საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა ქრისტიანულ სამყაროს აწყლულებს
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • [ცხრილი 139 გვერდზე]

      ქრისტიანული სამყაროს წყალი აბზინდა აღმოჩნდა

      ქრისტიანული სამყაროს რას ასწავლის ბიბლია

      მოძღვრებანი სინამდვილეში

      ღვთის სახელი უმნიშვნელოა: იესო ღვთის სახელის

      „ერთადერთი ღვთის სახელის გამოყენება განწმენდაზე ლოცულობდა.

      ქრისტიანული ეკლესიის მრწამსით პეტრემ თქვა: „ყოველი,

      აბსოლუტურად მიუღებელია“ ვინც იეჰოვას სახელს

      (გადამუშავებული სტანდარტული უხმობს, გადარჩება“

      თარგმანის წინასიტყვაობა). (საქმეები 2:21; იოელი 2:32;

      მათე 6:9; გამოსვლა 6:3;

      გამოცხადება 4:11; 15:3; 19:6).

      ღმერთი სამებაა: „მამა არის ღმერთი, ბიბლია ასწავლის, რომ იეჰოვა

      ძეც არის ღმერთი და წმინდა სულიც იესოზე დიდია და ის

      არის ღმერთი, თუმცა სამივე ღმერთი ქრისტეს თავია (იოანე 14:28; 20:17;

      ერთი ღმერთია“ (კათოლიკური 1 კორინთელები 11:3).

      ენციკლოპედია, 1912 წ.). წმინდა სული ღვთის მოქმედი ძალაა

      (მათე 3:11; ლუკა 1:41; საქმეები 2:4).

      ადამიანის სული უკვდავია: ადამიანი სულია. როცა კაცი

      „სიკვდილისას სული ტოვებს სხეულს. კვდება, სული წყვეტს აზროვნებას,

      სხეული . . . იხრწნება, სული კი გრძნობას და უბრუნდება მტვერს,

      არსებობას განაგრძობს“ („რა ხდება რისგანაც შეიქმნა (დაბადება 2:7; 3:19;

      სიკვდილის შემდეგ“, კათოლიკური ფსალმუნი 146:3, 4;

      პუბლიკაცია). ეკლესიასტე 3:19, 20; 9:5, 10;

      ეზეკიელი 18:4, 20).

      ბოროტები სიკვდილის შემდეგ ცოდვის საზღაური სიკვდილია

      ჯოჯოხეთში ისჯებიან: „ტრადიციული და არა ტანჯვა (რომაელები 6:23).

      ქრისტიანული რწმენით ჯოჯოხეთი გარდაცვლილები ჯოჯოხეთში (ჰადესი,

      მარადიული ტანჯვისა და წამების შეოლი) უგონო მდგომარეობაში

      ადგილია“ (ენციკლოპედია „უორლდ არიან და მათ აღდგომა ელით

      ბუკი“, 1987 წ.). (ფსალმუნი 89:48; იოანე 5:28, 29; 11:24, 25;

      გამოცხადება 20:13, 14).

      „შუამავლის წოდებას იესო ერთადერთი შუამავალია

      ღვთისმშობელი ატარებს“ ღმერთსა და ადამიანს შორის

      (ახალი კათოლიკური (იოანე 14:6; 1 ტიმოთე 2:5;

      ენციკლოპედია, 1967 წ.). ებრაელები 9:15; 12:24).

      ჩვილების ნათლობა: „ეკლესიამ უნდა მოინათლოს მხოლოდ ის,

      ნათლობის საიდუმლო ჩვილებზეც ვინც იესოს მოწაფე გახდა

      გაავრცელა, რაც არა მარტო კანონიერად და მის მცნებებს იცავს.

      აღიარა, არამედ საეკლესიო მოძღვრების მონათვლამდე ადამიანს უნდა

      მიხედვით გადარჩენისთვის აუცილებელ ესმოდეს ღვთის სიტყვა და

      გზადაც ჩათვალა“ (ახალი კათოლიკური უნდა ავლენდეს რწმენას

      ენციკლოპედია, 1967 წ.). (მათე 28:19, 20; ლუკა 3:21—23;

      საქმეები 8:35, 36).

      ეკლესიათა უმეტესობა დაყოფილია პირველ საუკუნეში ყველა

      მრევლად და სამღვდელოებად. ქრისტიანი მსახურობდა და

      სასულიერო კლასი მრევლისთვის სასიხარულო ცნობას ქადაგებდა

      ეწევა მსახურებას. სამღვდელოება, (საქმეები 2:17, 18; რომაელები 10:10—13; 16:1).

      ჩვეულებრივ, მსახურებისთვის ქრისტიანმა უსასყიდლოდ

      გასამრჯელოს იღებს. მათ საერო პირებზე უნდა გასცეს და

      მაღალი წოდებები ენიჭებათ, როგორიცაა არა საზღაურით (მათე 10:7, 8).

      „მამა“, „უწმინდესი“, „უნეტარესი“. იესო მკაცრად კრძალავდა

      რელიგიური წოდებების გამოყენებას

      (მათე 6:2; 23:2—12; 1 პეტრე 5:1—3).

      გამოსახულებების, ხატებისა და ჯვრების ქრისტიანები უნდა გაექცნენ

      გამოყენება: „ქრისტეს, ღვთისმშობლისა ნებისმიერი სახის

      და სხვა წმინდანების გამოსახულებები კერპთაყვანისმცემლობას

      ტაძრებში უნდა იყოს და მათ სათანადო (გამოსვლა 20:4, 5;

      პატივს უნდა მიაგებდნენ“ (ტრიენტის 1 კორინთელები 10:14;

      საეკლესიო კრების დადგენილება, 1 იოანე 5:21). ისინი ღმერთს

      1545—1563 წწ.). ხილული საგნების მეშვეობით კი არ

      ეთაყვანებიან, არამედ სულითა და

      ჭეშმარიტებით (იოანე 4:23, 24;

      2 კორინთელები 5:7).

      ეკლესიის მრევლს ასწავლიან, რომ იესო ქადაგებდა, რომ კაცობრიობის

      ღვთის განზრახვები პოლიტიკური იმედი ღვთის სამეფოა და არა

      გზით განხორციელდება. აწ რომელიმე პოლიტიკური მოძრაობა

      გარდაცვლილმა კარდინალმა (მათე 4:23; 6:9, 10). ის უარს

      სპელმენმა აღნიშნა: „მშვიდობისკენ აცხადებდა პოლიტიკაში

      მიმავალი ერთადერთი გზა დემოკრატიაა“. მონაწილეობაზე

      ახალი ამბებიდან ვიგებთ, რომ რელიგია (იოანე 6:14, 15). არც მისი

      მსოფლიო პოლიტიკაში (გადატრიალებებშიც სამეფო და არც მისი

      კი) ერევა და მხარს უჭერს გაეროს, მიმდევრები არ ყოფილან

      როგორც „მშვიდობისა და ერთიანობის ქვეყნიერების ნაწილი

      უკანასკნელ იმედს“. (იოანე 18:36; 17:16). იაკობმა

      გააფრთხილა ქრისტიანები, რომ

      ქვეყნიერებასთან არ ემეგობრათ

      (იაკობი 4:4).

  • იეჰოვა ქრისტიანულ სამყაროს აწყლულებს
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • ანგელოზები ემზადებიან საყვირებში ჩასაბერად

      10. რისთვის მოემზადა შვიდი ანგელოზი და რატომ?

      10 იოანე განაგრძობს თხრობას: „შვიდი საყვირის მქონე შვიდი ანგელოზი ჩასაბერად მოემზადა“ (გამოცხადება 8:6). რას ნიშნავს ამ საყვირებში ჩაბერვა? ისრაელში საყვირი განსაკუთრებული დღეებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ იუწყებოდა (ლევიანები 23:24; 2 მეფეები 11:14). მსგავსად ამისა, იმ საყვირების ხმა, რომელსაც იოანე მოისმენს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.

      11. რა მზადებით იყო დაკავებული იოანეს კლასი 1919—1922 წლებში?

      11 როდესაც ანგელოზები საყვირებში ჩასაბერად ემზადებოდნენ, ისინი დედამიწაზე მიმდინარე მოსამზადებელ საქმიანობასაც უწევდნენ ხელმძღვანელობას. 1919—1922 წლებში იოანეს კლასი განახლებული ძალებით შეუდგა სამქადაგებლო საქმიანობის რეორგანიზებასა და ტიპოგრაფიების მშენებლობას. 1919 წელს დაიწყო ჟურნალ „ოქროს ხანის“ (რომელიც დღეს ცნობილია, როგორც „გამოიღვიძეთ!“) გამოცემა. ეს იყო „ფაქტების, იმედისა და რწმენის ჟურნალი“. ის საყვირის ხმასავით გაისმოდა და ამხელდა პოლიტიკაში ცრუ რელიგიის ჩარევას.

      12. რას მოასწავებს თითოეული საყვირის ჩაბერვა, და მოსეს დროინდელ რა მოვლენებს მოგვაგონებს?

      12 როგორც დავინახავთ, საყვირის ყოველი ჩაბერვა იმ მოვლენების მომასწავებელია, რომლებიც დედამიწის სხვადასხვა ადგილის დაწყლულებას იწვევს. ზოგი მათგანი იმ უბედურებას მოგვაგონებს, რომელიც მოსეს დროს იეჰოვამ ეგვიპტელებს დაატეხა თავს (გამოსვლა 7:19—12:32). ასე დასაჯა იეჰოვამ ეგვიპტე და გაათავისუფლა თავისი ხალხი მონობიდან. იოანეს ნანახი წყლულებიც მსგავს მიზანს ემსახურება, თუმცა ეს წყლულები პირდაპირი გაგებით არ აზიანებს დედამიწას; ისინი იეჰოვას სამართლიანი განაჩენის აღსრულებას მოასწავებს (გამოცხადება 1:1).

      რა არის „მესამედი“?

      13. რა ხდება პირველი ოთხი საყვირის ჩაბერვის შემდეგ და რა კითხვა წამოიჭრება?

      13 ჩვენ დავინახავთ, რომ პირველი ოთხი საყვირის ჩაბერვის შემდეგ წყლულები აზიანებს დედამიწის, ზღვის, მდინარეების, წყაროს წყლებისა და ცის მნათობების „მესამედს“ (გამოცხადება 8:7—12). მესამედი არ არის მცირე ნაწილი, თუმცა არც მთლიანია (შეადარეთ ესაიას 19:24; ეზეკიელის 5:2; ზაქარიას 13:8, 9). ყველაზე მეტად რომელი „მესამედი“ იმსახურებს სიმბოლურ წყლულებს? ადამიანთა უმრავლესობა სატანისა და მისი „შთამომავლობის“ მიერ დაბრმავებული და გარყვნილია (დაბადება 3:15; 2 კორინთელები 4:4). ეს მდგომარეობა დავითის აღწერილი მდგომარეობის მსგავსია: „ყველამ გადაუხვია გზიდან, ყველა ერთიანად გაირყვნა; არავინ აკეთებს სიკეთეს, არავინ“ (ფსალმუნი 14:3). მკაცრი განაჩენი მთელ კაცობრიობას ემუქრება, განსაკუთრებით კი მის ერთ ნაწილს, რომელსაც დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი. ეს ნაწილი — „მესამედი“ — შეგნებულად სჩადიოდა ბოროტებას. რა არის ნაგულისხმები „მესამედში“?

      14. რა სიმბოლურ „მესამედს“ აწყლულებს იეჰოვას ცნობები?

      14 „მესამედში“ ქრისტიანული სამყარო იგულისხმება. XX საუკუნის 20-იან წლებში მისი გავლენის ქვეშ კაცობრიობის თითქმის მესამედი მოექცა. ქრისტიანული სამყარო ჭეშმარიტი ქრისტიანობიდან დიდი განდგომილების შედეგად ჩამოყალიბდა, რის შესახებაც იესო და მისი მოწაფეები წინასწარმეტყველებდნენ (მათე 13:24—30; საქმეები 20:29, 30; 2 თესალონიკელები 2:3; 2 პეტრე 2:1—3). ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება აცხადებს, რომ ღვთის ტაძარში მსახურობს, და თავი ქრისტიანობის მასწავლებლად მოაქვს. მაგრამ მათი მოძღვრებები შორს არის ბიბლიური ჭეშმარიტებისგან; ისინი გამუდმებით შეურაცხყოფენ ღვთის სახელს. ქრისტიანული სამყარო, რომელიც მართებულადაა წარმოდგენილი სიმბოლური „მესამედით“, იეჰოვასგან მკაცრ და „დამაწყლულებელ“ ცნობებს იღებს. კაცობრიობის ეს „მესამედი“ ნამდვილად არ იმსახურებს ღვთის კეთილგანწყობას!

      15. ა) მხოლოდ თითო წლის განმავლობაში ისმოდა ყოველი საყვირის ხმა? ახსენით. ბ) იოანეს კლასთან ერთად კიდევ ვინ აცხადებს იეჰოვას განაჩენს?

      15 საყვირების თანამიმდევრული ჩაბერვის შესაბამისად 1922—1928 წლებში ჩატარებულ შვიდ კონგრესზე განსაკუთრებული რეზოლუციები იქნა მიღებული; თუმცა საყვირების ხმა მხოლოდ ამ წლებში როდი ისმოდა. უფლის დღის განმავლობაში კვლავაც გრძელდება ქრისტიანული სამყაროს ბოროტების აშკარა მხილება. საყოველთაო სიძულვილისა და დევნის მიუხედავად, იეჰოვას მიერ გამოტანილ განაჩენს მთელი სამყარო, ყოველი ერი გაიგებს და მხოლოდ მაშინ დადგება სატანის ქვეყნიერების აღსასრული (მარკოზი 13:10, 13). სასიხარულოა, რომ იოანეს კლასთან ერთად უამრავი ხალხიც უცხადებს მსოფლიოს მნიშვნელოვან განაჩენს.

      დედამიწის მესამედი დაიწვა

      16. რა მოჰყვება პირველი ანგელოზის მიერ საყვირის ჩაბერვას?

      16 აი რას წერს იოანე ანგელოზების შესახებ: „პირველმა ჩაჰბერა საყვირს და წამოვიდა დედამიწაზე სისხლნარევი სეტყვა და ცეცხლი, დედამიწისა და ხეების მესამედი დაიწვა და მწვანე ბალახი გადაიბუგა“ (გამოცხადება 8:7). ეს იმ მეშვიდე უბედურებას ჰგავს, რომელიც ეგვიპტეს დაატყდა. როგორ სრულდება ეს სიტყვები დღეს? (გამოსვლა 9:24)

      17. ა) რა იგულისხმება გამოცხადების 8:7-ში მოხსენიებულ „დედამიწაში“? ბ) როგორ იწვება დედამიწის „მესამედი“, ქრისტიანული სამყარო?

      17 ბიბლიაში გამოყენებულ სიტყვა „დედამიწაში“ ხშირად კაცობრიობა იგულისხმება (დაბადება 11:1; ფსალმუნი 96:1). ვინაიდან მეორე წყლული ზღვას ატყდება, რომელშიც აგრეთვე კაცობრიობა იგულისხმება, „დედამიწაში“ სატანის მიერ შექმნილი, ერთი შეხედვით, ის მყარი საზოგადოება უნდა იგულისხმებოდეს, რომელსაც განადგურება ემუქრება (2 პეტრე 3:7; გამოცხადება 21:1). იქიდან, რასაც ბიბლია ამ წყლულის შესახებ გვატყობინებს, ვიგებთ, რომ დედამიწის მესამედს, ქრისტიანულ სამყაროს, იეჰოვას ცეცხლოვანი რისხვა ატყდება. ქრისტიანული სამყაროს შუაგულში ხეებივით მდგომი გამოჩენილი წინამძღოლები იეჰოვას მკაცრი განაჩენის გაცხადების შედეგად იწვიან. ეკლესიების მრავალმილიონიანი მრევლი თუ კვლავაც ქრისტიანული სამყაროს რელიგიებს დაუჭერს მხარს, სულიერი გაგებით ღვთის თვალში გადამხმარ ბალახს დაემსგავსება (შეადარეთ ფსალმუნის 37:1, 2)a.

      18. როგორ გაცხადდა იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენი 1922 წელს სიდარ-პოინტში ჩატარებულ კონგრესზე?

      18 როგორ გაცხადდა ეს განაჩენი? ეს არ მომხდარა მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებით, რომლებიც ამ ქვეყნიერების ნაწილია და ხშირად შეურაცხყოფს კიდეც ღვთის „მონას“ (მათე 24:45). ეს განაჩენი ხმამაღლა გაცხადდა ღვთის ხალხის ისტორიულ შეკრებაზე, რომელიც 1922 წლის 10 სექტემბერს სიდარ-პოინტში (ოჰაიოს შტატი, აშშ) ჩატარდა. დელეგატებმა ერთსულოვნად და დიდი ენთუზიაზმით მიიღეს რეზოლუცია სახელწოდებით „მსოფლიო ლიდერების გამოწვევა“. ის დაუფარავად აფრთხილებდა დღევანდელ სიმბოლურ დედამიწას: „აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნიერების ყველა ხალხს, მათ მმართველებსა და ლიდერებს, ყველა ეკლესიის სამღვდელოებას, მათ მიმდევრებსა და მოკავშირეებს, მსხვილ მეწარმეებსა და დიდ პოლიტიკოსებს, დაამტკიცონ ის, რასაც აცხადებენ, ანუ ის, რომ შეუძლიათ დედამიწაზე მშვიდობის დამყარება და ხალხისთვის კეთილდღეობისა და ბედნიერების მოტანა. მათ ეს არ გამოსდით. ამიტომ მოვუწოდებთ, ყური დაგვიგდონ ჩვენ, უფლის მოწმეებს, და მერე განსაზღვრონ, ჭეშმარიტია თუ არა ჩვენი ქადაგება!“

      19. ღვთის სამეფოს შესახებ რა ცნობას გადასცემდა ღვთის ხალხი ქრისტიანულ სამყაროს?

      19 რა ცნობას აცხადებდნენ ეს ქრისტიანები? „ჩვენ გვწამს და ვაცხადებთ, რომ მესიის სამეფო ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის კაცობრიობის ყველა პრობლემას, მშვიდობას დაამყარებს დედამიწაზე და ხალხს ერთმანეთისადმი კეთილად განაწყობს, რისკენაც ყველა ისწრაფვის! ყველა, ვინც მის სამართლიან სამეფოს ემორჩილება, მარადიული მშვიდობით, სიცოცხლით, თავისუფლებითა და უსასრულო ბედნიერებით დაჯილდოვდება“. დღეს, უზნეო ქვეყნიერებაში — სადაც ადამიანის შექმნილ მთავრობებს, განსაკუთრებით კი ქრისტიანულ ქვეყნებში, აშკარად არ ძალუძთ მსოფლიო პრობლემების გადაჭრა — საყვირებით გაცხადებული გაფრთხილებები 1922 წელთან შედარებით კიდევ უფრო მძლავრად ისმის. მართლაც, ღვთის სამეფო გამარჯვებული ქრისტეს მეთაურობით კაცობრიობის ერთადერთი რეალური იმედია!

      20. ა) 1922 წლიდან მოყოლებული რისი საშუალებით აცხადებდა განაჩენს ცხებულ ქრისტიანთა კრება? ბ) რა ემართება ქრისტიანულ სამყაროს პირველი საყვირის ჩაბერვის შემდეგ?

      20 ამ და სხვა ცნობებს ცხებულ ქრისტიანთა კრება რეზოლუციებით, ტრაქტატებით, ბროშურებით, წიგნებით, ჟურნალებითა და საჯარო მოხსენებებით აცხადებდა. პირველი საყვირის ჩაბერვის შემდეგ ქრისტიანულ სამყაროს თითქოს ძლიერმა სეტყვამ გადაუარა. საქვეყნოდ ცხადდებოდა, რომ XX საუკუნის ომებში მონაწილეობით მას სისხლის ღვრაში მიუძღოდა ბრალი და იეჰოვას ცეცხლოვან რისხვას იმსახურებდა. იოანეს კლასი, რომელსაც მოგვიანებით უამრავი ხალხიც შეუერთდა, კვლავაც ეხმიანება პირველი საყვირის ხმას და იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ იეჰოვას გადაწყვეტილებისამებრ ქრისტიანული სამყარო განადგურებას იმსახურებს (გამოცხადება 7:9, 15).

      ცეცხლმოდებული მთის მსგავსი

      21. რა ხდება მეორე ანგელოზის მიერ საყვირის ჩაბერვის შემდეგ?

      21 „ჩაჰბერა მეორე ანგელოზმა საყვირს და რაღაცა ცეცხლმოდებული დიდი მთის მსგავსი ზღვაში ჩავარდა. ზღვის მესამედი სისხლად იქცა, ამოწყდა ზღვის სულდგმულთა მესამედი და ხომალდების მესამედი დაიმსხვრა“ (გამოცხადება 8:8, 9). რას ნიშნავს ეს საშინელი სურათი?

      22, 23. ა) რა რეზოლუცია მოჰყვა მეორე საყვირის დაყვირებას? ბ) რა იგულისხმება „ზღვის მესამედში“?

      22 ეს რომ კარგად გავიგოთ, უნდა შევიხსენოთ, რა ხდებოდა ლოს-ანჯელესში (კალიფორნია, აშშ) 1923 წლის 18—26 აგვისტოს ჩატარებულ კონგრესზე. ნაშუადღევს ჯ. ფ. რუტერფორდმა წარმოთქვა მოხსენება „ცხვრები და თხები“. მოხსენებაში აიხსნა, რომ „ცხვრებში“ იგულისხმებოდნენ ის მართალი ადამიანები, რომლებიც ღვთის სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომები იქნებოდნენ. წარმოითქვა რეზოლუცია, რომელმაც თვალთმაქცობაში ამხილა „განდგომილი სამღვდელოება და მათი სამწყსოს ის წევრები, რომლებსაც პოლიტიკასა თუ ბიზნესში დიდი გავლენა აქვთ“. რეზოლუცია «მშვიდობისა და წესრიგის მოყვარულ ხალხს მოუწოდებდა, მიეტოვებინათ უმართლო რელიგიური სისტემა, რომელსაც უფალმა „ბაბილონი“ უწოდა, და მიეღოთ ღვთის სამეფოს კურთხევები».

      23 რეზოლუციის მიღება, უდავოდ, მეორე საყვირის დაყვირებას მოჰყვა. ვინც გამოეხმაურებოდა რეზოლუციას, გამოეყოფოდა თხისმაგვარ ხალხს, რომელიც ესაიამ ასე აღწერა: „ბოროტები აღელვებული ზღვასავით არიან, რომელიც ვერ წყნარდება და რომლის წყლებიც ზღვის წყალმცენარეებსა და ტალახს ატივტივებს“ (ესაია 57:20; 17:12, 13). სიტყვა „ზღვა“ კარგად აღწერს მშფოთვარე, მღელვარე, მოჯანყე საზოგადოებას, რომელიც ხელს უწყობს არეულობასა და რევოლუციებს (შეადარეთ გამოცხადების 13:1). მოვა დრო, როცა „ზღვა“ აღარ იარსებებს (გამოცხადება 21:1). მანამდე კი მეორე საყვირით იეჰოვა განაჩენს უცხადებს „ზღვის მესამედს“, ანუ ქრისტიანული სამყაროს უმართავ საზოგადოებას.

      24. რას ნიშნავს ზღვაში ჩაგდებული ცეცხლმოდებული მთის მსგავსი რაღაც?

      24 „ზღვაში“ დიდი მთის მსგავსი ცეცხლმოდებული რაღაც ვარდება. ბიბლიაში მთა ხშირად მთავრობას განასახიერებს. მაგალითად, ერთ ეპიზოდში მთა ღვთის სამეფოსთან არის შედარებული (დანიელი 2:35, 44). სხვა წინასწარმეტყველებაში კი წერია, რომ დამღუპველი ბაბილონი „გადაბუგულ მთად“ იქცეოდა (იერემია 51:25). მაგრამ ის მთა, რომელსაც იოანე ხედავს, ჯერ კიდევ იწვის. რაღაც მთის მსგავსის ზღვაში ჩავარდნა იმას ცხადყოფს, რომ მმართველობის საკითხი გამწვავდა, როგორც პირველი მსოფლიო ომის დროს, ისე მას შემდეგ, განსაკუთრებით კი ქრისტიანულ ქვეყნებში. იტალიაში მუსოლინიმ ფაშიზმს ჩაუყარა საფუძველი; გერმანია ჰიტლერის ნაციზმს მიემხრო; სხვა ქვეყნებმა სოციალიზმის სხვადასხვა ფორმები მოსინჯეს; დიდი გარდატეხა მოხდა რუსეთშიც — ბოლშევიკური რევოლუციის შედეგად რუსეთი პირველი კომუნისტური ქვეყანა გახდა, რის შემდეგაც ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებმა დაკარგეს ძალაც და გავლენაც იმ ქვეყანაში, რომელიც მანამდე მათი საყრდენი იყო.

      25. რატომ არ კარგავდა სიმწვავეს მმართველობის საკითხი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ?

      25 მართალია, მეორე მსოფლიო ომმა ფაშისტური და ნაცისტური მოძრაობები ჩაახშო, მაგრამ მმართველობის საკითხს სიმწვავე არ დაუკარგავს. ხალხის „ზღვა“ კვლავ ბობოქრობდა და რევოლუციების შედეგად ახალ მთავრობებს ეყრებოდა საფუძველი. 1945 წლის შემდეგ ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა ასეთი მთავრობები, მაგალითად, ჩინეთში, ვიეტნამში, კუბასა და ნიკარაგუაში; საბერძნეთში მილიტარისტული დიქტატურის დამყარების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა; კამპუჩიაში (კამბოჯა) კი კომუნიზმის დამყარების მცდელობას, როგორც ცნობილია, ორ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

      26. როგორ აღელვებდა „ცეცხლმოდებული მთა“ ხალხთა ზღვას?

      26 „ცეცხლმოდებული მთა“ კვლავ აღელვებდა ხალხის ზღვას. აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე არ შეწყვეტილა ხელისუფლებისთვის ბრძოლა. ამ ბრძოლათა უმეტესობა ან ქრისტიანულ ქვეყნებში მიმდინარეობდა ან იქ, სადაც ქრისტიანული ეკლესიების მიერ წარგზავნილი მისიონერები აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას იწყებდნენ. პარტიზან კომუნისტთა რიგებში მათთან ერთად კათოლიკე მღვდლებიც იბრძოდნენ. ცენტრალურ ამერიკაში ევანგელისტები, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ძალაუფლებას დახარბებული კომუნისტების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ხალხთა ზღვის არც ერთ აღელვებას არ მოუტანია მშვიდობა და უსაფრთხოება (შეადარეთ ესაიას 25:10—12; 1 თესალონიკელების 5:3).

      27. ა) როგორ იქცა სისხლად „ზღვის მესამედი“? ბ) როგორ „ამოწყდა ზღვის სულდგმულთა მესამედი“ და როგორ დაიმსხვრა „ხომალდების მესამედი“?

      27 მეორე საყვირი სისხლისმღვრელებად აცხადებს ყველას, ვინც ღვთის სამეფოს მხარდაჭერის ნაცვლად ხელისუფლებისთვის ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. ქრისტიანული სამყაროს „ზღვის მესამედი“ სისხლად იქცა. ღვთის თვალში იქ ყველაფერი მკვდარია. „ზღვის მესამედში“ ხომალდებივით მოცურავე ვერც ერთი რადიკალური ორგანიზაცია ვერ გადაურჩება მსხვრევას. გვიხარია, რომ მილიონობით ცხვრისმაგვარმა ადამიანმა ყურად იღო საყვირის ხმა და გამოეყო მათ, ვინც ნაციონალიზმისა და სისხლის ზღვაში ცურავს.

      ციდან ვარსკვლავი ვარდება

      28. რა ხდება მესამე ანგელოზის მიერ საყვირის ჩაბერვის დროს?

      28 „ჩაჰბერა მესამე ანგელოზმა საყვირს და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი, რომელიც ლამპარივით იწვოდა, და დაეცა მდინარეთა მესამედს და წყაროს წყლებს. ამ ვარსკვლავის სახელია აბზინდა. წყლების მესამედი აბზინდად იქცა და გამწარდა. ამ წყლებით მრავალი ადამიანი დაიხოცა“ (გამოცხადება 8:10, 11). ბიბლიის სხვა მუხლები ამჯერადაც იმის გაგებაში დაგვეხმარება, თუ როგორ სრულდება ეს მუხლი უფლის დღის განმავლობაში.

      29. რას განასახიერებს „დიდი ვარსკვლავი, რომელიც ლამპარივით იწვოდა“ და რატომ?

      29 როდესაც იესომ შვიდ კრებას მიმართა, მოიხსენია შვიდი ვარსკვლავიც, რომლებიც კრების უხუცესებს განასახიერებდაb (გამოცხადება 1:20). ცხებული „ვარსკვლავები“ ყველა დანარჩენ ცხებულთან ერთად სულიერი გაგებით იმ დროიდან იღებენ ზეციერ მემკვიდრეობას, როცა მემკვიდრეობის ნიშნად წმინდა სულით ბეჭედი ესმებათ (ეფესოელები 2:6, 7). მაგრამ პავლე მოციქულმა გააფრთხილა ქრისტიანები, რომ „ვარსკვლავებს“ შორის გამოჩნდებოდნენ განდგომილები, სექტანტები, რომლებიც სამწყსოს გზა-კვალს აურევდნენ (საქმეები 20:29, 30). ეს განდგომილება მასობრივ ხასიათს მიიღებდა და განდგომილი უხუცესებისგან შეიქმნებოდა უკანონობის კაცი, რომელიც თავს გაიღმერთებდა (2 თესალონიკელები 2:3, 4). პავლეს სიტყვები მაშინ გამართლდა, როცა მსოფლიო ასპარეზზე ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება გამოჩნდა. ის ზუსტად განასახიერებს დიდ ვარსკვლავს, რომელიც ლამპარივით იწვის.

      30. ა) რა იგულისხმებოდა იმაში, რომ ბაბილონის მეფე ზეციდან ჩამოვარდებოდა? ბ) რას შეიძლება ნიშნავდეს ზეციდან ჩამოვარდნა?

      30 იოანე ხედავს ზეციდან ჩამოვარდნილ ვარსკვლავს. მაგრამ რა გაგებით? ეს რომ გავიგოთ, ძველად მცხოვრები ერთ-ერთი მეფის ისტორია გავიხსენოთ. ბაბილონის მეფეზე ესაიამ ასეთი რამ თქვა: „როგორ ჩამოვარდი ზეციდან, მანათობელო, განთიადის ძეო! როგორ დაენარცხე დედამიწას, ხალხთა დამაუძლურებელო!“ (ესაია 14:12). ეს წინასწარმეტყველება მაშინ შესრულდა, როცა ბაბილონი კიროსის ჯარმა დაამარცხა. ერთ დროს ბაბილონის მეფე, მსოფლიო მპყრობელი, სამარცხვინოდ დაეცა. აქედან გამომდინარე, ციდან ჩამოვარდნა საპატიო მდგომარეობის დაკარგვასა და სამარცხვინო მდგომარეობაში ჩავარდნას ნიშნავს.

      31. ა) როდის დაკარგა სამღვდელოებამ „ზეციერი“ მდგომარეობა? ბ) როგორ აქცია სამღვდელოებამ სუფთა წყალი „აბზინდად“ და როგორ იმოქმედა ამან მრავალზე?

      31 როდესაც ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება ქრისტიანობას განუდგა, დაკარგა ის აღმატებული „ზეციერი“ მდგომარეობა, რასაც პავლე მოციქული ეფესოელების 2:6, 7-ში აღწერდა. ჭეშმარიტების სუფთა წყლის ნაცვლად ისინი ხალხს „აბზინდას“ აწვდიან — ისეთ აშკარა სიცრუეს ასწავლიან, როგორიცაა სწავლება ჯოჯოხეთის ცეცხლის, განსაწმენდელის, სამებისა და ბედისწერის შესახებ; სამღვდელოება ხალხს ომებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და ღვთის ჭეშმარიტ მსახურებად მათი ჩამოყალიბებისთვის არაფერს აკეთებს. რა არის ამის შედეგი? ვისაც სიცრუე სჯერა, სულიერად მოწამლულია. ისინი იერემიას დროს მცხოვრებ იმ ორგულ ისრაელებს ჰგვანან, რომელთაც იეჰოვამ უთხრა: „აი, აბზინდას ვაჭმევ მათ და მოწამლულ წყალს დავალევინებ, რადგან იერუსალიმის წინასწარმეტყველთაგან ვრცელდება განდგომილება მთელ ქვეყანაში“ (იერემია 9:15; 23:15).

      32. როდის ჩამოვარდა ქრისტიანული სამყარო სულიერი ზეციდან და როდიდან გახდა ეს უფრო თვალსაჩინო?

      32 სულიერი ციდან მათი ჩამოვარდნა აშკარა გახდა 1919 წელს, როცა სამეფო საქმეზე ზრუნვა სამღვდელოების ნაცვლად ცხებულ ქრისტიანთა პატარა ჯგუფს დაეკისრა (მათე 24:45—47). ზეციდან სამღვდელოების ჩამოვარდნა 1922 წლიდან უფრო თვალსაჩინო გახდა, როცა ქრისტიანების ჯგუფმა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოების მხილება განაგრძო.

      33. როგორ იქნა მხილებული ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება 1924 წელს კოლუმბუსში ჩატარებულ კონგრესზე?

      33 აღსანიშნავია ის განაცხადიც, რომელიც 1924 წლის 20—27 ივლისს კოლუმბუსში (ოჰაიო, აშშ) ჩატარებულ კონგრესზე გაისმა. ჟურნალში „ოქროს ხანა“ ეს კონგრესი მოხსენიებული იყო, როგორც „ყველაზე დიდი კონგრესი ბიბლიის მკვლევართა ისტორიაში“. იმ ანგელოზის ხელმძღვანელობით, რომელმაც მესამე საყვირს ჩაჰბერა, მიღებულ იქნა მტკიცე რეზოლუცია, რომლის 50 მილიონი ეგზემპლარი მოგვიანებით ტრაქტატის სახით გავრცელდა, სახელწოდებით „სამღვდელოების მხილება“. ერთ-ერთი ქვესათაური ასეთი იყო: „აღთქმული შთამომავალი გველის შთამომავლის წინააღმდეგ“. რეზოლუცია აშკარად ამხელდა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებას, რადგან ის თავს რელიგიური ტიტულებით იმკობს, ფინანსურ მაგნატებსა და პოლიტიკოსებს მრევლის საპატიო წევრებად თვლის, ხალხის თვალში განდიდებას ესწრაფვის და მესიის სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებაზე უარს ამბობს. მასში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ყოველ მიძღვნილ ქრისტიანს ღმერთმა დაავალა, „ღვთის შურისძიების დღის გაცხადება, ყველა მგლოვიარის ნუგეშისცემა“ (ესაია 61:2).

      34, 35. ა) როგორ დაკარგა სამღვდელოებამ ძალაუფლება და გავლენა მას შემდეგ, რაც მესამე ანგელოზმა ჩაჰბერა საყვირს? ბ) რა მომავალი ელის ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებას?

      34 მას შემდეგ, რაც მესამე ანგელოზმა ჩაჰბერა საყვირს, სამღვდელოება თანდათანობით კარგავს თავის გავლენას. დღესდღეობით მათგან თითო-ოროლას თუ შერჩა ის ძალაუფლება, რომელიც ერთ დროს ჰქონდა. იეჰოვას მოწმეთა ქადაგებით მრავალი მიხვდა, რომ სამღვდელოების მოძღვრება სულიერი შხამია ანუ აბზინდა. ჩრდილოეთ ევროპაში სამღვდელოებამ თითქმის დაკარგა ძალაუფლება, სხვა ქვეყნებში მთავრობებში მკაცრად ზღუდავენ მის ზეგავლენას. ევროპისა და ამერიკის კონტინენტზე მდებარე კათოლიკურ ქვეყნებში სამღვდელოების გახმაურებულმა ფინანსურმა და პოლიტიკურმა მაქინაციებმა და უზნეო საქციელმა მათ რეპუტაცია შეულახა. სამღვდელოების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან მალე ის ყველა სხვა ცრუ რელიგიური წინამძღოლის ბედს გაიზიარებს (გამოცხადება 18:21; 19:2).

      35 იეჰოვა ჯერ კიდევ აწყლულებს ქრისტიანულ სამყაროს. ვნახოთ, რა მოხდება მეოთხე საყვირის ხმაზე.

      სიბნელე!

      36. რა ხდება მეოთხე საყვირის ჩაბერვის შემდეგ?

      36 „ჩაჰბერა მეოთხე ანგელოზმა საყვირს და მზის, მთვარისა და ვარსკვლავების მესამედმა დარტყმა მიიღო, რათა მათი მესამედი დაბნელებულიყო და არ ყოფილიყო განათებული არც დღისა და არც ღამის მესამედი“ (გამოცხადება 8:12). მეცხრე სასჯელის დროს ეგვიპტე ფიზიკურმა სიბნელემ მოიცვა (გამოსვლა 10:21—29). რაღა იგულისხმება სულიერ სიბნელეში?

      37. როგორ აღწერეს მოციქულებმა პეტრემ და პავლემ მათი სულიერი მდგომარეობა, ვინც ქრისტიანულ კრებას არ მიეკუთვნება?

      37 მოციქულმა პეტრემ თანამორწმუნეებს აუხსნა, რომ ქრისტიანობამდე ისინი სულიერ სიბნელეში იმყოფებოდნენ (1 პეტრე 2:9). სიტყვა „სიბნელე“ პავლემაც გამოიყენა მათი სულიერი მდგომარეობის აღსაწერად, ვინც ქრისტიანულ კრებას არ მიეკუთვნება (ეფესოელები 5:8; 6:12; კოლოსელები 1:13; 1 თესალონიკელები 5:4, 5). რა შეიძლება ითქვას ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ სწამთ ღმერთი და იესოს თავიანთ მხსნელად აღიარებენ?

      38. რას აცხადებს მეოთხე ანგელოზი ქრისტიანული სამყაროს „სინათლის“ შესახებ?

      38 იესოს სიტყვების თანახმად ჭეშმარიტი ქრისტიანები ნაყოფით ამოიცნობოდნენ, მრავალი „უკანონობის მოქმედი“ კი თავს მის მიმდევრად გაასაღებდა (მათე 7:15—23). ის, ვინც ხედავს მსოფლიოს მესამედის — ქრისტიანული სამყაროს ნაყოფს, ვერ უარყოფს, რომ ქრისტიანული სამყარო სულიერ სიბნელეში დაეხეტება (2 კორინთელები 4:4). ქრისტიანულ სამყაროს პასუხი მოეთხოვება, რადგან თავი ქრისტეს მიმდევრად მოაქვს. სწორედ ამიტომ აცხადებს საყვირით მეოთხე ანგელოზი, რომ ქრისტიანული სამყაროს „სინათლე“ სინამდვილეში სიბნელეა და მის სინათლეს ბაბილონური რელიგია კვებავს და არა ქრისტიანობა (მარკოზი 13:22, 23; 2 ტიმოთე 4:3, 4).

      39. ა) როგორ აღწერდა ქრისტიანული სამყაროს მოჩვენებით სინათლეს 1925 წელს კონგრესზე მიღებული რეზოლუცია? ბ) კიდევ როგორ იქნა მხილებული ქრისტიანული სამყარო 1955 წელს?

      39 იმის თანახმად, რაც ანგელოზმა ზეცაში გააცხადა, 1925 წლის 29 აგვისტოს ინდიანაპოლისში (ინდიანა, აშშ) კონგრესზე შეკრებილმა დიდძალმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოსულიყო რეზოლუცია სახელწოდებით „იმედის ცნობა“. ამ რეზოლუციის 50 მილიონამდე ეგზემპლარი გავრცელდა სხვადასხვა ენაზე. რეზოლუციაში აღწერილი იყო ის მოჩვენებითი სინათლე, რასაც ფინანსური მაგნატები, პოლიტიკური ლიდერები და სამღვდელოება აფრქვევდნენ. ამის შედეგად „ხალხი სიბნელეში იმყოფება“. რეზოლუციაში ასევე აღნიშნული იყო, რომ მხოლოდ ღვთის სამეფოს შეუძლია „მშვიდობის, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის, სიცოცხლის, თავისუფლებისა და მარადიული ბედნიერების“ მოტანა. ცხებული ქრისტიანების პატარა ჯგუფისგან დიდი გაბედულება მოითხოვებოდა გიგანტური ქრისტიანული სამყაროს წინააღმდეგ ამგვარი განაცხადების გასაკეთებლად. ისინი XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე ასე მოქმედებენ. 1955 წელს კვლავ იქნა მხილებული სამღვდელოება, როცა მთელ მსოფლიოში მრავალ ენაზე გავრცელდა ტრაქტატი „ქრისტიანული სამყარო თუ ქრისტიანობა — რომელია ქვეყნიერების სინათლე?“ მთელ მსოფლიოში ბევრისთვის აღარ არის დაფარული ქრისტიანული სამყაროს თვალთმაქცობა, თუმცა იეჰოვას ხალხს მაინც არ შეუწყვეტია ქრისტიანული სამყაროს მხილება; ის სიბნელის სამეფოა.

      მფრინავი არწივი

      40. როგორ ამხილა ოთხმა საყვირმა ქრისტიანული სამყარო?

      40 პირველმა ოთხმა საყვირმა საქვეყნოდ გააცხადა გაპარტახებული, თუმცა მაინც მომაკვდინებელი ქრისტიანული სამყაროს საქმიანობა. საყვირის ხმებმა ცხადყო, რომ დედამიწის ის ნაწილი, რომელიც ქრისტიანულ სამყაროს უპყრია, იეჰოვას განაჩენს იმსახურებს. ქრისტიანულ თუ არაქრისტიანულ ქვეყნებში რევოლუციის გზით მოსული მთავრობები მტრულად შეხვდნენ ხალხის რელიგიურობას. შედეგად გამოაშკარავდა სამღვდელოების დაცემული მდგომარეობა და ყველასთვის ცხადი გახდა, რა სულიერ სიბნელეში იმყოფება ის. სატანის ქვეყნიერებაში სასჯელს ყველაზე მეტად ქრისტიანული სამყარო იმსახურებს.

      41. რას ხედავს იოანე, სანამ მომდევნო საყვირის ხმა გაისმება?

      41 კიდევ რა გამოაშკარავდა? პასუხს მოგვიანებით გავიგებთ, რადგან მომდევნო საყვირის ხმა გარკვეული ხნის შემდეგ გაისმება. აი, ამჯერად რას ხედავს იოანე: «დავინახე ერთი არწივი, რომელიც ცაში დაფრინავდა, და გავიგონე, რომ ხმამაღლა ამბობდა: „ვაი, ვაი, ვაი დედამიწის მცხოვრებთ დანარჩენი საყვირების ხმებისგან, რადგან სადაცაა ჩაჰბერავს საყვირებს სამი ანგელოზი!“ » (გამოცხადება 8:13).

      42. ვის შეიძლება განასახიერებდეს მფრინავი არწივი და რას აცხადებს ის?

      42 არწივი მაღლა დაფრინავს და ბევრს შეუძლია მისი დანახვა. არწივს განსაკუთრებით მახვილი თვალი აქვს და შორს ხედავს (იობი 39:29). ღვთის ტახტის ირგვლივ მყოფი ქერუბიმის მსგავსი ოთხი ქმნილებიდან ერთ-ერთს არწივის სახე ჰქონდა (გამოცხადება 4:6, 7). შესაძლოა, ეს ქერუბიმი ან ღვთის შორსმჭვრეტელი სხვა მსახური აცხადებდეს ხმამაღლა: „ვაი, ვაი, ვაი!“ დაე, გაიგონოს ხალხმა ბოლო სამი საყვირის ხმა, რომელთაგან ყოველი თითო ვაის მოასწავებს.

      [სქოლიოები]

      a გამოცხადების 7:16-ში ნათქვამია, რომ ქრისტიანული სამყაროსგან განსხვავებით უამრავ ხალხს იეჰოვას ცეცხლოვანი რისხვა არ დაატყდება.

      b მართალია, შვიდი ვარსკვლავი იესოს მარჯვენაში ქრისტიანული კრების ცხებულ ზედამხედველებს განასახიერებს, მაგრამ დღესდღეობით 100 000-ზე მეტი კრების უხუცესი უამრავი ხალხიდან არის (გამოცხადება 1:16; 7:9). რა მდგომარეობა უკავიათ მათ? ისინი წმინდა სულით ინიშნებიან ცხებული ერთგული და გონიერი მონის მიერ. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ იესო თავისი მარჯვენით მათაც ხელმძღვანელობს, რადგან ისინიც მასთან ერთად მწყემსავენ სამწყსოს (ესაია 61:5, 6; საქმეები 20:28). ისინი მხარში უდგანან „შვიდ ვარსკვლავს“ იმით, რომ იქ მსახურობენ, სადაც ცხებული ძმები არ არიან.

  • პირველი ვაი და კალიების შემოსევა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • თავი 22

      პირველი ვაი და კალიების შემოსევა

      1. ვინ აუწყებს დედამიწას იმას, რასაც ანგელოზები ზეცაში აცხადებენ, და რას იუწყება მეხუთე საყვირი?

      მეხუთე ანგელოზი საყვირის ჩასაბერად ემზადება. ოთხი საყვირის ხმა უკვე გაისმა, რამაც დააწყლულა დედამიწის მესამედი, იეჰოვასთვის ყველაზე საძულველი ქრისტიანული სამყარო. ყველასთვის ცხადი გახდა მისი სასიკვდილო მდგომარეობა. რასაც ანგელოზები საყვირებით აცხადებენ, იმას ადამიანები მთელ დედამიწას აუწყებენ. მეხუთე ანგელოზი მალე პირველ ვაის გააცხადებს. ეს უფრო დიდ საშინელებას მოიტანს, ვიდრე მანამდე მომხდარ მოვლენებს მოუტანია. ეს ვაი კალიების შემაძრწუნებელი შემოსევით არის გამოწვეული. თავდაპირველად განვიხილოთ ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ წყლულის მნიშვნელობას დაგვანახვებს.

      2. კიდევ რომელ ბიბლიურ წიგნშია აღწერილი კალიების შემოსევა და რას გამოიწვევდა ეს ძველ ისრაელში?

      2 იოელის წიგნში, რომელიც ძვ. წ. IX საუკუნეში დაიწერა, აღწერილია მწერების, მათ შორის კალიების შემოსევა, რაც იოანეს ხილვაში ნანახს ჰგავს (იოელი 2:1—11, 25)a. ამ შემოსევას განდგომილი ისრაელი სავალალო მდგომარეობაში უნდა ჩაეგდო, მაგრამ ზოგიერთი იუდეველი მოსანანიებლად და იეჰოვასთან დასაბრუნებლად უნდა აღეძრა (იოელი 2:6, 12—14). მაშინ იეჰოვა თავის სულს გადმოღვრიდა „ყველანაირ ხორციელზე“, მაგრამ „იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის მოსვლამდე“ საშინელი, თუმცა გამაფრთხილებელი ნიშნები და საკვირველებები მოხდებოდა (იოელი 2:11, 28—32).

      წყლული I საუკუნეში

      3, 4. ა) როდის და როგორ შესრულდა იოელის მეორე თავში ჩაწერილი სიტყვები? ბ) რას ნიშნავდა კალიების შემოსევა ახ. წ. I საუკუნეში და რამდენ ხანს გაგრძელდა?

      3 იოელის მეორე თავში ჩაწერილი სიტყვები I საუკუნეში შესრულდა. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პირველი ქრისტიანები წმინდა სულით იქნენ ცხებულნი, რამაც ძალა მისცა მათ, მრავალ ენაზე ელაპარაკათ „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“. იქ უამრავ ხალხს მოეყარა თავი. მოციქულმა პეტრემ ნანახით განცვიფრებულებს მიმართა და იოელის 2:28, 29-ის ციტირების შემდეგ აუხსნა, რომ ისინი ამ სიტყვების შესრულების მოწმენი გახდნენ (საქმეები 2:1—21). თუმცა ამ შემთხვევაში პირდაპირი გაგებით კალიების შემოსევა არავის უნახავს, არავინ ჩავარდნილა სავალალო მდგომარეობაში და არც არავინ აღძრულა მოსანანიებლად.

      4 ამ წყლულს სიმბოლური გაგება ჰქონდა და სულითცხებული ქრისტიანების დაუცხრომელი ქადაგებით იყო გამოწვეულიb. იეჰოვა მათი პირით მოუწოდებდა იუდევლებს მონანიებისკენ, და თუ მოინანიებდნენ, აკურთხებდა კიდეც (საქმეები 2:38—40; 3:19). ვინც გამოეხმაურა, ღვთის კეთილგანწყობილება მიიღო, ხოლო ვინც ამ მოწოდებას ყური არ ათხოვა, მათთვის პირველი საუკუნის ქრისტიანები გამანადგურებელი კალიების გუნდად იქცნენ. მათ იერუსალიმიდან დაიწყეს და მთელ იუდეასა და სამარიას „შეესივნენ“. მალე ისინი მთელ ქვეყანას მოედნენ და დატანჯეს ურწმუნო იუდეველები, რადგან საჯაროდ ქადაგებდნენ იესოს აღდგომისა და აღდგომის მნიშვნელობის შესახებ (საქმეები 1:8; 4:18—20; 5:17—21, 28, 29, 40—42; 17:5, 6; 21:27—30). ეს შემოსევა ახ. წ. 70 წლამდე, „შიშის მომგვრელი დღის“ დადგომამდე გაგრძელდა, როცა იეჰოვამ იერუსალიმი რომაელთა ჯარებს გაანადგურებინა. მხოლოდ ის ქრისტიანები გადარჩნენ, რომლებიც რწმენით უხმობდნენ იეჰოვას სახელს (იოელი 2:32; საქმეები 2:20, 21; იგავები 18:10).

      წყლული დღეს

      5. როგორ სრულდება იოელის წინასწარმეტყველება 1919 წლიდან?

      5 გონივრულია, გვეფიქრა, რომ იოელის წინასწარმეტყველება ბოლო დღეებშიც შესრულდებოდა, და ეს ასეც მოხდა. 1919 წლის 1—8 სექტემბერს სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) ბიბლიის მკვლევარების კონგრესზე იეჰოვას სულმა ძალ-ღონე შემატა ღვთის ხალხს, რომ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაეწიათ ორგანიზება. ქრისტიანებს შორის მხოლოდ ისინი აღიარებდნენ იესოს გამეფებას ზეცაში და თავს არ ზოგავდნენ, რომ სასიხარულო ცნობა ყველგან გაეცხადებინათ. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, მათი დაუღალავი ქადაგება მტანჯველ „წყლულად“ იქცა განდგომილი ქრისტიანული სამყაროსთვის (მათე 24:3—8, 14; საქმეები 1:8).

      6. ა) რა დაინახა იოანემ, როცა მეხუთე ანგელოზმა საყვირს ჩაჰბერა? ბ) ვის განასახიერებს ვარსკვლავი და რატომ?

      6 ეს დაწყლულება იერუსალიმის განადგურებიდან 26 წლის შემდეგ დაწერილ „გამოცხადებაშიც“ არის მოხსენიებული. მოდი ვნახოთ, რა დამატებით დეტალებს გვაცნობს იოანეს წინასწარმეტყველება: „ჩაჰბერა საყვირს მეხუთე ანგელოზმა და ვიხილე ციდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი. მას უფსკრულის ნაპრალის გასაღები მიეცა“ (გამოცხადება 9:1). ეს ვარსკვლავი განსხვავდება გამოცხადების 8:10-ში მოხსენიებული ჩამოვარდნილი ვარსკვლავისგან. იოანემ დაინახა „ვარსკვლავი, რომელიც ციდან ჩამოვარდა“, რომ დედამიწაზე ემოქმედა. რას განასახიერებს ეს ვარსკვლავი, სულიერ თუ ხორციელ ქმნილებას? როგორც მოგვიანებით არის აღწერილი, „უფსკრულის ნაპრალის გასაღების“ მფლობელი სატანას უფსკრულში აგდებს (გამოცხადება 20:1—3). ეს ძლევამოსილი სულიერი ქმნილება უნდა იყოს. გამოცხადების 9:11-ში იოანე მოგვითხრობს, რომ კალიებს ჰყავთ „მეფე — უფსკრულის ანგელოზი“. ასე რომ, ორივე მუხლში ერთსა და იმავე ქმნილებაზე უნდა მიდიოდეს საუბარი. უფსკრულის გასაღების მფლობელი ანგელოზი უფსკრულის ანგელოზი უნდა იყოს და ვარსკვლავიც იეჰოვას მიერ დანიშნულ მეფეს უნდა განასახიერებდეს, რადგან ცხებული ქრისტიანები მეფედ მხოლოდ იესო ქრისტეს აღიარებენ (კოლოსელები 1:13; 1 კორინთელები 15:25).

      7. ა) რა ხდება „უფსკრულის ნაპრალის“ გაღების დროს? ბ) რას ნიშნავს „უფსკრული“ და ვინ მოხვდა მასში?

      7 იოანე აგრძელებს თხრობას: „გააღო უფსკრულის ნაპრალი და ამოვიდა კვამლი თითქოს დიდი ღუმლიდან. ნაპრალის კვამლმა მზე და ჰაერი დააბნელა. კვამლიდან კალიები გამოვიდნენ დედამიწაზე. მათ ისეთივე ძალაუფლება მიეცათ, როგორიც დედამიწის მორიელებს აქვთ“ (გამოცხადება 9:2, 3). ბიბლიაში უფსკრული უმოქმედობის და სიკვდილის მნიშვნელობით გამოიყენება (შეადარეთ რომაელების 10:7; გამოცხადების 17:8; 20:1, 3). 1918—1919 წლებში, პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, ასეთი უმოქმედობის „უფსკრულში“ ცოტა ხნით მოხვდა იესოს ძმების მცირე ჯგუფი, მაგრამ 1919 წელს იეჰოვამ თავისი სული მისცა თავის მომნანიე მსახურებს. ისინიც კალიებივით დაირაზმნენ იმ რთული საქმის შესასრულებლად, რომელიც წინ ელოდათ.

      8. რა „დიდი კვამლი“ ამოვიდა კალიებთან ერთად?

      8 იოანე ხედავს, რომ კალიებთან ერთად დიდი კვამლი ამოდის, თითქოს „დიდი ღუმლიდან ამოვიდაო“c. სწორედ ასე მოხდა 1919 წელს, როცა ქრისტიანულ სამყაროს და მთელ ქვეყნიერებას მზე დაუბნელდა (შეადარეთ იოელის 2:30, 31). იოანეს კლასის, იგივე კალიების, გათავისუფლება დამარცხებას ნიშნავდა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებისთვის, რომელიც მანამდე სამეფო საქმის ჩახშობას ლამობდა და არც მას მერე უღიარებია ღვთის სამეფო. კვამლი მთელ განდგომილ ქრისტიანულ სამყაროს მაშინ მოედო, როდესაც კალიების ჯგუფმა მწვავე განაჩენის გასაცხადებლად ღვთისგან ძალაუფლება მიიღო. ქრისტიანული სამყაროს „მზე“, მოჩვენებითი სინათლე, და „ჰაერი“ ღვთის განაჩენის გაცხადებამ დააბნელა, რადგან ცხადი გახდა, რომ ამ ქვეყნიერების „ჰაერის ძალაუფლების მთავარი“ ქრისტიანული სამყაროს ღმერთია (ეფესოელები 2:2; იოანე 12:31; 1 იოანე 5:19).

      ხალხის მ­ტანჯველი კალიები

      9. რა საბრძოლო მითითებები მიიღეს კალიებმა?

      9 რა საბრძოლო მითითებები მიიღეს კალიებმა? იოანე მოგვითხრობს: „მათ მითითება მიეცათ, რომ არ ევნოთ არც დედამიწის ბალახეულისთვის, არც რაიმე მწვანე მცენარისთვის და არც რომელიმე ხისთვის, არამედ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ღვთის ბეჭედი არ ექნებოდათ შუბლზე. კალიებს ნება მიეცათ, ხუთ თვეს დაეტანჯათ ისინი, მაგრამ არ დაეხოცათ; მათი ტანჯვა ჰგავდა მორიელის ნაკბენით მიყენებულ ტანჯვას. იმ დღეებში ადამიანები სიკვდილს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ იპოვიან, სიკვდილს ინატრებენ, მაგრამ სიკვდილი გაექცევა მათ“ (გამოცხადება 9:4—6).

      10. ა) პირველ რიგში, ვის წინააღმდეგ არის წყლული მიმართული, და რა მდგომარეობაში აგდებს მათ? ბ) როგორი ტანჯვა იგულისხმება? (იხილეთ სქოლიო)

      10 საინტერესოა, რომ ეს წყლული პირველ რიგში უბრალო ხალხისა და გავლენიანი ადამიანების, დედამიწის „ბალახეულობისა“ და „ხეების“ წინააღმდეგ არ არის მიმართული (შეადარეთ გამოცხადების 8:7). კალიები ვნებენ მათ, ვისაც შუბლზე ღვთის ბეჭედი არა აქვთ. ესენი ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლები არიან, რომლებსაც თავი ბეჭედდასმულებად მოაქვთ, მაგრამ საქმეებით საპირისპიროს ამტკიცებენ (ეფესოელები 1:13, 14). როგორც ვხედავთ, კალიების გაცხადებული განაჩენი, პირველ რიგში, ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებს ტანჯავდა. ამ თავდაჯერებულ ხალხს მართლა დატანჯავდა იმის გაგება, რომ ისინი არათუ ზეცისკენ ვერ გაუძღვებოდნენ სამწყსოს, არამედ თვითონაც ვერ მოხვდებოდნენ იქd. მათზე მართლდება იესოს სიტყვები: „ბრმას ბრმა მიუძღვის“ (მათე 15:14).

      11. ა) რამდენ ხანს უნდა დაეტანჯათ კალიებს ღვთის მტრები და რატომ არ არის ეს დროის მცირე მონაკვეთი? ბ) რამდენად მწვავეა ტანჯვა?

      11 ტანჯვა ხუთ თვეს გრძელდება. ეს დროის მცირე მონაკვეთია? კალიისთვის ნამდვილად არა, ეს მისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა. ასე რომ, კალიები, რამდენ ხანსაც ცოცხლობენ, იმდენ ხანს კბენენ ღვთის მტრებს. ტანჯვა იმდენად მტკივნეულია, რომ ხალხი სიკვდილს ეძებს. მართალია, კალიების დაკბენილთაგან არავის უცდია თავის მოკვლა, მაგრამ ეს გამოთქმა ნაკბენით გამოწვეული ტანჯვის სიმძაფრის დანახვაში გვეხმარება. მათ ტანჯვა ულმობელი მორიელების კბენით გამოწვეულ ტანჯვას ჰგავდა. იერემიას წინასწარმეტყველების თანახმად ეს იმ ორგული ისრაელების ტანჯვას მოგვაგონებს, რომლებიც ბაბილონელთაგან განდევნილნი სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებდნენ (იერემია 8:3; იხილეთ აგრეთვე ეკლესიასტეს 4:2, 3).

      12. რატომ მიეცათ კალიებს უფლება, რომ კი არ მოეკლათ ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები, არამედ სულიერად დაეტანჯათ?

      12 რატომ მიეცათ კალიებს უფლება, რომ კი არ მოეკლათ, არამედ სულიერად დაეტანჯათ ღვთის მტრები? ეს ვაის დასაწყისია, რაც იმით გამოიხატა, რომ ქრისტიანული სამყარო სიცრუესა და წარუმატებლობაში იქნა მხილებული. ოდნავ მოგვიანებით კი გაცხადდება, რომ მისი მდგომარეობა სასიკვდილოა, და ეს უფლის დღის განმავლობაში მოხდება. ეს მეორე ვაის დროს იქნება, როცა ადამიანთა მესამედი დაიხოცება (გამოცხადება 1:10; 9:12, 18; 11:14).

      საბრძოლველად გამზადებული კალიები

      13. როგორ გამოიყურებიან კალიები?

      13 როგორც იოანე აღგვიწერს, კალიებს გასაოცარი გარეგნობა აქვთ: „შესახედაობით კალიები საბრძოლველად გამზადებულ ცხენებს ჰგავდნენ, თავებზე თითქოს ოქროს გვირგვინები ედგათ, სახეები ადამიანის სახეს მიუგავდათ, თმა ქალის თმასავით ჰქონდათ, კბილები კი — ლომის კბილებივით. მათი ჯავშნები რკინის ჯავშნებს ჰგავდა, მათი ფრთების ხმა — საბრძოლველად მიმქროლავი მრავალი ეტლისა და ცხენის ხმას“ (გამოცხადება 9:7—9).

      14. რატომ შეეფერება კალიების აღწერილობა 1919 წელს გამოცოცხლებული ქრისტიანების ჯგუფს?

      14 კალიები ზუსტად განასახიერებენ 1919 წელს გამოცოცხლებულ ერთგულ ქრისტიანებს. ისინი იმ გაგებით ჰგავდნენ ცხენებს, რომ მზად იყვნენ საბრძოლველად, ჭეშმარიტების დასაცავად, როგორც ეს მოციქულმა პავლემ აღწერა (ეფესოელები 6:11—13; 2 კორინთელები 10:4). იოანემ იხილა, რომ მათ თითქოს ოქროს გვირგვინები ედგათ, თუმცა მათ პირდაპირი გაგებით გვირგვინები ვერ ედგმებოდათ, რადგან ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრობდნენ და არ ჰქონდათ დაწყებული მეფობა (1 კორინთელები 4:8; გამოცხადება 20:4). მაგრამ 1919 წელს ისინი მეფეებს ჰგავდნენ. ისინი მეფის ძმები იყვნენ და ჭეშმარიტი გვირგვინები ზეცაში ენახებოდათ, რომლებსაც იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ სიკვდილამდე შეინარჩუნებდნენ ერთგულებას (2 ტიმოთე 4:8; 1 პეტრე 5:4).

      15. რისი სიმბოლოა: ა) ჯავშნები? ბ) ადამიანის სახეები? გ) ქალის თმა? დ) ლომის კბილები? ე) დიდი ხმაური?

      15 ხილვაში კალიები შემოსილნი არიან რკინის ჯავშნებით, რაც უკომპრომისო სიმართლის სიმბოლოა (ეფესოელები 6:14—18). სახეები ადამიანის სახეს მიუგავთ, ეს კი სიყვარულის სიმბოლოა. ადამიანი ხომ იმ ღვთის მსგავსებად შეიქმნა, რომელიც სიყვარულია (დაბადება 1:26; 1 იოანე 4:16). მათ ქალივით გრძელი თმა აქვთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავიანთ მეფეს, უფსკრულის ანგელოზს ემორჩილებიან. მათი კბილები ლომის კბილებს ჰგავდა, რომელიც ხორცს გლეჯს. 1919 წლიდან იოანეს კლასმა კვლავ შეძლო მაგარი სულიერი საზრდოთი, ღვთის სამეფოს ჭეშმარიტებით კვება. ამ სამეფოს სათავეში იესო ქრისტე უდგას, „ლომი იუდას ტომიდან“. მათ ლომის სიმამაცე სჭირდებოდათ, რომ „გადაემუშავებინათ“ მამხილებელი განაჩენი და პუბლიკაციების სახით მთელ მსოფლიოში გაევრცელებინათ. ეს სიმბოლური კალიები „საბრძოლველად მიმქროლავი მრავალი ეტლისა და ცხენის“ მსგავსად დიდ ხმაურს იწვევენ. ისინი ვერ დადუმდებიან, რადგან პირველი საუკუნის ქრისტიანებს ჰბაძავენ (1 კორინთელები 11:7—15; გამოცხადება 5:5).

      16. რას ნიშნავს ის, რომ „კალიებს კუდები და ნესტრები“ ისეთი აქვთ, როგორიც მორიელებს?

      16 კალიების ქადაგებაში მხოლოდ საუბარი არ იგულისხმება. „კუდები და ნესტრები კი ისეთი ჰქონდათ, როგორიც მორიელებს. მათ კუდებში მათი ძალაუფლება იყო, რომ ხუთ თვეს ევნოთ ადამიანებისთვის“ (გამოცხადება 9:10). რას ნიშნავს ეს? იეჰოვას მოწმეები, როგორც სიტყვიერად, ისე პუბლიკაციებით, ღვთის სიტყვაში ჩაწერილ განაჩენს აცხადებენ. მათი ცნობა მორიელის ნაკბენივით მწარეა, რადგან ისინი იეჰოვას შურისძიების მოახლოებული დღის შესახებ აფრთხილებენ ხალხს (ესაია 61:2). ვიდრე სიმბოლური კალიები ცოცხლები არიან, ისინი დაასრულებენ ღვთისგან მიღებულ დავალებას, იეჰოვას განაჩენის გაცხადების საქმეს, და ზიანს მიაყენებენ ყველა ჯიუტ ღვთისმგმობელს.

      17. ა) რა გამოცხადდა 1919 წელს ბიბლიის მკვლევართა კონგრესზე ქადაგებით გამოწვეული ტკივილის გასამძაფრებლად? ბ) როგორ იტანჯებოდა სამღვდელოება და როგორი იყო მათი საპასუხო რეაქცია?

      17 „კალიები“ სიხარულით ხტოდნენ, როცა 1919 წლის კონგრესზე ახალი ჟურნალის „ოქროს ხანის“ გამოცემა გამოცხადდა. ეს ჟურნალი ორ კვირაში ერთხელ გამოდიოდა ქადაგებით გამოწვეული ტკივილის გასამძაფრებლადe. 1920 წლის 29 სექტემბერს გამოცემულ 27-ე ნომერში სამღვდელოება ორგულობაში იყო მხილებული, რადგან ის შეერთებულ შტატებში 1918—1919 წლებში ბიბლიის მკვლევარებს დევნიდა. 20—30-იან წლებში „ოქროს ხანამ“ კიდევ უფრო მეტი ტკივილი მიაყენა სამღვდელოებას, როცა სტატიებითა და კარიკატურებით ფარდა ახადა პოლიტიკაში მათ ჩარევას, განსაკუთრებით, ფაშისტ და ნაცისტ დიქტატორებთან კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლების თანამშრომლობას. სამღვდელოება ‘სირთულეებს ქმნიდა დადგენილებით’ და ორგანიზებას უწევდა ღვთის ხალხზე თავდასხმებს (ფსალმუნი 94:20).

      დედამიწის მმართველების გაფრთხილება

      18. რა საქმე უნდა შეესრულებინათ „კალიებს“ და რა მოჰყვა მეხუთე საყვირის დაყვირებას?

      18 „კალიებს“ დიდი საქმე უნდა შეესრულებინათ. სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა უნდა გაცხადებულიყო; სიცრუე უნდა მხილებულიყო; დაკარგული ცხვრები უნდა მოძებნილიყო. ქვეყნიერება იძულებული იყო, დამდგარიყო და ეყურებინა, როგორ ასრულებდნენ კალიები ამ დავალებას. იოანეს კლასი ემორჩილებოდა ანგელოზების საყვირების ხმას და არ წყვეტდა ქრისტიანული სამყაროს მხილებას, რომელიც იეჰოვასგან მკაცრ განაჩენს იმსახურებდა. მეხუთე საყვირის ხმაზე განაჩენის ერთ-ერთ განსაკუთრებულ მხარეზე გამახვილდა ყურადღება 1926 წლის 25—31 მაისს ლონდონში (ინგლისი) ბიბლიის მკვლევარების კონგრესზე. მიღებულ იქნა რეზოლუცია „მოწმობა ქვეყნიერების მმართველებისთვის“ და როიალ-ალბერტ-ჰოლში წარმოითქვა მოხსენება „რატომ ირყევა მსოფლიო ძალები, რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს?“. ამ რეზოლუციისა და საჯარო მოხსენების სრული ტექსტი მეორე დღესვე დაიბეჭდა ლონდონის ერთ-ერთ წამყვან გაზეთში. მოგვიანებით „კალიებმა“ ეს რეზოლუცია ტრაქტატის სახით გამოსცეს და 50 მილიონი ეგზემპლარი გაავრცელეს, რითაც დატანჯეს სამღვდელოება. ამ მწარე მხილების შესახებ ინგლისში კიდევ არაერთი წელი ლაპარაკობდნენ.

      19. კიდევ რა იარაღი მიიღეს საბრძოლველად სიმბოლურმა კალიებმა, და რა იყო მასში აღნიშნული ლონდონის მანიფესტის შესახებ?

      19 ამ კონგრესზე სიმბოლურმა კალიებმა ახალი წიგნის სახით საბრძოლველად კიდევ ერთი იარაღი მიიღეს. წიგნის სათაური იყო „ხსნა“. წიგნში ბიბლიის საფუძველზე ახსნილი იყო, თუ რა ნიშანი ადასტურებს 1914 წელს ბავშვის, ვაჟის, ქრისტეს ზეციერი სამეფოს დაბადებას (მათე 24:3—14; გამოცხადება 12:1—10). წიგნში მოყვანილი იყო ციტატა რვა მღვდლის, ეგრეთ წოდებული „მსოფლიოს უდიდესი მქადაგებლების“ მიერ 1917 წელს ლონდონში ხელმოწერილი მანიფესტიდან. ისინი წამყვან პროტესტანტულ მიმდინარეობებს წარმოადგენდნენ — ბაპტისტებს, კონგრეგაციონალისტებს, მეთოდისტებს, პრესვიტერულ და ეპისკოპალურ ეკლესიებს. მანიფესტში აღნიშნული იყო: „დღევანდელი კრიზისული მდგომარეობა იმაზე მიუთითებს, რომ წარმართთა ჟამი დასასრულს უახლოვდება“ და „უფლის გამოცხადებას ყოველ წუთს უნდა ველოდოთ“. როგორც ვხედავთ, იმ სასულიერო პირებმა აღიარეს იესოს მოსვლის ნიშანი. იმოქმედა ამან მათზე? წიგნში „ხსნა“ ნათქვამია: „საკვირველი ის არის, რომ ვინც მანიფესტს ხელი მოაწერა, სწორედ მათ უარყვეს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ქვეყნიერების აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის პერიოდში ვცხოვრობთ“.

      20. ა) რა ამჯობინა სამღვდელოებამ კალიების გუნდსა და მათ მეფესთან თანამშრომლობას? ბ) იოანეს სიტყვების თანახმად ვინ ხელმძღვანელობს კალიების გუნდს და რა ჰქვია მას?

      20 ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებამ ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებას სატანის ქვეყნიერებაში დარჩენა ამჯობინა და უარი თქვა, ეთანამშრომლა სიმბოლურ კალიებთან და მათ მეფესთან, რომელზეც იოანე ამბობს: „მათ ჰყავდათ მეფე — უფსკრულის ანგელოზი. ებრაულად მას აბადონი [ნიშნავს განადგურებას] ჰქვია, ბერძნულად კი — აპოლიონი [ნიშნავს გამანადგურებელს]“ (გამოცხადება 9:11). იესომ, „უფსკრულის ანგელოზმა“ და „გამანადგურებელმა“, მართლაც დამაწყლულებელი ვაი შეჰყარა ქრისტიანულ სამყაროს, მაგრამ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა.

      [სქოლიოები]

      a იოელის 2:4, 5, 7-ს (სადაც მწერები შედარებული არიან ცხენებთან და ადამიანებთან, და ისეთ ხმას გამოსცემენ, თითქოს ეტლები მიგრიალებენო) შეადარეთ გამოცხადების 9:7—9. იოელის 2:6, 10-ს (სადაც აღწერილია მწერების შემოსევის მწვავე შედეგები) შეადარეთ გამოცხადების 9:2, 5.

      b იხილეთ 1961 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „განაჩენის ველზე ერების წინააღმდეგ შეკრებილნი“ (ინგლ.).

      c ეს მუხლი არ გამოდგება იმის მტკიცებად, რომ თითქოს უფსკრულში ცეცხლი ენთო და უფსკრული შეიძლებოდა, ჯოჯოხეთი ყოფილიყო. იოანე ამბობს, რომ კვამლი „თითქოს“ დიდი ღუმლიდან ამოსულ კვამლს ჰგავდა (გამოცხადება 9:2). იოანე არ ამბობს იმას, რომ უფსკრულში ცეცხლი ენთო.

      d აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვის ფუძეა ბასანიზო, რომელიც ზოგჯერ ფიზიკური ­ტანჯვის აღსაწერად გამოიყენება, თუმცა ეს სიტყვა სულიერ ­ტანჯვასაც გულისხმობს. მაგალითად, 2 პეტრეს 2:8-ში ვკითხულობთ, რომ „ლოტი იტანჯებოდა“ იმ ბოროტების გამო, რასაც სოდომში ხედავდა. მოციქულების დროს რელიგიური წინამძღოლებიც იტანჯებოდნენ სულიერად, ოღონდ სხვა მიზეზით.

      e ამ ჟურნალს 1937 წელს „ნუგეში“ ეწოდა, ხოლო 1946 წელს — „გამოიღვიძეთ!“.

  • მეორე ვაი და ცხენოსანი ჯარის იერიში
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • თავი 23

      მეორე ვაი და ცხენოსანი ჯარის იერიში

      1. კალიების გათელვის მცდელობის მიუხედავად რა მოხდა და რას მოასწავებს მომდევნო ორი ვაი?

      დაწყებული 1919 წლიდან სიმბოლური კალიების შემოსევამ ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებას მრავალი თავსატეხი გაუჩინა. მათ არაერთხელ სცადეს კალიების გათელვა, მაგრამ კალიები უწინდელზე მეტად გაძლიერდნენ (გამოცხადება 9:7). ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. იოანე მოგვითხრობს: „ერთმა ვაიმ გადაიარა, ორი ვაი კიდევ მოსასვლელია“ (გამოცხადება 9:12). ქრისტიანული სამყაროს დაწყლულება ჯერ არ დასრულებულა.

      2. ა) რა ხდება მეექვსე ანგელოზის მიერ საყვირის ჩაბერვის შემდეგ? ბ) რას წარმოადგენს „ოქროს სამსხვერპლოს რქებიდან გამომავალი ხმა“? გ) რატომ არის ნახსენები ოთხი ანგელოზი?

      2 საიდან მოდის მეორე ვაი? იოანე ამბობს: «ჩაჰბერა საყვირს მეექვსე ანგელოზმა და გავიგონე ღვთის წინაშე მდგარი ოქროს სამსხვერპლოს რქებიდან გამომავალი ხმა, რომელიც საყვირის მქონე მეექვსე ანგელოზს ეუბნებოდა: „გაათავისუფლე ოთხი ანგელოზი, რომლებიც დიდ მდინარე ევფრატთან არიან შებოჭილნი“ » (გამოცხადება 9:13, 14). ანგელოზების გათავისუფლებას ის ხმა ითხოვს, რომელიც ოქროს სამსხვერპლოს რქებიდან ისმის. ეს სამსხვერპლო სასაკმევლე ოქროს სამსხვერპლოა. იქიდან აღებული საკმეველი, რომელიც ოქროს თასებში ეყარა, მანამდე ორჯერ იყო ნახსენები და ორივეჯერ წმინდათა ლოცვებს უკავშირდებოდა (გამოცხადება 5:8; 8:3, 4). აქედან გამომდინარე, ეს ხმაც დედამიწაზე მყოფი წმინდების ერთობლივ ლოცვებს წარმოადგენს. ისინი გათავისუფლებას ითხოვენ, რათა უფრო აქტიურად იმსახურონ იეჰოვას მაცნეებად. ბერძნული სიტყვა, რომელიც ქართულად ანგელოზად ითარგმნება, ძირითადად მაცნეს ნიშნავს. რატომ არის ნახსენები ოთხი ანგელოზი? ეს სიმბოლური რიცხვი, როგორც ჩანს, იმაზე მეტყველებს, რომ მათი ორგანიზებული მსახურება მთელ დედამიწას მოიცავდა (გამოცხადება 7:1; 20:8).

      3. რა გაგებით იყო ოთხი ანგელოზი „დიდ მდინარე ევფრატთან შებოჭილი“?

      3 რა გაგებით არიან ანგელოზები „დიდ მდინარე ევფრატთან შებოჭილნი“? ძველ დროს მდინარე ევფრატი იეჰოვას მიერ აბრაამისთვის აღთქმულ მიწას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა (დაბადება 15:18; მეორე კანონი 11:24). როგორც ჩანს, ანგელოზები შებოჭილნი იყვნენ ღვთისგან ბოძებული მიწის საზღვართან, ანუ დედამიწაზე, და სრულად ვერ ასრულებდნენ იეჰოვას მიერ დავალებულ მსახურებას. ქალაქი ბაბილონი ევფრატის სანაპიროზე იყო გაშენებული. ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის დაცემის შემდეგ ისრაელი 70 წლის განმავლობაში ტყვეობაში იყო „დიდ მდინარე ევფრატთან შებოჭილი“ (ფსალმუნი 137:1). 1919 წელს სულიერი ისრაელიც „შებოჭილი“ იყო და უნუგეშო მდგომარეობაში მყოფი იეჰოვას დახმარებას სთხოვდა.

      4. რა ევალება ოთხ ანგელოზს და როგორ ასრულებენ ისინი ამ დავალებას?

      4 საბედნიეროდ იოანე ასეთ სურათს ხედავს: „და გათავისუფლდა ოთხი ანგელოზი, რომლებიც მომზადებული იყვნენ იმ საათის, დღის, თვისა და წლისთვის, რათა ადამიანთა მესამედი დაეხოცათ“ (გამოცხადება 9:15). იეჰოვას ყველაფრისთვის თავისი დრო აქვს დადგენილი და ამ დროის შესაბამისად მოქმედებს. ეს მაცნეებიც თავის დროზე თავისუფლდებიან დაკისრებული დავალების შესასრულებლად. წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებდა მათ 1919 წელს ტყვეობიდან გათავისუფლება! მათ არა მარტო უნდა დაეტანჯათ „ადამიანთა მესამედი“, არამედ უნდა დაეხოცათ კიდეც. ეს მოგვაგონებს პირველი ოთხი საყვირით გაცხადებულ წყლულებს, რომლებმაც ზიანი მოუტანეს დედამიწის, ზღვის, ზღვის სულდგმულთა, მდინარეების, წყაროს წყლებისა და ციური მნათობების მესამედს (გამოცხადება 8:7—12). ოთხი ანგელოზი არ ჩერდება. ისინი ხოცავენ „ადამიანთა მესამედს“, ანუ ბოლომდე ამხელენ სულიერად მკვდარ ქრისტიანულ სამყაროს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყველა ის განაჩენი, რომელიც 1922 წლიდან მოყოლებული დღემდე ცხადდება.

      5. როგორ მოჰყვა მეექვსე საყვირის ჩაბერვას ქრისტიანული სამყაროს მხილება 1927 წელს?

      5 როგორც აღვნიშნეთ, ზეციერმა ანგელოზმა მეექვსე საყვირს ჩაჰბერა. მეექვსე საყვირის ხმას ტორონტოში (ონტარიო, კანადა) ბიბლიის მკვლევართა მეექვსე საერთაშორისო კონგრესის ჩატარება მოჰყვა. 1927 წლის 24 ივლისს, კვირას, პროგრამა 53 რადიოსადგურის მეშვეობით გადაიცემოდა. ეს იმ დროისთვის ყველაზე მასშტაბური რადიოტრანსლაცია იყო. პროგრამა მილიონობით ადამიანმა მოისმინა. ამ კონგრესზე მიღებულმა მტკიცე რეზოლუციამ ჯერ ამხილა სულიერად მომაკვდავი ქრისტიანული სამყარო, შემდეგ კი ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდა: „ამ დაბნეულობის ჟამს იეჰოვა ღმერთი უბრძანებს ხალხს, სამუდამოდ მიატოვონ ქრისტიანული სამყარო და ყოველგვარი კავშირი გაწყვიტონ მასთან. . . ხალხი მთელი გულითა და ერთგულებით უნდა ემსახუროს იეჰოვა ღმერთს, მის მეფესა და სამეფოს“. რეზოლუციის მიღების შემდეგ ჯ. ფ. რუტერფორდმა ჩვეული ენერგიულობით წარმოთქვა საჯარო მოხსენება „თავისუფლება ხალხთათვის“. ეს მოხსენება ისეთი იყო, როგორც „ცეცხლი, კვამლი და გოგირდი“, რაც იოანემ მოგვიანებით იხილა.

      6. როგორ აღწერს იოანე ცხენოსანთა ჯარს?

      6 „ცხენოსანი ჯარის რიცხვი იყო ოცი ათასჯერ ათი ათასი. მე გავიგონე მათი რიცხვი. აი, როგორები ვიხილე ცხენები და მათზე მსხდომნი: მათ ცეცხლისფერი, მუქი ლურჯი და გოგირდისფერი ჯავშნები ჰქონდათ; ცხენებს თავები ლომების თავებს მიუგავდათ და პირიდან ცეცხლი, კვამლი და გოგირდი გამოსდიოდათ. ამ სამი წყლულისგან, მათი პირიდან გამომავალი ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისგან, ადამიანთა მესამედი დაიხოცა“ (გამოცხადება 9:16—18).

      7, 8. ა) ვისი ხელმძღვანელობით მიქრის ცხენოსანთა ჯარი? ბ) რითი ჰგავს ცხენოსანთა ჯარი კალიების გუნდს?

      7 როგორც ჩანს, ეს ცხენოსანი ჯარი ოთხი ანგელოზის ხელმძღვანელობით მიქრის. ეს სანახაობა შიშის მომგვრელი იქნებოდა. რა განცდა დაგეუფლებოდათ, ეს ჯარი თქვენ რომ დაგდევნებოდათ? მათი დანახვაც კი თავზარს დაგცემდათ. ალბათ შენიშნეთ მსგავსება ამ ჯარსა და კალიების გუნდს შორის. კალიები ცხენებს ჰგავდნენ; ეს ჯარიც ცხენოსანთა ჯარია. ერთიც და მეორეც თეოკრატიულ ომში იბრძვის (იგავები 21:31). კალიებს კბილები ლომის კბილებს მიუგავდათ. ცხენოსანთა ცხენებს ლომის თავები აქვთ. ორივე იუდას ტომის გაბედულ ლომს, იესო ქრისტეს, მოგვაგონებს. ის მათი წინამძღოლი, მბრძანებელი და მათთვის მისაბაძი მაგალითია (გამოცხადება 5:5; იგავები 28:1).

      8 კალიების მსგავსად ცხენოსანთა ჯარიც იეჰოვას განაჩენის აღსრულებაში მონაწილეობს. კალიები კვამლს ამოჰყვნენ, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ ქრისტიანულ სამყაროს ვაი და გამანადგურებელი ცეცხლი არ ასცდებოდა. ცხენებს პირიდან ცეცხლი, კვამლი და გოგირდი გამოსდით. კალიების რკინის ჯავშნები იმაზე მეტყველებდა, რომ მათ გულებს სიმართლის სიყვარული იცავდა. ცხენოსნების ჯავშნები წითლად, ლურჯად და ყვითლად არის შეფერილი, რაც ცხენების პირიდან გამოსული ცეცხლით, კვამლითა და გოგირდით წარმოდგენილ სასიკვდილო განაჩენს ნიშნავს (შეადარეთ დაბადების 19:24, 28; ლუკას 17:29, 30). კალიებს მორიელის კუდები ჰქონდათ ხალხის დასატანჯავად. ცხენების კუდები გველებს ჰგავს ხალხის დასახოცად. როგორც ჩანს, კალიების დაწყებული საქმე ცხენოსანმა ჯარმა უფრო მეტი შემართებით უნდა განაგრძოს და ბოლომდე უნდა მიიყვანოს.

      9. რას განასახიერებს ცხენოსანთა ჯარი?

      9 რას განასახიერებს ცხენოსანთა ჯარი? თავის დროზე იოანეს კლასმა დაიწყო ქრისტიანულ სამყაროზე იეჰოვას განაჩენის გაცხადება. მათ მიცემული ჰქონდათ უფლება „დაეკბინათ“ და „ევნოთ“. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ იგივე ჯგუფი „დახოცავს“, ანუ გააცხადებს, რომ ქრისტიანული სამყარო თავის სამღვდელოებასთან ერთად სულიერად მკვდარია, უარყოფილია იეჰოვასგან და „გავარვარებულ ღუმელში“ მარადიული განადგურება ელის. დიდი ბაბილონი მთლიანად უნდა მოისპოს (გამოცხადება 9:5, 10; 18:2, 8; მათე 13:41—43). სანამ ის განადგურდება, იოანეს კლასი იყენებს „სულის მახვილს, ანუ ღვთის სიტყვას“, და ამხელს მომაკვდავ ქრისტიანულ სამყაროს. ოთხი ანგელოზი და ცხენოსნები ხელმძღვანელობენ „ადამიანთა მესამედის“ სიმბოლურ ხოცვას (ეფესოელები 6:17; გამოცხადება 9:15, 18). სამეფოს მაუწყებელთა დიდი ლაშქარი უფალ იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით ორგანიზებულად და თეოკრატიული წესრიგით მიემართება საბრძოლველად.

      ოცი ათასჯერ ათი ათასი

      10. რა გაგებით არის ცხენოსანთა რიცხვი ოცი ათასჯერ ათი ათასი?

      10 რა გაგებით არის ცხენოსანთა რიცხვი ოცი ათასჯერ ათი ათასი? ოცი ათასჯერ ათი ათასი 200 მილიონიაa. სასიხარულოა, რომ დღეს სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი მილიონებს აღწევს, თუმცა 200 მილიონზე გაცილებით ნაკლებია. მაგალითად, რიცხვების 10:36-ში მოსე ასეთ სიტყვებს წერს: „დაუბრუნდი, იეჰოვა, ისრაელის უთვალავ ათასებს“ (შეადარეთ დაბადების 24:60). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: „დაუბრუნდი ისრაელის ათობით მილიონს“. მოსეს დროს ისრაელთა რიცხვი ორიდან სამ მილიონამდე იყო. მაშ, რას გულისხმობდა მოსე? მოსე იმას გულისხმობდა, რომ როგორც „ცის ვარსკვლავები და ზღვის ქვიშა“, ისე ისრაელთა რიცხვიც არ დაითვლებოდა (დაბადება 22:17; 1 მატიანე 27:23). მოსემ სიტყვა „უთვალავი“ განუსაზღვრელი რიცხვის საჩვენებლად გამოიყენა.

      11. რა ესაჭიროებოდა იოანეს კლასს, რომ მათი რიცხვი თუნდაც სიმბოლური გაგებით ათი ათასჯერ ათი ათასი ყოფილიყო?

      11 იოანეს კლასის წარმომადგენლები, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ, რიცხობრივად ათი ათასზე ნაკლები არიან. მაშ, რატომ არიან შედარებული უთვალავ ცხენოსანთან? მათი რიცხვი თუნდაც სიმბოლური გაგებით ათი ათასჯერ ათი ათასი ყოფილიყო, მათ რიგებს სხვები მაინც უნდა შემატებოდნენ. ეს ასეც მოხდა იეჰოვას წყალობით. ვინ შეავსო მათი რიგები?

      12, 13. 1918—1935 წლებში მომხდარმა რომელმა მოვლენებმა ცხადყო, ვინ შეემატებოდა ცხებულთა რიგებს?

      12 იოანეს კლასი 1918—1922 წლებში ჩაგრულ ადამიანებს სიხარულით ამცნობდა, რომ დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებოდნენ. 1923 წელს ნათელი გახდა, რომ მათეს 25:31—34-ში ნახსენები ცხვრები მარადიულად იცხოვრებდნენ დედამიწაზე ღვთის სამეფოს ხელმძღვანელობით. ამ იმედზე იყო საუბარი ბროშურაში „თავისუფლება ხალხთათვის“, რომელიც 1927 წელს საერთაშორისო კონგრესზე გამოიცა. XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში გაირკვა, რომ იეჰონადაბის კლასი და ის ადამიანები, რომლებიც ქრისტიანული სამყაროს სავალალო სულიერი მდგომარეობის გამო „ოხრავენ და კვნესიან“, დედამიწაზე მარადიული ცხოვრების მომლოდინე სიმბოლური ცხვრები არიან (ეზეკიელი 9:4; 2 მეფეები 10:15, 16). 1934 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“ მათ მოუწოდებდა, თანამედროვე „თავშესაფარი ქალაქებისთვის“ შეეფარებინათ თავი: „იეჰონადაბის კლასმა მოისმინა ღვთის საყვირის ხმა, ყურად იღო გაფრთხილება, თავი შეაფარა ღვთის ორგანიზაციას და შეუერთდა ღვთის ხალხს, რომელთა შორისაც მართებს კიდეც დარჩენა“ (რიცხვები 35:6).

      13 იეჰონადაბის კლასი 1935 წელს მიწვეული იყო იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე, რომელიც ვაშინგტონში (აშშ) ჩატარდა. პარასკევს, 31 მაისს ჯ. ფ. რუტერფორდმა წარმოთქვა თავისი ცნობილი მოხსენება „უამრავი ხალხი“. მან გამოცხადების 7:9-ში მოხსენიებული უამრავი ხალხი გააიგივა მათეს 25:33-ში მოხსენიებულ ცხვრებთან, დედამიწაზე ცხოვრების მომლოდინე მიძღვნილ მსახურებთან. ამ კონგრესზე 840 ადამიანი მოინათლა, მათი უმეტესობა უამრავი ხალხიდან იყო, რაც მათი რიცხვის ზრდაზე მეტყველებდაb.

      14. იბრძვის უამრავი ხალხი სიმბოლურ ცხენოსან ჯართან ერთად, და რა რეზოლუცია მიიღეს 1963 წელს?

      14 1922 წელს ცხენოსანი ჯარის მიერ წამოწყებულ შეტევას, რასაც 1927 წელს ტორონტოში ჩატარებულ კონგრესზე განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, უამრავი ხალხიც შეუერთდა. ისინი ამ შეტევაში ოთხი ანგელოზის, იოანეს ცხებული კლასის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ. 1963 წელს მთელ მსოფლიოში ჩატარებულ კონგრესებზე სახელწოდებით „მარადიული სასიხარულო ცნობა“ მათ იოანეს კლასთან ერთად მიიღეს რეზოლუცია. მასში ნათქვამი იყო, რომ მსოფლიოს „არყევს ჯერ არნახული მიწისძვრა; მისი პოლიტიკური სისტემა და ბაბილონური რელიგიაც ძირისძირობამდე შეირყევა“. რეზოლუციაში აგრეთვე აღინიშნა: „ჩვენ კვლავ ყველას განურჩევლად ვაუწყებთ მარადიულ სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოსა და ღვთის განაჩენის შესახებ. ეს განაჩენი დააწყლულებს ღვთის მტრებს და გაათავისუფლებს იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, შემოქმედ ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით სცენ თაყვანი“. ეს რეზოლუცია სიხარულით მიიღო მთელ მსოფლიოში ჩატარებულ 24 კონგრესზე დამსწრე 454 977 დელეგატმა. დელეგატთა 95 პროცენტი უამრავი ხალხის წარმომადგენელი იყო.

      15. ა) 2005 წელს იეჰოვას საქმის შემსრულებელთა რამდენ პროცენტს შეადგენდა უამრავი ხალხი? ბ) როგორ ცხადყოფს იესოს ლოცვა უამრავი ხალხისა და იოანეს კლასის ერთიანობას?

      15 იმ დროიდან მოყოლებული უამრავი ხალხი იოანეს კლასთან ერთად აწყლულებს ქრისტიანულ სამყაროს, რაც მათ ერთიანობაზე მეტყველებს. 2005 წელს იეჰოვას საქმის შემსრულებელთა 99, 8 პროცენტი უამრავი ხალხი იყო. ისინი მთელი გულით უერთდებიან იოანეს კლასს, რომლისთვისაც იესო იოანეს 17:20, 21-ში ჩაწერილი სიტყვებით ლოცულობდა: „მხოლოდ ამათზე არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს, რათა ყველანი ერთნი იყვნენ, როგორც შენ, მამა, ჩემთან ხარ ერთობაში, მე კი — შენთან, რათა ისინიც ერთობაში იყვნენ ჩვენთან და ქვეყნიერებამ ირწმუნოს, რომ შენ გამომგზავნე“. იოანეს ცხებული კლასი იესოს მეთაურობით მიუძღვის გულმოდგინე უამრავ ხალხს, რომლებიც მათთან ერთად მონაწილეობენ ყველაზე გამანადგურებელ შეტევაშიc.

      16. ა) როგორ აღწერს იოანე სიმბოლური ცხენების პირებსა და კუდებს? ბ) როგორ ამზადებს იეჰოვა თავის ხალხს? გ) რას ნიშნავს ის, რომ მათი კუდები გველებს ჰგავს?

      16 ჯარს საომრად იარაღიც სჭირდება. იეჰოვამ მათ აღჭურვილობაზეც იზრუნა. იოანე მოგვითხრობს: „ცხენებს ძალაუფლება პირებსა და კუდებში ჰქონდათ, მათი კუდები გველებს ჰგავდა, რომელთა თავებსაც ზიანი მოჰქონდათ“ (გამოცხადება 9:19). იეჰოვამ თავის მიძღვნილ, მონათლულ მსახურებს დაავალა ამ საქმის შესრულება. თეოკრატიული სამსახურის სკოლის, კრების სხვა შეხვედრებისა და სხვა სკოლების მეშვეობით ღმერთი ასწავლის მათ სიტყვის ქადაგებას. ამის წყალობით ისინი „სწავლულთა ენით“ დამაჯერებლად საუბრობენ. ღმერთმა მათ ბაგეზე დაუდო თავისი სიტყვა და გაგზავნა თავისი განაჩენის „სახალხოდ და კარდაკარ“ გასაცხადებლად (2 ტიმოთე 4:2; ესაია 50:4; 61:2; იერემია 1:9, 10; საქმეები 20:20). იოანეს კლასი და უამრავი ხალხი კუდებით „კბენენ“ ხალხს, რადგან წლებია, რაც მილიონობით ბიბლიას, წიგნს, ბროშურასა და ჟურნალს ავრცელებენ. მათი მტრებისთვის, რომლებმაც იციან, რა ზიანი ელით იეჰოვასგან, ამ ცხენოსანთა რიცხვი, მართლაც, ოცი ათასჯერ ათი ათასია (შეადარეთ იოელის 2:4—6).

      17. უერთდებიან ცხენოსანთა ჯარს იმ ქვეყნებში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები, სადაც მათი საქმიანობა აკრძალულია? ახსენით.

      17 ცხენოსანთა ყველაზე გულმოდგინე დანაყოფში ის და-ძმები შედიან, რომლებიც იმ ქვეყნებში მსახურობენ, სადაც იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალულია. როგორც ცხვრები მგლებში, ისინი „გველივით ფრთხილნი და მტრედივით უწყინარნი“ უნდა იყვნენ. ისინი იეჰოვას ემორჩილებიან, რის გამოც ვერ შეწყვეტენ იმაზე ლაპარაკს, რაც უნახავთ და მოუსმენიათ (მათე 10:16; საქმეები 4:19, 20; 5:28, 29, 32). მათ ძალიან ცოტა აქვთ ან საერთოდ არა აქვთ გასავრცელებელი პუბლიკაციები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ მონაწილეობენ ცხენოსანთა შეტევაში. მათ იეჰოვამ დაუდო ბაგეზე თავისი სიტყვა და ბიბლიური ჭეშმარიტების გაცხადების უფლებით აღჭურვა. ისინი ყველგან დამაჯერებლად ქადაგებენ, ატარებენ ბიბლიის შესწავლებს და მრავალ ადამიანს სიმართლის გზაზე აყენებენ (დანიელი 12:3). შეიძლება ისინი ვერ „კბენენ“ კუდებით, რადგან ვერ ავრცელებენ მამხილებელ პუბლიკაციებს, მაგრამ ტაქტიანად და ფრთხილად ქადაგებენ იეჰოვას მოახლოებული დღის შესახებ და, ამგვარად, სიმბოლურ ცეცხლს, კვამლსა და გოგირდს აფრქვევენ პირიდან.

      18. რამდენ ენაზე და რამდენი პუბლიკაციით გაავრცელა ცხენოსანთა ჯარმა დამაწყლულებელი ცნობა?

      18 სხვა ქვეყნებში მოწმეები პუბლიკაციებით კვლავაც ამხელენ ქრისტიანული სამყაროს ბაბილონურ სწავლებებსა და საქმეებს და სიმბოლური გაგებით დამსახურებულად აყენებენ ზიანს ქრისტიანულ სამყაროს. თანამედროვე საბეჭდი დანადგარების გამოყენებით ამ უზარმაზარმა ჯარმა 2005 წლამდე, ბოლო 68 წლის განმავლობაში, 450-ზე მეტ ენაზე გაავრცელა მილიონობით ბიბლია, სხვა წიგნი, ჟურნალი და ბროშურა. გავრცელებული პუბლიკაციების რაოდენობა რიცხობრივად ბევრად აღემატება ოცი ათასჯერ ათი ათასს. ცხენოსანმა ჯარმა კუდებით მართლაც მწარედ დაკბინა ხალხი.

      19, 20. ა) როგორი გამოხმაურება მოჰყვა დამაწყლულებელ ცნობას იმ ქვეყნებში, რომლებზეც ვერ ახდენს გავლენას ქრისტიანული სამყარო? ბ) როგორ აღგვიწერს იოანე უმეტესობის რეაქციას?

      19 იეჰოვას განზრახვით ამ დამაწყლულებელ ცნობას „ადამიანთა მესამედი“ უნდა დაეხოცა. თავდასხმის მთავარ სამიზნეს ქრისტიანული სამყარო წარმოადგენდა, თუმცა ეს ცნობა გასცდა მას და იმ ქვეყნებამდე მიაღწია, სადაც ქრისტიანული სამყაროს თვალთმაქცობა კარგად არის ცნობილი. შედეგად მრავალი, ვინც გახრწნილი ქრისტიანული სამყაროს დაწყლულება დაინახა, იეჰოვას დაუახლოვდა. თავმდაბალი და სათნო ხალხი მზადყოფნით გამოეხმაურა ამ ცნობას იმ ქვეყნებში, რომლებზეც ვერ ახდენს გავლენას ქრისტიანული სამყარო. იოანე ასე აღგვიწერს უმეტესობის რეაქციას: „დანარჩენმა ადამიანებმა კი, რომლებიც ამ წყლულებით არ დახოცილან, არ მოინანიეს თავიანთი ხელის ნამოქმედარი, რათა თაყვანი არ ეცათ დემონებისთვის და ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, ქვისა და ხის კერპებისთვის, რომლებიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ დადიან. არ მოინანიეს მკვლელობები, არც ის, სპირიტიზმს რომ მისდევენ, არც სიძვა და არც ქურდობები“ (გამოცხადება 9:20, 21). მოუნანიებელ ადამიანთა უმრავლესობა არ გამოსწორდება. ვინც ბოროტების გზას არ მიატოვებს, იეჰოვას დიდ დღეს მკაცრ განაჩენს დაიტეხს თავს. „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (იოელი 2:32; ფსალმუნი 145:20; საქმეები 2:20, 21).

      20 რაც ახლა განვიხილეთ, მეორე ვაის შედეგია. მაგრამ ამით მეორე ვაი არ დამთავრებულა, რასაც მომდევნო თავები ცხადყოფს.

      [სქოლიოები]

      a თავის ნაშრომში „კომენტარები გამოცხადებაზე“ ჰენრი ბარკლეი სუეტი ფრაზას „ოცი ათასჯერ ათი ათასი“ ასეთ კომენტარს უკეთებს: „დასახელებული რიცხვის სიმრავლე იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ფრაზა პირდაპირი მნიშვნელობით არ გავიგოთ. ამას კონტექსტიც ადასტურებს“.

      b იხილეთ ამავე წიგნის 119—126-ე გვერდები და „გამართლების“ მესამე ტომი, 83, 84-ე გვერდები (გამოცემულია 1932 წელს, [ინგლ.]).

      c კალიებისგან განსხვავებით ცხენოსნებს არ ადგათ „ოქროს გვირგვინები“ (გამოცხადება 9:7). ეს გასაკვირი არ არის, რადგან უამრავი ხალხი, ცხენოსანი ჯარის უდიდესი ნაწილი, არ მოელის ღვთის ზეციერ სამეფოში მეფობას.

  • ტკბილი და მწარე ცნობა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • თავი 24

      ტკბილი და მწარე ცნობა

      ხილვა 6 გამოცხადება 10:1—11:19

      თემა: ხილვაში ნანახი პატარა გრაგნილი; ტაძრის გაზომვა; მეშვიდე საყვირის ჩაბერვა.

      შესრულების დრო: 1914 წელს იესოს გამეფებიდან დიდი გასაჭირის დადგომამდე.

      1, 2. ა) რა მოჰყვა მეორე ვაის და როდის დასრულდება ის? ბ) ვის ხედავს იოანე?

      მეორე გამანადგურებელმა ვაიმ დააწყლულა ქრისტიანული სამყარო და მისი წინამძღოლები, „ადამიანების მესამედი“, და ცხადი გახადა, რომ ისინი სულიერად მკვდრები არიან (გამოცხადება 9:15). იოანეს ალბათ აინტერესებს, რა მოჰყვება მესამე ვაის, მაგრამ ჯერ ამის დრო არ დამდგარა; მეორე ვაი მხოლოდ გამოცხადების 11:14-ში დასრულდება. მანამდე კი იოანემ ის მოვლენები უნდა იხილოს, რომლებშიც თვითონაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. იოანეს თვალწინ შიშის მომგვრელი სანახაობა იშლება:

      2 „ვიხილე ციდან ჩამომავალი სხვა ძლიერი ანგელოზი, ღრუბლით შემოსილი, თავზე ცისარტყელა ჰქონდა, სახე მზეს მიუგავდა, ფეხები კი — ცეცხლის სვეტებს“ (გამოცხადება 10:1).

      3. ა) ვინ არის „ძლიერი ანგელოზი“? ბ) რას განასახიერებს ცისარტყელა ანგელოზის თავზე?

      3 ვინ არის ეს „ძლიერი ანგელოზი“? როგორც ჩანს, ის განდიდებული იესო ქრისტეა. ის ღრუბლითაა შემოსილი, რაც იესოს შესახებ იოანეს ადრე წარმოთქმულ სიტყვებს შეგვახსენებს: „აი, ის ღრუბლებით მოდის და დაინახავს მას ყოველი თვალი — ისინიც, ვინც ის განგმირა“ (გამოცხადება 1:7; შეადარეთ მათეს 17:2—5). ცისარტყელა კი, ანგელოზის თავზე, გვახსენებს იეჰოვას ტახტს, რომელიც იოანემ იხილა. ტახტის „ირგვლივ ცისარტყელა იყო, რომელიც ზურმუხტს ჰგავდა“ (გამოცხადება 4:3; შეადარეთ ეზეკიელის 1:28). ცისარტყელა განასახიერებდა სიმშვიდესა და მშვიდობას, რაც ღვთის ტახტის ირგვლივ სუფევს. მსგავსად ამისა, ცისარტყელა ანგელოზის თავზე იმის მაჩვენებელია, რომ ის მშვიდობის მაცნეა — იეჰოვას ნაწინასწარმეტყველები „მშვიდობის მთავარი“ (ესაია 9:6, 7).

      4. რისი მაჩვენებელია ის, რომ ძლიერ ანგელოზს ა) სახე მზეს მიუგავს, ბ) ფეხები — „ცეცხლის სვეტებს“?

      4 ძლიერ ანგელოზს „სახე მზეს მიუგავდა“. როდესაც იოანემ იესო ზეციერ ტაძარში იხილა, იესოს „სახე მოკაშკაშე მზეს მიუგავდა“ (გამოცხადება 1:16). იესო არის „სიმართლის მზე“, რომლის „ფრთებიდანაც იქნება განკურნება“ იეჰოვას სახელის მოშიშთათვის (მალაქია 4:2). ანგელოზს არა მხოლოდ სახე უბრწყინავს, არამედ ფეხებიც და ის „ცეცხლის სვეტებს“ მიუგავს. ანგელოზი მყარად დგას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვამ მას მისცა „მთელი ძალაუფლება ზეცაში თუ დედამიწაზე“ (მათე 28:18; გამოცხადება 1:14, 15).

      5. რა უჭირავს ხელში ძლიერ ანგელოზს?

      5 იოანე განაგრძობს: „ხელში პატარა გაშლილი გრაგნილი ეჭირა. მან მარჯვენა ფეხი ზღვას დააბიჯა, მარცხენა — მიწას“ (გამოცხადება 10:2). ეს სხვა გრაგნილია, რომელიც დაბეჭდილი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ მალე იოანესთან ერთად შევძლებთ ამაღელვებელი მოვლენების ხილვას, მაგრამ მანამდე, მოდი გავიგოთ, რა უძღვის ამ მოვლენებს წინ.

      6. ა) რატომ დგას იესო მიწაზე და ზღვაზე? ბ) ბოლომდე როდის შესრულდა ფსალმუნის 8:5—8?

      6 დავუბრუნდეთ იესოს აღწერილობას. მას ცეცხლოვანი ფეხები მიწაზე და ზღვაზე უდგას, სადაც მისი ძალაუფლება ვრცელდება, როგორც ერთ-ერთ ფსალმუნში იყო ნაწინასწარმეტყველები: „ღვთის მსგავსებზე ოდნავ დაბლა დააყენე იგი, ხოლო შემდეგ დიდებისა და სიდიადის გვირგვინი დაადგი. შენს ნახელავზე გააბატონე და ყოველივე მის ფეხქვეშ მოაქციე: ყველა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, ტრიალი მინდვრის მხეცები, ცის ფრინველები და ზღვის თევზები, ყველაფერი, რაც ზღვის ბილიკებს გადის“ (ფსალმუნი 8:5—8; იხილეთ აგრეთვე ებრაელების 2:5—9). ეს ფსალმუნი ბოლომდე შესრულდა 1914 წელს, როცა იესო ღვთის სამეფოს მეფე გახდა და ბოლო დღეები დაიწყო. სწორედ 1914 წლიდან იწყება იოანეს ხილვის შესრულება (ფსალმუნი 110:1—6; საქმეები 2:34—36; დანიელი 12:4).

      შვიდი ქუხილი

      7. როგორ ღრიალებს ძლიერი ანგელოზი და რას ნიშნავს ეს „ღრიალი“?

      7 ანგელოზის დანახვაზე ჩაფიქრებულ იოანეს სწორედ ამ ანგელოზის ხმა ესმის: „ლომივით დაიღრიალა და შვიდი ქუხილი თავ-თავისი ხმით ალაპარაკდა“ (გამოცხადება 10:3). ასეთი ძლიერი ხმა უეჭველად მიიპყრობდა იოანეს ყურადღებას. აქედან ჩანს, რომ იესო, მართლაც, „ლომია იუდას ტომიდან“ (გამოცხადება 5:5). იოანეს ეცოდინებოდა წმინდა წერილებიდან, რომ ზოგჯერ იეჰოვაც „ღრიალებს“, რაც სულიერი ისრაელის შეკრებისა და იეჰოვას გამანადგურებელი დღის მოსვლის მომასწავებელია (ოსია 11:10; იოელი 3:14, 16; ამოსი 1:2; 3:7, 8). შესაბამისად, ძლიერი ანგელოზის „ღრიალიც“ დედამიწასა და ზღვაზე მოსახდენი დიდებული მოვლენების მომასწავებელია. ეს ხმა შვიდ ქუხილს ალაპარაკებს.

      8. რას ემსახურება შვიდი ქუხილის ხმა?

      8 იოანეს გაგონილი ჰქონდა ქუხილის ხმა იეჰოვას ტახტიდან (გამოცხადება 4:5). მაგალითად, დავითის დროს ქუხილს „იეჰოვას ხმა“ ეწოდებოდა (ფსალმუნი 29:3). დედამიწაზე იესოს მსახურების დროს, როცა იეჰოვამ ზეციდან გააცხადა, რომ თავის სახელს განადიდებდა, ბევრმა თქვა, დაიქუხაო (იოანე 12:28, 29). ამიტომ ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ „შვიდი ქუხილის“ ხმით იეჰოვა თავის განზრახვებს აცხადებს. შვიდი ქუხილი იმაზე მეტყველებს, რომ, რაც იოანემ მოისმინა, სრულყოფილია.

      9. რა ბრძანებას იძლევა ხმა ზეციდან?

      9 კიდევ ერთხელ ისმის ხმა და იოანეს, ცოტა არ იყოს, უცნაურ ბრძანებას აძლევს: «როცა შვიდი ქუხილი ლაპარაკობდა, დაწერა დავაპირე, მაგრამ გავიგონე ხმა ციდან: „ბეჭედი დაადე შვიდი ქუხილის მიერ ნათქვამს და ნუ დაწერ“ » (გამოცხადება 10:4). იოანე ალბათ გულისყურით ისმენდა ქუხილით გაცხადებულ ცნობებს, რათა ჩაეწერა ისინი. იოანეს კლასიც მოუთმენლად ელის იმ დროს, როცა იეჰოვა ხალხს თავის განზრახვებს გაუმჟღავნებს; იეჰოვა კი თავის განზრახვებს მხოლოდ დანიშნულ დროს აცხადებს (ლუკა 12:42; იხილეთ დანიელის 12:8, 9).

      წმინდა საიდუმლოს დასრულება

      10. ვის იფიცებს და რას იფიცებს ძლიერი ანგელოზი?

      10 იეჰოვას იოანესთვის კიდევ ერთი დავალება აქვს. შვიდი ქუხილის შემდეგ ძლიერი ანგელოზი კვლავ ალაპარაკდა: «ანგელოზმა, რომელიც ზღვასა და მიწაზე მდგომი ვიხილე, მარჯვენა ხელი ცისკენ აღაპყრო, დაიფიცა მარადიულად ცოცხალი, ის, ვინც შექმნა ცა და ყოველივე, რაც მასშია, დედამიწა და ყოველივე, რაც მასშია, ზღვა და ყოველივე, რაც მასშია, და თქვა: „აღარ დაყოვნდება“ » (გამოცხადება 10:5, 6). ვის იფიცებს ძლიერი ანგელოზი? განდიდებული იესო იფიცებს არა თავის თავს, არამედ უზენაეს ხელისუფალს, იეჰოვას, ცისა და დედამიწის უკვდავ შემოქმედს (ესაია 45:12, 18). ანგელოზი ფიცით არწმუნებს იოანეს, რომ ღმერთი აღარ დააყოვნებს.

      11, 12. ა) რა იგულისხმება ფრაზაში „აღარ დაყოვნდება“? ბ) რა სრულდება?

      11 დაყოვნებად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ქრონოს სიტყვასიტყვით დროს ნიშნავს. ამიტომ, ზოგიერთის აზრით, ანგელოზის სიტყვები ასე უნდა თარგმნილიყო: „დრო აღარ იქნება“, თითქოს დრო აღარ იარსებებს. მაგრამ სიტყვა ქრონოსს წინ არ უძღვის განსაზღვრული არტიკლი. ეს იმას ნიშნავს, რომ საუბარი მიდის არა ზოგადად დროზე, არამედ დროის გარკვეულ მონაკვეთზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იეჰოვა აღარ გაახანგრძლივებს დროს, ანუ აღარ დააყოვნებს. ქრონოსიდან ნაწარმოები ბერძნული ზმნა აგრეთვე გამოყენებულია ებრაელების 10:37-ში, სადაც პავლე ციტირებს აბაკუმის 2:3, 4 და ამბობს: „ის, ვინც მოდის, არ დააყოვნებს“.

      12 „აღარ დაყოვნდება“ — ეს სიტყვები მართლაც სიამოვნებს იოანეს კლასს, რომლის წევრების უმეტესობაც უკვე მოხუცებულია. რა გაგებით „აღარ დაყოვნდება“? იოანე მოგვითხრობს: „იმ დღეებში, როცა მეშვიდე ანგელოზის ხმა გაისმება, როცა ის საყვირის ჩაბერვას დააპირებს, დასრულდება ღვთის წმინდა საიდუმლო, როგორც მან ახარა თავის მონებს, წინასწარმეტყველებს“ (გამოცხადება 10:7). მოვიდა იეჰოვას დანიშნული დრო, რომ წმინდა საიდუმლო დიდებულად დასრულდეს.

      13. რას გულისხმობს ღვთის წმინდა საიდუმლო?

      13 რას გულისხმობს წმინდა საიდუმლო? წმინდა საიდუმლო ედემში აღთქმულ შთამომავლობას უკავშირდება, რომლის მთავარი წარმომადგენელიც იესო ქრისტეა (დაბადება 3:15; 1 ტიმოთე 3:16). ის აგრეთვე უკავშირდება ქალს, რომელიც „შობს“ შთამომავლობას (ესაია 54:1; გალატელები 4:26—28). წმინდა საიდუმლო ამ შთამომავლობის სხვა წარმომადგენლებსაც ეხება და იმ სამეფოსაც, სადაც ეს შთამომავლობა იმეფებს (ლუკა 8:10; ეფესოელები 3:3—9; კოლოსელები 1:26, 27; 2:2; გამოცხადება 1:5, 6). ამ უნიკალური ზეციერი სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ბოლო დღეებში მთელ მსოფლიოს უნდა ექადაგოს (მათე 24:14).

      14. რატომ უკავშირდება მესამე ვაი ღვთის სამეფოს?

      14 ეს მართლაც უბადლო ცნობაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გამოცხადების 11:14, 15-ში მესამე ვაი სწორედ ზეციერ სამეფოს უკავშირდება. რატომ? იმიტომ, რომ ღვთის წმინდა საიდუმლოს დასრულების ანუ ღვთის სამეფოს დამყარების შესახებ სასიხარულო ცნობა ვაის ნიშნავს სატანის ქვეყნიერების მხარდამჭერებისთვის (შეადარეთ 2 კორინთელების 2:16). ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნიერება, რომელიც მათ ასე ხიბლავთ, მალე განადგურდება. რაც უფრო ახლოვდება იეჰოვას შურისძიების დიდი დღე, მით უფრო ძლიერდება ავის მომასწავებელი შვიდი ქუხილის ხმა (სოფონია 1:14—18).

      გაშლილი გრაგნილი

      15. რას ეუბნებოდნენ იოანეს ზეციდან მომავალი ხმა და ძლიერი ანგელოზი, და რა იგრძნო იოანემ?

      15 სანამ იოანე მეშვიდე საყვირის ჩაბერვასა და ღვთის წმინდა საიდუმლოს დასრულებას ელოდება, მას კიდევ ერთი დავალება ეძლევა: «ხმა, რომელიც ციდან გავიგონე, კვლავ მეუბნებოდა: „წადი, აიღე გაშლილი გრაგნილი, ზღვასა და მიწაზე მდგომ ანგელოზს რომ უჭირავს ხელში“. წავედი ანგელოზთან და ვუთხარი, მოეცა ჩემთვის პატარა გრაგნილი. მან კი მითხრა: „აიღე და შეჭამე, მუცელს გაგიმწარებს, მაგრამ პირში თაფლივით ტკბილი იქნება“. გამოვართვი ხელიდან ანგელოზს პატარა გრაგნილი და შევჭამე. პირში თაფლივით ტკბილი იყო, მაგრამ როცა შევჭამე, მუცელი გამიმწარდა. მეუბნებოდნენ: „კვლავ იწინასწარმეტყველე ხალხების, ერების, ენებისა და მრავალი მეფის შესახებ“ » (გამოცხადება 10:8—11).

      16. ა) რა მსგავსებაა იოანესა და ეზეკიელს შორის? ბ) რატომ ეტკბო პატარა გრაგნილი იოანეს, მაგრამ რატომ გაუმწარდა მუცელი?

      16 იოანემ თითქმის იგივე განიცადა, რაც ბაბილონში გადასახლებულმა წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა. მანაც მიიღო გრაგნილის ჭამის ბრძანება. მართალია, ეტკბო ეზეკიელს გრაგნილი პირში, მაგრამ, როცა შიგნეული გაევსო, ისრაელის ურჩი სახლის წინააღმდეგ მწარე ცნობის გაცხადება დაიწყო (ეზეკიელი 2:8—3:15). განდიდებული იესო ქრისტეს მიერ იოანესთვის მიცემულ გაშლილ გრაგნილშიც ღვთის ცნობაა ჩაწერილი. ასე რომ, იოანესაც უნდა ექადაგა „ხალხების, ერების, ენებისა და მრავალი მეფის შესახებ“. გრაგნილი იმიტომ ეტკბო იოანეს, რომ ის ღვთისგან იყო (შეადარეთ ფსალმუნის 119:103; იერემიას 15:15, 16). მუცელი კი იმიტომ გაუმწარდა ეზეკიელივით, რომ ურჩი ხალხისთვის უბედურება უნდა ეწინასწარმეტყველებინა (ფსალმუნი 145:20).

      17. ა) ვინ დაავალა იოანეს, „კვლავ“ ეწინასწარმეტყველებინა, და რას ნიშნავს ეს? ბ) როდის უნდა შესრულებულიყო იოანეს ნანახი შთამბეჭდავი ხილვა?

      17 იოანეს უეჭველად იეჰოვამ და იესო ქრისტემ დაავალეს, რომ კვლავ ეწინასწარმეტყველებინა. კუნძულ პატმოსზე გადასახლებულ იოანეს უკვე ნაწინასწარმეტყველები და ჩაწერილი ჰქონდა ხალხების, ერების, ენებისა და მეფეების შესახებ. სიტყვა „კვლავ“ იმაზე მიუთითებს, რომ იოანეს ისევ უნდა ჩაეწერა და გაეცხადებინა ის, რასაც იხილავდა. იოანე ახლა თავად მონაწილეობს ამ წინასწარმეტყველურ ხილვაში. რასაც ის იწინასწარმეტყველებს და ჩაწერს, 1914 წლის შემდეგ შესრულდება, მას მერე, რაც ძლიერი ანგელოზი მიწასა და ზღვაზე დადგება. რა მნიშვნელობა აქვს დღეს ამ შთამბეჭდავ ხილვას იოანეს კლასისთვის?

      პატარა გრაგნილი დღეს

      18. უფლის დღის დასაწყისში როგორი ინტერესით ეკიდებოდა იოანეს კლასი „გამოცხადებას“?

      18 ის, რაც იოანემ იხილა, იმაზე მეტყველებდა, უფლის დღის დასაწყისში როგორ წარიმართებოდა იოანეს კლასის საქმიანობა. მათ ბოლომდე არ ესმოდათ იეჰოვას განზრახვები, მათ შორის შვიდი ქუხილის მნიშვნელობა, მაგრამ „გამოცხადებისადმი“ ინტერესი მაინც არ განელებიათ. ჩარლზ ტეიზ რასელი, ვიდრე ცოცხალი იყო, „გამოცხადების“ მრავალ მონაკვეთს განმარტავდა. 1916 წელს, სიკვდილის შემდეგ, მისი ნაშრომების უმეტესობას თავი მოუყარეს და გამოსცეს ერთ წიგნად, სათაურით „დასრულებული საიდუმლო“. მაგრამ დრომ უჩვენა, რომ „გამოცხადების“ ასახსნელად ეს წიგნი დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა. ქრისტეს ძმებს, რომლებიც ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრობდნენ, ცოტა ხანს კიდევ უნდა მოეცადათ, სანამ ხილვების შესრულება დაიწყებოდა და ზუსტად გაიგებდნენ ღვთისგან შთაგონებული სიტყვების მნიშვნელობას.

      19. ა) როგორ იყენებდა იეჰოვა, როგორც თავად იოანეს, ისე იოანეს კლასს, სანამ შვიდი „ქუხილის ხმა“ ბოლომდე გაცხადდებოდა? ბ) როდის მიეცა იოანეს კლასს პატარა გაშლილი გრაგნილი და რას ნიშნავდა ეს მათთვის?

      19 იეჰოვა იყენებდა, როგორც თავად იოანეს, ისე იოანეს კლასს, სანამ შვიდი „ქუხილის ხმა“ ბოლომდე გაცხადდებოდა. 1914 წლამდე მთელი 40 წლის განმავლობაში ისინი გულმოდგინედ ქადაგებდნენ და თავს არ ზოგავდნენ, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს არ მოდუნებულიყვნენ. სწორედ ეს კლასი აღმოჩნდა ის მონა, რომელიც ბატონის მოსვლისას დროულად აძლევდა საზრდოს შინაურებს (მათე 24:45—47). იოანეს კლასს 1919 წელს მიეცა პატარა გაშლილი გრაგნილი, ანუ ხალხისთვის გასაცხადებელი ცნობა. მათ ეზეკიელს მიჰბაძეს და ეს ცნობა გაუცხადეს ორგულ ქრისტიანულ სამყაროს, რომელსაც თავი ღვთის მსახურად მოაქვს. იოანეს მსგავსად მათ „ხალხების, ერების, ენებისა და მრავალი მეფის შესახებაც“ უნდა ექადაგათ.

      20. რას ნიშნავდა იოანეს მიერ გრაგნილის ჭამა?

      20 იოანეს მიერ გრაგნილის ჭამა იმას ნიშნავდა, რომ იესოს ძმები მიიღებდნენ ამ ცნობის გაცხადების დავალებას. მათ ისე კარგად შეითვისეს ის, რომ დავალება ღვთის შთაგონებული სიტყვიდან მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად და მათ მასაზდროებლად იქცა. მათ უნდა გაეცხადებინათ იეჰოვას განაჩენი, რაც ბევრისთვის არასასიამოვნო იქნებოდა. ამაში „გამოცხადების“ მე-8 თავში ნაწინასწარმეტყველები წყლულების გაცხადებაც შედიოდა. მაგრამ ეს ცნობა ტკბილი იყო გულწრფელი ქრისტიანებისთვის, რადგან იცოდნენ ღვთის განაჩენი და ხედავდნენ, რომ იეჰოვა კვლავაც მათ აცხადებინებდა თავის განაჩენს (ფსალმუნი 19:9, 10).

      21. ა) როგორ ეტკბო პატარა გრაგნილში ჩაწერილი ცნობა უამრავ ხალხს? ბ) რატომ არ არის სასიხარულო ცნობა მოწინააღმდეგეთათვის სასიამოვნო?

      21 დროთა განმავლობაში ამ გრაგნილში ჩაწერილი ცნობა უამრავ ხალხსაც ეტკბო, რომლებიც „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ იყვნენ. ისინი ოხრავდნენ იმ სისაძაგლეთა გამო, რასაც ქრისტიანული სამყარო სჩადიოდა (გამოცხადება 7:9; ეზეკიელი 9:4). ეს ხალხიც გულმოდგინედ ქადაგებს სასიხარულო ცნობას და ტკბილი და მადლიანი სიტყვებით აცხადებს იმას, რასაც იეჰოვა სასწაულებრივად აკეთებს ცხვრისმაგვარი ქრისტიანების საკეთილდღეოდ (ფსალმუნი 37:11, 29; კოლოსელები 4:6). მაგრამ მოწინააღმდეგეთათვის ეს ცნობა ნამდვილად არ არის სასიამოვნო, რადგან ქვეყნიერება, რომლის იმედიც აქვთ და რომელსაც შეიძლება მართლაც მოაქვს მათთვის წუთიერი სიამოვნება, განადგურდება. ეს სასიხარულო ცნობა მათთვის უბედურების მომასწავებელია (ფილიპელები 1:27, 28; შეადარეთ მეორე კანონის 28:15; 2 კორინთელების 2:15, 16).

  • ორი მოწმის გამოცოცხლება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • თავი 25

      ორი მოწმის გამოცოცხლება

      1. რის გაკეთებას უბრძანებს ძლიერი ანგელოზი იოანეს?

      ვიდრე მეორე ვაი საბოლოოდ გადაივლიდეს, ძლიერი ანგელოზი უხმობს იოანეს, რომ მონაწილეობა მიიღოს ტაძრის შესახებ ნანახ წინასწარმეტყველურ ხილვაში (გამოცხადება 9:12; 10:1). აი რას ამბობს იოანე: «მომეცა კვერთხის მსგავსი ლერწამი და ანგელოზმა მითხრა: „ადექი და გაზომე ღვთის ტაძრის საწმინდარი, სამსხვერპლო და თაყვანისმცემლები“ » (გამოცხადება 11:1).

      ტაძრის საწმინდარი

      2. ა) რომელი ტაძრის საწმინდარი იარსებებდა ჩვენს დრომდე? ბ) ვინ არის მღვდელმთავარი ამ ტაძრის საწმინდარში და რა არის წმინდათაწმინდა?

      2 აქ მოხსენიებულ ტაძარში იერუსალიმის ტაძარი არ იგულისხმება, რადგან ის ახ. წ. 70 წელს რომაელებმა გაანადგურეს. მოციქულმა პავლემ ახსნა, რომ იერუსალიმის ტაძრის განადგურებამდე გამოჩნდა სხვა ტაძრის საწმინდარი, რომელიც ჩვენს დრომდე იარსებებდა. ეს იყო დიდებული სულიერი ტაძარი, რომლის პირველსახესაც წარმოადგენდა კარავი, მოგვიანებით კი — იერუსალიმში აგებული ტაძრები. იოანემაც სწორედ ეს „ჭეშმარიტი კარავი [ნახა], რომელიც ადამიანმა კი არა, იეჰოვამ დადგა“. მისი მღვდელმთავარი იესოა; ის პავლეს სიტყვების თანახმად უკვე „სიდიადის ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში“. ამ ტაძრის წმინდათაწმინდა არის ის ადგილი ზეცაში, სადაც თვით იეჰოვა იმყოფება (ებრაელები 8:1, 2; 9:11, 24).

      3. რისი სიმბოლო იყო: ა) კარვის ფარდა, რომელიც წმინდათაწმინდას წმინდა ადგილისგან ყოფდა? ბ) ცხოველური შესაწირავები? გ) კარვის სამსხვერპლო?

      3 მოციქული პავლე გვიხსნის, რომ კარვის ფარდა, რომელიც წმინდათაწმინდას წმიდა ადგილისგან ყოფს, იესოს სხეულის სიმბოლოა. როცა იესომ მსხვერპლად გაიღო თავისი სიცოცხლე, ეს ფარდა ორად გაიხა, რაც იმის მაჩვენებელი იყო, რომ იესოს თავისი სხეული ხელს აღარ შეუშლიდა ზეცაში, იეჰოვას სამყოფელში შესასვლელად. ცხებულ მღვდლებს, სიკვდილამდე მის მორჩილებსა და ერთგულებს, იესოს მიერ გაღებული მსხვერპლი თავის დროზე ზეცაში მოხვედრის საშუალებას აძლევს (მათე 27:50, 51; ებრაელები 9:3; 10:19, 20). როგორც პავლე აღნიშნავს, ცხოველური შესაწირავები, რომლებიც კარავში მუდმივად მიჰქონდათ, იმის მაჩვენებელი იყო, რომ იესო ერთხელ და სამუდამოდ გაიღებდა მსხვერპლად თავის სრულყოფილ ადამიანურ სიცოცხლეს. ეზოში მდგარი სამსხვერპლო წარმოადგენდა იმას, რასაც იეჰოვა თავისი ნებისამებრ გააკეთებდა იესოს მსხვერპლის მისაღებად, რომელიც მან გაიღო მრავალთათვის, როგორც ცხებულთათვის, ისე სხვა ცხვრისთვის, რომლებიც „მოუთმენლად ელიან ხსნას მისგან“ (ებრაელები 9:28; 10:9, 10; იოანე 10:16).

      4. რას განასახიერებს: ა) წმინდა ადგილი? ბ) შიდა ეზო?

      4 ღვთისგან შთაგონებული ცნობებიდან ვასკვნით, რომ კარვის წმინდა ადგილი განასახიერებს იმ სიწმინდეს, რომლითაც დედამიწაზე ყოფნისას გამოირჩეოდნენ, პირველ რიგში, იესო ქრისტე, შემდეგ კი 144 000 ცხებული, სამეფო სამღვდელოების წევრები, ვიდრე ფარდის მიღმა გავიდოდნენ (ებრაელები 6:19, 20; 1 პეტრე 2:9). აქედან კარგად ჩანს, რომ ღმერთმა ისინი ისევე აღიარა სულიერ შვილებად, როგორც ახ. წ. 29 წელს, ნათლობის შემდეგ მდინარე იორდანიდან ამოსული იესო (ლუკა 3:22; რომაელები 8:15). რას წარმოადგენს შიდა ეზო, კარვის ერთადერთი ნაწილი, რისი დანახვაც შეეძლოთ არასამღვდელო კლასის წარმომადგენელ ისრაელებს, და სადაც შესაწირავებს სწირავდნენ? ეს წარმოადგენს იესოს სრულყოფილებას, რამაც საშუალება მისცა, თავი გაეწირა კაცობრიობისთვის. ამაში ისიც იგულისხმება, რომ დედამიწაზე მცხოვრები წმინდები მართლებად არიან აღიარებული, რაც იესოს მსხვერპლმა გახადა შესაძლებელიa (რომაელები 1:7; 5:1).

      ტაძრის საწმინდრის გაზომვა

      5. ებრაული წერილების მიხედვით რას ნიშნავდა: ა) იერუსალიმის გაზომვა? ბ) ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ტაძრის გაზომვა?

      5 იოანეს ანგელოზმა უბრძანა, რომ გაეზომა ღვთის ტაძრის საწმინდარი, სამსხვერპლო და თაყვანისმცემლები. რას ნიშნავდა ეს? ებრაულ წერილებში ჩაწერილ წინასწარმეტყველებებში გაზომვა იმის გარანტია იყო, რომ სამართალი იეჰოვას სამართლიანი ნორმების გათვალისწინებით აღსრულდებოდა. ბოროტი მეფის, მენაშეს დროს იერუსალიმის გაზომვა იმის მაჩვენებელი იყო, რომ ქალაქს განადგურება არ ასცდებოდა (2 მეფეები 21:13; გოდება 2:8). იერუსალიმის გაზომვა, რაც მოგვიანებით იერემიამაც ნახა, უკვე იმაზე მიუთითებდა, რომ ქალაქი აღდგებოდა (იერემია 31:39; აგრეთვე იხილეთ ზაქარიას 2:2—8). მსგავსად ამისა, ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ტაძრის დეტალური გაზომვა ბაბილონში გადასახლებული იუდეველებისთვის იმის გარანტია იყო, რომ მათ სამშობლოში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღდგებოდა. ამას ისიც უნდა შეეხსენებინა შემცოდველი ისრაელებისთვის, რომ ღვთის წმინდა ნორმებით უნდა ეცხოვრათ (ეზეკიელი 40:3, 4; 43:10).

      6. რისი მაჩვენებელი იყო ბრძანება, რომ იოანეს გაეზომა ტაძრის საწმინდარი და იქ მომსახურე მღვდლები? ახსენით.

      6 ამგვარად, იოანესთვის მიცემული ბრძანება, რომ გაეზომა ტაძრის საწმინდარი და იქ მომსახურე მღვდლები, იმის მაჩვენებელი იყო, რომ ხელს ვერაფერი შეუშლიდა იეჰოვას განზრახვების შესრულებას, რომლებიც ეხებოდა როგორც ტაძარს, ისე მათ, ვისაც ტაძართან ჰქონდა კავშირი. ეს იმაზეც მიუთითებდა, რომ ღვთის განზრახვები მალე შესრულდებოდა. ახლა, როცა ყველაფერი იეჰოვას ძლიერი ანგელოზის ფეხქვეშ მოექცა, დროა, რომ „იეჰოვას სახლის მთა“ „განმტკიცდეს მთების მწვერვალებს ზემოთ“ (ესაია 2:2—4). განდგომილი ქრისტიანული სამყაროს საუკუნოვანი ბატონობის შემდეგ, იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობა უნდა განდიდდეს. მოვიდა იესოს ერთგული დახოცილი ძმების აღდგენისა და წმინდათაწმიდაში შესვლის დრო (დანიელი 9:24; 1 თესალონიკელები 4:14—16; გამოცხადება 6:11; 14:4). „ჩვენი ღვთის მონათაგან“, რომლებიც დედამიწაზე არიან, ბოლო ბეჭედდასმულები ღვთიური ნორმებით უნდა „გაიზომონ“. ისინი, როგორც ღვთის სულითცხებული ძეები, უნდა შეესაბამებოდნენ მათთვის დადგენილ მოთხოვნებს, ვინც მარადიულად დაიმკვიდრებს ტაძარს. იოანეს კლასს დღეს კარგად ესმის ეს წმინდა ნორმები და მზად არის, შეესაბამებოდეს მათ (გამოცხადება 7:1—3; მათე 13:41, 42; ეფესოელები 1:13, 14; შეადარეთ რომაელების 11:20).

      ეზოს გათელვა

      7. ა) რატომ აუკრძალეს იოანეს ეზოს გაზომვა? ბ) როდის ითელებოდა ფეხით წმინდა ქალაქი 42 თვის განმავლობაში? გ) როგორ აჩვენა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებამ, რომ ვერ შეძლო იეჰოვას სამართლიანი ნორმების დაცვა 42 თვის განმავლობაში?

      7 რატომ აუკრძალეს იოანეს ეზოს გაზომვა? ის გვეუბნება: „ეზო კი, რომელიც ტაძრის საწმინდრის გარეთ არის, გამოტოვე და არ გაზომო, რადგან ის უცხოტომელებს მიეცა. ისინი ფეხით გათელავენ წმინდა ქალაქს ორმოცდაორ თვეს“ (გამოცხადება 11:2). როგორც აღვნიშნეთ, შიდა ეზო დედამიწაზე მყოფი სულითცხებული ქრისტიანების მართლად აღიარებას ნიშნავს. მოგვიანებით გავიგებთ, რომ აქ საუბარია პირდაპირი გაგებით 42 თვეზე, რომელიც 1914 წლის დეკემბრიდან 1918 წლის ივნისამდე გრძელდება, როცა ყველა, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებდა, მკაცრად უნდა გამოცდილიყო. დაიცავდნენ ისინი იეჰოვას სამართლიან ნორმებს ომიანობის წლებში? უმეტესობამ ვერ შეძლო ეს. მთლიანობაში ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებამ ნაციონალიზმი ღვთის კანონების მორჩილებაზე წინ დააყენა. ომი ძირითადად ქრისტიანულ ქვეყნებს შორის მიმდინარეობდა. სამღვდელოება ორივე მხარეს მოუწოდებდა, სანგრებში განლაგებულიყვნენ. მილიონობით ადამიანი დაიღუპა. 1918 წელს, როცა გასამართლება ღვთის სახლიდან დაიწყო, შეერთებული შტატებიც ჩაება ამ სისხლის ღვრაში. მთელი ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებას ბრალი დაედო სისხლის ღვრაში. ის დაღვრილი სისხლი დღემდე ღვთის შურისძიებას ითხოვს (1 პეტრე 4:17). სამღვდელოება ერთხელ და სამუდამოდ იქნა უარყოფილი (ესაია 59:1—3, 7, 8; იერემია 19:3, 4).

      8. პირველი მსოფლიო ომის დროს რა სირთულეს ხვდებოდნენ ბიბლიის მკვლევარები და რა არ ესმოდათ მათ ბოლომდე?

      8 რა შეიძლება ითქვას ბიბლიის მკვლევარების პატარა ჯგუფზე? „გაზომეს“ თუ არა ისინი 1914 წელსვე, რათა ცხადი გამხდარიყო, შეესაბამებოდნენ თუ არა ღვთის ნორმებს? არა. ქრისტიანული სამყაროს ეგრეთ წოდებული ქრისტიანების მსგავსად, ისინიც უნდა გამოცდილიყვნენ. ისინი ‘გამოტოვებულნი იყვნენ და უცხოტომელებს მიეცნენ’ მკაცრი გამოცდისა და დევნისთვის. მრავალი მათგანი ხვდებოდა, რომ არ უნდა მოეკლა მოძმე, მაგრამ მათ ბოლომდე არ ესმოდათ ქრისტიანული ნეიტრალიტეტის მნიშვნელობა (მიქა 4:3; იოანე 17:14, 16; 1 იოანე 3:15). ერების მხრიდან ზეწოლის გამო ზოგი დათმობაზე წავიდა.

      9. რომელია ერების მიერ ფეხით გათელილი წმინდა ქალაქი და ვინ არიან ამ ქალაქის წარმომადგენლები დედამიწაზე?

      9 რა გაგებით გაითელა წმინდა ქალაქი ერების ფეხქვეშ? ნათელია, წმინდა ქალაქში არ იგულისხმება იერუსალიმი, რომელიც გამოცხადების დაწერამდე 25 წლით ადრე განადგურდა. წმინდა ქალაქი ახალი იერუსალიმია, რაც „გამოცხადების“ ბოლოს არის მოხსენიებული. ამჟამად ამ ქალაქის წარმომადგენლები დედამიწაზე ტაძრის შიდა ეზოში მყოფი დარჩენილი ცხებული ქრისტიანები არიან. თავის დროზე ისინიც წმინდა ქალაქის ნაწილი გახდებიან. ამგვარად მათი ფეხით გათელვა წმინდა ქალაქის გათელვის ტოლფასია (გამოცხადება 21:2, 9—21).

      ორი მოწმე

      10. რა უნდა გაეკეთებინათ იეჰოვას ერთგულ მოწმეებს გათელვის დროს?

      10 გათელვის დროს ეს მსახურები კვლავაც იეჰოვას ერთგულ მოწმეებად რჩებიან. წინასწარმეტყველება ასე გრძელდება: « „ჩემს ორ მოწმეს ათას ორას სამოცი დღის განმავლობაში ვაწინასწარმეტყველებინებ ჯვალოთი შემოსილებს“. ისინი წარმოდგენილნი არიან ორი ზეთისხილის ხით და ორი სალამპრით და დედამიწის უფლის წინაშე დგანან» (გამოცხადება 11:3, 4).

      11. რას ნიშნავდა ერთგული ცხებული ქრისტიანებისთვის ჯვალოთი წინასწარმეტყველება?

      11 ამ ერთგულ ცხებულ ქრისტიანებს მოთმინება ესაჭიროებოდათ, რადგან მათ „ჯვალოთი“ მოუწევდათ წინასწარმეტყველება. რას ნიშნავს ეს? ბიბლიურ დროში ჯვალო, ხშირ შემთხვევაში, მწუხარების ნიშანი იყო. ჯვალოს ტარება იმას მიანიშნებდა, რომ ადამიანი დამწუხრებული და დადარდიანებული იყო (დაბადება 37:34; იობი 16:15, 16; ეზეკიელი 27:31). ჯვალო უკავშირდებოდა უბედურების მომასწავებელ იმ სამწუხარო ცნობებს, რაც ღვთის წინასწარმეტყველებს უნდა გაეცხადებინათ (ესაია 3:8, 24—26; იერემია 48:37; 49:3). ჯვალოს ისინიც ატარებდნენ, ვინც ღვთის გაფრთხილებისამებრ თავს დაიმდაბლებდა და მოინანიებდა (იონა 3:5). ორი მოწმის მიერ ჯვალოს ტარება, როგორც ჩანს, იმის მაჩვენებელია, რომ თავმდაბლობით ითმენდნენ და აცხადებდნენ იეჰოვას განაჩენს. ეს მოწმეები აცხადებდნენ ერების დამამწუხრებელი შურისძიების დღის შესახებ (მეორე კანონი 32:41—43).

      12. რატომ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით ის რიცხვი, რომლითაც წმინდა ქალაქის ფეხით გათელვის დროა ნაჩვენები?

      12 იოანეს კლასს ეს ცნობა დადგენილი დროის განმავლობაში, 1260 დღეს, იგივე 42 თვეს, უნდა ექადაგა, ანუ ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც წმინდა ქალაქის ფეხით გათელვას დასჭირდებოდა. როგორც ჩანს, დროის ეს მონაკვეთი პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, რადგან ორნაირად — დღეებითა და თვეებით, არის მოხსენიებული. გარდა ამისა, უფლის დღის დასაწყისში იყო დროის სამნახევარწლიანი განსაკუთრებული მონაკვეთი, როცა ღვთის ხალხის მიერ გადატანილი სირთულეები შეესაბამებოდა ამ წინასწარმეტყველებაში აღწერილს. ეს პერიოდი დაიწყო 1914 წლის დეკემბრიდან და 1918 წლის ივნისამდე გაგრძელდა (გამოცხადება 1:10). მათ „ჯვალოთი შემოსილებს“ უნდა გაეცხადებინათ ის განაჩენი, რომელიც იეჰოვამ ქრისტიანულ სამყაროსა და ქვეყნიერებას გამოუტანა.

      13. ა) რას ნიშნავს ის, რომ ცხებული ქრისტიანები ორი მოწმით არიან წარმოდგენილი? ბ) ზაქარიას რომელ წინასწარმეტყველებას გვაგონებს იოანეს მიერ ორი მოწმის შედარება „ორ ზეთისხილის ხესა და ორ სალამპრესთან“?

      13 ის ფაქტი, რომ ცხებულები ორი მოწმით არიან წარმოდგენილი იმას გვიდასტურებს, რომ მათი ცნობა ზუსტი და საფუძვლიანია (შეადარეთ მეორე კანონის 17:6; იოანეს 8:17, 18). იოანე მათ უწოდებს „ორ ზეთისხილის ხეს და ორ სალამპრეს“ და ამბობს, რომ ისინი „დედამიწის უფლის წინაშე დგანან“. აქ აშკარად ჩანს კავშირი ზაქარიას წინასწარმეტყველებასთან. მან იხილა შვიდლამპრიანი სალამპრე და ორი ზეთისხილის ხე. ზეთისხილის ხეები, როგორც ნათქვამი იყო, წარმოადგენდნენ „ორ ცხებულს“, ანუ „მთელი დედამიწის უფლის გვერდით მდგომ“ გამგებელ ზერუბაბელსა და მღვდელმთავარ იეჰოშუას (ზაქარია 4:1—3, 14).

      14. ა) რას ნიშნავდა ზაქარიას ხილვაში ორი ზეთისხილის ხე და სალამპრე? ბ) რა მდგომარეობაში იქნებოდნენ ცხებული ქრისტიანები პირველი მსოფლიო ომის დროს?

      14 ზაქარია განახლების პერიოდში ცხოვრობდა. მისი ხილვა ორ ზეთისხილის ხეზე იმას ნიშნავდა, რომ ზერუბაბელი და იეჰოშუა იეჰოვას სულით იქნებოდნენ კურთხეულნი და ხალხს სამუშაოს შესასრულებლად ძალას შემატებდნენ. სალამპრის ხილვამ ზაქარიას შეახსენა, რომ უმნიშვნელოდ არ ჩაეთვალა „მცირე წამოწყების დღე“, რადგან იეჰოვას განზრახვები შესრულდებოდა როგორც თავად ლაშქართა ღმერთმა იეჰოვამ თქვა: „არც ჯარითა და არც ძლიერებით, არამედ ჩემი სულით“ (ზაქარია 4:6, 10; 8:9). ქრისტიანების პატარა ჯგუფი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ჭეშმარიტების ნათელს ჰფენდა კაცობრიობას, მსგავს განახლებაში მიიღებდა მონაწილეობას. ისინიც გაამხნევებდნენ ხალხს, და რადგან ცოტანი იყვნენ, ისწავლიდნენ იეჰოვას ძალაზე მინდობას და უმნიშვნელოდ არ ჩათვლიდნენ „მცირე წამოწყების დღეს“.

      15. ა) კიდევ რას მოგვაგონებს ცხებული ქრისტიანების ორ მოწმესთან შედარება? ახსენით. ბ) რა ნიშნების მოხდენის უნარი აქვს ორ მოწმეს?

      15 ის, რომ ცხებულები ორ მოწმედ არიან აღწერილი, იესოს გარდაქმნის ხილვას მოგვაგონებს. ამ ხილვაში სამმა მოციქულმა იესო მეფური დიდებით იხილა. მის გვერდით მოსე და ელია იყვნენ. ეს ხილვა იმის მომასწავებელი იყო, რომ იესო თავის დიდებულ ტახტზე დაჯდებოდა 1914 წელს იმ საქმის შესასრულებლად, რომელიც ამ ორი წინასწარმეტყველით იყო წარმოდგენილი (მათე 17:1—3). გასაკვირი არ არის, რომ ორი მოწმე ახდენს ნიშნებს, რომლებიც მოსესა და ელიას მიერ მოხდენილ ნიშნებს მოგვაგონებს. მაგალითად, იოანე მათზე ამბობს: „თუ ვინმეს უნდა, რომ ავნოს მათ, ცეცხლი გამოდის მათი პირიდან და შთანთქავს მათ მტრებს. და თუ ვინმე მოინდომებს, რომ ავნოს მათ, ამგვარად უნდა მოიკლას. ისინი უფლებამოსილნი არიან, ჩაკეტონ ცა, რათა წვიმა არ მოვიდეს მათი წინასწარმეტყველების დღეებში“ (გამოცხადება 11:5, 6ა).

      16. ა) რითი გვახსენებს ცეცხლოვანი ნიშანი იმ დროს, როცა ზოგიერთმა ისრაელმა მოსეს ძალაუფლება ეჭვქვეშ დააყენა? ბ) როგორ უყურებდა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება ბიბლიის მკვლევარებს, როგორ უქმნიდა მათ სირთულეებს პირველი მსოფლიო ომის დროს, და რითი უპასუხეს ამას ბიბლიის მკვლევარებმა?

      16 ეს ყოველივე გვახსენებს დროს, როცა ზოგიერთმა ისრაელმა მოსეს ძალაუფლება ეჭვქვეშ დააყენა. ამ წინასწარმეტყველმა ცეცხლოვანი სიტყვებით გამოაცხადა განაჩენი. იეჰოვამ გაანადგურა აჯანყებულები; მათგან 250 კაცი ზეციდან ჩამოსულმა ცეცხლმა შთანთქა (რიცხვები 16:1—7, 28—35). მსგავსად ამისა, ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები არაფრად აგდებდნენ ბიბლიის მკვლევარებს, რადგან სასულიერო სემინარიები არ ჰქონდათ დამთავრებული. ღვთის მოწმეებს თავიანთი უფლებამოსილების დასადასტურებლად უფრო საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდათ. ეს იყო თვინიერი ხალხი, რომელიც გამოეხმაურა წმინდა წერილებში ჩაწერილ ცნობას (2 კორინთელები 3:2, 3). 1917 წელს ბიბლიის მკვლევარებმა გამოსცეს წიგნი სახელწოდებით „დასრულებული საიდუმლო“, რომელშიც დამაფიქრებელი კომენტარები უკეთდებოდა წიგნებს „გამოცხადებასა“ და „ეზეკიელს“. ამას მოჰყვა ოთხგვერდიანი „ბიბლიის მკვლევარების ყოველთვიური ტრაქტატის“ 10 000 000 ეგზემპლარის გავრცელება. ამ ტრაქტატის წამყვანი სტატიის სათაური იყო „ბაბილონის დაცემა. რატომ უნდა დაიტანჯოს ქრისტიანული სამყარო. რა გამოსავალი არსებობს“. შეერთებულ შტატებში გაღიზიანებულმა სამღვდელოებამ ომით გამოწვეული არეულობა ამ წიგნის აკრძალვის მიზნით გამოიყენა. სხვა ქვეყნებში წიგნი ცენზურას დაექვემდებარა. მიუხედავად ამისა, ღვთის მსახურებმა გამოსცეს „ცეცხლოვანი“ ოთხგვერდიანი ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ“. უფლის დღის განმავლობაში გამოიცა სხვა პუბლიკაციებიც, რომლებიც ამხელდა ქრისტიანული სამყაროს სულიერ დაცემას (შეადარეთ იერემიას 5:14).

      17. ა) ელიას დროს რამ გამოიწვია გვალვა და ცეცხლი? ბ) როგორ გამოვიდა ცეცხლი ორი მოწმის პირიდან და რა იყო ნაგულისხმევი გვალვაში?

      17 როგორ უკავშირდება ეს ხილვა ელიას? ისრაელის მეფეების მმართველობის დროს, ელიამ გვალვა იწინასწარმეტყველა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ იეჰოვა ბაალის თაყვანისმცემელ ისრაელებს ურისხდებოდა. გვალვა სამ-ნახევარი წელიწადი გაგრძელდა (1 მეფეები 17:1; 18:41—45; ლუკა 4:25; იაკობი 5:17). მოგვიანებით, როცა ორგულმა მეფე ახაზიამ მეომრები გაგზავნა ელიას მოსაყვანად, წინასწარმეტყველმა ცეცხლს მოუხმო ზეციდან, რომ შთაენთქა ისინი. მხოლოდ მაშინ დათანხმდა ელია მეფესთან წასვლაზე, როცა ჯარის სარდალმა დააფასა ის როგორც წინასწარმეტყველი (2 მეფეები 1:5—16). მსგავსად ამისა, 1914—1918 წლებში დარჩენილი ცხებულები გაბედულად ამახვილებდნენ ყურადღებას ქრისტიანულ სამყაროში არსებულ სულიერ გვალვაზე და ყველას აფრთხილებდნენ „იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის“ ცეცხლოვანი განაჩენის შესახებ (მალაქია 4:1, 5; ამოსი 8:11).

      18. ა) რა ძალაუფლება აქვს „ორ მოწმეს“ და რითი ჰგავს ეს მოსეს ძალაუფლებას? ბ) როგორ ამხელდა „ორი მოწმე“ ქრისტიანულ სამყაროს?

      18 იოანე აგრძელებს საუბარს ორ მოწმეზე: „უფლებამოსილნი არიან, წყალი სისხლად აქციონ და ყველანაირი წყლული შეჰყარონ დედამიწას, როცა კი მოისურვებენ“ (გამოცხადება 11:6ბ). ფარაონის დასარწმუნებლად, რომ გაეშვა ისრაელები, იეჰოვამ მოსეს ხელით ათი სასჯელი დაატეხა მჩაგვრელ ეგვიპტეს. ერთ-ერთი სასჯელი წყლის სისხლად გადაქცევა იყო. საუკუნეების შემდეგ ფილისტიმელებს, ისრაელის მტრებს, კარგად ახსოვდათ, რა დამართა იეჰოვამ ეგვიპტეს, ამიტომ ყვიროდნენ: „ვინ გვიხსნის დიდებული ღვთის ხელიდან? ეს ის ღმერთია, რომელმაც ყველანაირად გვემა ეგვიპტე უდაბნოში“ (1 სამუელი 4:8; ფსალმუნი 105:29). მოსე განასახიერებდა იესოს, რომელსაც ჰქონდა უფლება, ღვთის განაჩენი გამოეცხადებინა იმ დროს მცხოვრები რელიგიური წინამძღოლებისთვის (მათე 23:13; 28:18; საქმეები 3:22). პირველი მსოფლიო ომის დროს ქრისტეს ძმები ანუ „ორი მოწმე“ ამხელდა იმ „წყლის“ მომაკვდინებელ თვისებებს, რომელსაც ქრისტიანული სამყარო ასმევდა თავის სამწყსოს.

      „ორ მოწმეს“ კლავენ

      19. „გამოცხადების“ თანახმად, რა მოხდა, როცა „ორმა მოწმემ“ დამოწმება დაასრულა?

      19 იმდენად მკაცრი იყო ქრისტიანული სამყაროს სასჯელი, რომ 42 თვის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც „ორი მოწმე“ „ჯვალოთი“ ქადაგებდა, ქრისტიანულმა სამყარომ მათ დასახოცად თავისი ძალაუფლება გამოიყენა. იოანე წერდა: „როცა დაამთავრებენ დამოწმებას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება მათ, სძლევს და დახოცავს. მათი გვამები დიდი ქალაქის მთავარ ქუჩაზე ეყრება. ამ ქალაქს, სადაც მათი უფალიც გააკრეს ბოძზე, სულიერი გაგებით, სოდომი და ეგვიპტე ჰქვია. ხალხები, ტომები, ენები და ერები უყურებენ მათ გვამებს სამ-ნახევარი დღე და არ დაამარხვინებენ გვამებს სამარხში. დედამიწის მკვიდრნი ხარობენ მათი სიკვდილის გამო და მხიარულობენ, ერთმანეთს ძღვენს გაუგზავნიან, რადგან ეს ორი წინასწარმეტყველი ტანჯავდა დედამიწის მკვიდრთ“ (გამოცხადება 11:7—10).

      20. რას წარმოადგენს „უფსკრულიდან ამომავალი მხეცი“?

      20 „გამოცხადებაში“ მოყვანილი 37 შემთხვევიდან ამ მუხლში პირველად არის მოხსენიებული მხეცი. თავის დროზე ჩვენ დაწვრილებით ვისაუბრებთ ამ და სხვა მხეცებზე. ამჯერად მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ „უფსკრულიდან ამომავალი მხეცი“ სატანის მიზანს ემსახურება და მოქმედ პოლიტიკური სისტემას განასახიერებსb (შეადარეთ გამოცხადების 13:1; დანიელის 7:2, 3, 17).

      21. ა) როგორ ისარგებლეს მდგომარეობით „ორი მოწმის“ მტრებმა? ბ) რაზე მიუთითებდა ის, რომ „ორი მოწმის“ გვამი დაუმარხავი იყო? გ) როგორ უნდა განვსაზღვროთ სამ-ნახევარი დღის ხანგრძლივობა? (იხილეთ სქოლიო)

      21 ერები 1914—1918 წლებში პირველ მსოფლიო ომში იყვნენ ჩაბმული. მძლავრობდა ნაციონალისტური სულისკვეთება, რითაც 1918 წლის გაზაფხულზე „ორი მოწმის“ მტრებმა ისარგებლეს. მათ თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენეს ქვეყნის სამართლებრივი ორგანოები, რომ ბიბლიის მკვლევართაგან პასუხისმგებელი პირები ანტისახელმწიფოებრივი აგიტაციის ცრუ ბრალდებით დაეპატიმრებინათ. ბიბლიის მკვლევართა ერთგული თანამსახურები გაოგნებულები დარჩნენ. სამეფო საქმე თითქმის შეჩერდა. თითქოს ჩაკვდა სამქადაგებლო საქმიანობა. ბიბლიურ დროში დიდ სირცხვილად ითვლებოდა, თუ მკვდარს სამარხში არ დაასვენებდნენ (ფსალმუნი 79:1—3; 1 მეფეები 13:21, 22). ამგვარად, „ორი მოწმის“ დაუმარხავად დატოვება მათ შერცხვენას ნიშნავდა. პალესტინის ცხელ კლიმატში გარეთ დატოვებული გვამი სამ-ნახევარ დღეში ნამდვილად აყროლდებოდაc (შეადარეთ იოანეს 11:39). წინასწარმეტყველებაში აღწერილი ეს დეტალი მიუთითებს სირცხვილზე, რისი ატანაც „ორ მოწმეს“ მოუწევდა. ზემოხსენებულ დაპატიმრებულ ძმებს საქმის გასაჩივრებისას თავდებით გათავისუფლებაზეც კი უარი უთხრეს. ისინი იმდენ ხანს „ეყარნენ“, რომ „აყროლდნენ“ „დიდი ქალაქის“ მკვიდრთა თვალწინ. რას განასახიერებდა „დიდი ქალაქი“?

      22. ა) რა არის დიდი ქალაქი? ბ) პრესა სამღვდელოებასთან ერთად რა სიხარულით შეხვდა „ორი მოწმის“ დადუმებას? (იხილეთ ჩარჩო)

      22 იოანე გვეხმარება ამის უკეთ გაგებაში. ის ამბობს, რომ იესო იქ გააკრეს ბოძზე. ჩვენ მაშინვე იერუსალიმი გვახსენდება. იოანე იმასაც ამბობს, რომ ამ დიდ ქალაქს სოდომი და ეგვიპტე ჰქვია. იერუსალიმს უწმინდურების გამო ერთხელ უკვე ეწოდა სოდომი (ესაია 1:8—10; შეადარეთ ეზეკიელის 16:49, 53—58). ეგვიპტე კი, როგორც პირველი მსოფლიო მპყრობელი, ზოგჯერ ამ ქვეყნიერებას განასახიერებს (ესაია 19:1, 19; იოელი 3:19). ამგვარად, ამ დიდი ქალაქით წარმოდგენილია წაბილწული „იერუსალიმი“, რომელიც თითქოს ღმერთს ემსახურება, მაგრამ სოდომივით უწმინდური და ცოდვილია, და „ეგვიპტესავით“ სატანის ქვეყნიერების ნაწილია. ის განასახიერებს ქრისტიანულ სამყაროს, ორგული იერუსალიმის თანამედროვე ორეულს, ორგანიზაციას, რომლის წევრებიც ხარობდნენ „ორი მოწმის“ დადუმებით, რომელთა ქადაგებაც მოსვენებას უკარგავდა მათ.

      „ორი მოწმის“ აღდგომა

      23. ა) რა განიცადა „ორმა მოწმემ“ სამ-ნახევარი დღის შემდეგ და რა გავლენა მოახდინა ამან მათ მტრებზე? ბ) როდის შესრულდა გამოცხადების 11:11, 12-სა და ეზეკიელის წიგნში ჩაწერილი წინასწარმეტყველება ველზე დაყრილ ძვლებზე, რომლებსაც იეჰოვამ სუნთქვა ჩაუდგა?

      23 ღვთის ხალხის ძაგებაში სამღვდელოებას პრესაც შეუერთდა. ერთ გაზეთში ნათქვამი იყო: « „დასრულებული საიდუმლო“ დასრულდა». ეს ყველაფერი შორს იყო ჭეშმარიტებისგან! „ორი მოწმე“ მკვდარი არ დარჩენილა. ჩვენ ვკითხულობთ: «სამ-ნახევარი დღის შემდეგ შევიდა მათში სიცოცხლის სული ღვთისგან, ფეხზე დადგნენ და თავზარი დასცეს თავიანთ მხილველებს. ციდან მოისმინეს დიდი ხმა, რომელმაც უთხრა მათ: „ამოდით აქ“. ღრუბელში ავიდნენ ზეცად და მათი მტრები უყურებდნენ მათ» (გამოცხადება 11:11, 12). ამგვარად, მათაც იგივე განიცადეს, რაც ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახმა ველზე დაყრილმა ძვლებმა. იეჰოვამ სუნთქვა ჩაუდგა ამ ძვლებს და გააცოცხლა, რაც იმის მაჩვენებელი იყო, რომ ისრაელი ბაბილონის 70 წლიანი ტყვეობის შემდეგ ხელახლა დაიბადებოდა (ეზეკიელი 37:1—14). „ეზეკიელისა“ და „გამოცხადების“ წიგნებში ჩაწერილი ეს ორი წინასწარმეტყველება 1919 წელს შესრულდა, როცა იეჰოვამ თავის მკვდარ მოწმეებს სიცოცხლე და ძალა დაუბრუნა.

      24. როდის დაუბრუნდა სიცოცხლე „ორ მოწმეს“ და როგორ იმოქმედა ამან მათ რელიგიურ მოწინააღმდეგეებზე?

      24 მართლაც რა თავზარდამცემი იყო ეს მათი მდევნელებისთვის! გვამებს სიცოცხლე დაუბრუნდა და „ორი მოწმე“ კვლავ ამოქმედდა. ეს დიდი დარტყმა იყო სამღვდელოებისთვის, რადგან ქრისტიანები, რომლებიც მათი ბრალდებით მოხვდნენ ციხეში, კვლავ თავისუფლებით სარგებლობდნენ; მოგვიანებით მათ ყველა ბრალდება მოუხსნეს. სამღვდელოებას კიდევ უფრო დიდი თავზარი დასცა 1919 წლის სექტემბერში, სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) ჩატარებულმა ბიბლიის მკვლევართა კონგრესმა. ამ კონგრესზე საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ახალგათავისუფლებულმა პრეზიდენტმა ჯ. ფ. რუტერფორდმა კონგრესის დელეგატები წაახალისა გამოცხადების 15:2-სა და ესაიას 52:7-ზე დაფუძნებული მოხსენებით „აუწყეთ სამეფოს შესახებ“. იოანეს კლასმა კვლავ დაიწყო „წინასწარმეტყველება“, ანუ საჯაროდ ქადაგება. ისინი თანდათანობით იკრებდნენ ძალებს და უშიშრად ამხელდნენ ქრისტიანული სამყაროს თვალთმაქცობას.

      25. ა) როდის უთხრეს „ორ მოწმეს“: „ამოდით აქ“? როგორ შესრულდა ეს? ბ) როგორ შეძრა დიდი ქალაქი „ორი მოწმის“ გაცოცხლებამ?

      25 ქრისტიანული სამყარო კვლავ ცდილობდა ისეთივე წარმატებისთვის მიეღწია, როგორსაც 1918 წელს მიაღწია. ის ყველა მეთოდს იყენებდა — ბრბოს თავდასხმას, იურიდიულ მაქინაციებს, დაპატიმრებას, სიკვდილით დასჯასაც კი, მაგრამ უშედეგოდ! 1919 წლიდან „ორი მოწმის“ სულიერ სამყოფელს ვეღარ შეეხებოდა ქრისტიანული სამყარო. იმავე წელს იეჰოვამ უთხრა „ორ მოწმეს“: „ამოდით აქ“. მათ სულიერად ამაღლებულ მდგომარეობას მიაღწიეს. მტრები ხედავდნენ მათ, მაგრამ ვერაფერს აკლებდნენ. იოანე აღწერს, როგორ შეძრა დიდი ქალაქი მათმა გაცოცხლებამ: „იმავე საათს ძლიერი მიწისძვრა მოხდა და ქალაქის მეათედი დაეცა, მიწისძვრამ შვიდი ათასი კაცი შეიწირა, დანარჩენები კი შეშინდნენ და დიდება მიაგეს ზეციერ ღმერთს“ (გამოცხადება 11:13). რელიგიურ სამყაროში მართლაც დიდი არეულობა მოხდა. როცა გამოცოცხლებული ქრისტიანები კვლავ შეუდგნენ საქმეს, თითქოს მიწა შეიძრა მრავალსაუკუნოვანი ეკლესიების წინამძღოლების ფეხქვეშ. ქალაქის მეათედი ანუ შვიდი ათასი კაცი იმდენად შეძრა მომხდარმა, რომ ისინი, ასე ვთქვათ, დაიხოცნენ.

      26. ვინ არის წარმოდგენილი გამოცხადების 11:13-ში მოხსენიებული ქალაქის მეათედითა და შვიდი ათასით? ახსენით.

      26 სიტყვები „ქალაქის მეათედი“ გვახსენებს ესაიას წინასწარმეტყველებას ძველ იერუსალიმზე, რომლის მოსახლეობის მეათედიც, როგორც წმინდა შთამომავალი, უნდა გადარჩენილიყო ქალაქის განადგურების დროს (ესაია 6:13). გვახსენდება ის შემთხვევაც, როცა ელია ფიქრობდა, ისრაელში მხოლოდ მე დავრჩი ერთგულიო, თუმცა იეჰოვას სიტყვისამებრ, სინამდვილეში, კიდევ 7 000 კაცს არ მოედრიკა მუხლი ბაალის წინაშე (1 მეფეები 19:14, 18). I საუკუნეში მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ ამ 7 000 კაცით წარმოდგენილი იყო იუდეველთა დარჩენილი ნაწილი, რომელიც ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობას გამოეხმაურა (რომაელები 11:1—5). ამ ბიბლიური მუხლებიდან ვიგებთ, რომ გამოცხადების 11:13-ში მოხსენიებული შვიდი ათასი და ქალაქის მეათედი წარმოადგენს მათ, ვინც გამოეხმაურა გაცოცხლებულ „ორ მოწმეს“ და დატოვა ცოდვილი დიდი ქალაქი. ისინი, ასე ვთქვათ, დაიხოცნენ ქრისტიანული სამყაროსთვის. ისინი აღარ მიეკუთვნებიან არც ერთ ეკლესიას. ქრისტიანული სამყაროსთვის ისინი უკვე დახოცილები არიანd.

      27, 28. ა) როგორ მიაგეს დანარჩენებმა დიდება ზეციერ ღმერთს? ბ) რისი აღიარება მოუწია ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებას?

      27 მაგრამ როგორ მიაგეს დიდება ზეციერ ღმერთს ქრისტიანული სამყაროს დანარჩენმა წევრებმა? ხომ არ მიუტოვებიათ მათ განდგომილთა რელიგია და ღვთის მსახურები ხომ არ გამხდარან? ვინსენტის ნაშრომში „ახალი აღთქმის სიტყვათა განმარტებანი“ ფრაზის შესახებ „დიდება მიაგეს ზეციერ ღმერთს“ აღნიშნულია: „ეს ფრაზა გულისხმობს არა მოქცევას, მონანიებას ან მადლიერების გამოხატვას, არამედ — აღიარებას. სწორედ ამ გაგებით გამოიყენება ეს ფრაზა წმინდა წერილებში. შეადარეთ იეს. vii. 19 (სეპტუაგინტა); იოან. ix. 24; საქ. xii. 23; რომ. iv. 20“. ქრისტიანულ სამყაროს, მისდა სამწუხაროდ, მოუწია იმის აღიარება, რომ ბიბლიის მკვლევარების ღმერთმა საოცარი რამ მოახდინა, როცა ისინი ქრისტიანულ საქმიანობას დაუბრუნა.

      28 შესაძლოა, სამღვდელოებამ ეს მხოლოდ გულში აღიარა. საჯაროდ არც ერთ მათგანს არ უღიარებია „ორი მოწმის“ ღმერთი. იეჰოვას წინასწარმეტყველება, რომელიც იოანემ წარმოთქვა, გვეხმარება დავინახოთ, რა ჰქონდათ მათ გულში და როგორ დამცირდნენ 1919 წელს. იმ წლიდან, რაც შვიდი ათასმა კაცმა დატოვა ქრისტიანული სამყარო, სამწყსოს შენარჩუნების გულმოდგინე მცდელობის მიუხედავად სამღვდელოებას მოუწია იმის აღიარება, რომ იოანეს კლასის ღმერთი მათ ღმერთზე ძლიერი იყო. მომდევნო წლებში უფრო დაუფარავად აღიარეს ეს ჭეშმარიტება, როცა მათი მრევლი საგრძნობლად შემცირდა. ეს ადამიანები, ფაქტობრივად, იმეორებდნენ მათ სიტყვებს, ვინც ქარმელის მთაზე ბაალის თაყვანისმცემლებზე ელიას გამარჯვებას შეესწრო: „იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი! იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი!“ (1 მეფეები 18:39).

      29. რა ახლოვდება სწრაფად იოანეს სიტყვების თანახმად და რა ელის ქრისტიანულ სამყაროს?

      29 მაგრამ ისმინეთ, რას ამბობს იოანე: „მეორე ვაიმ გადაიარა. მესამე სწრაფად ახლოვდება“ (გამოცხადება 11:14). თუ ქრისტიანული სამყარო აქამდე მომხდარმა შეძრა, რა დაემართება, როცა მესამე ვაი გამოცხადდება, მეშვიდე ანგელოზი საყვირს დააყვირებს და ღვთის წმინდა საიდუმლო საბოლოოდ დასრულდება? (გამოცხადება 10:7)

      [სქოლიოები]

      a ამ დიდებულ სულიერ ტაძარზე დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია „იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძარი“, „საგუშაგო კოშკის“ 1996 წლის 1 ივლისის ნომერში.

      b „უფსკრული“ (ბერძნულად, აბისოს; ებრაულად, ტეჰომ) სიმბოლურად უმოქმედობის ადგილს ნიშნავს (იხილეთ გამოცხადების 9:2). პირდაპირი გაგებით ის შეიძლება ზღვასაც გულისხმობდეს. ეს ებრაული სიტყვა ხშირად ღრმა წყლად ითარგმნება (ფსალმუნი 71:20; 106:9; იონა 2:5). ამგვარად „უფსკრულიდან ამომავალი მხეცი“ იგივეა, რაც „ზღვიდან ამომავალი მხეცი“ (გამოცხადება 11:7; 13:1).

      c თუ განვიხილავთ, რა გადახდა თავს ღვთის ხალხს მაშინ, დავინახავთ, რომ თუმცა 42 თვე, როგორც ჩანს, პირდაპირი გაგებით სამ-ნახევარ წელიწადს ნიშნავს, სამ-ნახევარი დღე პირდაპირი გაგებით 84 საათიან დროის მონაკვეთს არ გულისხმობს. შესაბამისად სამ-ნახევარი დღე, რომელიც ორჯერ არის მოხსენიებული (მე-9 და მე-11 მუხლები), იმაზე მიუთითებს, რომ პირველ სამ-ნახევარწლიან პერიოდთან შედარებით ეს დრო ხანმოკლე უნდა ყოფილიყო.

      d ნახეთ, როგორ არის გამოყენებული სიტყვები „დაიხოცეთ“, „მკვდრები“ და „ცოცხლობთ“ რომაელების 6:2, 10, 11; 7:4, 6, 9-ში, გალატელების 2:19-სა და კოლოსელების 2:20; 3:3-ში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება