-
ვისწრაფვით გამარჯვებისკენგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
3. ა) როგორ გაამხნევა იესომ სმირნელი ქრისტიანები? ბ) რატომ უწოდა იესომ სმირნელ ქრისტიანებს მდიდრები, მიუხედავად იმისა, რომ ღარიბები იყვნენ?
3 „ვიცი შენი გასაჭირი და სიღარიბე, თუმცა მდიდარი ხარ. ვიცი მათი მკრეხელობაც, ვინც ამბობს: იუდეველები ვართო, მაგრამ იუდეველები კი არა, სატანის სინაგოგა არიან“ (გამოცხადება 2:9).
-
-
ვისწრაფვით გამარჯვებისკენგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
4. ვინ დევნიდა სასტიკად სმირნელ ქრისტიანებს და რა უწოდა იესომ მათ მდევნელებს?
4 იესო კარგად ხედავდა, რომ სმირნელი ქრისტიანები იუდეველებისგან დიდ წინააღმდეგობას ხვდებოდნენ. იუდეველების უმეტესობა გააფთრებით ებრძოდა ქრისტიანობის გავრცელებას (საქმეები 13:44, 45; 14:19). და, აი, ახლა, იერუსალიმის დაცემიდან რამდენიმე ათწლეულის გასვლის შემდეგ, სმირნელი იუდეველები მსგავს სატანურ სულს ავლენენ. ამიტომაც უწოდა იესომ მათ „სატანის სინაგოგა“a!
-
-
ვისწრაფვით გამარჯვებისკენგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
მალევე უფლის დღის დაწყებისთანავე იეჰოვას ხალხი — მცირერიცხოვანი საერთაშორისო საძმო — გაამხნევა იესოს სიტყვებმა, რომლებითაც მან სმირნელ ქრისტიანებს მიმართა (გამოცხადება 1:10). 1879 წლიდან მოყოლებული ისინი ღრმად იკვლევდნენ ღვთის სიტყვას, რათა ის სულიერი სიმდიდრე, რომელსაც იქიდან იხვეჭდნენ, სხვებისთვისაც უხვად გაეზიარებინათ. მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს ისინი ძლიერ სიძულვილსა და წინააღმდეგობას შეხვდნენ იმიტომ, რომ არ ჩაებნენ ომის ციებ-ცხელებაში, და უშიშრად ამხელდნენ ქრისტიანულ სამყაროს. ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლების წაქეზებით გამოწვეულმა დევნამ პიკს 1918 წელს მიაღწია, რაც იუდეველების მიერ სმირნელი ქრისტიანების დევნას მოგვაგონებს.
8 ამერიკის შეერთებულ შტატებში დევნის ტალღამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა 1918 წლის 22 ივნისს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ახალარჩეული პრეზიდენტი ჯოზეფ რუტერფორდი შვიდ თანამოაზრესთან ერთად ციხეში ჩასვეს და მათგან უმეტესობას ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რამდენიმე თვის შემდეგ ისინი თავდებით გაათავისუფლეს. 1919 წლის 14 მაისს კი სააპელაციო სასამართლომ გააუქმა მათ წინააღმდეგ გამოტანილი არაერთი დაუსაბუთებელი განაჩენი; სასამართლო საქმის წარმოებისას 130 შეცდომა იყო დაშვებული. კათოლიკე მოსამართლე მანტონი, წმინდა გრიგოლ დიდის ორდენის კავალერი, რომელმაც 1918 წელს უარი განაცხადა ამ ქრისტიანების თავდებით გათავისუფლებაზე, მოგვიანებით, 1939 წელს, ორი წლით დააპატიმრეს და 10 000 აშშ დოლარით დააჯარიმეს, რადგან მექრთამეობისა და გამომძალველობის ექვს შემთხვევაში ედებოდა ბრალი.
9. როგორ ეპყრობოდა ნაცისტურ გერმანიაში ჰიტლერი იეჰოვას მოწმეებს და როგორ რეაგირებდა ამაზე სამღვდელოება?
9 გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დროს ჰიტლერმა აკრძალა იეჰოვას მოწმეების სამქადაგებლო საქმიანობა. წლების განმავლობაში ათასობით იეჰოვას მოწმეს ყრიდნენ საკონცენტრაციო ბანაკებსა და ციხეებში, სადაც მრავალი მათგანი იღუპებოდა. ორასამდე ახალგაზრდა კი, რომლებმაც უარი თქვეს ჰიტლერის არმიაში მსახურებაზე, სიკვდილით დასაჯეს. ამას მხარს უჭერდა სამღვდელოება. ეს კარგად ჩანს ერთი კათოლიკე მღვდლის სიტყვებიდან, რომლებიც დაიბეჭდა 1938 წლის 29 მაისის გაზეთში „გერმანიის გზა“. მან თქვა: «მთელ დედამიწაზე ერთადერთ ქვეყანაში არიან აკრძალული ეგრეთ წოდებული. . . ბიბლიის მკვლევარები [იეჰოვას მოწმეები]. ეს გერმანიაა! . . როცა ადოლფ ჰიტლერი მოვიდა ხელისუფლებაში და გერმანელმა კათოლიკე ეპისკოპოსებმა მასაც მიმართეს თხოვნით, ჰიტლერმა განაცხადა: „ეს ეგრეთ წოდებული ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარები [იეჰოვას მოწმეები] მართლაც შფოთის ამტეხები არიან. . . მე მათ ნამდვილ თაღლითებად მივიჩნევ; მე ვერ ავიტან, რომ გერმანელ კათოლიკებს ასეთ შეურაცხყოფას აყენებდეს ვიღაც ამერიკელი მოსამართლე რუტერფორდი. მე გავწყვეტ [იეჰოვას მოწმეებს] გერმანიაში“ ». ამაზე მღვდელმა შესძახა: „ბრავო!“
-