საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yc გაკ. 13 გვ. 28-29
  • ტიმოთეს სხვების დახმარება სურდა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ტიმოთეს სხვების დახმარება სურდა
  • ასწავლეთ შვილებს
  • მსგავსი მასალა
  • ტიმოთე მზად იყო, გულმოდგინედ ემსახურა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • პავლე და ტიმოთე
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • ტიმოთე — „ჭეშმარიტი შვილი რწმენაში“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • „ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
იხილეთ მეტი
ასწავლეთ შვილებს
yc გაკ. 13 გვ. 28-29
პატარა ტიმოთეს დედა ევნიკე და ბებია ლოისი ასწავლის

გაკვეთილი 13

ტიმოთეს სხვების დახმარება სურდა

ახალგაზრდა ტიმოთე სიხარულით ეხმარებოდა სხვებს. სხვების დასახმარებლად ის ბევრს მოგზაურობდა. სწორედ ამის გამო მას ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. გინდა, მეტი გაიგო მის შესახებ? ~

დედა და ბებია ტიმოთეს იეჰოვას შესახებ ასწავლიდნენ

ტიმოთე ქალაქ ლისტრაში გაიზარდა. მისი ბებია ლოისი და დედა ევნიკე პატარაობიდანვე ასწავლიდნენ იეჰოვას შესახებ. უკვე მოზრდილ ტიმოთეს კი თავად სურდა, დახმარებოდა სხვებს, ესწავლათ იეჰოვას შესახებ.

ტიმოთე ახალგაზრდა იყო, როდესაც პავლემ შესთავაზა, სხვადასხვა ქალაქებში ერთად ემსახურათ. ტიმოთეც დათანხმდა. ის მზად იყო წასულიყო და სხვებს დახმარებოდა.

ტიმოთე პავლესთან ერთად მაკედონიის ქალაქ თესალონიკეში გაემგზავრა. იქ ჩასასვლელად მათ ფეხით გრძელი გზა გაიარეს, შემდეგ კი გემით იმგზავრეს. თესალონიკეში ისინი ბევრს დაეხმარნენ, გაეცნოთ იეჰოვა. თუმცა ზოგიერთი გაბრაზდა მათზე, რის გამოც მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ამიტომ პავლემ და ტიმოთემ გადაწყვიტეს, სხვაგან გაეგრძელებინათ ქადაგება.

ტიმოთე მოციქულ პავლესთან ერთად ნავით მოგზაურობს

ტიმოთეს ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა

რამდენიმე თვის შემდეგ, პავლემ ტიმოთეს სთხოვა, რომ დაბრუნებულიყო თესალონიკეში და მოენახულებინა ძმები. ტიმოთეს გაბედულება სჭირდებოდა ამ დავალების შესასრულებლად, რადგან ამ ქალაქში ჩასვლა მისთვის სახიფათო იყო. მიუხედავად ამისა ის წავიდა ძმების მოსანახულებლად, რადგან აღელვებდა მათი მდგომარეობა. მან პავლეს კარგი ამბავი ჩაუტანა — თესალონიკელი ძმები ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას.

ტიმოთე პავლესთან ერთად მრავალი წელი მსახურობდა. პავლემ ტიმოთეს შესახებ ისიც კი დაწერა, რომ კრებების დასახმარებლად მასზე უკეთესს ვერავის გაგზავნიდა. ტიმოთეს ძალიან უყვარდა იეჰოვაც და ადამიანებიც.

შენც გიყვარს ადამიანები და გინდა, დაეხმარო მათ, გაიცნონ იეჰოვა? ~ თუ კი, მაშინ ტიმოთეს მსგავსად შენც საინტერესო და ბედნიერი ცხოვრება გექნება.

წაიკითხე შენს ბიბლიაში

  • 2 ტიმოთე 1:5; 3:15

  • საქმეები 16:1—5; 17:1—10

  • 1 თესალონიკელები 3:2—7

  • ფილიპელები 2:19—22

კითხვები:

  • სად გაიზარდა ტიმოთე?

  • უნდოდა ტიმოთეს პავლესთან ერთად მოგზაურობა? რატომ?

  • რატომ დაბრუნდა ტიმოთე თესალონიკეში?

  • როგორ შეგიძლია ტიმოთეს მსგავსად შენც გქონდეს საინტერესო და ბედნიერი ცხოვრება?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება