საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სული (II)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანისა თუ ცხოველის სასიცოცხლო ძალა უპიროვნოა, აშკარაა, რომ დავითის მიერ ფსალმუნის 31:5-ში ჩაწერილი სიტყვები, რომლებიც იესომ სიკვდილის წინ გაიმეორა: „შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული“ (ლკ. 23:46), იმას ნიშნავდა, რომ მან ღმერთს ჩააბარა სასიცოცხლო ძალა (შდრ. სქ. 7:59). ამისთვის აუცილებელი არ იყო, რომ ეს ძალა პირდაპირი გაგებით ასულიყო ღვთის ზეციერ სამყოფელში. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი გრძნობდა შეწირული ცხოველების სურნელებას (დბ. 8:20, 21), მაგრამ უეჭველია, ეს სურნელება არ სცდებოდა დედამიწის ატმოსფეროს. მსგავსად, ღმერთს შეუძლია სიმბოლური გაგებით წაიღოს მისთვის მინდობილი სული ანუ სასიცოცხლო ძალა ისე, რომ დედამიწიდან ეს ძალა პირდაპირი გაგებით არსად წავიდეს (იობ. 34:14; ლკ. 23:46). ამგვარად, ღვთისთვის სულის ჩაბარება იმას ნიშნავს, რომ ადამიანს იმედი აქვს, ღმერთი აღდგომის დროს კვლავ მისცემს სასიცოცხლო ძალას (შდრ. რც. 16:22; 27:16; იობ. 12:10; ფს. 104:29, 30).

  • ჭეშმარიტება
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • იეჰოვა ჭეშმარიტების ღმერთი. იეჰოვა „ჭეშმარიტების ღმერთია“ (ფს. 31:5). ის თავის ყველა საქმეში ერთგულია. შეუძლებელია, ღმერთმა იცრუოს, ამიტომ მისი დანაპირები სანდოა (რც. 23:19; 1სმ. 15:29; ფს. 89:35; ტიტ. 1:2; ებ. 6:17, 18). ის ჭეშმარიტებით ანუ სინამდვილის შესაბამისად ასამართლებს და მასზე გარეგნული ფაქტორები არ ახდენს გავლენას (რმ. 2:2; შდრ. ინ. 7:24). ყველაფერი, რაც მისგან მომდინარეობს, წმინდა და უნაკლოა. მისი სამართალი, კანონები, მცნებები და სიტყვა ჭეშმარიტია (ნემ. 9:13; ფს. 19:9; 119:142, 151, 160), ყოველთვის სწორი და მართებულია და ყოველგვარ უმართლობასა და შეცდომას წინ ეღობება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება