მიაქცევ თუ არა ყურადღებას ღმერთის გაფრთხილებას?
ადამიანები ხშირად უგულებელყოფენ გაფრთხილებას, რომელსაც შეუძლია მათი სიცოცხლის ხსნა. ქალაქ პომპეის მცხოვრებთა უმრავლესობამ მთა ვეზუვის მრისხანე ხმებს ყურადღება არ მიაქცია. ამის მსგავსად, დღეს, ადამიანთა უმეტესობა ყურადღებას არ აქცევს გაფრთხილებას მოახლოებული მსოფლიო კატასტროფის შესახებ. მაგრამ იმ ხალხისათვის, ვინც მზად არის ფაქტებს პირდაპირ შეხედოს, გაფრთხილება ისეთივე რეალობაა, როგორც პირველ საუკუნეში მთა ვეზუვიდან გამომავალი ცეცხლი და გრუხუნი. მსოფლიო ომი, შედარებით მცირე ასობით შეიარაღებული კონფლიქტი, შიმშილი, დიდი მიწისძვრები, ეპიდემიები, დანაშაულობათა და ძალადობის ზრდა, ქადაგების მსოფლიო საქმე — ყოველივე ეს ერთად წარმოადგენს თვალსაჩინო გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ კაცობრიობა სწრაფად უახლოვდება კატასტროფულ კრიზისს.
ბიბლია გვამცნობს გამომაფხიზლებელ წინასწარმეტყველებას: „მაშინ იქნება დიდი ჭირი, როგორც არ ყოფილა სამყაროს დასაბამიდან ახლანდლამდე და არც არასოდეს იქნება“ (მათე 24:21). როგორც ქალაქ პომპეიში მომხდარი შემთხვევის დროს, ახლაც იქნებიან ცოცხლად გადარჩენილები — „უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, და ხალხებიდან და ენებიდან“. ისინი გადაიტანენ ამ მოვლენას, ანუ „მოვლენ დიდი ჭირიდან“ (გამოცხადება 7:9, 14).
ისმის კითხვა: როდის მოხდება ეს განადგურება? არის დამაჯერებელი საფუძველი გვწამდეს, რომ დიდი ჭირი მოახლოვებულია. როცა მოწაფეებმა იესოს ჰკითხეს: „რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი“, როგორც ჩანს, მხედველობაში ჰქონდათ, თუ როდის მოხდებოდა ეს მოვლენები (მათე 24:3). მიაქციე ყურადღება, თუ რა უპასუხა მათ იესომ.
ომი — შედგენილი ნიშნის გამოჩენილი თავისებურება
იესომ მხოლოდ ერთი გამოჩენილი მოვლენა არ იწინასწარმეტყველა. ის ლაპარაკობდა რიგ მოვლენებზე, რომლებიც ერთად აღებული შეადგენენ ღმერთის გაფრთხილებას — შედგენილ ნიშანს ამ სისტემის აღსასრულისა. პირველი ნაწინასწარმეტყველები მოვლენა აღწერილია მათე 24:7: „აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. . .“. გამოცხადების 6:4-ში მოცემულ პარალელურ წინასწარმეტყველებაში ბიბლიამ იწინასწარმეტყველა „მშვიდობის წაღება დედამიწიდან“, ეს ნიშნავდა ომს შეუდარებელი მასშტაბით.
ისტორიიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს წინასწარმეტყველება გლობალურ ომზე სრულდება 1914 წლიდან. წიგნი „ამერიკული თავგადასავლები“ (ინგლ.) აღგვიწერს პერიოდს 1914 წლამდე: „მრავალი ამერიკელი იმედით აღსავსე შევიდა ახალ საუკუნეში. ეს იყო კარგი ეპოქა და იგი გრძელდებოდა ამ საუკუნის მეორე ათწლეულამდე. . . შემდეგ, 1914 წლის 28 ივლისს ეს განწყობილება შეირყა ერთი სიტყვით: ომი“. ასე დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რომელიც გრძელდებოდა 1914 წლიდან 1918 წლის ჩათვლით და ზოგიერთების აზრით, ეწოდა „ომი, რომელიც ბოლოს მოუღებს ყველა ომს“. ამ ომში უშუალოდ მონაწილეობდა ოცდარვა სახელმწიფო. თუ ჩვენ ჩავრთავთ იმ ქვეყნებსაც, რომლებიც მათზე იყვნენ დამოკიდებულნი, ომში მონაწილეთა რიცხვი შეადგენდა მაშინდელი მსოფლიოს მოსახლეობის 90 პროცენტს.
პირველ მსოფლიო ომში ასევე გამოყენებული იყო ომის ახალი და არაჩვეულებრივად მომაკვდინებელი იარაღები, როგორიცაა: ტყვიამფრქვევები, შხამიანი გაზები, ცეცხლმფრქვევები, ტანკები, თვითმფრინავები და წყალქვეშა ნავები. დაიღუპა თითქმის ათი მილიონი ჯარისკაცი — უფრო მეტი, ვიდრე გასული 100 წლის განმავლობაში მომხდარ ყველა დიდ ომში! დაახლოებით 21 მილიონი დაიჭრა. ნამდვილად, ეს იყო მსოფლიო ომი, რომელმაც დაახასიათა 1914 წელი, როგორც „უკანასკნელი დღეების“ დასაწყისი (2 ტიმოთე 3:1). მაგრამ ომი იესოს მიერ მოცემული ნიშნის მხოლოდ ერთი თავისებურება იყო.
ნიშნის სხვა ნაწილები
იესომ დაუმატა: „იქნება შიმშილი, და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ. ხოლო ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია“ (მათე 24:7, 8). პირველი მსოფლიო ომი დამთავრებული არ იყო, როცა დედამიწა მოიცვა ეპიდემია ესპანკამ. საბოლოო ჯამში მას შეეწირა 20 მილიონზე მეტი ადამიანი, რაც გაცილებით აღემატებოდა ომში დაღუპულთა რიცხვს.
ომის დროსა და მას შემდეგ მილიონობით ადამიანი დაიღუპა შიმშილით. მიწისძვრებმაც დიდი ზიანი მოიტანა. 1915 წელს იტალიაში დაიღუპა 30 000-ზე მეტი ადამიანი; 1920 წელს დაახლოებით 200 000 კაცი მოკვდა ჩინეთში; 1923 წელს თითქმის 143 000 კაცი დაიღუპა იაპონიაში, ყოველივე ეს კი, როგორც იესომ მიუთითა, მხოლოდ უბედურებების დასაწყისი იყო. 1914 წლიდან ეს ქვეყნიერება სულ უფრო მზარდი ძალითა და სიხშირით ირყევა ხან ერთი ტკივილის შემოტევისაგან, და ხან მეორე. მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სულ 21 წელი იყო გასული, რომ იფეთქა მეორე მსოფლიო ომმა რომელსაც მსხვერპლად შეეწირა 50 მილიონი ადამიანი და კაცობრიობა შეიყვანა ბირთვულ ერაში.
ბოლო წლებში ბევრი რამ ითქვა მწუხარების კიდევ ერთ მიზეზზე: ადამიანის მიერ გარემოს მოსპობის შესახებ. თუმცა, იესომ თავის წინასწარმეტყველებაში კონკრეტულად არ მოიხსენია, მაგრამ გამოცხადების 11:18 მიუთითებს, რომ ვიდრე დადგებოდეს მოახლოებული განადგურება, ადამიანი იქნება „დედამიწის მომსპობი“. არსებობს ამის დამამტკიცებელი უამრავი ფაქტი. წიგნში „მდგომარეობა მსოფლიოში 1988“ (ინგლ.) ციტირებული იყო გარემოს დაცვის კონსულტანტის, ნორმან მაიერსის, შიშის მომგვრელი ცნობა: „წარსულში არცერთი თაობა არ დამდგარა მასობრივი გადაშენების საფრთხის წინაშე და მომავალში არცერთი თაობა არასოდეს შეხვდება მსგავს გამოწვევას: თუ ჩვენი თაობა ვერ გაუმკლავდება ამოცანას, ზარალი დიდი იქნება. „მეორე ცდა“ კი აღარ იარსებებს.
ყურადღება მიაქციე 1992 წლის 17 თებერვლის ჟურნალ „ნიუსუიკში“ მოყვანილ ცნობას ატმოსფეროში ოზონის რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. მასში ორგანიზაცია „გრინპისის“ ოზონის სპეციალისტის, ალექსანდრე ალენის სიტყვები ციტირებული იყო, როგორც გაფრთხილება, რომ დაკარგული ოზონის რაოდენობა „ახლა საფრთხეს წარმოადგენს დედამიწაზე არსებული სიცოცხლის მომავლისათვის“ (იხილე ჩარჩო ამ გვერდზე, როგორც დედამიწის გარემოს გამანადგურებელი შემდგომი მტკიცება).
შეუძლებელია, აქ იესოს მიერ მოცემული წინასწარმეტყველების ყველა ასპექტის დაწვრილებით აღწერა. (იხილე ჩარჩო მეხუთე გვერდზე, რომელიც იძლევა წინასწარმეტყველების სხვა ნაწილების მიმოხილვას). და მაინც, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ერთი თავისებურება, რომელიც ჩაწერილია მათეს 24:14-ში: „და ექადაგება ეს სახარება სასუფევლის შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხს დასამოწმებლად. და მაშინ მოვა აღსასრული“. ეჭვგარეშეა, ჩვენთვის თუ ვინ ასრულებს ამ მსოფლიო სამქადაგებლო საქმეს. მხოლოდ 1992 წელს იეჰოვას მოწმეებმა 229 ქვეყანაში ამ საქმის შესასრულებლად დახარჯეს ერთ მილიარდზე მეტი საათი. ასე რომ, მათი საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე ხილული მტკიცებაა, რომ ვცხოვრობთ უკანასკნელ დღეებში.
არ დაუშვა, რომ დაბნეულობაში შეგიყვანონ
მაგრამ, ზოგიერთები შეიძლება შემოგვედავონ, რომ ყოველივე ეს საუბარი „უკანასკნელი დღეების“ შესახებ, არის მხოლოდ პესიმიზმი. „მაშინ რაღა ვთქვათ აღმოსავლეთ ევროპაში არც თუ დიდი ხნის უკან კომუნიზმის დასასრულზე? — სვამენ ისინი კითხვას. — ან რა შეიძლება ითქვას ძლიერ ხელისუფლებათა მშვიდობის დამყარების მცდელობაზე? განა ეს იმის მტკიცება არ არის, რომ საქმეები უმჯობესდება?“ არა. ყურადღება მიაქციე: იესოს არ უთქვამს, რომ უკანასკნელი დღეების მანძილზე მთელ მსოფლიოში მუდამ იქნებოდა ომები, მიწისძვრები, შიმშილი. კეთილი ცნობა რომ ყველგან იყოს ნაქადაგები, ამისათვის უკიდურეს შემთხვევაში განსაზღვრული პერიოდებით მაინც უნდა იყოს შედარებითი სიმშვიდე.
გაიხსენე ასევე, რომ იესომ უკანასკნელი დღეები ნოეს წარღვნის წინა დღეებს შეადარა. იმ დროს ადამიანები უზომოდ იყვნენ დაკავებულნი ჭამით, სმით, დაქორწინებით — ჩვეულებრივი ცხოვრებისეული საქმეებით (მათე 24:37-39). ეს კი იმაზე მიუთითებდა, რომ იმ დროს, როდესაც უკანასკნელ დღეებში ცხოვრების პირობები მოიტანდნენ მწუხარებას, მოვლენები იმდენად არ გაუარესდებოდა, რომ შეუძლებელი ყოფილიყო ჩვეულებრივი ცხოვრებისეული საქმიანობა. ისევე, როგორც ნოეს დღეებში, დღეს ადამიანთა დიდი ნაწილი იმდენად არის დაკავებული ყოველდღიური საქმეებით, რომ ყურადღებას არ აქცევს დროის სერიოზულობას.
ამიტომაც, საშიში იქნებოდა, სულ რაღაც მოჩვენებითად კეთილსასურველი პოლიტიკური მოვლენების გამო გამხდარიყო გულგრილი. (შეადარე 1 თესალონიკელთა 5:3.) არსებობს უამრავი მტკიცება, რომ იესოს წინასწარმეტყველება ახლა სრულდება — რაც არის გაფრთხილება იმისა, რომ განადგურება ახლოსაა!
შესანიშნავი შედეგები
ქალაქ პომპეის დანგრევამ სიკვდილი და მწუხარება მოიტანა თან. თანამედროვე სისტემის აღსასრული კი გზას გახსნის მარადიული სიცოცხლისათვის მშვენიერ სამოთხეში, დედამიწაზე (გამოცხადება 21:3, 4). ადამიანთა შუღლის მთესველი ხელისუფლებები მეტად აღარ გააპარტახებენ დედამიწას ომებით. ადამიანები მეტად აღარ შეუშინდებიან ბირთვული კატასტროფის საშიშროებას. მეტად აღარ იარსებებს ფაბრიკები, რომლებიც მავნე ნივთიერებებით წამლავენ გარემოს (დანიელი 2:44).
იმ დროს ყველა ადამიანი იქნება სამართლიანობის მოყვარული, ნამდვილი მეგობარი და სამეფოს მმართველობის სრული მორჩილი (ფსალმუნი 36:10, 11). წარსულს ჩაბარდება საავადმყოფოები, დაკრძალვის პროცესები და სასაფლაოები, ასევე აღარ იქნება განქორწინება, უთანხმოება, დეპრესიები და ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობა (ესაია 25:8; 65:17).
გინდა რომ გადაიტანო უკანასკნელი დღეები და დარჩე ცოცხალი, რათა იხილო შესანიშნავი ახალი ქვეყნიერება? მაშინ „იფხიზლე, ვინაიდან არ იცი, როდის დადგება ის ჟამი“ (მარკოზი 13:33). მიუხედავად ამისა, მსოფლიო მოვლენები ნათელს ხდიან, რომ დანიშნული დრო ახლოსაა — შემაძრწუნებლად ახლოსაა მრავალთათვის. არ შეიძლება დროის დაკარგვა, ამიტომ გადაირჩინე სიცოცხლე, მოძებნე ისინი, ვინც მხედველობაში იღებს უკანასკნელი დღეების მსოფლიო ნიშანს. ადვილად შეიძლება მათი ამოცნობა, ვინაიდან მხოლოდ ისინი ემორჩილებიან იესოს განკარგულებას იქადაგონ კეთილი ცნობა სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში, დაე, ამ ადამიანებთან ერთად შენც გადაგედგას ნაბიჯები, რომ დადგე მეფის იესო ქრისტეს მხარეზე, რომლის შესახებაც ნათქვამია: „და მის სახელზე დაიმედდებიან ხალხები“ (მათე 12:18, 21).
[ჩარჩო 5 გვერდზე]
ნიშნის ოცდაოთხი შემადგენელი ნაწილი:
1. შეუდარებელი ომები (მათე 24:6, 7; გამოცხადება 6:4).
2. მიწისძვრები (მათე 24:7; მარკოზი 13:8).
3. საკვები პროდუქტების უკმარისობა (მათე 24:7; მარკოზი 13:8).
4. ეპიდემიები (მათე 24:7; გამოცხადება 6:8).
5. უკანონობის გამრავლება (მათე 24:12).
6. ისპობა დედამიწა (გამოცხადება 11:18).
7. სიყვარულის განელება (მათე 24:12).
8. საშინელი მოვლენები (ლუკა 21:11).
9. ფულის უზომო სიყვარული (2 ტიმოთე 3:2).
10. მშობლების მიმართ შვილების დაუმორჩილებლობა (2 ტიმოთე 3:2).
11. ადამიანები უფრო გულისთქმის ამყოლნი [უფრო სიამეთა მოყვარულნი,
აქ] არიან, ვიდრე ღმერთის მოყვარულნი (2 ტიმოთე 3:4).
12. ეგოიზმის ბატონობა (2 ტიმოთე 3:2).
13. ადამიანები მთლიანობაში არამოყვარულნი არიან (2 ტიმოთე 3:2).
14. ადამიანები შეურიგებელნი არიან (2 ტიმოთე 3:3).
15. არ არის თავდაჭერილობა საზოგადოების არცერთ სფეროში
(2 ტიმოთე 3:3).
16. ფართოდ გავრცელებულია სიკეთისადმი სიყვარულის დაკარგვა (2 ტიმოთე 3:3).
17. ბევრი თვალთმაქცურად ამტკიცებს, რომ არის ქრისტიანი
(2 ტიმოთე 3:5).
18. ბევრი უზომოდ იღებს საჭმელსა და სასმელს (ლუკა 21:34).
19. დამცინავები უარყოფენ ნიშანს (2 პეტრე 3:3, 4).
20. აქტიურია მრავალი ცრუწინასწარმეტყველი (მათე 24:5, 11;
21. კეთილი ცნობის ქადაგება ღმერთის მიერ დამყარებული სამეფოს
შესახებ (მათე 24:14; მარკოზი 13:10).
22. ჭეშმარიტი ქრისტიანების დევნა (მათე 24:9; ლუკა 21:12).
23. მშვიდობისა და უსაფრთხოების გამოცხადება, როგორც უკანასკნელი
კულმინაციური პუნქტი (1 თესალონიკელთა 5:3).
24. ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ საშიშროებას (მათე 24:39).
[ჩარჩო 6 გვერდზე]
გარემოს დაბინძურების პრობლემები — დროის ნიშანია ჩრდილოეთ
◻ ნახევარსფეროს მჭიდროდ დასახლებულ რაიონში ოზონის დამცველი ფენა ორჯერ უფრო სწრაფად კლებულობს, ვიდრე ამას მეცნიერები ვარაუდობდნენ რამოდენიმე წლის წინათ.
◻ ყოველდღიურად ქრება მცენარეთა და ცხოველთა სულ მცირე, 140 სახეობა.
◻ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა, რომელიც ინარჩუნებს სითბოს, ამჟამად 26 პროცენტით მეტია მის კონცენტრაციასთან შედარებით ინდუსტრიალიზაციამდე, და იგი სულ უფრო მატულობს.
◻ აღრიცხვის თანახმად, რომელიც XIX საუკუნის ნახევრიდან ტარდება, დედამიწის ზედაპირი 1990 წელს უფრო თბილი იყო, ვიდრე ნიბისმიერ სხვა დროს; შვიდიდან ექვსი ყველაზე თბილი წელიწადი, როგორც ეს დადგენილია დოკუმენტურად, იყო 1980 წლის შემდეგ.
◻ ტყეები ქრება წელიწადში დაახლოებით 17 მილიონი ჰექტარის ფართობით, რაც შეადგენს რაიონს, რომლის ფართობი ფინეთის ტერიტორიის ნახევარს უდრის.
◻ მსოფლიო მოსახლეობა ყოველწლიურად იზრდება 92 მილიონი კაცით — დაახლოებით ყოველ წელიწადს ჩნდება ახალი მექსიკა: ამ რიცხვიდან 88 მილიონი მოდის განვითარებად ქვეყნებზე.
◻ დაახლოებით 1,2 მილიარდ ადამიანს არ გააჩნია სასმელად ვარგისი წყალი.
თანახმად წიგნისა State of the World 1992, by Worldwatch lnstitute, pages 3, 4, W. W. Norton & Company, New York, London.
[სურათი 7 გვერდზე]
განადგურების შემდეგ დადგება ღმერთის შესანიშნავი ახალი ქვეყნიერება.