საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • თოკი, თასმა, ზონარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • გადატანითი მნიშვნელობით. შემკრებმა თქვა: „მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი“ (ეკ. 4:12). თუ სამი ნართისგან დაგრეხილ ძაფს დავშლით, ცალკეული ნართის გაწყვეტა ადვილი იქნება, მაგრამ სამმაგი ძაფი მალე არ გაწყდება. მსგავსად, ერთი აზრითა და მიზნით გაერთიანებული ღვთის მსახურები სულიერად უფრო ძლიერები არიან, რის წყალობითაც უმკლავდებიან წინააღმდეგობას. შემკრები ახალგაზრდებს მოუწოდებს, ახსოვდეთ თავიანთი შემოქმედი, ვიდრე „ვერცხლის ზონარი“ გაუწყდებათ (ეკ. 12:1, 6). სავარაუდოდ, „ვერცხლის ზონარში“ იგულისხმება ზურგის ტვინი, რომლის მძიმე დაზიანებაც სიკვდილს იწვევს.

  • ოქრო
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • წიგნ „ეკლესიასტეს“ ბრძენი დამწერი მოუწოდებს ახალგაზრდებს, ემსახურონ შემოქმედს, სანამ ძალა ერჩით, ანუ სანამ „ოქროს თასი“ დაიმსხვრევა. როგორც ჩანს, ამ სიტყვებში ის გულისხმობდა თასის ფორმის მქონე თავის ქალასა და ტვინს, რომლის დამსხვრევაც ადამიანის სიკვდილს ასიმბოლოებს (ეკ. 12:6, 7).

  • თავი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • თავის გაჭეჭყვა, გატეხა. წიგნი „ეკლესიასტე“ მხატვრულად აღგვიწერს ხანდაზმულობის შედეგებს, რაც სიკვდილით სრულდება (ეკ. 12:1—7). „ოქროს თასის დამტვრევაში“ იგულისხმება სიკვდილის დროს „თასში“ ანუ თავის ქალაში მოქცეული ტვინის ფუნქციების შეწყვეტა, ხოლო „თავის გატეხაში“ — სიკვდილი და განადგურება (ფს. 68:21; 74:13, 14). ბიბლიის პირველი წინასწარმეტყველების თანახმად (დბ. 3:15), გველი „ქალის შთამომავალს“ ქუსლს დაუგესლავდა, რის შემდეგაც ის გველს თავს გაუჭეჭყავდა. სხვა მუხლებიდან ვიგებთ, თუ როგორ შესრულდებოდა ეს წინასწარმეტყველება. გველს, იგივე სატანა ეშმაკს, უფსკრულში ჩააგდებდნენ და ათასი წლის მანძილზე უმოქმედოდ ამყოფებდნენ, ხოლო შემდეგ, მალევე სამუდამოდ გაანადგურებდნენ „ცეცხლის ტბაში“, რაც „მეორე სიკვდილს ნიშნავს“ (გმც. 20:1—3, 7, 10, 14; 12:9).

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება