საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ორგულობის შედეგები
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • 23. რა ემართება ბოლოს შებნას და რის სწავლა შეგვიძლია მისი მაგალითიდან?

      23 რა ემართება შებნას? ჩვენ არ ვიცით, როგორ შესრულდა მასზე ესაიას 22:18-ში მოცემული წინასწარმეტყველება. საკუთარი თავის განდიდებითა და შემდეგ შერცხვენით შებნა ქრისტიანულ სამყაროს ჰგავს, მაგრამ ის, როგორც ჩანს, გამოასწორა სასჯელმა, რითაც ძლიერ განსხვავდება ქრისტიანული სამყაროსგან. როდესაც აშურელი რაბშაკე იერუსალიმის დანებებას ითხოვს, ხიზკიაჰუს ახალი განმგებელი, ელიაკიმი, წინ მიუძღვის მის შესახვედრად წასულ კაცებს. ამჟამად შებნა მასთან ერთად არის, როგორც მეფის მწერალი. ჩანს, ის კვლავაც მეფის სამსახურშია (ესაია 36:2, 22).

  • ორგულობის შედეგები
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • თავკერძა განმგებელი

      16, 17. ა) ვინ იღებს ამჯერად გამაფრთხილებელ ცნობას იეჰოვასგან და რატომ? ბ) რა დაემართება შებნას თავისივე ეგოისტური მისწრაფებების გამო?

      16 ორგული ხალხის შემდეგ წინასწარმეტყველი ორგულ კაცზე ამახვილებს ყურადღებას. ის წერს: «ასე თქვა მეუფემ, ცაბაოთ უფალმა: ადექი, მიდი მაგ კარისკაცთან [„განმგებელთან“, აქ], შებნასთან, სასახლეს რომ განაგებს; აქ რა გესაქმება, აქ ვინა გყავს, აქ რომ ითხრი სამარეს? მაღალზე გაუჭრია საფლავი, კლდეში გამოუკვეთავს განსასვენებელი» (ესაია 22:15, 16).

      17 შებნა, სასახლის განმგებელი, ალბათ, მეფე ხიზკიაჰუს სამეფო კარზე მსახურობს. მას საპასუხისმგებლო საქმე აკისრია, როგორც მეფის შემდგომ მეორე კაცს სამეფოში და ამიტომაც ბევრი მოეთხოვება (1 კორინთელთა 4:2). მაგრამ იმის მაგივრად, რომ საერო საქმეებით იყოს დაკავებული, შებნა მხოლოდ საკუთარ დიდებაზე ფიქრობს. მას მეფის საკადრისი დიდებული სამარე მოუმზადებია თავისთვის, რომელიც კლდეში გამოუკვეთავს. იეჰოვა ხედავს ამას და ესაიას აღძრავს, გააფრთხილოს ეს ორგული განმგებელი: «აჰა, დაგამხობს [„გაგტყორცნის“, აქ] უფალი ძლიერი დამხობით [„ტყორცნით“, აქ] და დაგჭმუჭნის, როგორც გორგალს გორგლად დაგგორგლავს, ბურთივით გაგაგორებს ვრცელ მიწაზე. იქ მოკვდები და იქ იქნება შენი დიდების ეტლები — შენი ბატონის სახლის თავსლაფი! გადაგაყენებ შენი სამსახურიდან და გადავარდები შენი ადგილიდან» (ესაია 22:17—19). ეგოიზმის გამო შებნას ჩვეულებრივი სამარეც კი არ ექნება იერუსალიმში. ის ბურთივით გაიტყორცნება შორეულ ქვეყანაში, რომ იქ მოკვდეს. შებნას მაგალითი გამაფრთხილებელი ცნობაა ყველასთვის, ვისაც ღვთის ხალხს შორის აქვს დაკისრებული გარკვეული პასუხისმგებლობები. ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ყოველგვარი უფლებამოსილების დაკარგვა და, შესაძლებელია, ასეთი საქციელის მქონე ადამიანის მოკვეთაც მოჰყვეს.

      18. ვინ შეცვლის შებნას და რას ნიშნავს, რომ ის შეიმოსება შებნას სამოსლით და დავითის სახლის გასაღებს მიიღებს?

      18 როგორ დაკარგავს შებნა ძალაუფლებას? ესაიას პირით იეჰოვა ამბობს: „იმ დღეს მოვუხმობ ჩემს მორჩილს ელიაკიმს, ხილკიაჰუს ძეს. და შენი შესამოსელით შევმოსავ, შენს სარტყელს შემოვარტყამ და ხელში ჩავაბარებ შენს ძალაუფლებას. ის იქნება მამა იერუსალიმის მკვიდრთათვის და იუდას სახლისთვის. მხარზე გადავკიდებ დავითის სახლის გასაღებს და მის გაღებულს ვერავინ დაკეტავს; დაკეტავს და ვერავინ გააღებს“ (ესაია 22:20—22). შებნას ელიაკიმი შეცვლის, ის შეიმოსება განმგებლის შესამოსლით და დავითის სახლის გასაღებს მიიღებს. ბიბლიაში სიტყვა „გასაღები“ უფლებამოსილებას, მმართველობას ან ძალაუფლებას აღნიშნავს (შეადარეთ მათე 16:19). ძველ დროში მეფის მრჩეველს, რომელსაც გასაღებები ჰქონდა მინდობილი, შეიძლება სასახლის დარბაზების ზედამხედველობა ჰქონოდა დაკისრებული და მისსავე მოვალეობაში ყოფილიყო სამეფო კარზე მსახურებისთვის ხალხის შერჩევა (შეადარეთ გამოცხადება 3:7, 8). ასე რომ, განმგებელი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და ამიტომაც ბევრი მოეთხოვება ნებისმიერს, ვისაც ეს პასუხისმგებლობა აქვს მინდობილი (ლუკა 12:48). შებნა შეიძლება უნარიანი განმგებელია, მაგრამ ის ორგულია, რის გამოც იეჰოვა სხვისით შეცვლის მას.

      ორი სიმბოლური სამსჭვალი

      19, 20. ა) რა მხრივ იქნება კურთხევა ელიაკიმი თავისი ხალხისთვის? ბ) რა დაემართება ყველას, ვინც შებნას მხარეზე დარჩება?

      19 ბოლოს იეჰოვა სიმბოლურად აღწერს, როგორ გადავა ძალაუფლება შებნას ხელიდან ელიაკიმის ხელში. ის ამბობს: „სამსჭვალივით ჩავარჭობ [ელიაკიმს] მყარ ადგილზე და მამამისის სახლის დიდების ტახტად შეიქნება. მასზე ჩამოკიდებენ მამამისის სახლის მთელს დიდებას — მოდგმას და მონაშენს, ყველა მცირე ჭურჭელს თასიდან ყოველ ქოთნამდე. იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, მოირყევა მყარ ადგილზე ჩარჭობილი სამსჭვალი [შებნა], გადატყდება და ჩამოვარდება, და მოსწყდება ტვირთი, ზედ რომ აწევს, რადგან უფალმა ბრძანა“ (ესაია 22:23—25).

      20 ამ მუხლებში მოხსენიებული პირველი სამსჭვალი ელიაკიმია, რომელიც თავისი მამის, ხილკიას, სახლის „დიდების ტახტად“ იქცევა. შებნასგან განსხვავებით, ის არ შეარცხვენს თავისი მამის სახლს. ელიაკიმი მყარი საყრდენი იქნება ჭურჭლეულისთვის, ანუ სამეფო კარის სხვა მსახურთათვის (2 ტიმოთე 2:20, 21). მეორე სამსჭვალი კი შებნაა. ის ერთი შეხედვით მტკიცედ დგას, მაგრამ მისი დაცემა გარდაუვალია. იგივე მოელის ყველას, ვინც მის მხარეს დარჩება.

      21. ვინ იქნა შეცვლილი შებნას მსგავსად ჩვენს დროში, რატომ და ვისით შეცვალა ღმერთმა ის?

      21 შებნას მაგალითი გვახსენებს, რომ ის, ვინც თავს ღვთის მსახურად აცხადებს და მსახურებაში გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებს, სხვების მომსახურებასა და იეჰოვას განდიდებას უნდა ცდილობდეს. მათ ბოროტად არ უნდა გამოიყენონ თავიანთი მდგომარეობა პირადი გამორჩენისა და საკუთარი თავის აღზევებისთვის. მაგალითად, ქრისტიანული სამყარო დიდი ხანია თავს აცხადებს ღვთის მიერ დადგენილ განმგებლად — იესო ქრისტეს წარმომადგენლად დედამიწაზე. მაგრამ როგორც შებნამ შეურაცხყო თავისი მამა საკუთარი თავის განდიდებით, ისე ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებმა შეურაცხყვეს შემოქმედი სიმდიდრის მოხვეჭითა და ძალაუფლების მოპოვებით. ამიტომაც 1918 წელს, როდესაც „ღვთის სახლიდან“ განკითხვა დაიწყო, იეჰოვამ უარყო ქრისტიანული სამყარო. ამ დროიდან ახალი —„ერთგული და გონიერი“ — განმგებელი გამოჩნდა, რომელიც იესოს მთელ მიწიერ სახლეულზე იქნა დაყენებული (1 პეტრე 4:17; ლუკა 12:42—44).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება