ბელზებელი
[შესაძლოა ბაალ-ზებუბის (ნიშნავს ბატონი ბუზებისა) სახეცვლილება. ამ ღვთაებას ფილისტიმელები ეკრონში სცემდნენ თაყვანს. ბელზებელი ან ბელზეული შესაძლოა ნიშნავს, „ბატონი ამაღლებული სამყოფლისა“. თუ ეს არის სიტყვათა თამაში, რომელშიც გამოყენებულია ებრ. სიტყვა ზეველ (ნეხვი), რომელიც ბიბლიაში არ გვხვდება, მაშინ ნიშნავს, ბატონი ნეხვისა]
ეს სახელი გამოიყენება სატანის, დემონთა მთავრის მიმართ. რელიგიურმა წინამძღოლებმა იესო ქრისტეს მკრეხელურად დასდეს ბრალი დემონების ბელზებელის ძალით განდევნაში (მთ. 10:25; 12:24—29; მრ. 3:22—27; ლკ. 11:15—19; იხ. ბაალ-ზებუბი).