-
დედამიწაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ბიბლია ეთანხმება მეცნიერულ ფაქტებს. ბიბლიაში, კერძოდ, იობის 26:7-ში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა „არაფერზე დაჰკიდა დედამიწა“. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ დედამიწა თავის ორბიტაზე, უმთავრესად, გრავიტაციული და ცენტრიდანული ძალების ურთიერთქმედების წყალობით რჩება. ეს ძალები, რა თქმა უნდა, უხილავია. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ სხვა ციური სხეულების მსგავსად, დედამიწა არაფერზეა დაკიდებული. ღვთივშთაგონებით ესაია წინასწარმეტყველი იეჰოვაზე წერდა: „ის მკვიდრობს დედამიწის წრეზე, რომლის მკვიდრნიც კუტკალიას ჰგვანან“ (ეს. 40:22). ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია: „[ღმერთმა] წყლების ზედაპირს წრე შემოავლო“ (იობ. 26:10). სწორედ მისი ბრძანებით არ გადმოდის წყალი ნაპირებიდან, არ ტბორავს ხმელეთს და არც სივრცეში იფანტება (იობ. 38:8—11). ცხადია, იეჰოვას გადასახედიდან დედამიწას წრის ფორმა აქვს, როგორც მთვარეს აქვს წრის ფორმა ჩვენი გადასახედიდან. ვიდრე ხმელეთი გამოჩნდებოდა, მთელი პლანეტა წყლით დაფარული სფერული მასა იყო (დბ. 1:2).
-
-
ზეცა, ცაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ბიბლიაში არაერთგან ვკითხულობთ, რომ იეჰოვა, „ციურ მნათობთა მამა“ (იაკ. 1:17), კარვის ქსოვილივით ჭიმავს ცას (ფს. 104:1, 2; ეს. 45:12). ადამიანის თვალით დანახული ცა როგორც დღისით, ისე ღამით (როდესაც ვარსკვლავებითაა მოჭედილი) ვეებერთელა თაღად გადაჭიმულ ქსოვილს მოგვაგონებს. ესაიას 40:22-ში ცა შედარებულია „მსუბუქ ქსოვილთან“ ანუ წმინდა ბადურა ქსოვილთან და არა, მაგალითად, კარვის უხეშ ქსოვილთან. ეს შედარება ცის თაღის სინატიფეზე მიუთითებს. მართლაც, ათასობით ვარსკვლავით მოჭედილი ცა მაქმანიან შავ ხავერდს მოგვაგონებს. აღსანიშნავია ისიც, რომ დედამიწიდან დანახული უკიდეგანო გალაქტიკა, ირმის ნახტომი, სადაც ჩვენი მზის სისტემა მდებარეობს, თხელი, ბადისებრი ქსოვილივით ჩანს.
-