საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას სიდიადე მიუწვდომელია
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 იანვარი
    • ღვთის დიდებული თვისებები

      20, 21. ა) იეჰოვას რომელ თვისებებთანაა დაკავშირებული მისი სიდიადე 144-ე ფსალმუნის მე-7—9 მუხლებში? ბ) რა გავლენას ახდენს ღვთის ზემოხსენებული თვისებები მათზე, ვისაც ღმერთი უყვარს?

      20 როგორც უკვე განვიხილეთ, 144-ე ფსალმუნის პირველ ექვს მუხლში მოცემულია საფუძვლიანი მიზეზები, რომ იეჰოვა თავისი მიუწვდომელი სიდიადისთვის განვადიდოთ. მე-7—9 მუხლებში იეჰოვას განსადიდებლად ყურადღება მის თვისებებზეა გამახვილებული. დავითი მღერის: «ხსენებას შენი მრავალი სიკეთისას [„სიკარგისას“, აქ] გამოთქვამენ, და შენს სიმართლეს უმღერებენ. გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე. კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე».

      21 დავითი უპირველესად ყურადღებას ამახვილებს იეჰოვას სიკარგესა და სიმართლეზე — თვისებებზე, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენა სატანა ეშმაკმა. რა გავლენას ახდეს ღვთის ეს თვისებები მათზე, ვისაც უყვარს ღმერთი და მის მმართველობას ემორჩილება? იეჰოვას სიკარგე და მისი სამართლიანი მმართველობა ღვთის თაყვანისმცემლებს უდიდეს სიხარულს ანიჭებს, რის გამოც ისინი ღმერთს განუწყვეტლივ განადიდებენ. იეჰოვა ‘კარგია ყველას მიმართ’. ვიმედოვნებთ, რომ ეს კიდევ ბევრს დაეხმარება, მოინანიონ და ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემლები გახდნენ, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო (საქმეები 14:15—17).

      22. როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის მსახურებს?

      22 დავითი ღვთის იმ თვისებებსაც აფასებდა, რომლებზეც იეჰოვამ თვითონ გაამახვილა ყურადღება, როდესაც «გაიარა . . . [მოსეს] წინაშე და წარმოთქვა: „უფალი, უფალი, ღმერთი შემბრალე და მოწყალე, სულგრძელი და დიდად მოწყალე, და ჭეშმარიტი“» (გამოსვლა 34:6). ამიტომაც, დავითს შეეძლო ეთქვა: „გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე“. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას სიდიადე მიუწვდომელია, ის პატივისცემით ეპყრობა თავის მიწიერ მსახურებს და მათდამი გულმოწყალებას ავლენს. ის საოცრად შემბრალეა და მზადაა, იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე მიუტევოს ცოდვილებს დანაშაული, როცა ინანიებენ. გარდა ამისა, იეჰოვა სულგრძელია. ის თავის მსახურებს შესაძლებლობას აძლევს, დაძლიონ სისუსტეები, რომლებიც მათ ხელს შეუშლიდა სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში გადასვლაში (2 პეტრე 3:9, 13, 14).

  • იეჰოვა ერთგულებასა და სიყვარულს ავლენს
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 იანვარი
    • იეჰოვა ერთგულებასა და სიყვარულს ავლენს

      ‘უფალი [„იეჰოვა“, აქ] დიდად მოწყალეა [ებრ. „ხესედ“]’ (ფსალმუნები 144:8).

      1. რამდენად მოსიყვარულეა ღმერთი?

      „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). ეს გულში ჩამწვდომი სიტყვები იმას ადასტურებს, რომ იეჰოვას მმართველობა სიყვარულზეა დაფუძნებული. იეჰოვას მიერ სიყვარულით შექმნილ მზესა და წვიმას სარგებლობა მათთვისაც კი მოაქვს, ვინც ღვთისადმი მორჩილებას არ ავლენს (მათე 5:44, 45). კაცობრიობისადმი სიყვარულიდან გამომდინარე, ღმერთი თავის მტრებსაც კი აძლევს მონანიების, მასთან დაახლოებისა და მარადიული სიცოცხლის მოპოვების შესაძლებლობას (იოანე 3:16). მაგრამ იეჰოვა მალე მიწის პირისგან აღგვის მათ, ვინც არ მოინანიებს, რათა ყველამ, ვისაც ღმერთი უყვარს, სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლით გაიხაროს (ფსალმუნები 36:9—11, 29; 2 პეტრე 3:13).

      2. როგორ სიყვარულს ავლენს იეჰოვა ერთგული თაყვანისმცემლებისადმი?

      2 თავისი თაყვანისმცემლებისადმი იეჰოვა განუწყვეტლივ ავლენს განსაკუთრებულ სიყვარულს. ასეთ სიყვარულზე მიუთითებს ებრაული სიტყვა „ხესედ“. ამ სიტყვის უფრო ზუსტი თარგმანი იქნებოდა „სიყვარულით გამოვლენილი სიკეთე“ ან „ერთგული ანუ ურყევი სიყვარული“. ძველი ისრაელის მეფე, დავითი, ძალიან აფასებდა ღვთის ამ თვისებას. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე თუ სხვებისადმი ღვთის დამოკიდებულებაზე დაფიქრების შედეგად, დავითს შეეძლო დარწმუნებით ეთქვა, რომ იეჰოვა უხვად ავლენს ასეთ სიყვარულს (ფსალმუნები 144:8).

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება