საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ მოვიდა ბიბლია ჩვენამდე — ნაწილი მესამე
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ოქტომბერი
    • ბირმა, 1824 წელი, მეფის ჯარისკაცებმა ეს-ესაა გაჩხრიკეს ადონირამ და ენ ჯუდსონების მისიონერთა სახლი და რაც კი იპოვეს, მათი აზრით, ფასეული, ყველაფერი წაიღეს. მაგრამ მათ გამორჩათ ყველაზე ძვირფასი განძი — ბიბლიის თარგმანის ხელნაწერი, რომელიც ენმა ჩუმად სახლის ქვეშ ჩაფლა. მთარგმნელი ადონირამი შებორკეს და კოღოებით სავსე საპატიმროში ჩასვეს; მას შპიონაჟში სდებდნენ ბრალს. სინესტე ხელნაწერს გაფუჭების საშიშროებას უქმნიდა. როგორ შეიძლებოდა მისი გადარჩენა? ენმა ხელნაწერებით გატენა ბალიში და ქმარს ციხეში გაუგზავნა. ბალიში გადარჩა და მასში ჩადებული ხელნაწერები პირველი ბირმული ბიბლიის ნაწილი გახდა.

  • როგორ მოვიდა ბიბლია ჩვენამდე — ნაწილი მესამე
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ოქტომბერი
    • მისიონერები და ბიბლიის საზოგადოება

      მრავალ ქვეყანაში 1600—1700-იანი წლები ბიბლიის კითხვის მძლავრი ზრდით აღინიშნებოდა. ამ პერიოდში ინგლისი ბიბლიის ძლიერი გავლენის ქვეშ იყო. ფაქტობრივად, ქვეყანაში თითქმის ყველას, მეფიდან დაწყებული გუთნისდედა ბიჭით დამთავრებული, აზროვნება ბიბლიური მოთხრობებითა და სწავლებებით ჰქონდა გაჟღენთილი. მაგრამ ბიბლიის გავლენა უფრო ფართოდაც გავრცელდა. იმ დროს ინგლისი სავაჭრო ზღვაოსნობისა და კოლონიების მპყრობელი იყო, ხოლო ზოგ ინგლისელს მოგზაურობისას თან მიჰქონდა ბიბლია. ამან ხელი შეუწყო ბიბლიის გავრცელების კამპანიას.

      ათას შვიდასიანი წლების დასასრულისთვის ბიბლიამ ზოგი ინგლისელი აღძრა, ეფიქრა ინგლისის იმპერიის ვრცელ ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის სულიერ ინტერესებზე. მაგრამ ეს მზრუნველობა არავითარ შემთხვევაში არ იყო საყოველთაო. ეკლესიის მრავალ მსახურს სწამდა ბედისწერის და, ამიტომ ღვთის ნებად თვლიდა, რომ ზოგი ხალხი არ გადარჩენილიყო. როცა მისიონერობის მსურველმა უილიამ კარეიმ ინდოეთში მისიონერული მოღვაწეობის წამოწყების შესახებ შთამბეჭდავი მოხსენება წარმოთქვა, ვიღაცამ საყვედურით აღსავსე ხმით დაუყვირა: „დაჯექი ახალგაზრდავ; როცა ღმერთი წარმართთა მოქცევას განიზრახავს, ის ამას შენი დახმარების გარეშეც გააკეთებს“. მიუხედავად ამისა, 1793 წელს კარეი ზღვით ინდოეთში გაემგზავრა. საოცარია; საბოლოოდ მან მთელი ბიბლია ან მისი ნაწილები ინდოეთის 35 ენაზე გადათარგმნა.

      მისიონერებს ესმოდათ, რომ მათი მთავარი იარაღი ადგილობრივ ენაზე დაწერილი ბიბლია იყო.

  • როგორ მოვიდა ბიბლია ჩვენამდე — ნაწილი მესამე
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ოქტომბერი
    • ბიბლიაში არის ძალიან ბევრი ისტორიული მოთხრობა და თვალსაჩინო მაგალითები, რომლებიც ყოველდღიურ შემთხვევებზეა დაფუძნებული. აბსტრაქტული ფილოსოფიური გამოთქმების ნაცვლად, ბიბლიაში გამოყენებული ასეთი გამოთქმები მას უფრო ადვილად სათარგმნს ხდის. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ზოგჯერ მისიონერების ადრინდელი მცდელობების შედეგი ძნელად გასაგები ან სასაცილო თარგმანები იყო. მაგალითად, ერთ-ერთმა თარგმანმა ინდოეთის გარკვეული ნაწილის მცხოვრებლებს ისეთი აზრი გადასცა, რომ ღმერთს მოცისფრო ფერი აქვს. გამოთქმაში „ზეციერი მამა“ გამოყენებული სიტყვა „ცის ფერის მქონეს“ — თვით ცას ნიშნავს.

      მთარგმნელების სირთულეების შესახებ ადონირამ ჯუდსონი 1918 წელს წერდა: „როცა ვსწავლობთ ენას, რომელზეც დედამიწის მეორე მხარეს მცხოვრები ხალხი ლაპარაკობს, რომელთა აზრებიც, ჩვენგან განსხვავებით, სულ სხვა მიმართულებით მიედინება, რომელთა გამოთქმების სტილი ამის გამო სრულებით ახალია ჩვენთვის და მათ ასოებსა და სიტყვებს მცირე მსგავსებაც კი არა აქვს რომელიმე ენასთან, რომელიც კი შვგვხვედრია; როცა არა გვაქვს ლექსიკონი ან არა გვყავს თარჯიმანი და ამ ენაში რამე მაინც უნდა ვიცოდეთ, სანამ მზად ვიქნებით ადგილობრივი მასწავლებლის დახმარების მისაღებად — აი, ეს ნიშნავს შრომას!“ და ჯუდსონის მსგავსი მთარგმნელების შრომამ დიდად შეუწყო ხელი, რომ ბიბლია მრავალი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო (იხილე მე-12 გვერდზე მოცემული სქემა).

      თარგმნის ძნელ დავალებაში ქმარს დახმარებას ენი ჯუდსონი უწევდა. მაგრამ ჯუდსონი უფრო მეტ სირთულეებს წააწყდა, ვიდრე მხოლოდ თარგმნაა. ენი მშობიარობის მოლოდინში იყო, როცა მეფის მოხელეებმა ადონირამი ციხეში წაათრიეს. ის 21 თვის განმავლობაში მტრულად განწყობილ მოხელეებს გაბედულად მიმართავდა წერილობით, რათა ქმარი გაეთავისუფლებინა. ავადმყოფობას დამატებული ეს განსაცდელი მისთვის ძალზე საზიანო იყო. ჯუდსონის გათავისუფლებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ მისი მამაცი ენი და მათი პატარა გოგონა ციებ-ცხელებისგან დაიღუპნენ. ადონირამისთვის ეს საშინელი ტრაგედია იყო. მიუხედავად ამისა, ის ღვთისგან მოელოდა ძალების აღდგენას, განაგრძო თარგმნა და 1835 წელს დაასრულა ბირმულ ენაზე ბიბლიის გადათარგმნა. ამასობაში ბიბლიასთან დაკავშირებით სხვა ტიპის დისპუტები გაჩაღდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება