საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • არ დამოკლებულა იეჰოვას ხელი
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 6. რით ჰგავს ქრისტიანული სამყარო იუდას?

      6 უსამართლობითა და ძალადობით იუდას ძლიერ ჰგავს ქრისტიანული სამყარო (იხილეთ „განდგომილი იერუსალიმი და მისი ანალოგი — ქრისტიანული სამყარო“, გვერდი 294). ორ მძვინვარე მსოფლიო ომში ეგრეთ წოდებული ქრისტიანული სახელმწიფოები იყვნენ ჩაბმული. ქრისტიანული სამყაროს რელიგიები დღემდე უძლური არიან თავიანთ წევრებს შორის არსებული ეთნიკური წმენდისა და ტომობრივი ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ (2 ტიმოთე 3:5, სსგ). მიუხედავად იმისა, რომ იესო თავის მიმდევრებს ღვთის სამეფოზე იმედის დამყარებას ასწავლიდა, ქრისტიანული სამყაროს სახელმწიფოები კვლავაც სამხედრო ძალასა და პოლიტიკურ კავშირებზე ამყარებენ იმედს (მათე 6:10). მსოფლიოში არსებული იარაღის უდიდეს ნაწილს სწორედ ქრისტიანული სამყაროს სახელმწიფოები აწარმოებენ! დიახ, როდესაც ქრისტიანული სამყარო მომავლის იმედს ადამიანის ძალასა და მის მიერ შექმნილ ორგანიზაციებზე ამყარებს, მისი ‘საესავიც ფუჭია’.

  • არ დამოკლებულა იეჰოვას ხელი
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 9. რატომ ვერ მიაღწევენ ჭეშმარიტ მშვიდობას ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები?

      9 ეს ღვთივსულიერი სიტყვები სისხლის ღვრაში ქრისტიანული სამყაროს მონაწილეობას მოგვაგონებს. ცხადია, იეჰოვა პასუხს აგებინებს მას ქრისტიანული მოძღვრების დამახინჯებისთვის! ესაიას დროინდელი იუდაელების მსგავსად, ქრისტიანულმა სამყარომ უგულებელყო ზნეობა, რადგან მის წინამძღოლებს მხოლოდ ამგვარი მოქმედება მიაჩნიათ პრაქტიკულად. ისინი მშვიდობაზე ლაპარაკობენ, მაგრამ უსამართლოდ იქცევიან. რა ორპირობაა! სანამ ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები ასე იქცევიან, ვერასდროს მიაღწევენ ჭეშმარიტ მშვიდობას. ეს წინასწარმეტყველების შემდეგი სიტყვებიდანაც ჩანს: „მშვიდობის გზები მათ არ უწყიან და მათ ბილიკებზე არ არის სამართალი; თავადვე გაიმრუდეს გზა-სავალი და მასზე მავალმა არავინ იცის მშვიდობა“ (ესაია 59:8).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება