საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ლომების ხახიდან დახსნილი!
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • 16. ა) რატომ სცემდა პატივს დარიოსი დანიელის ღმერთს? ბ) რას იმედოვნებდა დარიოსი?

      16 დარიოსს გამოსავალი არ ჰქონდა. შეუძლებელი იყო კანონის გაუქმება და დანიელისთვის „დანაშაულის“ პატიება. მას მხოლოდ ისღა დარჩენოდა, რომ დანიელისთვის ეთქვა: „შენმა ღმერთმა გიშველოს, რომელსაც ასე ერთგულად ემსახურებოდი!“. როგორც ჩანს, დარიოსი პატივს სცემდა დანიელის ღმერთს. დანიელს ხომ იეჰოვასგან ჰქონდა მიცემული უნარი, ეწინასწარმეტყველებინა ბაბილონის დაცემა. ღმერთს ჰქონდა დანიელისთვის მიცემული „საკვირველი სულიც“, რის გამოც ის სხვა მთავრებზე მეტად იყო აღზევებული. შესაძლებელია დარიოსს გაგონილი ჰქონდა, ათწლეულების წინათ როგორ დაიხსნა დანიელის ღმერთმა სამი ებრაელი ახალგაზრდა გახურებული ღუმლიდან. მეფე, ალბათ, იმედოვნებდა, რომ იეჰოვა დანიელსაც დაიხსნიდა, რადგანაც მის ძალებს აღემატებოდა იმ კანონის შეცვლა, რომელზეც ხელი ჰქონდა მოწერილი. ამგვარად, დანიელი ლომების ხაროში ჩააგდესc. შემდეგ „მოიტანეს ლოდი და იმ ხაროს პირს დააფარეს. მეფემ იგი თავისი ბეჭდითა და დიდკაცების ბეჭდებით დაბეჭდა, რათა დანიელის მიმართ არაფერი შეცვლილიყო“ (დანიელი 6:17, 18).

  • ლომების ხახიდან დახსნილი!
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • c ლომების ხარო მიწაში გამოთხრილი ოთახი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ღია ჭერი ჰქონდა. მას, ალბათ, კარები ან ასაწევი გისოსებიც ექნებოდა, საიდანაც ცხოველები შეჰყავდათ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება