საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას „თქვენს თავზე თმებიც დათვლილი“ აქვს
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 აგვისტო
    • „შენს ჭურჭელში მოათავსე ჩემი ცრემლები“

      12. საიდან ვიცით, რომ იეჰოვას ბოლომდე ესმის, რა სირთულეების ატანა უწევთ მის მსახურებს?

      12 იეჰოვა არა მარტო იცნობს თავის მსახურებს პირადად, არამედ ბოლომდე ესმის, თუ რა სირთულეების ატანა უწევს თითოეულ მათგანს. მაგალითად, როცა ისრაელებს ჩაგრავდნენ და მონებად ამუშავებდნენ, იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ხილვით ვიხილე ტანჯვა ჩემი ხალხისა, რომელიც ეგვიპტეშია, და ვისმინე მისი კვნესა აღმსრულებელთაგან, რადგან მე ვიცი მისი სატკივარი“ (გამოსვლა 3:7). გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ, როცა განსაცდელის წინაშე ვართ, იეჰოვა ხედავს ყველაფერს და ისმენს ჩვენს „კვნესას“! მისთვის ნამდვილად არ არის სულერთი ჩვენი მდგომარეობა.

      13. საიდან ჩანს, რომ იეჰოვა გრძნობს, თუ რას განიცდიან მისი მსახურები?

      13 იეჰოვა რომ ზრუნავს მათზე, ვისაც მასთან ურთიერთობა აქვს, სხვა შემთხვევაშიც კარგად გამოჩნდა ისრაელებისადმი მისი დამოკიდებულებიდან. ისრაელების ტანჯვა ხშირად მათივე სიჯიუტის შედეგი იყო, მაგრამ ესაიამ იეჰოვას შესახებ დაწერა: „მის [ისრაელი ერის] ყველა სატანჯველში თვითონაც იტანჯებოდა“ (ესაია 63:9). იეჰოვას ერთგულო მსახურებო, დარწმუნებულნი იყავით, რომ თქვენი ტკივილი იეჰოვას ტკივილია. განა არ გიბიძგებთ ეს, რომ უშიშრად შეხვდეთ სირთულეებს და მისდამი მსახურებაში კვლავაც აკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენს ძალებშია? (1 პეტრე 5:6, 7).

      14. რა ვითარებაში დაიწერა 55–ე ფსალმუნი?

      14 როგორც 55–ე ფსალმუნიდან ვხედავთ, მეფე დავითი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ზრუნავდა მასზე და გრძნობდა მის ტკივილს. ეს ფსალმუნი დავითმა მაშინ შექმნა, როცა გაურბოდა მეფე საულს, რომელსაც მისი მოკვლა სურდა. დავითმა გათს შეაფარა თავი, მაგრამ ფილისტიმელებმა იცნეს ის და შეეშინდა, არ დაეტყვევებინათ. მან დაწერა: „ჩანთქმას მითქვამენ ჩემი მტრები ყოველდღიურად, რადგან მრავალი მეომება“. ვითარება საკმაოდ სახიფათო იყო და დავითი იეჰოვას მიმართავდა. მან თქვა: «ყოველდღე ამახინჯებს ჩემს სიტყვებს [„ზიანს აყენებენ ჩემს საქმეებს“, აქ]. ბოროტია ყოველი მათი ზრახვა ჩემს მომართ» (ფსალმუნები 55:3, 6).

      15. ა) რას გულისხმობდა დავითი, როდესაც იეჰოვას სთხოვდა, მისი ცრემლები ტიკში მოეთავსებინა ან წიგნში ჩაეწერა? ბ) რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, როცა მძიმე მდგომარეობის ატანა გვიწევს?

      15 შემდეგ, როგორც ფსალმუნების 55:9–ში ვკითხულობთ, დავითი საინტერესო სიტყვებს ამბობს: «ჩემი ხეტიალი გამოთვლილი გაქვს; შენს ჭურჭელში [„ტიკში“, აქ] მოათავსე ჩემი ცრემლები! განა შენს წიგნში არ არიან ისინი?» მართლაც გულისამაჩუყებლად არის აღწერილი იეჰოვას მზრუნველობა! როდესაც მძიმე მდგომარეობაში ვართ, შეიძლება ცრემლებით ვევედრებით იეჰოვას. ეს სრულყოფილმა მამაკაცმა, იესო ქრისტემაც კი გამოსცადა (ებრაელები 5:7). დავითი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ყურადღებით ადევნებდა თვალს და იმახსოვრებდა მის მტანჯველ მდგომარეობას, — ასე ვთქვათ, მის ცრემლებს ტიკში ათავსებდა ან წიგნში იწერდაd. შეიძლება ისეთი გრძნობა გაქვთ, რომ თქვენი ცრემლები ამ ტიკს ბოლომდე აავსებს ან ასეთი წიგნის უამრავ ფურცელს დაწერს. თუ ასეა, თქვენ გაქვთ დამშვიდების მიზეზი. ბიბლია გვარწმუნებს: „ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან, და სულით მორჩილებს იხსნის“ (ფსალმუნები 33:19).

  • იეჰოვას „თქვენს თავზე თმებიც დათვლილი“ აქვს
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 აგვისტო
    • d ძველ დროს ტყავის ჭურჭლებს (ტიკებს და გუდებს) ცხვრის, თხისა და ხბოს ტყავისგან ამზადებდნენ. მათ იყენებდნენ რძის, კარაქის, ყველის ან წყლის შესანახად. ხარისხიანად დამზადებულ ტიკებში, რომლებიც უფრო კარგად იყო მზეზე გამომშრალი, ზეთს ან ღვინოს ინახავდნენ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება