-
იეჰოვა დიდებულ სახელს იქმნისესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
11. ა) რატომ ნიშნავს იეჰოვა „შურისგების დღეს“? ბ) ვინ იყვნენ „გამოსყიდულნი“ ძველ დროში და ვინ არიან ისინი დღეს?
11 იეჰოვა კვლავ განმარტავს, რატომ ასრულებს ამ საქმეს თვითონ: „რადგან შურისგების დღე ჩემს გულშია და ჩემ გამოსყიდულთა წელიწადი დამდგარია“ (ესაია 63:4)b. მხოლოდ იეჰოვას აქვს შურისძიების უფლება მათზე, ვისაც ზიანი მოაქვს მისი ხალხისთვის (მეორე რჯული 32:35). ძველ დროში „გამოსყიდულნი“ ბაბილონელთა ხელში დატანჯული იუდაელები იყვნენ (ესაია 35:10; 43:1; 48:20). დღეს ეს ხალხი სულითცხებულთა დარჩენილი ნაწილია (გამოცხადება 12:17). როგორც თავიანთი წინამორბედნი, ისინიც გამოსყიდულნი იქნენ რელიგიური ტყვეობიდან. იმ იუდაელების მსგავსად, ცხებულები და თავიანთი თანამსახურნი — „სხვა ცხვრები“ — დევნასა და შევიწროებას განიცდიან (იოანე 10:16). ამგვარად, დღეს ესაიას წინასწარმეტყველება არწმუნებს ქრისტიანებს, რომ ღმერთი თავის დროზე მათ სასარგებლოდ იმოქმედებს.
-
-
იეჰოვა დიდებულ სახელს იქმნისესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
b გამოთქმა „გამოსყიდულთა წელიწადი“ შეიძლება იმავე დროზე მიუთითებდეს, რომელზეც — „შურისგების დღე“. ყურადღება მიაქციეთ, როგორ არის გამოყენებული მსგავსი გამოთქმები პარალელურ მუხლში, ესაიას 34:8-ში.
-