საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ვისკენ გაქვთ მზერა მიპყრობილი?
    საგუშაგო კოშკი — 2018 | ივლისი
    • 9. რა მითითება მიიღო მოსემ, მაგრამ როგორ მოიქცა ის? (იხილეთ სურათი მე-12 გვერდზე)

      9 რა რეაქცია ჰქონდა მოსეს ამ ხალხის ურჩობაზე? მან მზერა კვლავ იეჰოვასკენ მიაპყრო და მისგან ითხოვა ხელმძღვანელობა. თუმცა ამჯერად იეჰოვას არ უთქვამს მოსესთვის, რომ კლდისთვის დაეკრა ჯოხი. ღმერთმა მას დაავალა, აეღო თავისი ჯოხი, შეეკრიბა ხალხი და მათ თვალწინ კლდისთვის ეთქვა, რომ წყალი მიეცა (რიცხ. 20:6—8). თუმცა მოსეს კლდისთვის არაფერი უთქვამს. პირიქით, ხალხს გაცხარებულმა მიმართა: „მომისმინეთ, ურჩებო! გადმოგიდინოთ ამ კლდიდან წყალი?“. ამ სიტყვების შემდეგ მოსემ ერთხელ კი არა, „ორჯერ დაჰკრა ჯოხი კლდეს“ (რიცხ. 20:10, 11).

  • ვისკენ გაქვთ მზერა მიპყრობილი?
    საგუშაგო კოშკი — 2018 | ივლისი
    • მოსეს ურჩობა

      12. კიდევ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მოსესა და აარონზე იეჰოვას განრისხების მიზეზი?

      12 არსებობს კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი, თუ რატომ განურისხდა იეჰოვა მოსესა და აარონს. ყურადღება მიაქციეთ, რა უთხრა მოსემ ხალხს: „გადმოგიდინოთ ამ კლდიდან წყალი?“. სიტყვაში „გადმოგიდინოთ“, როგორც ჩანს, მოსე თავის თავსა და აარონს გულისხმობდა. ამ სიტყვებით მოსემ უპატივცემულობა გამოავლინა იეჰოვას მიმართ, ვისი ძალითაც უნდა მომხდარიყო ეს სასწაული. ამ მოსაზრებას ადასტურებს ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „აღაშფოთეს ის მერიბას წყალთან, ამიტომ მათ გამო ხელი არ მოემართა მოსეს. სული გაუმწარეს, ამიტომ დაუფიქრებლად ილაპარაკა თავისი ბაგეებით“ c (ფსალმ. 106:32, 33; რიცხ. 27:14). როგორც უნდა ყოფილიყო, მოსემ არ მიაგო იეჰოვას დიდება, რომელსაც ის იმსახურებდა. იეჰოვამ მოსეს და აარონს უთხრა: „არ დაემორჩილეთ [შენ და აარონი] ჩემს ბრძანებას მერიბას წყალთან“ (რიცხ. 20:24). ეს საკმაოდ მძიმე ცოდვა იყო.

      13. რატომ იყო იეჰოვას მიერ მოსესთვის გამოტანილი განაჩენი სწორიც და სამართლიანიც?

      13 როგორც ღვთის ხალხის წინამძღოლებს, მოსესა და აარონს უფრო მეტი მოეთხოვებოდათ (ლუკ. 12:48). წლებით ადრე იეჰოვამ ურჩობის გამო ისრაელთა ერთ თაობას ქანაანის მიწაზე შესვლის ნება არ დართო (რიცხ. 14:26—30, 34). ამიტომ ურჩობის გამო მოსესთვის გამოტანილი განაჩენი სწორიც იყო და სამართლიანიც. სხვა ურჩი ისრაელების მსგავსად, ღმერთმა არც მას მისცა აღთქმულ მიწაზე შესვლის უფლება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება