეფე განრისხებული იქნება, რადგან ხედავს, რომ მთელ ქვეყანაზე უსიყვარულობაა გამეფებული. როგორც ვიცით, ფარისევლები იესოს იმიტომ აკრიტიკებდნენ, რომ ავადმყოფებს შაბათს კურნავდა. ფარისევლები იმდენად გულქვა და თავნება ადამიანები იყვნენ, რომ ზეპირგადმოცემებისა და მოსეს კანონის თავიანთებური განმარტების გარდა ვერაფერს ხედავდნენ. იესოს სასწაულებმა ხალხს ბევრი სიკეთე მოუტანა, ბევრი გაახარა, ბევრს შვება მოჰგვარა და ბევრსაც რწმენა განუმტკიცა, მაგრამ ეს ფარისევლებისთვის არაფერს ნიშნავდა. რას გრძნობდა იესო მათი შემხედვარე? ერთხელ ‘აღშფოთდა მათი უგულობით და უზომოდ დამწუხრდა’ (მარკოზი 3:5).

      16 იესო დღეს კიდევ უფრო მეტადაა ‘დამწუხრებული’. ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებს დაბნელებული აქვთ გონება, რადგან ბიბლიის საწინააღმდეგო მოძღვრებებისა და ადათ-წესების დაცვას არიან გადაყოლილნი. უფრო მეტიც, გააფთრებულნი არიან იმის გამო, რომ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება მიმდინარეობს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სამღვდელოების წაქეზებით სასტიკად დევნიან ქრისტიანებს, რადგან იმ ცნობას ქადაგებენ, რასაც თავად იესო ქადაგებდა (იოანე 16:2; გამოცხადება 18:4, 24). ამავე დროს თავიანთ მიმდევრებს მღვდლები ხშირად მოუწოდებენ იმისკენ, რომ იარაღი აიღონ და ადამიანებს სიცოცხლე მოუსწრაფონ, თითქოს ასეთი საქციელი სიამოვნებდეს იესო ქრისტეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება