„ის ძალას აძლევს დაღლილს“
1 დროდადრო ყველა ჩვენგანი ვიღლებით. ამის მიზეზი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ჩვენი სამუშაო, არამედ ის პრობლემები, რომლებთან გამკლავებაც გვიწევს ამ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ (2 ტიმ. 3:1). როგორ შეგვიძლია იეჰოვას მსახურებს სულიერი ძალების მოკრება, რომ მსახურებაში არ დავსუსტდეთ? ამას შევძლებთ მაშინ, თუ მივენდობით „ძლევამოსილ“ ღმერთს, იეჰოვას (ეს. 40:26). მან იცის, თუ რა გვჭირდება და გულწრფელად სურს, რომ დაგვეხმაროს (1 პეტ. 5:7).
2 როგორ გვეხმარება იეჰოვა? იეჰოვა გვაძლიერებს თავისი წმინდა სულით, იმ ძალით, რომელიც მან სამყაროს შესაქმნელად გამოიყენა. თუ დავიღლებით, ღვთის სული დაგვეხმარება, რომ ‘ძალა განვიახლოთ’ (ეს. 40:31). ჰკითხე საკუთარ თავს: „ბოლოს როდის ვთხოვე ღმერთს ლოცვაში წმინდა სული, რათა გავეძლიერებინე ჩემი ქრისტიანული მოვალეობების შესასრულებლად?“ (ლუკ. 11:11—13).
3 ღვთის სიტყვის ყოველდღიურად კითხვა, მასზე ფიქრი და ჩვენი პუბლიკაციების შესწავლა სულიერად განგვამტკიცებს და ვიქნებით „წყლის ნაკადულებთან დარგულ ხესავით, რომელიც თავის დროზე იძლევა ნაყოფს და რომლის ფოთლებიც არ ჭკნება“ (ფსალმ. 1:2, 3).
4 აგრეთვე, იეჰოვა იყენებს ჩვენს თანამორწმუნეებს, რომლებიც ჩვენთვის შეიძლება „დამხმარენი და გამაძლიერებელნი“ აღმოჩნდნენ (კოლ. 4:10, 11). კრების შეხვედრებზე ისინი გვაძლიერებენ გამამხნევებელი საუბრით, კომენტარებითა და მოხსენებებით (საქ. 15:32). ქრისტიანი უხუცესები განსაკუთრებულ დახმარებას გვიწევენ — სულიერად გვეხმარებიან და გვამხნევებენ (ეს. 32:1, 2).
5 მსახურება: თუ დაღლილობას გრძნობ, არ შეწყვიტო ქადაგება. სხვა საქმეებისგან განსხვავებით, მსახურებაში რეგულარული მონაწილეობა ჩვენთვის ‘გამომაცოცხლებელია’ (მათ. 11:28—30). სასიხარულო ცნობის ქადაგება გვეხმარება, რომ ყოველთვის პირველ ადგილზე დავაყენოთ ღვთის სამეფო და გვახსოვდეს ის კურთხევები, რასაც ეს სამეფო მოიტანს.
6 ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, სანამ ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული დადგება. საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, რომ მსახურებაში სიმტკიცე შევინარჩუნოთ და ‘იმ ძალაზე დანდობით ვიმსახუროთ, რომელსაც ღმერთი იძლევა’ (1 პეტ. 4:11). იეჰოვას დახმარებით ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს საქმეს, რადგან „ის ძალას აძლევს დაღლილს“ (ეს. 40:29).