საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ანუგეშეთ ჩემი ხალხი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • რა ფორმა აქვს დედამიწას?

      ძველ დროში ხალხს სჯეროდა, რომ დედამიწა ბრტყელი იყო. მაგრამ ძვ. წ. VI საუკუნეში ბერძენმა ფილოსოფოსმა, პითაგორამ, ის აზრი გამოთქვა, რომ დედამიწა შეიძლება სფერული ყოფილიყო. ორი საუკუნით ადრე, ვიდრე პითაგორა თავის თეორიას ჩამოაყალიბებდა, წინასწარმეტყველმა ესაიამ სრულიად ნათლად და საოცარი სიზუსტით თქვა: „[ღმერთს] უპყრიეს სიმრგულე ქუჱყანისანი“ (ესაია 40:22, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884). ებრაული სიტყვა „ხუგ“, რომელიც აქ „სიმრგულედ“ არის ნათარგმნი, შეიძლება „სფეროდაც“ ითარგმნოს. საინტერესოა, რომ ყოველი მხრიდან სიმრგვალეს მხოლოდ სფერული სხეული ქმნისe. ამგვარად, წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა იმ დროში სრულიად უცხო რამ, რაც მეცნიერულად ზუსტია და საერთო არაფერი აქვს ძველი დროის მითებთან.

      [სქოლიო]

      e ტექნიკური ენით დედამიწა შებრტყელებული სფეროიდია. ის პოლუსებთან არის ოდნავ შებრტყელებული.

      [სურათი 403 გვერდზე]

  • „ანუგეშეთ ჩემი ხალხი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • 21, 22. ა) როგორ ამახვილებს ესაია ყურადღებას იმაზე, რომ იეჰოვას ბადალი არ ჰყავს? ბ) რა დასკვნამდე მივყავართ ესაიას შთამბეჭდავ სიტყვებს? გ) მეცნიერულად რა ზუსტ სიტყვებს წარმოთქვამს წინასწარმეტყველი ესაია? (იხილეთ ჩარჩო 412 გვერდზე).

      21 შემდეგ იმის ხაზგასასმელად, რომ იეჰოვას არ ჰყავს ბადალი, ესაია იმ ხალხის უგუნურებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ოქროს, ვერცხლისა და ხის კერპებს აკეთებს. რა დიდი უგუნურებაა იმის დაშვება, რომ ასეთმა კერპებმა შეიძლება სათანადოდ წარმოადგინოს ღმერთი, რომელიც „ზის მიწის კამარაზე“ და მის მკვიდრთ განაგებს (წაიკითხეთ ესაია 40:18—24).

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება