საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა მიზანი აქვს წვრთნას?
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 ოქტომბერი
    • ბიბლია ამ სიტყვას სულ სხვა შუქში წარმოგვიდგენს. „უფლის დარიგებას [წვრთნას], შვილო ჩემო, ნუ შეიზიზღებ და მისი შეგონება ნუ მოგძულდება“, — დაწერა ბრძენმა მეფე სოლომონმა (იგავები 3:11). აქ ლაპარაკია არა ზოგადად წვრთნაზე, არამედ იეჰოვასგან წვრთნაზე, რაც ღვთის ამაღლებულ პრინციპებზეა დაფუძნებული. მხოლოდ ასეთ წვრთნას მოაქვს სულიერი კურთხევები და ის სასურველიც არის. ამის საპირისპიროდ, წვრთნა, რომელიც ადამიანურ აზროვნებაზეა დაფუძნებული და იეჰოვას ამაღლებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ხშირად შეურაცხმყოფელი და საზიანოა. სწორედ ამიტომ აქვს ბევრს წვრთნაზე უარყოფითი თვალსაზრისი.

      რატომ მოგვიწოდებს საღვთო წერილი, რომ მივიღოთ იეჰოვასგან წვრთნა? ბიბლიის თანახმად, ღვთიური წვრთნა ადამიანებისადმი სიყვარულის გამოვლინებაა. ამგვარად, სოლომონი განაგრძობს: „ვინც უყვარს უფალს, იმას დასჯის როგორც მამა — შვილს, თავის საქებარს!“ (იგავები 3:12).

      რა განსხვავებაა წვრთნასა და დასჯას შორის?

      ბიბლიური გაგებით, წვრთნაში ბევრი რამ შედის. კერძოდ: ხელმძღვანელობა, მითითება, სწავლება, გაკიცხვა, გამოსწორება და დასჯაც კი. თუმცა, იეჰოვას ყოველთვის სიყვარული აღძრავს წვრთნისკენ და ამას მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს სასარგებლოდ აკეთებს. წვრთნა, რომელსაც იეჰოვა მიმართავს, მხოლოდ დასჯას არ ითვალისწინებს.

  • რა მიზანი აქვს წვრთნას?
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 ოქტომბერი
    • რა მხრივ აჩვენა ამ მაგალითებმა ‘უღმერთოებს, თუ რა მოუვიდოდათ მომავალში’? თესალონიკელთა მიმართ მიწერილ წერილში პავლე აღნიშნავს, რომ ჩვენს დღეებში ღმერთი თავისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით „იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას“. პავლე დასძენს: „ისინი სასჯელად მარადიულ განადგურებას მიიღებენ“ (აქ) (2 თესალონიკელთა 1:8, 9). ცხადია, რომ ასეთი დასჯა არ ემსახურება შემცოდველის გამოსწორებას ან შეგონებას. ამისგან განსხვავებით, როცა იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს მოუწოდებს, მიიღონ ღვთიური წვრთნა, ამ დროს მოუნანიებელ შემცოდველებს არ მიმართავს.

      საყურადღებოა, რომ ბიბლია იეჰოვას, უმთავრესად, დამსჯელად არ მოიხსენიებს. პირიქით, მასში ნათქვამია, რომ ის მოსიყვარულე მასწავლებელია და მოთმინებით გვწვრთნის (იობი 36:22; ფსალმუნები 70:17;  ესაია 54:13). დიახ, ღვთიურ წვრთნას, რაც შემცოდველის გამოსწორებას ემსახურება, ყოველთვის სიყვარული და მოთმინება ახლავს თან. რადგან ქრისტიანებს სწორად ესმით წვრთნის მიზანი, ისინი ადვილად იღებენ მას და სხვების მიმართ გამოსასწორებელ ზომებსაც სათანადოდ უდგებიან.

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება