საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwbq სტატია 66
  • რას ამბობს ბიბლია ჯოჯოხეთის შესახებ?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რას ამბობს ბიბლია ჯოჯოხეთის შესახებ?
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლია გვპასუხობს:
  • მარადიული სატანჯველია ჯოჯოხეთი?
  • რას ვსწავლობთ იესოს მიერ მოყვანილი იგავიდან მდიდარი კაცისა და ლაზარეს შესახებ?
  • ღვთისგან მოწყვეტილ მდგომარეობას წარმოადგენს ჯოჯოხეთი?
  • შესაძლებელია ჯოჯოხეთისგან თავის დაღწევა?
  • ვინ მიდის ჯოჯოხეთში?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ჯოჯოხეთი ის არ ყოფილა, რაც ეგონათ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • რა არის სინამდვილეში ჯოჯოხეთი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • სინამდვილეში არსებობს თუ არა „ჯოჯოხეთი“?
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
იხილეთ მეტი
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
ijwbq სტატია 66
სურათზე ნაჩვენებია, როგორ იტანჯებიან ადამიანები ჯოჯოხეთში.

რას ამბობს ბიბლია ჯოჯოხეთის შესახებ?

ბიბლია გვპასუხობს:

ბიბლიის ქართულ თარგმანებში ბევრ ადგილას ვხვდებით სიტყვა „ჯოჯოხეთს“ (ფსალმუნი 16:10; საქმეები 2:27). როგორც თანდართული სურათიდანაც ჩანს, ბევრს სჯერა, რომ ჯოჯოხეთი ცეცხლოვანი ადგილია, სადაც ბოროტებს სჯიან. თუმცა ბიბლია სულ სხვა რამეს გვასწავლის.

ამ სტატიაშია:

  • მარადიული სატანჯველია ჯოჯოხეთი?

  • რას ვსწავლობთ იესოს მიერ მოყვანილი იგავიდან მდიდარი კაცისა და ლაზარეს შესახებ?

  • ღვთისგან მოწყვეტილ მდგომარეობას წარმოადგენს ჯოჯოხეთი?

  • შესაძლებელია ჯოჯოხეთისგან თავის დაღწევა?

  • ბიბლიური მუხლები ჯოჯოხეთის ანუ სამარის შესახებ

  • დედნისეულ ტექსტში გამოყენებული სიტყვები

  • საიდან იღებს დასაბამს მოძღვრება ჯოჯოხეთის შესახებ?

მარადიული სატანჯველია ჯოჯოხეთი?

არა. „ჯოჯოხეთად“ ნათარგმნ დედნისეულ სიტყვებში (ებრაულად „შეოლი“ და ბერძნულად „ჰადესი“), ძირითადად, იგულისხმება სამარე ანუ კაცობრიობის საერთო სამარხი. ბიბლიაში ნათქვამია, რომ სამარეში მყოფნი, ფაქტობრივად, აღარ არსებობენ.

  • მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან და, შესაბამისად, არც ტკივილს განიცდიან. ბიბლიაში ნათქვამია: „არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ“ (ეკლესიასტე 9:10, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ჯოჯოხეთში ტკივილით გამოწვეული გმინვა არ ისმის. პირიქით, ბიბლიაში წერია: „შერცხვნენ ბოროტნი და დადუმდნენ ქვესკნელში [„ჯოჯოხეთად“, მცხეთური ხელნაწერები]“ (ფსალმუნი 30:17; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა; ფსალმუნი 115:17).

  • ღმერთმა ცოდვის საზღაურად სიკვდილი დააწესა და არა ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი. ღმერთმა ადამს უთხრა, რომ ღვთის კანონის დარღვევის შემთხვევაში სიკვდილით დაისჯებოდა (დაბადება 2:17). მას ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი არ უხსენებია. მოგვიანებით, როცა ადამმა შესცოდა, ღმერთმა უთხრა: „მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი!“ (დაბადება 3:19). აქედან ჩანს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამი აღარ იარსებებდა. ღმერთს რომ ადამის ცეცხლოვან ჯოჯოხეთში გაგზავნა ჰქონოდა გადაწყვეტილი, ამის შესახებ აუცილებლად ეტყოდა მას. ღმერთს არ შეუცვლია დადგენილი სასჯელი მისი კანონების დამრღვევთათვის. ადამის შეცოდებიდან საუკუნეების შემდეგ ღვთის შთაგონებით ბიბლიაში შემდეგი სიტყვები ჩაიწერა: „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ (რომაელები 6:23). სიკვდილის შემდეგ დამატებითი სასჯელის დაწესება უსამართლობა იქნებოდა, რადგან, როგორც ბიბლიაში წერია, „ვინც მოკვდა, ცოდვისგან გათავისუფლდა“ (რომაელები 6:7).

  • მოძღვრება მარადიულ საწამებელზე შეურაცხყოფს ღმერთს (იერემია 32:35). ეს მოძღვრება აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ბიბლიაში ჩაწერილ სიტყვებთან, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). ღმერთს სურს, რომ მისი მსახურებისკენ სიყვარული აღგვძრავდეს და არა ჯოჯოხეთში მოხვედრის შიში (მათე 22:36—38).

  • ბიბლიაში ნათქვამია, რომ ჯოჯოხეთში კარგი ადამიანებიც მოხვდნენ. ბიბლიის იმ თარგმანებში, რომლებშიც გამოყენებულია სიტყვა „ჯოჯოხეთი“, ნათქვამია, რომ ღვთის ისეთი ერთგული მსახურები, როგორებიც იყვნენ იაკობი და იობი, ჯოჯოხეთში აღმოჩნდნენ (დაბადება 37:35; იობი 14:13). იესოზეც კი არის ნათქვამი, რომ სიკვდილის შემდეგ, სანამ მკვდრეთით აღდგებოდა, ჯოჯოხეთში იმყოფებოდა (საქმეები 2:31, 32). აშკარაა, როცა ბიბლიაში სიტყვა „ჯოჯოხეთია“ გამოყენებული, უბრალოდ სამარე იგულისხმება.a

რას ვსწავლობთ იესოს მიერ მოყვანილი იგავიდან მდიდარი კაცისა და ლაზარეს შესახებ?

იესოს მიერ მოყვანილი იგავი მდიდარი კაცისა და ლაზარეს შესახებ ჩაწერილია ლუკას 16:19—31-ში. როგორც ვიცით, იგავი დამრიგებლური ხასიათის მონათხრობია და უცილობელ ჭეშმარიტებას გადმოსცემს. იესოს მონათხრობიც იგავი იყო და არა ნამდვილი ამბავი (მათე 13:34). მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ვებსტატია: „ვინ იყვნენ მდიდარი და ლაზარე?“.

ღვთისგან მოწყვეტილ მდგომარეობას წარმოადგენს ჯოჯოხეთი?

არა. მოძღვრება იმის შესახებ, რომ მკვდარი ღვთისგან მოწყვეტილად გრძნობს თავს, სრულიად ეწინააღმდეგება ბიბლიაში გასაგებად ჩაწერილ სიტყვებს, რომ მკვდრებმა „არაფერი იციან“ (ფსალმუნი 146:3, 4; ეკლესიასტე 9:5).

შესაძლებელია ჯოჯოხეთისგან თავის დაღწევა?

დიახ. ბიბლიაში ცხრა შემთხვევაა ჩაწერილი, როცა ადამიანები სამარეში მოხვდნენ (ბიბლიის ზოგიერთი თარგმანის მიხედვით „ჯოჯოხეთში“) და შემდეგ გაცოცხლდნენ.b ისინი რომ საწამებელ ადგილას ყოფილიყვნენ, ამის შესახებ აუცილებლად მოყვებოდნენ და მათი მონათხრობი ბიბლიაში ჩაიწერებოდა. თუმცა ღვთის სიტყვაში მსგავსი არაფერია ნათქვამი. მიზეზი ნათელია: ისინი უგრძნობ, ღრმა ძილის მსგავს მდგომარეობაში იყვნენ (იოანე 11:11—14; 1 კორინთელები 15:3—6).

a იხილეთ ჩარჩო: „დედნისეულ ტექსტში გამოყენებული სიტყვები“.

b იხილეთ: 1 მეფეები 17:17—24; 2 მეფეები 4:32—37; 13:20, 21; მათე 28:5, 6; ლუკა 7:11—17; 8:40—56; იოანე 11:38—44; საქმეები 9:36—42; 20:7—12.

ბიბლიური მუხლები ჯოჯოხეთის ანუ სამარის შესახებ

იობი 14:13: „ნეტავ დამმალავდე სამარეში [„ქვესკნელში“, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა], გადამმალავდე შენი რისხვის დაცხრომამდე, დამიდგენდე დროს და გამიხსენებდე!“.

რას ნიშნავს ეს სიტყვები: ღვთის ერთგულ მსახურს, იობს, კარგად ესმოდა, რომ სამარეში ტკივილს ვეღარ იგრძნობდა და ღმერთს მისთვის სიცოცხლის დაბრუნება შეეძლო.

ფსალმუნი 145:20: „იეჰოვა იცავს ყველა თავის მოყვარულს, ყველა ბოროტს კი მოსპობს“.

რას ნიშნავს ეს სიტყვები: ღმერთი ბოროტებს მარადიულ საწამებელში კი არ ამყოფებს, არამედ ერთხელ და სამუდამოდ მოსპობს.

ეკლესიასტე 9:10: „არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში [„შავეთში“, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა], სადაც მიდიხარ“.

რას ნიშნავს ეს სიტყვები: სამარეში მყოფნი ვერაფერს გრძნობენ და არც იტანჯებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მუხლში ჩაწერილი სიტყვები კარგ ადამიანებსაც ეხება.

საქმეები 2:31: „წინასწარმეტყველმა თქვა ქრისტეს აღდგომისათვის, რომ არ დარჩა მისი სული ჯოჯოხეთში“ (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

რას ნიშნავს ეს სიტყვები: იესო სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში ანუ სამარეში აღმოჩნდა.

რომაელები 6:23: „ცოდვის საზღაური სიკვდილია“.

რას ნიშნავს ეს სიტყვები: ცოდვის საზღაური არის სიკვდილი და არა ჯოჯოხეთში ტანჯვა.

გამოცხადება 20:13: „სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს მკვდრები, რომლებიც იყვნენ მათში“ (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

რას ნიშნავს ეს სიტყვები: ჯოჯოხეთში ანუ სამარეში მკვდრები იმყოფებიან და აღდგომისას მათ სიცოცხლე დაუბრუნდებათ.

გამოცხადება 20:14: „სიკვდილი და ჯოჯოხეთი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში“ (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

რას ნიშნავს ეს სიტყვები: მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ჯოჯოხეთი (სამარე) დაცარიელდება და სიმბოლური გაგებით ცეცხლის ტბაში დაინთქმება ანუ სამუდამოდ განადგურდება. შესაბამისად, ადამის ცოდვის საზღაური, სიკვდილი, აღარ იარსებებს (რომაელები 5:12).

დედნისეულ ტექსტში გამოყენებული სიტყვები

როგორც ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან ჩანს, ბიბლიის ზოგიერთმა მთარგმნელმა სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე სიტყვები თარგმნა „ჯოჯოხეთად“, რაც მკითხველში დაბნეულობას იწვევს. ზოგ შემთხვევაში აშკარად ჩანს, რომ მათ განზრახ შექმნეს ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ბოროტები სიკვდილის შემდეგ მარადიულად იტანჯებიან.

  • „შეოლი“ (ებრაულად שְׁאוֹל), „ჰადესი“ (ბერძნულად ᾅδης)

    მნიშვნელობა: კაცობრიობის საერთო სამარე (ფსალმუნი 16:10; საქმეები 2:31).

    ბიბლიის ქართულ თარგმანებში ეს სიტყვები ნათარგმნია როგორც „სამარე“, „ჯოჯოხეთი“, „შავეთი“ და „ქვესკნელი“.

  • „გეენა“ (ბერძნულად γέεννα)

    მნიშვნელობა: მარადიული განადგურება (მათე 5:30)

    ბიბლიის ქართულ თარგმანებში ეს სიტყვა ნათარგმნია როგორც „გეენა“ და „ჯოჯოხეთი“.

  • „ტარტაროზი“ (ბერძნულად ταρταρόω)

    მნიშვნელობა: დემონების ანუ ბოროტი სულიერი ქმნილებების დამცირებული მდგომარეობა (2 პეტრე 2:4).

    ბიბლიის ქართულ თარგმანებში ეს სიტყვა ნათარგმნია როგორც „ტარტაროზი“ და „ჯოჯოხეთი“.

საიდან იღებს დასაბამს მოძღვრება ჯოჯოხეთის შესახებ?

წარმართული საწყისი: ძველ ეგვიპტელებს სჯეროდათ ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის არსებობის. ძვ. წ. მე-16 საუკუნით დათარიღებულ სამგლოვიარო შინაარსის ტექსტში (Book Ȧm-Ṭuat) საუბარია მათზე, ვინც „ცეცხლოვან უფსკრულში უნდა ჩაეყარათ … ისინი იქიდან თავის დაღწევას ვეღარ შეძლებდნენ“ (The Egyptian Heaven and Hell).

პირველი ქრისტიანები არ ქადაგებდნენ ჯოჯოხეთის შესახებ: „ახალ აღთქმაში არსადაა ნათქვამი, რომ პირველი ქრისტიანები ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შესახებ ქადაგებდნენ“ (A Dictionary of Christian Theology).

ბერძნული ფილოსოფიის გავლენა: „ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნის მეორე ნახევრიდან ქრისტიანებმა, რომლებიც მეტ-ნაკლებად ერკვეოდნენ ბერძნულ ფილოსოფიაში, თავიანთი მრწამსის ფილოსოფიური თეორიებით გადმოცემა მოიწადინეს. ყველაზე მეტად ისინი პლატონიზმით მოიხიბლნენ“ (ენციკლოპედია „ბრიტანიკა“). პლატონის ფილოსოფიური შეხედულებების თანახმად, ადამიანი სიკვდილის შემდეგ ცეცხლოვან ჯოჯოხეთში იტანჯებოდა. „ჯოჯოხეთზე გავრცელებულ ტრადიციულ შეხედულებებზე ბერძენ კლასიკოს ფილოსოფოსთაგან ყველაზე დიდი გავლენა პლატონმა იქონია“ (Histoire des enfers).

ჯოჯოხეთის შესახებ მოძღვრებით ადამიანთა წამებას ამართლებდნენ: ესპანური ინკვიზიციის პერიოდში ერეტიკოსებს ძელზე კიდებდნენ და წვავდნენ. ერთ წიგნში, რომელიც ესპანური ინკვიზიციის შესახებ მოგვითხრობს, ნათქვამია, რომ ინკვიზიტორების აზრით, ერეტიკოსებს უნდა „გამოეცადათ, როგორი იქნებოდა ჯოჯოხეთის მარადიულ ცეცხლში ტანჯვა“, რათა სიკვდილამდე მოენანიებინათ და ჯოჯოხეთში აღარ მოხვედრილიყვნენ (The Spanish Inquisition, ჯინ პლედი). მსგავსად მოიქცა ინგლისის დედოფალი მერი I, რომელმაც 300 პროტესტანტი დაწვა. ის მიიჩნევდა, რომ „ერეტიკოსთა სულებს მარადიულად მოუწევდათ ცეცხლოვან ჯოჯოხეთში ტანჯვა, ამიტომ სწორი იქნებოდა, თუ ღვთის მსგავსად დასჯიდა მათ და დაწვავდა“ (Universal History, ალეგზანდერ ტიტლერი).

თანამედროვე ცვლილებები: ზოგმა ქრისტიანულმა დენომინაციამ შეარბილა მოძღვრება ჯოჯოხეთის შესახებ. მოტივი, როგორც ჩანს, ის იყო, რომ მათ მრევლის გულის მოგება სურდათ და არა ცრუ მოძღვრებაზე უარის თქმა (2 ტიმოთე 4:3) პროფესორი ჯექსონ კეროლი აღნიშნავს: „ხალხს თბილი და მოსიყვარულე ღმერთი სჭირდება … ცოდვასა და დანაშაულზე საუბარი დღეს არაპოპულარულია“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება