-
ღვთის რისხვა თავდებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
22 დიდი ბაბილონი „მრავალ წყალზე“ ზის. გამოცხადების 17:1, 15-ის თანახმად წყლები განასახიერებს „ხალხებს, ჯგუფებს, ერებსა და ენებს“, ანუ დიდი ბაბილონის მრავალ მიმდევარს, რომელთა წყალობით ის თავს უსაფრთხოდ გრძნობს. მაგრამ ეს წყლები შრება! დასავლეთ ევროპაში, სადაც ადრე მას დიდი ზეგავლენა ჰქონდა, ასობით მილიონი ადამიანი აშკარად აღარაფრად აგდებს რელიგიას. ზოგიერთი ქვეყანა თავისი პოლიტიკური კურსით შეეცადა რელიგიის გავლენის მოსპობას; ამ ქვეყნებში უმეტესობას არაფერი გაუკეთებიათ რელიგიის დასაცავად.
-
-
ღვთის რისხვა თავდებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ინგლისში გასული სამი ათწლეულის განმავლობაში «დაახლოებით 16 000 ანგლიკანური ეკლესიიდან 2 000 დაიხურა, რადგან არ ჰყავდათ მრევლი. აღიარებულ ქრისტიანულ ქვეყნებს შორის ინგლისი ერთ-ერთია, სადაც მრევლის რიცხვი ყველაზე დაბალია. . . „ინგლისი მეტად აღარ არის ქრისტიანული ქვეყანა“, — აღნიშნა [დარემის ეპისკოპოსმა]» („The New York Times“, 1987 წლის 11 მაისი, გვ. A4).
„ხანგრძლივი გაცხარებული კამათის შემდეგ, [საბერძნეთის] პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც სოციალისტურ მთავრობას უფლებას აძლევს, განაგოს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უზარმაზარი ქონება. . . კანონი საერო პირებს აძლევს იმის უფლებას, რომ აკონტროლონ საეკლესიო კრებები და კომიტეტები, რომლებსაც ეკლესიის მომგებიანი ინვესტიციები აბარიათ, მათ შორის სასტუმროები, მარმარილოს სამტეხლოები და ადმინისტრაციული შენობები“ („The New York Times“, 1987 წლის 4 აპრილი, გვ. 3).
-