საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w04 8/15 გვ. 30-31
  • მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა შეკითხვები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • მსგავსი მასალა
  • „არცერთი თქვენგანი არ დაიღუპება“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
  • მალტა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • პავლე რომში ხომალდით მიჰყავთ
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2019
  • კავდა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
w04 8/15 გვ. 30-31

მკითხველთა შეკითხვები

ზოგის მტკიცების თანახმად, ხომალდი, რომლითაც პავლე მგზავრობდა, სიცილიის სამხრეთით მდებარე კუნძულ მალტაზე კი არ დაიმსხვრა, არამედ სხვა კუნძულზე. სინამდვილეში სად მოხდა ეს?

ახლახან გამოითქვა ასეთი მოსაზრება, რომ ხომალდი, რომლითაც პავლე მგზავრობდა, დაიმსხვრა არა კუნძულ მალტაზე, არამედ კუნძულ კეფალინიაზე — იონიის ზღვაში, საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე კუნძულ კორფუსთან ახლოს. ღვთის სიტყვა მოგვითხრობს, რომ პატიმრობაში მყოფმა პავლემ, რომელიც რომაელი ასისთავის, იულიუსის, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, სხვა ჯარისკაცებთან და თანამსახურებთან ერთად კესარია დატოვა. როგორც რუკაზეა ნაჩვენები, მათ ხომალდით გაიარეს სიდონი და მირა. შემდეგ გადასხდნენ ალექსანდრიიდან (ეგვიპტე) მიმავალ მარცვლეულით დატვირთულ გემზე და დასავლეთით კნიდოსისკენ გაემართნენ. მათ ვერ შეძლეს თავიანთი მარშრუტის განხორციელება — ეგეოსის ზღვით გვერდი აეარათ საბერძნეთისთვის და ჩასულიყვნენ რომში. ძლიერმა ქარმა ისინი სამხრეთით, კუნძულ კრეტისკენ წაიყვანა, რომლის სანაპიროსაც მათ თავი შეაფარეს. ისინი გაჩერდნენ ადგილას, სახელწოდებით „კეთილი ნავსაყუდელი“. კრეტიდან გამოსვლის შემდეგ ამოვარდა „ევროკლიდონად წოდებული ქარბორბალა“, რომელმაც „გაიტაცა“ მარცვლეულით დატვირთული ხომალდი. ის ‘ზღვაში დაცურავდა’ 14 დღის განმავლობაში. საბოლოოდ, ხომალდი დაიმსხვრა და მასზე მყოფი 276 გადარჩენილი გადავიდა კუნძულზე, რომელსაც წმინდა წერილების ბერძნულ ტექსტში „მელიტე“ ეწოდება (საქმეები 27:1—28:1).

სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა კუნძულ „მელიტეს“ შესახებ. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ის იყო კუნძული Melite Illyrica, რომელიც დღეს ცნობილია მლეტის სახელით. ეს კუნძული მდებარეობს ხორვატიის სანაპიროსთან ადრიატიკის ზღვაში. თუმცა ეს ნაკლებად სარწმუნოა, რადგან მლეტი ჩრდილოეთით მდებარეობს და არ შეესაბამება პავლეს შემდგომ მარშრუტს: ის ჩავიდა სირაკუსეში (სიცილია) და შემდეგ გაემგზავრა იტალიის დასავლეთ სანაპიროსკენ (საქმეები 28:11—13).

ბიბლიის მთარგმნელთა უმეტესობამ დაასკვნა, რომ „მელიტე“ არის კუნძული Melite Africanus, რომელიც დღეს ცნობილია როგორც მალტა. გემი, რომლითაც პავლე მგზავრობდა, ბოლოს გაჩერდა „კეთილ ნავსაყუდელში“ კრეტაზე. შემდეგ ქარიშხალმა ისინი გარიყა დასავლეთით, კუნძულ კავდისკენ და მრავალი დღის განმავლობაში ატარა. სრულიად ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ქარიშხალი გემს წაიყვანდა უფრო შორს დასავლეთით და ის კუნძულ მალტის მახლობლად აღმოჩნდებოდა.

ძლიერი ქარის და „დინების მიმართულებისა და სიჩქარის“ გათვალისწინებით კანიბერმა და ჰაუსონმა თავიანთ წიგნში „წმინდა პავლეს ცხოვრება და ეპისტოლეები“ აღნიშნეს: „მანძილი კავდასა და მალტას შორის 770 კმ-ზე ოდნავ მცირეა. როგორც ჩანს, წარმოუდგენელია — მიწა, რომელსაც მეზღვაურებმა ‘მე-14 ღამეს’ მიაღწიეს, მალტის გარდა სხვა ადგილი იყოს. უდავოა, რომ ეს იყო მალტა“.

თუმცა სხვადასხვა ვარაუდები არსებობს, მალტაზე ხომალდის დამსხვრევა, როგორც ეს ნაჩვენებია თანდართულ რუკაზე, ეთანხმება ბიბლიურ ცნობას.

[რუკა⁄სურათი 31 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

იერუსალიმი

კესარეა

სიდონი

მირა

კნიდოსი

კრეტა

კავდა

მალტა

სიცილია

სირაკუსე

რომი

მლეტი

საბერძნეთი

კეფალინია

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება