საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შეთანხმება
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • სხვა შეთანხმებები. 1) იესო ნავეს ძეს, ისრაელის თავკაცებსა და გაბაონელებს შორის დადებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც გაბაონელები ცოცხლები უნდა დაეტოვებინათ. მართალია, ისინიც დაწყევლილი ქანაანელები იყვნენ, რომლებიც ისრაელებს უნდა გაენადგურებინათ, მაგრამ ეს შეთანხმება ისრაელებს არ აძლევდა მათი სიცოცხლის ხელყოფის უფლებას; მათ წყევლა იმ გაგებით ეწიათ, რომ ისრაელის კრებულისთვის შეშის შემგროვებლები და წყლის მზიდავები გახდნენ (იეს. 9:15, 16, 23—27). 2) იესო ნავეს ძესა და ისრაელს შორის დადებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც მათ იეჰოვასთვის უნდა ემსახურათ (იეს. 24:25, 26). 3) გალაადის უხუცესებსა და იფთახს შორის მიცფაში დადებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც იფთახი გალაადელთა წინამძღოლი გახდებოდა, თუ იეჰოვა ამონელებზე გაამარჯვებინებდა (მსჯ. 11:8—11). 4) იონათანსა და დავითს შორის დადებული შეთანხმება (1სმ. 18:3; 23:18). 5) მღვდელ იეჰოიადას, კარიელ მცველთა ასისთავებსა და მალემსრბოლელთა შორის დადებული შეთანხმება (2მფ. 11:4; 2მტ. 23:1—3). 6) ისრაელსა და იეჰოვას შორის დადებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც ისრაელებს უცხოელი ცოლები უნდა გაეშვათ (ეზრ. 10:3). 7) იეჰოვას მიერ დადებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც ის თავის მსახურს ხალხებისთვის შეთანხმებად აქცევდა (ეს. 42:6; 49:8). 8) დავითსა და ისრაელის უხუცესებს შორის ხებრონში დადებული შეთანხმება (1მტ. 11:3). 9) ასას მეფობის დროს ხალხის მიერ დადებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც ისინი მთელი გულითა და სულით დაუწყებდნენ ძებნას იეჰოვას (2მტ. 15:12). 10) იოშიას მიერ დადებული შეთანხმება, რომ კანონში ჩაწერილ იეჰოვას მცნებებს დაიცავდა (2მტ. 34:31). 11) იერუსალიმში გაბატონებული „მკვეხარების“ „შეთანხმება სიკვდილთან“, რითაც ისინი თავს იტყუებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ცუდი არაფერი დაემართებოდათ (ეს. 28:14, 15, 18).

  • წყევლა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • წარღვნის შემდეგ პირველი ადამიანი, ვინც წყევლა წარმოთქვა, ნოე იყო. მან თქვა, რომ ქამის ვაჟი ქანაანი სემისა და იაფეთის მონა გახდებოდა. ეს წყევლა ფართო მასშტაბით დაახლოებით რვა საუკუნის შემდეგ შესრულდა, როცა სემიტურმა ისრაელმა ქანაანის მიწა დაიპყრო (დბ. 9:25—27). იესო ნავეს ძემ ქანაანის შთამომავალ გაბაონელებს „დაწყევლილი ხალხი“ უწოდა, რადგან ისრაელის მონები იქნებოდნენ (იეს. 9:23).

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება